marie

შოუბიზნესი 1701190268

„ამერიკაში საცხოვრებლად დარჩენა გინდაო, რომ მკითხეს, არა-მეთქი... და როდესაც ჩემი გეგმები გავაცანი, მახსოვს, როგორი პატივისცემით შემომხედეს...“ - მარიამ ქარქაშაძე, მსახიობი და რეჟისორი დიდი გეგმებით

მარიამ ქარქაშაძე იმ ხელოვანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც თვით განვითრებისა და პროფესიული ზრდისთვის, მსხვერპლის გაღებასაც არ ერიდება. ეს მსხვერპლი საკუთარი შვილიც შეიძლება იყოს, რომელიც ძალიან შორს წასულ დედას ემეგობრება და იცის, რომ ეს განშორება, მარიამმა მისი კეთილი მომავლისთვის გაბედა... მერე რა, რომ დათა ჯერ მხოლოდ 10 წლისაა. მან იცის, რომ დედამ ჯერ ამერიკაში ისწავლა, მერე ფილმი გადაიღო. ახლა მას იღებენ...მოკლედ, მსახიობი და რეჟისორი მარიამ ქარქაშაძე, ამერიკიდან დაბრუნდა და ახალი პროექტებისთვის ემზადება.ნიუ-იორკის კინო აკადემიის სტუდენტი კი ხუთი წლის წინ გახდა. არჩევანი ლოს-ანჯელესის ფილიალზე გააკეთა.ბოლო ორი წელი კი, ლოს-ანჯელესში, ჯერ საკუთარი საავტორო ფილმის პოსტფროდაქშენით იყო დაკავებული, შემდეგ კი, რამდენიმე თვე, ამ ფილმის საფესტივალო მოგზაურობაში გაატარა.„ის კაბა“ – The Dress – ასე ჰქვია ფილმს, რომელიც კინო აკადემიის დასრულების შემდეგ გადაიღო.სურათის რეჟისორი, სცენარის ავტორი და პროდიუსერი მარიამია. მთავარ როლსაც თავად ასრულებს.მანამდე კი იყო თეატრალური უნივერსიტეტი. სამსახიობო ფაკულტეტი დაასრულა და მის სამსახიობო ბალანსზე სატელევიზიო სერიალებში განსახიერებული როლები და თავისუფალი თეატრის სპექტაკლები აღმოჩნდა...თავისუფალი თეატრის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სპექტაკლში - "მერე რა რომ სველია სველი იასამანი" თითქმის 10 წელი თამაშობდა. ასევე მთავარ როლს ასრულებდა  სპექტაკლში - "ყვავილები ელჯერნონისთვის". მარიამი მონაწილეობდა სატელევიზიო სერიალებში - "ცოლები და ქმრები", „ჩცდ", რომელიც წლების მანძილზე ყველაზე პოპულარული სატელევიზიო პროდუქტია საქართველოში.არტისტი „პრაიმტაიმს“ თავის თავზე უყვება.მარიამ ქარქაშაძე: როცა სტუდენტი ხარ, შვილის წაყვანა ასე შორს  შეუძლებელია. ფიზიკურად არაფრის დრო არ გაქვს.ჩემმა შვილმა ძალიან იხალისა, რომ ვუთხარი, მეც სწავლას ვიწყებ-მეთქი. როგორ სწავლობო, სულ მეკითხებოდა.როგორც ჩანს, ჩემზე ისე იმოქმედა შვილთან განშორების ფაქტორმა, რომ ჩემი ფილმის სცენარს ეს გრძნობა გასდევს ქვეტექსტად.როდესაც რაღაცას წერ ან იღებ, და მით უფრო, საავტორო კინოს, ის მაინც საკუთარ გამოცდილებას ეხმიანება.ჩემი ფილმის გმირიც თავს დამნაშავედ გრძნობს. როცა შვილი გყავს, მარტო აღარასოდეს ხარ, მაგრამ ზღვა პასუხისმგებლობის და დანაშაულის გრძნობა დაგყვება სულ. გაქვს შიში, რაიმე არასწორად არ გააკეთო, ცუდი მშობელი არ იყო, რამე არ შეგეშალოს... რაც არ უნდა დავარწმუნო თავი, რომ სამყაროს შესაცვლელად, თუ გამოცდილების მისაღებად ანდა, განვითარებისთვის წავედი ამერიკაში, შვილის მიმართ თავს მაინც დამნაშავედ ვგრძნობ. მას არაფერი დაუშავებია, უბრალოდ უნებურად ისეთ გარემოში აღმოჩნდა, სადაც დედა მსხვერპლს იღებს.დათა ჭკვიანი არსებაა, გულისხმიერი. ჩვენ მეგობრები ვართ.დედა 23 წლის ასაკში გავხდი. თითქოს პატარა ვიყავი, მაგრამ  თან არც ვიყავი. რაღაცნაირად ყველა ადამიანი გრძნობს შეუძლია თუ არა შვილის გაზრდა, რისი მიცემა შეუძლია ემოციურად და ინტელექტუალურად. მჯეროდა, რომ საკმარისი გამოცდილება და რესურსი მქონდა.  თან უკვე ორი უნივერსიტეტი მქონდა დამთავრებული და მეგონა, რომ ზრდა და სწავლა დავასრულე.- ანუ როგორც მივხვდი, მარტო შვილის გაზრდას არ შეუშინებიხართ?- არა, როგორ არა. თან იცი, რომ სწორია და თან ძალიან გეშინია. მაგაზე მეტად, ალბათ, არაფერს შევუშინებივარ ცხოვრებაში. მაგრამ რაღაცნაირი წინათგრძნობა მქონდა, თითქოს ვიცოდი, ვინ უნდა ყოფილიყო დათა; და... ზუსტად ის არის. თან ოჯახიც სულ მხარს მიჭერდა. გამიმართლა ადამიანებში...ზოგადად ადამიანებს ბევრი თავს მოხვეული შიში გვაქვს; მგონია, რომ ჩვენთან, უფრო მეტად ქალებს. რა ვიცი, თუ ვინმე დამიჯერებთ: ტყუილად გეშინიათ, არავის მისცეთ უფლება თქვენს გადაწყვეტილებებში ჩაერიონ!დათამ უშიშარი გამხადა. უფრო სწორედ მამაცი. როცა რაღაცის გეშინია და მაინც აკეთებ, ალბათ, ეგ არის მხოლოდ სიმამაცე. ვისწავლე, რომ ყველა შიში ან ყველა სირთულე შემოსაზღვრულია დროში და სივრცეში. მაგას რომ მივხვდი, ყველაფერი შესაძლებელი გახდა.- მარიამ, ახლა შეყვარებული ხართ?- უი რთული კითხვაა... მგონია რომ მაგ ზმნას დრო არ აქვს. ანუ ვიღაც თუ გიყვარს, სულ გიყვარს. ან თუ "აღარ გიყვარს" ე.ი. არც გიყვარდა. თუ ვიღაც მომავალში უნდა "შეგიყვარდეს" ე.ი. ახლაც გიყვარს.ცოტა ნოლანის დროის ფილოსოფიას ჰგავს, მაგრამ ეგრეა. :))- კარგი... ამერიკამ რა მოგცათ?- ამერიკამ ბევრი საინტერესო რამ მომცა. პირველ რიგში, საკუთარი თავი დავინახე სხვა კუთხიდან. დავინახე ადამიანების შრომის კულტურა. საშუალო ფენას სულ უწევს ბრძოლა გადარჩენისთვის; იქ ვერ იქნები ზარმაცი, რადგან უბრალოდ, ვერ გადარჩება. და თან იციან შრომის დაფასება.ამერიკა ბევრ შესაძლებლობას გაძლევს. მართალია, ფილმი საქართველოში გადავიღე, მაგრამ პოსტფროდაქშენი ფილმს იქ გაუკეთდა.პრემიერა ნიუ-იორკში შედგა, შემდეგ მოიარა სხვადასხვა შტატის ფესტივალები.როგორც პროდიუსერმა, იქ მივიღე გამოცდილება. საკუთარი ფილმის საფესტივალო ცხოვრება თავად დავგეგმე.ამერიკაში ბევრი პატარა კინოფესტივალია, რომელიც დამოუკიდებელი კინოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. იქ, ინტიმურ გარემოში, ლოკალურ ფესტივალებზე, თითო კვირის განმავლობაში, იკრიბებიან პატარა კინოს დიდი რეჟისორები თუ სხვადასხვა „კინოშნიკები“, და საღამოობით არის საინტერესო შეხვედრები, განხილვები, იბადება ახალ-ახალი იდეები, იძენ მეგობრებს, აგროვებ კონტაქტებს... სადაც შეიძლება ცნობილ ადამიანებსაც შეხვდე.- ახლა რაზე მუშაობთ?- ორ პროექტზე ვარ დამტკიცებული. რისი თქმაც ახლა შემიძლია, ეს არის ჟან კრისტოფ პიტოფის ფილმი, რომელსაც მეთერმთეტე საუკუნის პერიოდის ხევსურებისა და ვიკინგების ბრძოლაზე იღებს. სცენარის ავტორი არმაზ ხორნაულია, პროდიუსერი კი, ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროდიუსერი საბა კიკოლა გახლავთ. მეორე პროექტის სცენარი -  სი ჯეი კოქსს ეკუთვნის და სიუჟეტურად საქართველოში ვითარდება.  ასე რომ, წინ დიდი ამბები გველოდება.ჩემი გეგმის, თუ უფრო ოცნების ნაწილს გაგიმხელთ: ყოველთვის მინდოდა ქართული და ამერიკული კულტურის თანხვედრა და ერთმანეთისთვის გაცნობა, დაკავშირება... ქართულის იქ - ამერიკაში ჩატანა და ამერიკულის აქ, ჩვენთან წამოღება. მინდა კავშირების გამყარება. ამერიკაში შეძენილი მეგობრებისთვის ქართული კინოშემოქმედების გაცნობა, კონტაქტების გაცვლა, ქართულ-ამერიკული პროექტების დაგეგმვა. საქართველოს კარგი კინო კულტურა გააჩნია და მინდა ის გავაცნო ყველას... ჩემდა გასაკვირად, ხანდახან, აბსოლუტურად უცნაურ ადგილებში, მხვდებიან ადამიანები, რომლებმაც იციან ელდარ შენგელაია, სერგო ფარაჯანოვი ან ქართული კულტურის ისეთი ნაწილები, რომლებიც დედამიწის მეორე მხარეს სულ მენატრება. ასეთ მომენტებში ისეთი აღფრთოვანებული ვარ ხოლმე..."ამერიკაში საცხოვრებლად დარჩენა გინდა? ხომ ამისთვის ჩამოხვედი"- ო, იქ მკითხეს. არა-მეთქი! მე მინდა ქართულ-ამერიკული პროექტები გავაკეთო, გავაღრმავო კავშირები ქართველ და ამერიკელ კინოხელოვანებს შორის, საერთო იდეების მქონე ადამიანები ერთმანეთს დავაკავშირო-მეთქი. და მახსოვს, როგორი პატივისცემით შემომხედეს და შემდეგ უკვე დაინტერესდნენ: როგორია შენი ქვეყანა, ასე რომ გიყვარსო? აი, ამის შემდეგ გაუჩნდათ პატივისცემა როგორც ჩემს, ასევე ჩვენი ქვეყნის მიმართ. არც ერთ ქვეყანაში პატივს არ სცემენ ადამიანს, ვისაც საკუთარი ქვეყანა და საკუთარი კულტურა არ უყვარს. ლოგიკურია, შენი თუ არ გიყვარს, სხვას ვერ შეიყვარებ.ასევე დაგაინტერესებთ:„მაწვნის ნიღაბს გასწავლით“ - კირა ანდრონიკაშვილი სილამაზის საიდუმლოებებს გვიმხელს"ჩემი შვილების მამა მოძალადე არ არიის!!!“ – რას წერს „კაბუს“ ყოფილი მეუღლე„ყოვლისშემძლე რომ ვიყო, ყველა ბავშვი იქნებოდა ჯანმრთელი და უდარდელი…“ - ნანა სტამბოლიშვილი პირადსა და კარიერაზე

amidni

საზოგადოება 1701168628

„მშვენიერი ამბავი მაქვს თქვენთვის...“ - მეტეოროლოგის დამაიმედებელი პროგნოზი

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს. „მშვენიერი ამბავი მაქვს თქვენთვის, ამაღამ ზღვაზე ტალღის სიმაღლე დაიწყებს შემცირებას, აღმოსავლეთში კი ქარის სიჩქარე შესუსტდება.28 ნოემბრის – შუადღიდან საქართველოში გამოიდარებს, ნალექი შეწყდება და მზე გამოანათებს.ტემპერატურა ხვალვე არა, მაგრამ ნელ-ნელა +14, +16 გრადუსამდე მოიმატებს და უახლოეს დღეებში გაავდრებას აღარ ველოდებით“, – წერს კობა ფარტენაძე.ასევე ნახეთ:VIDEO: კადრები ბათუმიდან - ახალგაზრდები შტორმის დროს სასწაულებრივად გადარჩნენ„ჩემი შვილების მამა მოძალადე არ არიის!!!“ – რას წერს „კაბუს“ ყოფილი მეუღლე„ყოვლისშემძლე რომ ვიყო, ყველა ბავშვი იქნებოდა ჯანმრთელი და უდარდელი…“ - ნანა სტამბოლიშვილი პირადსა და კარიერაზე

შტორმი ბათუმში

შემთხვევა 1701167205

VIDEO: კადრები ბათუმიდან - ახალგაზრდები შტორმის დროს სასწაულებრივად გადარჩნენ

ყველაზე ძლიერი შტორმი ბოლო 100 წლის განმავლობაში. შავ ზღვაზე ისევ 8 ბალიანი ქარიშხალია.სტიქიამ დააზიანა ინფრასტრუქტურა ბათუმში, ქობულეთში, ფოთსა და ანაკლიაში. დაზიანებულია საფეხმავლო ბილიკები, ქვაფენილი, სკამები და სეზონურად მომუშავე კაფე-ბარები. დატბორილია ქუჩები და დაზიანებულია საცხოვრებელი სახლებიც.ვრცელდება კადრები ბათუმიდან, სადაც გუშინ შტორმს სასწაულებრივად გადაურჩნენ ახალგაზრდები, რომლებიც ზღვის ღელვას აკვირდებოდნენ.ასევე ნახეთ:VIDEO: ყველაზე ძლიერი შტორმი ბოლო 100 წლის განმავლობაში - რა ვითარებაა აჭარაში„ყოვლისშემძლე რომ ვიყო, ყველა ბავშვი იქნებოდა ჯანმრთელი და უდარდელი…“ - ნანა სტამბოლიშვილი პირადსა და კარიერაზე

ნანა სტამბოლიშვილი

ტაბლოიდი 1701166569

„ყოვლისშემძლე რომ ვიყო, ყველა ბავშვი იქნებოდა ჯანმრთელი და უდარდელი…“ - ნანა სტამბოლიშვილი პირადსა და კარიერაზე

ნანა სტამბოლიშვილმა თურქეთის კინოინდუსტრიაში თავის დამკვიდრება და, რაც ყველაზე მთავარია, იქაური საზოგადოების დიდი სიყვარული. ნანუკა სტამბოლიშვილს, როგორც მოცეკვავეს, დიზაინერსა და, უბრალოდ, ძალიან კარგ და ნიჭიერ ახალგაზრდას, ბათუმში ძალიან კარგად იცნობდნენ, მაგრამ დღეს მისი სახელი საზღვრებს გასცდა და მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში თაყვანისმცემელთა მთელი არმია ჰყავს.თურქულ სერიალში „სხვისი შვილი“ შესრულებულმა როლმა, როგორც თურქ საზოგადოებას, ასევე სხვებს, კიდევ ერთხელ დაანახვა ქართული გენის, სულისა და ხასიათის მშვენიერება. რას შეცვლიდა ყოვლისშემძლე რომ იყოს, რომელ ქალ მსახიობთან ისურვებდა კინოში თამაშს, რომელი ქართული სიმღერა ასწავლა თურქ კოლეგებს, ვის სიყვარულს ადარებს სამოთხის სურნელს – პასუხებს გაეცანით „OK! ბათუმის“ ფურცლებიდან.თურქეთის კინოინდუსტრიაში ღირსეული ადგილი დაიკავეთ, ძალიან ლამაზი „ნოტებით“ შეხვედით მათ ყოველდღიურობაში და მოიპოვეთ იქაური მაყურებლის სიყვარული, ნდობა. რა აქცევს ადამიანს წარმატებულად, რა არის თქვენეული წარმატების ფორმულა?ზოგადად, წარმატება ძალიან ფართო და ზოგადი ცნებაა. ალბათ, როდესაც წარმატებაზეა საუბარი, იგულისხმება პროფესიული განვითარება, საყვარელი საქმის კეთება, ფინანსური უზრუნველყოფა, მეტი თავდაჯერებულობა, სხვების მიერ აღიარება და ა.შ. წარმატებისკენ მიმავალ გზას ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს. ჩემს შემთხვევაში გეტყვით, რომ ძალიან დიდი შრომა მაქვს გაწეული წარმატების მისაღწევად. აქედან გამომდინარე, ფორმულაც ამოხსნილია, შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულობა.როგორც საკუთარი ოჯახის წევრს, ისე გგულშემატკივრობთ ქართველები მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან. ალბათ, სწორედ ეს გრძნობაა, რაც ძალას გმატებთ და ენერგიას, არ გაჩერდეთ, მუდმივად ისწრაფოდეთ წინსვლისა და წარმატებისაკენ…არ დავიღლები ამ ადამიანებისადმი მადლიერების გამოხატვით… როგორც მათ შემიყვარეს ოჯახის წევრივით, მეც ზუსტად ისე მიყვარს ისინი… ალბათ, ვერც კი წარმოიდგენენ, როგორ მაძლიერებს მათი გვერდით დგომა და გულშემატკივრობა. მიორმაგებენ ენერგიას, მაძლევენ იმედს იმისა, რომ წინ საუკეთესო დღეები გველის. მათთან ერთად აღვნიშნავ ხოლმე ჩემს ყველა წინ გადადგმულ ნაბიჯს. მართლა, როგორც ჩემი დიდი ოჯახი, ისე ვუყურებ მათ… ვეცდები გავამართლო მათი იმედები და მოლოდინები, რათა ყოველთვის იამაყონ ჩემით. ბავშვობიდან რა გენატრებათ ყველაზე მეტად…ყველაზე ბედნიერი ბავშვობა მქონდა. უდარდელი, მხიარული… უსაზღვრო სიყვარულსა და სითბოში გამზარდეს, რომელსაც დღემდე გავცემ და არ მთავრდება… ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო ჩემი ოჯახის წევრებს. მენატრება მათთან ერთად გატარებული თითოეული დღე. მენატრება ოჯახის წევრები, რომლებიც, სამწუხაროდ, გამოგვაკლდნენ.ყოვლისშემძლე რომ იყოთ…ყველა ბავშვი იქნებოდა ჯანმრთელი, ბედნიერი და უდარდელი…მეტი დრო რომ გქონდეთ…პიანინოზე ავაწყობდი მელოდიებს…სიტყვა, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებთ…მადლობა.ასევე წაიკითხეთ:რა უნდა ვიცოდეთ აპლიკაციაზე, რომელმაც მთელი ქვეყანა ცხენზე შესვაVIDEO: დაუჯერებელი სიყვარულის ისტორია, რომელიც 40 წლის შემდეგ გაგრძელდა - რას ჰყვებიან ნინო და ემზარითბილისში, ერთ-ერთი სახლის სარდაფში, მუშებმა 22 კილო ოქრო იპოვეს

კიბო

ჯანდაცვა 1693162070

კიბოს გვიან სტადიაში გადარჩენილი ადამიანის სისხლძარღვებში, კიბოს „ცოცხალი წამალი“ აღმოაჩინეს - დეტალები

კიბოს გვიან სტადიაში გადარჩენილი ადამიანის სისხლძარღვებში, მეცნიერებმა კიბოს საოცარი, „ცოცხალი წამალი“ აღმოაჩინეს.კვლევების შედეგად დადგინდა, რომ გადარჩენილი პაციენტების სხეულს ჯერ ისევ იცავს მკვლელი იმუნური უჯრედების მთელი ფლოტი, რომლებსაც T ლიმფოციტებს უწოდებენ.გაერთიანებული სამეფოს კარდიფის უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ეს სპეციალური T ლიმფოციტები შეიძლება გაცილებით უკეთესად ცნობდნენ და თავს ესხმოდნენ სიმსივნეს, ვიდრე საშუალო T ლიმფოციტები.ამას გარდა, მათ ერთდროულად მრავალი სხვადასხვა სახის კიბოს განადგურებაც შეუძლიათ სხვადასხვა კუთხიდან.„შედეგებმა ნამდვილად გაგვაკვირვა, რადგან არავინ იცოდა, რომ ცალკეულ T ლიმფოციტებს კიბოს უჯრედების ამოცნობა ერთდროულად რამდენიმე სხვადასხვა კიბოსთან დაკავშირებული ცილის საშუალებით შეეძლოთ“, — განმარტავს კარდიფის უნივერსიტეტის ბიოლოგი ენდი სეუელი.როგორც იგი აღნიშნავს, მათ სურდათ გაეგოთ, როგორ მოისპო კიბო ბოლო სტადიის მქონე ზოგიერთ პაციენტში, რომლებსაც კიბოს ინფილტრაციის ლიმფოციტური თერაპიით უმკურნალეს. ამიტომ, პასუხის პოვნა გადაწყვიტეს.ბოლო ათწლეულში, კიბოს ინფილტრაციის ლიმფოციტური თერაპია (TIL) ბოლო სტადიის კიბოს შესაძლო ამოძირკვის ახალი, მძლავრი გზა გახდა.TIL თერაპია მოიცავს პაციენტისავე სისხლის თეთრი უჯრედების აღებას პირდაპირ სიმსივნიდან და ისე გაზრდას და ხელოვნურად გაძლიერებას, რომ კიბოს უკეთესად შეუტიონ.კლინიკურ ცდებში გაირკვა, რომ თერაპია შემთხვევათა 80 პროცენტზე მეტში მუშაობს.ასეთი საოცარი შედეგების მიუხედავად, მეცნიერებმა ჯერ კიდევ არ იციან, როგორ მუშაობს ეს თერაპია უჯრედულ დონეზე.ამის გარკვევას კარდიფის უნივერსიტეტის მკვლევრები წლებია ცდილობდნენ და როგორც იქნა, გარღვევასაც მიაღწიეს.კლინიკური ცდების I და II ფაზის შედეგების შესწავლისას, რომელშიც TIL თერაპიაგავლილი ავთვისებიანი მელანომის მქონე 31 პაციენტი მონაწილეობდა, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ იმ პაციენტებს, რომლებმაც კიბო დაამარცხეს, ერთი წლის შემდეგაც კი აღენიშნებოდათ T-ლიმფოციტების ძლიერი პასუხები.ერთ-ერთი პაციენტის T უჯრედები საოცრად „მრავალმხრივი“ იყო და აჩვენებდა არა მხოლოდ მელანომაზე, არამედ კიბოს უმეტეს ტიპზე რეაგირების პოტენციალს.„მნიშვნელოვანია, რომ იმ პაციენტთა სისხლში, რომლებმაც კიბო დაამარცხეს, დიდი ოდენობით ასეთი მრავალმხრივი T ლიმფოციტი აღმოვაჩინეთ. ამ დროისათვის, ასეთი T ლიმფოციტები აღმოჩენილი არ არის იმ ადამიანებში, რომლებშიც კიბო პროგრესირებს“, — ამბობს სეუელი.იმის დასადასტურებლად, თუ რა ხდება რეალურად, სეუელი და მისი კოლეგები ახლა ლაბორატორიაში უნდა დააკვირდნენ გულისყურით, როგორ ესხმიან თავს ეს მრავალმხრივი T ლიმფოციტები კიბოს.მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებენ ისინი იმის განსაზღვრას, არის თუ არა ამ იმუნური უჯრედების დამსახურება TIL თერაპიის დიდი შედეგები.„იმედი გვაქვს, რომ გამოვიკვლევთ, შესაძლებელი იქნება თუ არა ინჟინერიით გამოყვანილი მრავალმხრივი T ლიმფოციტების გამოყენება მრავალი სხვადასხვა სახის კიბოს სამკურნალოდ, ზუსტად იმავე გზით, როგორც ახლა გამოიყენება ინჟინერიით გამოყვანილი CAR-T ლიმფოციტები ზოგიერთი ტიპის ლეიკემიის სამკურნალოდ“, — ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი, კარდიფის უნივერსიტეტის იმუნოლოგი გარი დოლტონი.CAR-T ლიმფოციტები არის ქიმერული ანტიგენ T ლიმფოციტებით მკურნალობა, რომელიც სისხლის კიბოს სამკურნალოდ უკვე დამტკიცებულია აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მიერ.CAR-T თერაპია ოდნავ განსხვავდება TIL თერაპიისგან, რადგან ის ხელახლა აპროგრამებს კონკრეტულ T ლიმფოციტებს, რათა მათ კიბოს უჯრედების გარკვეული ნაწილები ამოიღონ მიზანში.ვინაიდან TIL T ლიმფოციტები პირდაპირ მყარი სიმსივნიდან არის აღებული, ისინი უფრო მრავალფეროვანია და მეცნიერებს მისი თავდასხმის მექანიზმების დიდად შეცვლა არ სჭირდებათ.ალბათ სწორედ ამიტომ არის ისინი ასე ეფექტური მრავალი სხვადასხვა ტიპის კიბოს წინააღმდეგ.„სხვათა შორის, პაციენტთა რაოდენობა მცირეა, მაგრამ მაინც შესაძლებელია, რომ მრავალმხრივი T ლიმფოციტები დაკავშირებული იყოს სრულ განკურნებასთან — კიბოს ამოძირკვასთან“, — ამბობს სეუელი.კვლევა ჟურნალ Cell-ში გამოქვეყნდა.ასევე ნახეთ:„დედაჩემი 55, მამაჩემი 57 წლის...“ - ნუკი კოშკელიშვილი მშობლების ფოტოებს აქვეყნებსVIDEO: ქართული „იავნანა“ თურქულ სერიალში - ნანა სტამბოლიშვილის მორიგი გაბრწყინება„შეყვარებულმა სახლში კამერა დამიყენა...“ - რას წერს კესარია აბრამიძე„ჩატში ვიდეოებს უგზავნიან... ქვეყნის დასაქცევად იმხელა მასალა მაქვს“ - ვის ამხელს ალექსანდრა პაიჭაძე

ბენი

ტაბლოიდი 1693161073

VIDEO: ნუკი კოშკელიშვილის რეაქცია, როცა მისი მეუღლის წინ გოგო ცეკვავს

ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი ოჯახთან ერთად ბათუმში ისვენებს.ნუკიმ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორ ცეკვავს  მისი მეუღლის წინ ლამაზი გოგო.მისი გამომწერები დაინტერესდნენ, რა რეაქცია ჰქონდა, როცა მისი მეუღლე მოცეკვავე გოგონას უყურებდა.„ასეთი რაღაცები საერთოდ არ მაწუხებს, თუ უნდა, უყუროს“,  – პასუხობს ნუკი გამომწერებს.ასევე, ვიდეომ კრიტიკა დაიმსახურა, რადგან ამ ყველაფერს ბავშვიც უყურებდა. ნუკიმ კი განმარტა, რომ ის ვერაფერს ხვდება და უბრალოდ, ლამაზი ქალის ცეკვას ხედავს.კადრები ⇓ასევე ნახეთ:„დედაჩემი 55, მამაჩემი 57 წლის...“ - ნუკი კოშკელიშვილი მშობლების ფოტოებს აქვეყნებსVIDEO: ქართული „იავნანა“ თურქულ სერიალში - ნანა სტამბოლიშვილის მორიგი გაბრწყინება„შეყვარებულმა სახლში კამერა დამიყენა...“ - რას წერს კესარია აბრამიძე„ჩატში ვიდეოებს უგზავნიან... ქვეყნის დასაქცევად იმხელა მასალა მაქვს“ - ვის ამხელს ალექსანდრა პაიჭაძე

შარლოტა

ტაბლოიდი 1693160124

ნიკოლოზ ბასილაშვილის შეყვარებული ახალ ფოტოებს აქვეყნებს

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის შეყვარებული კარლოტა ელენა ინსტაგრამზე ახალ ფოტოებს აქვეყნებს, რომელმაც გამომწერების დიდი მოწონება დაიმსახურა.აღსანიშნავია, რომ წყვილი სოციალურ ქსელში ერთად იშვიათად ჩნდება და დიდი აქტიურობით არ გამოირჩევა. თუმცა, რამდენიმე წუთის წინ კარლოტამ ნიკოლოზი საკუთარ ინსტაგრამ სთორიში გამოაჩინა.ასევე ნახეთ:VIDEO: ქართული „იავნანა“ თურქულ სერიალში - ნანა სტამბოლიშვილის მორიგი გაბრწყინება„შეყვარებულმა სახლში კამერა დამიყენა...“ - რას წერს კესარია აბრამიძეVIDEO: „ფარნიან „ნოკიაზე“ მინდა გადასვლა...“ - ბლიც ინტერვიუ მაკა ასათიანის რძალთან„დედაჩემი 55, მამაჩემი 57 წლის...“ - ნუკი კოშკელიშვილი მშობლების ფოტოებს აქვეყნებს

ემიგრანტი

საზოგადოება 1693154313

„რამხელა ტკივილს ვატარებდით გულით მამიკო… 25 წელი გელოდებოდი მა. ვოცნებობდი გულში ჩაგეკარი და აღარ გაგეშვი... - შვილის ემოციური გამომშვიდობება ემიგრანტ მამასთან

გუშინ სოციალურ ქსელში აშშ-ში ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტის დაღუპვის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.გარ­დაც­ვლი­ლი მა­მა­კა­ცი ქუ­თა­ი­სი­დან იყო და ბრუკ­ლინ­ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხოვ­რობ­და. „სიტყვებით არ შეგეძლო შენი გრძნობების გამოხატვა, მაგრამ ყოველთვის მიგზავნიდი მსგავს რაღაცებს და ამით ყველაფერი ნათქვამი იყო მამი. ჩვენს მამაშვილობაზე ყველა ლაპარაკობდა. რამხელა ტკივილს ვატარებდით გულით მამიკო… 25 წელი გელოდებოდი მა. ვოცნებობდი გულში ჩაგეკარი და აღარ გაგეშვი  ხატად მყავდი ქცეული… ახლა როგორ მოგიფრთხილდე? როგორ ვიზრუნო შენზე? რატომ წამართვი ის გრძნობა რასაც მამაშვილობა ჰქვია, რომელიც ამდენი წელი ასე მაკლდა ? ყველაფერი შენს თავს მახსენებს. სარკისკენ გახედვაც არ მინდა, რადგან სარკეშიც შენ იდენტურ ადამიანს ვხედავ მა.მიყვარხარ და სულ მეყვარები მამი. მაპატიე,რომ ამ სიტყვების თქმა ვერ მოვასწარი. შენ საუკეთესო მამა იყავი!“ - წერს გარდაცვლილი ემიგრანტის შვილი სოციალურ ქსელში.რო­გორც ირ­კვე­ვა, გარ­დაც­ვლი­ლი მომ­ღე­რალ მა­მუ­კა ონაშ­ვი­ლის ახლო მე­გო­ბა­რი იყო."შენც წახ­ვე­დი შენს მე­გობ­რებ­თან, მა. ახლა სა­მუ­და­მოდ ერ­თად იქ­ნე­ბით..." - წერს გარ­დაც­ვლი­ლის შვი­ლი და ერთ-ერთ პოტსზე მა­მუ­კა ონაშ­ვი­ლის "ფე­ის­ბუქს" უთი­თებს.ასევე ნახეთ:VIDEO: რა ხდება შიომღვიმის მონასტერთან, სადაც მთა ჩამოიშალა - უახლესი ინფორმაციაVIDEO: ქართული „იავნანა“ თურქულ სერიალში - ნანა სტამბოლიშვილის მორიგი გაბრწყინებაამ 8-სიტყვიან ლოცვას ვიმეოროთ ნებისმიერ ვითარებაში - წმინდა მამების აზრით, მას მისტიკური ძალა აქვს

დრაგონს

შოუბიზნესი 1693151375

რეკომენდაციები მათთვის, ვინც Imagine Dragons-ის კონცერტზე მიდის

Black Sea Arena აქვეყნებს რეკომენდაციებს მათთვის, ვინც თბილისში ჯგუფის Imagine Dragons კონცერტს დაესწრება. რჩევებს უცვლელად გთავაზობთ.„1. ნუ წახვალთ კონცერტზე საკუთარი ავტომობილით. ამ დროს დიდი შანსია, რომ დაუსრულებელ საცობში მოჰყვეთ, მანქანის სტადიონთან ახლოს დაპარკინგება ვერ მოახერხოთ ან სხვა პრობლემის წინაშე აღმოჩნდეთ. ასეთ შემთხვევაში საუკეთესო გადაწყვეტილებაა სქროლი, ქარი ან ველოსიპედი. ამ ტრანსპორტებით სტადიონთან სწრაფად, და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მარტივად მისვლას შეძლებთ. თან ამ დღესთან დაკავშირებით Starring Georgia-სთან პარტნიორობის ფარგლებში Scroll / Qari, თიბისი ვიზა ბარათით გადახდისას 50% ქეშბექს მომენტალურად დაგიბრუნებთ უკან.2. ნუ დაელოდებით Imagine Dragons-ის სცენაზე დადგომის დროს სტადიონზე მისასვლელად. კარები კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე იღება და თქვენც აუცილებლად ადრე მიდით. ორგანიზატორები სტადიონის ტერიტორიაზე არაერთ გასართობ აქტივობას გეგმავენ და უმჯობესია, შიდა სივრცეში, სასიამოვნოდ გაატაროთ რამდენიმე საათი, ვიდრე საოცნებო კონცერტზე დაგაგვიანდეთ.3. სტადიონზე შესვლის დროს ნუ მიხვალთ პირველივე გეითთან. წინასწარ ნახეთ ბილეთზე, რომელ გეითთან არის ახლოს თქვენი ადგილი და სწორედ იმ შესასვლელით ისარგებლეთ. ასე დიდ რიგში ტყუილად დგომისგანაც დაიზღვევთ თავს და თქვენს ადგილსაც უფრო მარტივად მიუახლოვდებით.4. ნუ წაიღებთ აკრძალულ ნივთებს. მათ კონცერტზე შეტანას მაინც ვერ შეძლებთ და ლოქერებში შენახვა დამატებით დროს, ენერგიას და რიგში დგომას მოითხოვს თქვენგან. ამ ყველაფერმა შეიძლება გარკვეული დროით შეგაფერხოთ, ეს კი საოცნებო კონცერტს ნამდვილად არ შეეფერება. აკრძალული ნივთების სრული სია ნახეთ ლინკზე.5. ჩაიცვით კომფორტულად. წინასწარ შეამოწმეთ ამინდის პროგნოზი და მოსალოდნელი ამინდის მიხედვით ჩაიცვით. ნუ ჩაიცვამთ არაკომფორტულ ტანსაცმელს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ფეხსაცმელი უნდა იყოს მაქსიმალურად კომფორტული, რადგან რამდენიმე საათის განმავლობაში დგომა, ცეკვა და აქტიურად ყოფნა მოგიწევთ.6. დალიეთ ბევრი წყალი. მასშტაბური კონცერტისთვის ადამიანი უნდა მოემზადოს როგორც ფიზიკურად, ისე ემოციურად. ფიზიკურად მომზადებაში კი საჭირო რაოდენობით წყლის მიღებაა მნიშვნელოვანი. თქვენი სხეული ზღვა ემოციასა და ენერგიას გასცემს და ამის შედეგად მისი გამოფიტვა არ უნდა მოხდეს.7. არ დაგავიწყდეთ სმარტფონის კარგად დატენვა. საერთო ჯამში კონცერტზე არც თუ ისე მცირე ხნით მოგიწევთ ყოფნა, თან უამრავ ფოტოსა და ვიდეოს გადაიღებთ. ამიტომ ბოლომდე დატენეთ ტელეფონი. აქვე გახსოვდეთ, რომ ფოტოები და ვიდეოები მნიშვნელოვანია, მაგრამ მთელ კონცერტს ეკრანს მიღმა ნუ უყურებთ. დატკბით ცოცხალი შესრულებით და დაიმუხტეთ დადებითი ენერგიით.8. და ყველაზე მთავარი - ისიამოვნეთ მომენტით. ეს ხომ თქვენი საყვარელი შემსრულებლის კონცერტია. შეიგრძენით მუსიკა, მისი თითოეული ნოტი და დაიმუხტეთ ენერგიით. თქვენ ზღვა ენერგიის ნაწილი ხართ. იცეკვეთ და დატკბით ამ მომენტით“, - აღნიშნულია BSA-ს რეკომენდაციებში.Imagine Dragons-ის კონცერტი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ​31 აგვისტოს გაიმართება. კონცერტზე დასასწრები ათასობით ბილეთი 7 საათში გაიყიდა.  ასევე ნახეთ:VIDEO: რა ხდება შიომღვიმის მონასტერთან, სადაც მთა ჩამოიშალა - უახლესი ინფორმაციაVIDEO: ქართული „იავნანა“ თურქულ სერიალში - ნანა სტამბოლიშვილის მორიგი გაბრწყინებაამ 8-სიტყვიან ლოცვას ვიმეოროთ ნებისმიერ ვითარებაში - წმინდა მამების აზრით, მას მისტიკური ძალა აქვს 

სალომე გოგიაშვილი

საზოგადოება 1693142118

მე ორ ოჯახს ვარჩენ, ამას არასდროს ვაფიშირებ - სალომე გოგიაშვილი პირადზე

სალომე გოგიაშვილი თავის ცხოვრებაზე, პირადსა თუ საქმიანობაზე ყოველთვის გულახდილად საუბრობს. მისი პირადი ცხოვრება ყოველთვის საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. სალომე, რომელიც ყოველთვის შეუდარებლად გამოიყურება, ოთხი შვილის დედაა.ტელესახე არასდროს ამბობს უარს გულახდილ და გულწრფელ რჩევებზე, საკუთარ გამოცდილებას ბევრს უზიარებს, თუმცა დღემდე ბევრმა არ იცის, რომ ის ქველმოქმედიცაა და ამ კარგ საქმიანობაში შვილებიც ჰყავს ჩართული.გთავაზობთ ამონარიდს ჟურნალ თბილისელების ინტერვიუდან:ის, რაზეც ძალიან ბევრი მეოცნებება, არის დიდი ტერიტორია, რომელზედაც ავაშენებდი საცხოვრებელ კომპლექსს და ჩემს ყველა მეგობართან ერთად ვიცხოვრებდი. ოღონდ, არ იფიქროთ, ახლა მომაფიქრდა ეს იდეა, მე და ჩემი მეგობრები ვსხედვართ ხოლმე და ვსაუბრობთ, ვინმეს თუ ამდენი ფული ექნება, როგორ განვახორციელებთ ამ ოცნებას. კიდევ, მინდა ჩემს ახლობლებს, ვისაც ვიცი, რომ გასაჭირი აქვს, დავეხმარო და ჩემი ძალიან დიდი ოცნებაა, გავაკეთო ძალიან მაგარი ბავშვთა სახლი. წლებია, ამას ვამბობ. მინდა, ისეთი ბავშვთა სახლი ავაშენო, საიდანაც ძალიან მარტივად მოხდება ბავშვების გაშვილება, რაც დღეს საქართველოში ძალიან რთულია. შემიძლია დავიფიცო, რომ რამდენიმეჯერ ვცადე ბავშვის აყვანა. ძალიან მინდოდა.სახლში კი მეუბნებოდნენ, რომ გარეკილი მქონდა, მაგრამ მე მინდოდა. როცა ოთხი შვილი გყავს, როგორღა?! მაგრამ სადაც ოთხს ვზრდი, იქ მეხუთესაც გავზრდი. ჩემი აზრით, ასეა. მოკლედ, მინდოდა, მაგრამ ვერ შევძელი, რადგან წარმოუდგენლად  რთული პროცესია. მე არ მინდა, ბავშვს მშობელთან ურთიერთობა ავუკრძალო, პირიქით, იმაზე ხშირად ვაჩვენებ, ვიდრე ამას ბავშვთა სახლებში ახერხებენ. მეყოლება ჩემთან სახლში და ყველაფერს მივცემ. მართლა უამრავი გაჭირვებულია ჩვენს გარშემო. ერთი ადამიანი ყველას ვერ ეყოფი, მაგრამ მინდა, მქონდეს იმის საშუალება, რომ ცოტ-ცოტა ყველა გავახარო. ოღონდ, ეს არ არის მომენტი, რომ იცი მაინც არ გექნება და ტყუილად ბოდავ. მე ორ ოჯახს ვარჩენ – ამას არასდროს ვაფიშირებ, რადგან არ მიმაჩნია, რომ ეს სარეკლამო საქმეა, ორი ოჯახისთვის კი ჩემი შვილებიც აგროვებენ ფულს და წლის ბოლოს ამ ოჯახის ბავშვებისთვის საჩუქრებს ყიდულობენ. ეს ჩვენი ტრადიციაა, ამიტომ ეს თემები არ არის ჩემთვის უცხო.ასევე ნახეთ:VIDEO: რა ხდება შიომღვიმის მონასტერთან, სადაც მთა ჩამოიშალა - უახლესი ინფორმაციაVIDEO: ქართული „იავნანა“ თურქულ სერიალში - ნანა სტამბოლიშვილის მორიგი გაბრწყინებაამ 8-სიტყვიან ლოცვას ვიმეოროთ ნებისმიერ ვითარებაში - წმინდა მამების აზრით, მას მისტიკური ძალა აქვს

Iavnana

ტაბლოიდი 1693140780

VIDEO: ქართული „იავნანა“ თურქულ სერიალში - ნანა სტამბოლიშვილის მორიგი გაბრწყინება

თურქულ სერიალში, რომელშიც ქართველი მსახიობი ნანა სტამბოლიშვილი მთავარ როლს თამაშობს “იავნანა” გაჟღერდა.სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, რომელშიც ქართველი მსახიობი ბავშვს “იავნანას” უმღერის.თურქულ სერიალში ქართული ენა არაერთხელ გაჟღერდა.„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი, ჩემი ქართველების შეფასებები… ვეცდები, კიდევ ბევრჯერ გაგახაროთ. უფალი ჩვენკენ…“, – ამბობს ნანა სტამბოლიშვილი. 

შსს

შემთხვევა 1693139804

ერთ-ერთი ბანკის ფილიალში მანქანა შევარდა - რა ხდება ადგილზე

მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე "ლიბერთი ბანკის" ფილიალში ავტომობილი შევარდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა, რომლის შედეგადაც მანქანის მძღოლი მსუბუქად დაშავდა. ის კლინიკაშია გადაყვანილი. ინფორმაციას „მთავარი არხი“ ავრცელებს.შემთხვევის ადგილას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული. პოლიციის თანამშრომლებმა ავტომობილი საჯარიმო სადგომზე გადაიყვანეს.ასევე ნახეთ:VIDEO: რა ხდება შიომღვიმის მონასტერთან, სადაც მთა ჩამოიშალა - უახლესი ინფორმაციაVIDEO: ქართული „იავნანა“ თურქულ სერიალში - ნანა სტამბოლიშვილის მორიგი გაბრწყინებაამ 8-სიტყვიან ლოცვას ვიმეოროთ ნებისმიერ ვითარებაში - წმინდა მამების აზრით, მას მისტიკური ძალა აქვს