VIDEO: „...მეუბნება, იამანს შენი ძმა არ მოუკლავს, ტყუილად ერჩი, ძალიან კარგი ბიჭიაო“ - რას იხსენებს ნანა სტამბოლიშვილი გადაღებიდან

ნანუკა სტამბოლიშვილი

მსახიობი, მოცეკვავე და დიზაინერი ნანუკა სტამბოლიშვილი, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა თურქული სერიალიდან „სხვისი შვილი“, გადაცემაში „ყავა ბათუმურად“ გადაღებების პერიოდს იხსენებს და ერთ-ერთ სახალისო ამბავს ჰყვება.

„სცენა არის, მანქანა უნდა დამეჯახოს ვიწრო ქუჩაზე. ასეთი გადაღებები ზოგადად რთულია. რადგან ბევრი დუბლის გადაღება ხდება, რომ საუკეთესო კადრები აიღონ. დუბლებს შორის შესვენების დროს, სანამ კამარების გადაწყობა ხდებოდა, სამუშაო გუნდში შემოიპარა ერთი მოქალაქე, რომელიც სტაფს მხედველობიდან გამორჩა. მოვიდა და ჩუმად მეუბნება. „შვილო, იამანი არაა შენი ძმის მკვლელი, ტყუილად ერჩი, კარგი ბიჭიაო. მე ეს ვიცი და დამიჯერეო“... ჯერ გაოცებულმა შევხედე და მერე მივხვდი რომ მას თავისი სამყარო ჰქონდა და ვუპასუხე - „ამას მე გავარკვევ აუცილებლად-მეთქი“.