„რამხელა ტკივილს ვატარებდით გულით მამიკო… 25 წელი გელოდებოდი მა. ვოცნებობდი გულში ჩაგეკარი და აღარ გაგეშვი... - შვილის ემოციური გამომშვიდობება ემიგრანტ მამასთან

ემიგრანტი

გუშინ სოციალურ ქსელში აშშ-ში ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტის დაღუპვის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

გარ­დაც­ვლი­ლი მა­მა­კა­ცი ქუ­თა­ი­სი­დან იყო და ბრუკ­ლინ­ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხოვ­რობ­და. 

„სიტყვებით არ შეგეძლო შენი გრძნობების გამოხატვა, მაგრამ ყოველთვის მიგზავნიდი მსგავს რაღაცებს და ამით ყველაფერი ნათქვამი იყო მამი. 

ჩვენს მამაშვილობაზე ყველა ლაპარაკობდა. რამხელა ტკივილს ვატარებდით გულით მამიკო… 25 წელი გელოდებოდი მა. ვოცნებობდი გულში ჩაგეკარი და აღარ გაგეშვი  ხატად მყავდი ქცეული… ახლა როგორ მოგიფრთხილდე? როგორ ვიზრუნო შენზე? რატომ წამართვი ის გრძნობა რასაც მამაშვილობა ჰქვია, რომელიც ამდენი წელი ასე მაკლდა ? ყველაფერი შენს თავს მახსენებს. სარკისკენ გახედვაც არ მინდა, რადგან სარკეშიც შენ იდენტურ ადამიანს ვხედავ მა.

მიყვარხარ და სულ მეყვარები მამი. მაპატიე,რომ ამ სიტყვების თქმა ვერ მოვასწარი. შენ საუკეთესო მამა იყავი!“ - წერს გარდაცვლილი ემიგრანტის შვილი სოციალურ ქსელში.

რო­გორც ირ­კვე­ვა, გარ­დაც­ვლი­ლი მომ­ღე­რალ მა­მუ­კა ონაშ­ვი­ლის ახლო მე­გო­ბა­რი იყო.

"შენც წახ­ვე­დი შენს მე­გობ­რებ­თან, მა. ახლა სა­მუ­და­მოდ ერ­თად იქ­ნე­ბით..." - წერს გარ­დაც­ვლი­ლის შვი­ლი და ერთ-ერთ პოტსზე მა­მუ­კა ონაშ­ვი­ლის "ფე­ის­ბუქს" უთი­თებს.

ასევე ნახეთ:

VIDEO: რა ხდება შიომღვიმის მონასტერთან, სადაც მთა ჩამოიშალა - უახლესი ინფორმაცია

VIDEO: ქართული „იავნანა“ თურქულ სერიალში - ნანა სტამბოლიშვილის მორიგი გაბრწყინება

ამ 8-სიტყვიან ლოცვას ვიმეოროთ ნებისმიერ ვითარებაში - წმინდა მამების აზრით, მას მისტიკური ძალა აქვს