მეუფე სტეფანე

პოლიტიკა 1715678526

17 მაისს ოჯახის სიწმინდისთვის გამოვდივართ მთელი საქართველო - დიდი და პატარა, ვისაც კი შეუძლია, ყველა იქ უნდა ვიყოთ, თბილისში, რომ ეს ბოროტების მანქანა დავძლიოთ ჩვენი ერთსულოვნებით - მეუფე სტეფანე

17 მაისს ჩვენ ოჯახის სიწმინდისთვის გამოვდივართ მთელი საქართველო - დიდი და პატარა, ვისაც კი შეუძლია, ყველა იქ უნდა ვიყოთ, თბილისში, რომ ეს ბოროტების მანქანა დავძლიოთ ჩვენი ერთსულოვნებით, - ამის შესახებ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ განაცხადა."ახლაც, ამ დღეებში, არაერთხელ ითქვა ეკლესიიდან, როგორ არის მართალი და რა არის ღვთის წინაშე ჭეშმარიტი. 17 მაისს ჩვენ ოჯახის სიწმინდისთვის გამოვდივართ, მთელი საქართველო, დიდი და პატარა, ვისაც კი შეუძლია, ყველა იქ უნდა ვიყოთ, თბილისში, რომ ეს ბოროტების მანქანა დავძლიოთ ჩვენი ერთსულოვნებით. უნდა ვიყოთ ქაშუეთში, თუ არ დავეტევით, გარეთ ვიქნებით. რამდენადაც შესაძლებელია, თუ გინდა მთელი ქუჩა და მოედნები გაივსოს, იყოს. გახმოვანება ჩაირთვება და ყველა დადგება იმ პარაკლისზე, რომელიც ერის სიცოცხლისთვის უნდა ითქვას. უწმინდესის ლოცვა-კურთხევაა, რომ ვინც ვერ წამოვა, ადგილებზეც იყოს პარაკლისი. ახლა არის ის მომენტი, როდესაც უნდა იყოს ერთობა. არა ერთობით ბოროტებაში, არამედ ერთობით ღვთის წინაშე. იქ უნდა დავიცვათ ჩვენი ღირებულებები, რომლითაც ჩვენ ქრისტიანები ვართ. ღვთის წინაშე უნდა გამოვჩნდეთ, უფალმა უნდა დაგვინახოს, რომ ჩვენ ის კეთილი ნაყოფი გამოვიღეთ, რომელიც მან დათესა“, - აღნიშნა მეუფე სტეფანემ.

მეუფე სტეფანე

საზოგადოება 1715676281

ვიღაცები უცხოეთიდან მოდიან, ხელებს გვიგრეხენ, როგორც მათ უნდათ, ისე უნდათ ვიმოქმედოთ. თავი უნდათ დავუთმოთ და აღითქვამენ, რომ შეგიყვან სადღაც სამოთხეში, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს - მეუფე სტეფანე

ვიღაცები უცხოეთიდან მოდიან, ხელებს გვიგრეხენ, როგორც მათ უნდათ, ისე უნდათ ვიმოქმედოთ. თავი უნდათ დავუთმოთ და აღითქვამენ, რომ შეგიყვან სადღაც სამოთხეში, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს, - ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ქადაგებისას გამოეხმაურა.„ამ ვითარებაში ველოდი, რას გვეტყოდნენ „ევროვიზიაზე“. გვითხრეს, რომ კაბიანი, შიშველ ფეხებიანი ბიჭი გახადეს გამარჯვებული, ყოველგვარი პრობლემის გარეშე. საქართველომაც მას მისცა ხმა. თუ ვერ გავარკვიეთ, სად ვდგავართ, სად მივდივართ, ძალიან მძიმე მდგომარეობაში შეიძლება აღმოვჩნდეთ. ეს გადარჩევის პროცესი უკვე მკვეთრად მიმდინარეობს. ვიღაცები [უცხოეთიდან] მოდიან, ხელებს გვიგრეხენ, როგორც მათ უნდათ, ისე უნდათ ვიმოქმედოთ. თავი უნდა დავუთმოთ და აღითქვამენ, რომ შეგიყვან სადღაც სამოთხეში, რომელიც არსებობს მიწაზეო და სინამდვილეში არ არსებობს. ფუჭი მირაჟებით ამდენი ხალხი დაბრმავებული დარბის ზევით-ქვევით. უფალმა თქვა, შეიცან ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებს. უფალს არ უთქვამს, ლოზუნგს რომ შემოგიგდებენ, ის იყვირე და ამით გათავისუფლდებიო. გითხრა, შენი გონება აამუშავე და ტყუილად არ ხარ ადამიანი, უნდა იაზროვნო, არჩევანი შენ გააკეთო. შენი გონება უნდა აამუშაო და გაიგებ სად უნდა იდგე. დღეს უფალი უკან გაწიეს და რაღაც სიგიჟეებს აკეთებენ“, - აღნიშნა მეუფემ.

მეუფე სტეფანე

საზოგადოება 1713715737

ანტიქრისტიანული ხელისუფლების მოსვლა ამ ბავშვების ხელით იქნება ძალიან მძიმე - მეუფე სტეფანე

მარტვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანეს განცხადებით, ახალგაზრდებით მანიპულირება და მათი დამუნათება ხდება, რათა ისინი ქუჩში გავიდნენ.მისი თქმით, ასე ხდებოდა კომკავშირის დროს, როდესაც საბჭოთა ხელისუფლება მყარდებოდა."მანიპულირებენ ჩვენი ახალგაზრდობით, ნაწილით, ყველას ვერ დაიმონებ. ამუნათებენ ბავშვებს თუ არ გავიდნენ მათ მხარეზე. ასე ხდებოდა კომკავშირის დროს, როდესაც მყარდებოდა საბჭოთა ხელისუფლება, შემდეგ გადავიდნენ მოქმედებაზე, ანგრევდნენ ტაძრებს, კლავდნენ ღვთის მსახურებს და ხატებს ესროდნენ, ბოლო ეს იყო. ანტიქრისტიანული ხელისუფლების მოსვლა ამ ბავშვების ხელით იქნება ძალიან მძიმე ვითარება, არც უნდა დაუშვან.ეშმაკები არიან ისინი, ვინც ამას იდეოლოგიურ საფუძველს აძლევენ. როდესაც მე პოზიცია უნდა დავიკავო, ვიყო მომხრე, ვიყო მოწინააღმდეგე - რისი?! თუ შინაარსში არ შევდივარ, იმან რომ მითხრა ამიტომ? მაშინ მანიპულირებაა პირდაპირი და დაგცინის ის", - განაცხადა მეუფე სტეფანემ.

მამა შალვა

საზოგადოება 1709321820

„დღეს 15 წელი შემისრულდა, რაც მღვდელი გავხდი...“ - მამა შალვა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

დღეს 15 წელი შემისრულდა, რაც მღვდელი გავხდი, უფლის ნებით და მისი უწმიდესობის ხელდასხმით, - ამ შინაარსის პოსტს ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრის წინამძღვარი, მამა შალვა კეკელია სოციალურ ქსელში წერს და მადლობას უხდის ყველას, ვინც ამ დროის განმავლობაში გვერდით ედგა.„პირველ რიგში, შენდობა მინდა ვთხოვო უფალს და იმ ადამიანებს, რომელთაც გული ვატკინე, მადლობა მინდა გადავხადო მის უწმიდესობას, ჩემს სულიერ მოძღვარს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს ჩემს სულზე ზრუნვისთვის, ჩემს სულიერ ძმებს ქრისტეში, მშობლებს, მეუღლეს და შვილებს, რომლებიც საოცარ ძალას მაძლევენ იმისთვის, რომ ბოლომდე დავიხარჯო, სულიერ შვილებს რომლებიც მასწავლიან ქრისტესთან ურთიერთობას, ყველა იმ ადამიანს, რომელთა სიყვარულს ვგრძნობ ყოველდღიურად... ბედნიერი ვარ, რომ დავიბადე საქართველოში და საშუალება მომეცა, ჩემ ქვეყანას და ეკლესიას ვემსახურო, ჩემი ცოდვილი სულით...„ისეთი განსაცდელები მქონდა, მეგონა, ტკივილისაგან სულს განვუტევებდი, როგორც ცეცხლოვანი ღუმელიდან. მაგრამ, როგორც კი ჩაივლის განსაცდელი, ისეთი ნუგეში მოდის, თითქოს სამოთხეში იყო სხეულის გარეშე. უყვარხარ ქრისტეს, უყვარხარ ჩვენს ღმრთისმშობელს, წმინდანები გაქებენ, აგნელოზებს უკვირთ.ხედავ, რამდენი სიკეთე მოაქვს განსაცდელსა და გასაჭირს? მაშ ასე, თუ გინდა, რომ შენც შეიცნო და იგემო ქრისტეს სიყვარული, მოითმინე, რაც შენს თავს მოიწევა. არა ის, რაც შენ თვითონ მოგწონს, არამედ ის, რითაც ისურვებს უფალი შენს გამოცდას. ის, რასაც ჩვენ ჩვენი განზრახვით ვაკეთებთ, არაფერია. ათასჯერ უფრო მაღალია ის, რასაც უფალი გვიგზავნის, ჩვენი განზრახვისდა საწინააღმდეგოდ. ძვალი ძვალზე და სისხლი სისხლზე - ასე ებრძვის ადამიანს მტერი ეშმაკი ღმრთის ნებით. იმდენად, რომ იგი დნება და ლღვება, როგორც ცვილი ცეცხლისაგან.მაგრამ როცა გამოცდა ჩაივლის, მთლიანად სიხარულით ივსები. თვალისმომჭრელი ნათლით ხარ მოსილი და ხედავ საიდუმლოებებს, რომელთა გამოთქმა ენას არ ძალუძს. და მაშინ უკვე გწადია, ისევ მოვიდეს განსაცდელები, რადგან უკვე შეიცანი მათ მიერი სარგებლობა.” [იოსებ ათონელი(ისიხასტი)]“, - ვკითხულობთ მამა შალვას პოსტში. ასევე ნახეთ:მე უკვე მოვიხადე ბოდიში იმის გამო, რომ სალომე ზურაბიშვილს მივეცი ხმა - მეუფე სტეფანე„პატრიარქი ემსახურება ღმერთს, სამშობლოსა და ადამიანებს - ეს რაღაც საარჩევნო განცხადებაა“ - ეპისკოპოსი გრიგოლ კაცია ზურაბიშვილის განცხადებაზე

მეუფე სტეფანე

საზოგადოება 1709299423

მე უკვე მოვიხადე ბოდიში იმის გამო, რომ სალომე ზურაბიშვილს მივეცი ხმა - მეუფე სტეფანე

მე უკვე მოვიხადე ბოდიში იმის გამო, რომ სალომე ზურაბიშვილს მივეცი ხმა, - ამის შესახებ ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა მედიასთან განაცხადა.„მე უკვე მოვიხადე ბოდიში იმის გამო, რომ სალომე ზურაბიშვილს მივეცი ხმა. მივიჩნევ, რომ ჩემს ცხოვრებაში ასეთი დიდი შეცდომა არ მომსვლია ამ საკითხებში. რაც შეეხება ამ განცხადებებს, ორი მხრიდან რომ შევხედოთ: როგორც ეკლესიისადმი და როგორც ქვეყნისადმი დამოკიდებულება. ქვეყნისადმი მისი დამოკიდებულება არის უგულებელყოფა კონსტიტუციისა და იმ წესების, რომლითაც ის შემოვიდა საქართველოს ცხოვრებაში, როგორც საქართველოს პრეზიდენტი. აქედან გამომდინარე, ახლა მისდამი დამოკიდებულება, როგორც ე.წ. პრეზიდენტისადმი ალბათ გამართლებულია, იმდენად არის ის გასული კონსტიტუციური ჩარჩოებიდან. მისი განცხადებები საქართველოს ინტერესებიდან არ გამომდინარეობს. დაკვეთა, რომლითაც ის მოქმედებს, არ არის გამოწვეული ქართველი ხალხისადმი პატივისცემით და ქართველი ხალხის დაკვეთა არაა. ის ასრულებს დაკვეთას - არ ვიცი, ვინ რას ურჩევს და უბრძანებს, მაგრამ ეს არ გამომდინარეობს საქართველოს ინტერესებიდან.ახლა რაც შეეხება ეკლესიის მიმართ მის დამოკიდებულებას: გასაგებია, ბევრი გვინახავს, როდესაც სჭირდებათ ეკლესია, ცდილობენ, მაქსიმალურად ლოიალურებად გამოიყურებოდნენ. ხან წმინდა ნინოს გზაზე დადიან, ხან სანთლებით დგანან ეკლესიაში, ხან პატრიარქის მიმართ პატივისცემას გამოხატავენ და აქაც ალბათ ასეთი სიტუაციაა. ჯერ ერთი, ვინ ეკითხება სალომე ზურაბიშვილს ჩვენი პატრიარქის მომავალს? უფლის ხელშია ეს და არა სალომეს ან მისი პატრონების ხელში. რამდენ ხანსაც იცოცხლებს ჩვენი პატრიარქი, ის ჩვენი პატრიარქი იქნება ბოლომდე. ჩვენ მისი ჯანმრთელობისთვის და კეთილდღეობისთვის ყოველთვის ვილოცებთ. ჩვენ მის ცხოვრებას ილია მეორის ეპოქად აღვიქვამთ და ძალიან ბევრია საქართველოში ასეთი ადამიანი, ვინც მიიჩნევს, რომ ილია მეორემ თავისი ცხოვრება ისე განვლო, რომ შეგვიძლია მისი მოღვაწეობის პერიოდს ვუწოდოთ ილია მეორის ეპოქა. ეს არის არა ორი-სამი ადამიანის შეფასება, არამედ საყოველთაო შეფასება. ეროვნული ცნობიერება ასე ხედავს ამას. სალომე ზურაბიშვილის დამოკიდებულება მისი პრობლემაა. უბრალოდ მან ვერ დაინახა ის, რაც მთავარია და უყურებს ისე, როგორც მას უბრძანებენ“, - აღნიშნა მეუფემ.სალომე ზურაბიშვილმა ლონდონში, საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტში სტუმრობისას საქართველოს ეკლესიაზე საუბრისას განაცხადა: “ძალიან კომპლექსური ვითარებაა, რისი მიზეზიც დღეს პატრიარქის სისუსტეა. დარწმუნებული ვარ, ქართული ეკლესია მოახერხებს პროქართული და პროევროპული პატრიარქის არჩევას და არა პრორუსის”.

ღარიბაშვილი

პოლიტიკა 1689417579

ფოტორეპორტაჟი ლენტეხიდან, სადაც მჟავე წყლების განახლებული ტერიტორია პრემიერმა დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ლენტეხში იმყოფება. ირაკლი ღარიბაშვილმა ლენტეხში მჟავე წყლის განახლებული ტერიტორია დაათვალიერა.ლენტეხის მუნიციპალიტეტში “მჟავე წყლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის” სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში კეთილმოეწყო მცირე ზომის საგამოფენო სივრცე. მოწესრიგდა მიმდებარე გზის სავალი ნაწილი და სადრენაჟე სისტემა, მოეწყო პარკინგი, დეკორატიული განათებები, მოპირკეთდა კედლები, დამონტაჟდა სკამები. პროექტი 2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა, რომლის ღირებულება 1 200 000 ლარს შეადგენს.ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილი, ცაგერში, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტ სტეფანეს შეხვდა. მიტროპოლიტმა მთავრობის მეთაურს ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის რეზიდენციაში უმასპინძლა.მიტროპოლიტმა სტეფანემ პრემიერ-მინისტრი დალოცა და წარმატებები უსურვა.მთავრობის მეთაურმა დღესვე ცაგერში მეუფე სტეფანესთან ერთად წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის მშენებარე ტაძარი დაათვალიერა. უძველესი ტაძრის აღდგენა ორი წელია მიმდინარეობს. ძველი ტაძრის ნანგრევების აღდგენის პარალელურად მიმდინარეობს ტაძრისა და ეზოს სამშენებლო და მოპირკეთების სამუშაოები.პრემიერ-მინისტრთან ერთად ადგილზე მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ლერი ბარნაბიშვილი, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თამარ მეფის განახლებული ქუჩა დაათვალიერა.ქუჩის რეაბილიტაცია პრემიერ-მინისტრის მიერ ინიციირებული პროგრამის “განახლებული რეგიონები“-ს ფარგლებში განხორციელდა.მთავრობის მეთაურს განხორციელებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მიაწოდა.პროექტის ფარგლებში განახლდა შენობების გარე ფასადები, შეიცვალა კარ-ფანჯრები, ჩატარდა ქუჩების, სკვერების გამწვანებისა და მოპირკეთება-მოწყობის სამუშაოები.

ღარიბაშვილი

პოლიტიკა 1689416835

პრემიერ-მინისტრი ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტ სტეფანეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ცაგერში, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტ სტეფანეს შეხვდა.მიტროპოლიტმა მთავრობის მეთაურს ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის რეზიდენციაში უმასპინძლა.მიტროპოლიტმა სტეფანემ პრემიერ-მინისტრი დალოცა და წარმატებები უსურვა.მთავრობის მეთაურმა დღესვე ცაგერში მეუფე სტეფანესთან ერთად წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის მშენებარე ტაძარი დაათვალიერა. უძველესი ტაძრის აღდგენა ორი წელია მომდინარეობს. ძველი ტაძრის ნანგრევების აღდგენის პარალელურად მიმდინარეობს ტაძრისა და ეზოს სამშენებლო და მოპირკეთების სამუშაოები.პრემიერ-მინისტრთან ერთად ადგილზე მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ლერი ბარნაბიშვილი, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

გიორგი გამზარდია

საზოგადოება 1687802385

ჭადრაკის ფედერაცია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.,,ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ფიდეს ოსტატის, ფოთის საჭადრაკო კლუბის მწვრთნელის და უცვლელი წევრის, გიორგი გამზარდიას გარდაცვალების გამო", - აღნიშნულია სამძიმრის ტექსტში. ასევე ნახეთ:,,აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს..." - ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებლის ადვოკატიVIDEO: შეხვედრა ემიგრანტ დედასთან, 7-წლიანი განშორების შემდეგ - ემოციური კადრები„ჩემი ადგილი დავუთმე..." - წყალქვეშა ნავის ბორტზე დაღუპული 19 წლის მგზავრის დედაVIDEO: ,,გაივსო საქართველო ფულზე გაყიდულებით..." - მეუფე სტეფანე 

შეხვედრა

საზოგადოება 1687778014

VIDEO: შეხვედრა ემიგრანტ დედასთან, 7-წლიანი განშორების შემდეგ - ემოციური კადრები

,,დილა მშვიდობისა საქართველოს" ოპერატორის, ალექსანდრე წიფლაშვილის შეხვედრა იტალიაში, დედასთან, 7 წლიანი განშორების შემდეგ.ნახეთ, დედა-შვილის ემოციური შეხვედრა. ასევე ნახეთ:„ჩემი ადგილი დავუთმე..." - წყალქვეშა ნავის ბორტზე დაღუპული 19 წლის მგზავრის დედაVIDEO: ,,გაივსო საქართველო ფულზე გაყიდულებით..." - მეუფე სტეფანესაჭირო ინფორმაცია მძღოლებს! - რა შემთხვევაშია მანქანის ევაკუაცია უკანონოგაფრთხილება! წყალი 8 საათით შეწყდება - ქუჩების ჩამონათვალი

მეუფე სტეფანე

საზოგადოება 1687776615

VIDEO: ,,გაივსო საქართველო ფულზე გაყიდულებით..." - მეუფე სტეფანე

,,საქართველო გაივსო კიკუებით. ასეთი კიკუები დაწყებული ზემოდან, პრეზიდენტიდან, დამთავრებული ქვემომდე, მრავალი გვყავს", - ამის შესახებ მიტროპოლიტმა სტეფანემ ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში, ქადაგებისას განაცხადა."დღეს გაივსო საქართველო კიკუებით. აი, კიკუ, გახსოვთ? - დათა თუთაშხიაში რომ არის. ეს არის მაგალითი ფულზე გაყიდული უმანკოებისა და ამ კიკუებით გაივსო საქართველო რა. თავის ქვეყნის, არა მარტო თავისი უმანკოება, არამედ ქვეყნის ღირსება, ყველაფერი შეიძლება შეიწიროს და ასეთი კიკუები დაწყებული ზემოდან, პრეზიდენტიდან, დამთავრებული ქვემომდე, მრავალი გვყავს ჩვენ და ისეთ გადაწყვეტილებებს და ისეთ მოქმედებებს აკეთებენ, რომ წარმოუდგენელია, საბოლოო ჯამში, რა უნდათ ჩვენგან და რას ერჩიან ამ საქართველოს", - განაცხადა მეუფე სტეფანემ.ვრცლად, ნახეთ ვიდეო:ასევე ნახეთ:VIDEO: შეხვედრა ემიგრანტ დედასთან, 7-წლიანი განშორების შემდეგ - ემოციური კადრები„ჩემი ადგილი დავუთმე..." - წყალქვეშა ნავის ბორტზე დაღუპული 19 წლის მგზავრის დედა„სასწაული სილამაზე“ - ნანუკა სტამბოლიშვილი ახალ ფოტოებს აქვეყნებს

მეუფე სტეფანე

საზოგადოება 1682154263

გავრცელებული ცნობით, მეუფე სტეფანეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ დიაგნოსტიკური კვლევა უტარდება

მარტვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით საზღვარგარეთ, კერძოდ, კი  ჩეხეთში გადაიყვანეს.როგორც „პრაიმტაიმს“ წყაროები უდასტურებენ, მეუფემ რამდენიმე დღის წინ წირვის დასრულების შემდეგ თავი შეუძლოდ იგრძნო.ინფორმაცია მეუფის ავადმყოფობის შესახებ ამ დრომდე საპატრიარქოს არ დაუდასტურებია.მეუფე სტეფანე ხუთშაბათს არც წაჩხურობის დღესასწაულზე გამოჩენილა.მეუფეს შარშან თორმეტგოჯა ნაწლავი გაუსკდა და მაშინ იგი კელიაში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. მას ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ერთ-ერთ კლინიკაში დიაგნოსტიკური კვლევა უტარდება.ბოლოს ჭყონდიდის ეპარქიის ვებ-გვერდზე მეუფის ქადაგება 17 აპრილით თარიღდება.

მეუფე სტეფანე

საზოგადოება 1682082261

მეუფე სტეფანე სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანეს

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე საავადმყოფოში მოათავსეს.გავრცელებული ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა  დამძიმდა.„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, მეუფე საზღვარგარეთ არის გადაყვანილი.ის მღვდელმთავარი საავადმყოფოში მოათსვეს.შეგახსენებთ 2022 წლის იანვარში მიტროპოლიტს თორმეტგოჯა ნაწლავი გაუსკდა და კელიაში უგონო მდგომარეობაში იპოვეს.საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.