პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უცხოელები გვეუბნებიან, რომ წამოგვყევით ჩვენ და თითებს უქნევენ ხელისუფლებას, რომელმაც მიიღო კანონი ოჯახის დაცვასთან დაკავშირებით და სოდომური ცოდვის საწინააღმდეგოდ. თითებს უქნევენ, თქვენ ეს კანონი რომ მიიღეთ, ამის გამო დაისჯებით, ვერ შემოხვალთ ჩვენთან და ათას რაღაცას მიედ-მოედებიან. თვალნათლივ ჩანს, ისინი გვაიძულებენ, მოლაპარაკებებში რომ შემოვიდნენ, ამიტომ ჩვენ აუცილებლად სოდომური ცოდვის პროპაგანდას გზა უნდა გავუხსნათ საქართველოში, - განაცხადა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ.
მისი თქმით, ხელისუფლებაში დღეს მყოფი ძალა, ეროვნული და ქრისტიანული ღირებულებების სადარაჯოზე დგას. მეუფე სტეფანემ აღნიშნა ისიც, რომ გარკვეული ძალები აპირებენ გადატრიალების მოწყობას და იაქტიურებენ ან არჩევნების დღეს.
„არის ერთი ძალა, რომელიც, მადლობა ღმერთს, ხელისუფლებაშია დღეს და გვიცავს, ჩვენი ღირებულებების სადარაჯოზე დგას, ეროვნულ, ქრისტიანულ ღირებულებებს წინა პლანზე აყენებს. ჩვენ რამდენი ხანი ვნატრობდით, რომ ხელისუფლებას ამაზე ხმა აემაღლებინა და ჩვენი ღირებულებები დაეცვა. ამ ვითარებაში რა უნდა გავაკეთოთ? უნდა დავინახოთ, რასაც აკეთებს ეს ძალა და რასაც აკეთებს უცხოეთიდან მართული ძალა.
თუ მოხდა ისე, რომ გაგვაბრიყვეს, დაგვაშინეს ან ათასი რაღაც, შემდეგი ეტაპი რა არის? - არავინ დღეს არ აქტიურობს, აპირებენ გადატრიალების მოწყობას, იაქტიურებენ მაშინ, როდესაც ეს არჩევნები უკვე ჩაივლის ან მისი ჩატარების დროს, რომ მოვიდეს დასავლეთიდან მართული ძალა, რომელიც გვეუბნება, რომ სოდომიის ცოდვა უნდა დამკვიდრდეს საქართველოში. თუ არ გაიწვევთ იმ კანონს, რომელიც იცავს ჩვენს ბავშვებს და ჩვენს მომავალს სოდომიისგან, მაშინ ჩვენგან გექნებათ ბრძოლა და ისეთ ბრძოლას გვიცხადებენ, რომ პრაქტიკულად, არნახულს. დღეს შეიძლება, იარაღით ვერ შემოდიან, იმიტომ რომ სიტუაცია არ აქვთ, თორემ, იარაღითაც მოვიდოდნენ. ჩვენი მანქურთების მეშვეობით, შეიძლება, მოაწყონ ათასი რაღაც“, - აღნიშნა მეუფემ.