პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ქრისტიანული მომავალი არის ჩვენი ერთადერთი ჭეშმარიტი გზა, რომლითაც მშვიდობასაც შევინარჩუნებთ, ღვთის მადლსაც შევინარჩუნებთ, ღვთის წყალობასაც შევინარჩუნებთ და ღვთის წყალობა როცა ჩვენს მხარეზე იქნება, ვერც ერთი მანქურთი ვერ მოგვერევა, - განაცხადა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ ქადაგებისას.
როგორც მან აღნიშნა, არ სურს, პარტიული მიმართულებით საუბარი და მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ აუცილებელია, ქვეყანაში არაქრისტიანული ცხოვრების წესი არ დამკვიდრდეს, რისთვისაც საჭიროა სწორი არჩევანის გაკეთება.
"ის, ვინც დღეს საქართველოს აბრუებს და ატყუებს დასავლური ღირებულებებით, რომლებიც ფაქტიურად, აშკარად გამოჩნდა, გვეუბნებიან, რომ თუ ამ გეი მიმართულებას არ აირჩევთ, ჩვენთან ადგილი არ გექნებათ. ამიტომ, ჩვენ ღმერთი უნდა ავირჩიოთ და არა ამერიკა ან ევროპა. კვლავ უნდა გავაგრძელოთ ღვთის გზაზე სიარული, ვინც იქნება ღვთის მხარეზე, პარტიები იქნება თუ ადამიანები, მათთან ერთად უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი თვითმყოფადობა შევინარჩუნოთ. მე არ მინდა, რომ პარტიული მიმართულებით ვილაპარაკო, მე ვამბობ, რომ აუცილებელია, სოდომია არ გაპარპაშდეს საქართველოში, ამისთვის საჭიროა, სწორი არჩევანის გაკეთება და არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ არავის უფლება, რომ ქვეყანაში ხელისუფლება გადააყირაონ ვიღაცების განცხადებების ან ძალმომრეობით.“ - განაცხადა მიტროპოლიტმა სტეფანემ.