პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე ვდგავართ მთელი საქართველო. ერთი მხრივ რთულია, მეორე მხრივ, ძალიან მარტივია გაერკვე, რა ხდება. გარკვევაში, სად არის მართალი, სად არის მტყუანი, დიდი სირთულე არ არის, მაგრამ, გადაწყვეტილების მიღება შეიძლება იყოს ისე, რომ გაშინებენ, გაძალებენ, გატყუებენ და ა.შ., - ამის შესახებ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ, ქადაგებისას ისაუბრა.
მისი განცხადებით, 26 ოქტომბერს იმართება არა პარტიული არჩევნები, არამედ კეთდება საქართველოს მომავლის განმსაზღვრელი არჩევანი.
როგორც მეუფე სტეფანემ აღნიშნა, ქვეყანა ორ ნაწილად არის გაყოფილი, რომლის ერთ მხარეს ხალხი, ხოლო მეორე მხარეს უცხოური გავლენები და ძალებია, რომლებიც საქართველოში არაქრისტიანული ცხოვრების წესის დამკვიდრებას ცდილობენ.
„მე უბრალოდ გეტყვით, რის წინაშე ვდგავართ და ეს არ არის პარტიული არჩევნები, ეს არის ჩვენი მომავლისთვის განსაზღვრა ჩვენი გზის, ანუ საქართველო როგორი იქნება ან იქნება თუ არა საერთოდ - აი, ასეთი არჩევანი გვაქვს. ამიტომ, მოდით, კარგად დავუკვირდეთ. ქრისტიანული თვალსაზრისით და ჩვენ ვიცით, რომ უფლის გარეშე ვერაფერი ვერ მოხდება კარგი და აქედან გამომდინარე, უფლის შეწევნით უნდა მოხდეს, რაც უნდა მოხდეს კარგი, ამიტომ, ჩვენ ის არჩევანი უნდა გავაკეთოთ, რომელიც ღვთისაკენ მიმართულია.დაახლოებით ორ ნაწილად არის ჩვენი ქვეყანა გაყოფილი დღეს, არა ტოლ-სწორი, უბრალოდ, არის ხალხი ერთ მხარეს და მეორე მხარეს არის უცხოური გავლენები და უცხოური ძალა. ანუ, ხალხი ერთ მხარეზე დგას და უცხოური გავლენები და უცხოური ძალები - მეორე მხარეს. ხალხი პოზიცია არის, რომ ჩვენ ქრისტიანები ვართ, ჩვენი ღირებულებები არის ქრისტიანული ღირებულებები და ჩვენ ვირჩევთ, რომ ჩვენი ოჯახი იყოს დაცული ყველანაირი უზარო, აღვირახსნილი კანონებისგან, რომლებიც ბავშვებს, ოჯახს დააზიანებს. თავისთავად, ქრისტიანობის საწინააღმდეგოა სოდომური ცოდვის დამკვიდრება, რომელსაც ცდილობენ, რომ საქართველომ ეს არჩევანი გააკეთოს, სოდომური ცოდვისკენ გააკეთოს არჩევანი და ჩვენ არ გვინდა საქართველოში სოდომისტური ცხოვრების წესი.არჩევანი ქრისტიანობასა და სოდომური ცხოვრების წესს შორის ჩვენ უნდა გავაკეთოთ, თუ გვინდა ხვალინდელი დღე უფლის წიაღში და უფლის წინაშე, ქრისტიანობით უნდა განვაგრძოთ გზა. ჩვენ გამოცდილება გვაქვს, რომ ქრისტიანულად ჩვენი ცხოვრება როცა წარვმართეთ, ღმერთი ყოველთვის ჩვენს მხარეს იყო და თუ ჩვენ შევინარჩუნეთ ჩვენი თავი, ქრისტიანული ღირებულებების ერთგულებით შევინარჩუნეთ.“ - მიტროპოლიტმა სტეფანემ.