პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ვიღაცები უცხოეთიდან მოდიან, ხელებს გვიგრეხენ, როგორც მათ უნდათ, ისე უნდათ ვიმოქმედოთ. თავი უნდათ დავუთმოთ და აღითქვამენ, რომ შეგიყვან სადღაც სამოთხეში, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს, - ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ქადაგებისას გამოეხმაურა.
„ამ ვითარებაში ველოდი, რას გვეტყოდნენ „ევროვიზიაზე“. გვითხრეს, რომ კაბიანი, შიშველ ფეხებიანი ბიჭი გახადეს გამარჯვებული, ყოველგვარი პრობლემის გარეშე. საქართველომაც მას მისცა ხმა. თუ ვერ გავარკვიეთ, სად ვდგავართ, სად მივდივართ, ძალიან მძიმე მდგომარეობაში შეიძლება აღმოვჩნდეთ. ეს გადარჩევის პროცესი უკვე მკვეთრად მიმდინარეობს. ვიღაცები [უცხოეთიდან] მოდიან, ხელებს გვიგრეხენ, როგორც მათ უნდათ, ისე უნდათ ვიმოქმედოთ. თავი უნდა დავუთმოთ და აღითქვამენ, რომ შეგიყვან სადღაც სამოთხეში, რომელიც არსებობს მიწაზეო და სინამდვილეში არ არსებობს. ფუჭი მირაჟებით ამდენი ხალხი დაბრმავებული დარბის ზევით-ქვევით. უფალმა თქვა, შეიცან ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებს. უფალს არ უთქვამს, ლოზუნგს რომ შემოგიგდებენ, ის იყვირე და ამით გათავისუფლდებიო. გითხრა, შენი გონება აამუშავე და ტყუილად არ ხარ ადამიანი, უნდა იაზროვნო, არჩევანი შენ გააკეთო. შენი გონება უნდა აამუშაო და გაიგებ სად უნდა იდგე. დღეს უფალი უკან გაწიეს და რაღაც სიგიჟეებს აკეთებენ“, - აღნიშნა მეუფემ.