manana

ისტორიები 1724169183

"ამ ქვეყნიდან შენი გასვლის ჟამი იყო, მაგრამ უფალს იმდენად შეებრალა შენი ქმარ-შვილი, რომ შენი თავი მათ აჩუქა!" - მამა გაბრიელის სულიერი შვილის საოცარი ისტორია

მანანა ხორბალაძე მამა გაბრიელის სულიერი შვილია. 23 წელია ბელგიაში ცხოვრობს. ანტვერპენში შერყეულმა ჯანმრთელობამ ჩაიყვანა. ყველაფერი კი, ფერისცვალების დღესასწაულზე დაიწყო...ის, რაც ჩვენი დროის უდიდესი წმინდანის სულიერმა შვილმა "პრაიმტაიმს" უამბო, რწმენაში ნამდვილად განგამტკიცებთ.მანანა ხორბალაძე: მამა გაბრიელი მაშინ გავიცანი, ეკლესიური ცხოვრება ახალი დაწყებული რომ მქონდა. ბევრი ჩემი განსაცდელის შედეგად ქრისტეს გზას შევუდექი. შეუძლებელია დალხინებული ადამიანი უფალთან მივიდეს. ღმერთს ტკივილით და განსაცდელით პოულობ. მადლობა ღმერთს და დიდება უფალს ამისთვის.სიმსივნე მარჯვენა საკვერცხეზე მქონდა. ექვს თვეში მარცხენაზეც განვითარდა. მაშინ უფალმა გადამარჩინა. საოპერაციოში დავინახე მაცხოვარი... მერე კლინიკური სიკვდილი მქონდა.ეკლესიური ცხოვრება ამის შემდეგ დავიწყე.მამა გაბრიელთან მოძღვრის, მამა არჩილ მინდიაშვილის კურთხევით, მეგობარმა წამიყვანა.სამთავროს მონასტერში რომ შევედით, მამა გაბრიელი კელიასთან დაგვხვდა. როგორც მასპინძელი ელოდება სტუმარს, ასეთი შემთხვევა იყო. დამლოცა, გულში ჩამიკრა და მითხრა: ქრისტე ღმერთმა დაგლოცოს. როგორ უყვარხარ, დაო, ღმერთსო. მე ეს სიტყვები გამიკვირდა, რადგან მანამდე მთელი ცხოვრება საშინელი ათეისტი ვიყავი. გულში გავიფიქრე, როგორ შეიძლება მე ვუყვარდე ღმერთს-მეთქი. დიახ, მამა გაბრიელი ამ სიტყვების შემდეგ ჩემს გულში შემოვიდა. მე მასში ამ დღიდან ცოცხალ წმინდანს ვხედავდი.ვუამბე, როგორ გავხდი ეკლესიური. მითხრა, შენ უფალი დიდ გამოცდას მოგიწყობსო. გადაიჭდო ხელები და დაამატა, როგორ უყვარხარ უფალს, ჩემთან მინდა მანანაო, ამბობსო. მე ვერ ვხვდებოდი მისი ეს ნათქვამი რას ნიშნავდა. აღმოჩნდა, რომ მამა გაბრიელი ამით მინიშნებას მაძლევდა.დავიწყე ამ მონასტერში სიარული და უკვე კვირაობით ვრჩებოდი დედებთან. შვილებს ჩემს ქმართან ვტოვებდი, მეხუთე-მეშვიდე კლასის მოსწავლეებს და მე მონასტერში ვიყავი...მამა გაბრიელი ამოუცნობი და დიდი იყო. კაცთანაგან ვერავინ ჩასწვდა მის სიღრმეებს. ყველასთვის მიუწვდომელი იყო. ის იმისთვის მოვიდა ამქვეყნად, რომ ქართველი ხალხისთვის ღმერთის და მოყვასის სიყვარული ესწავლებინა. მთლიანად სიყვარული იყო. უყურებდი, რომ შენს წინ ცოცხალი წმინდანი იმყოფებოდა, მაგრამ უცებ ისე დაიწყებდა სალოსობას, რომ გაოგნებული რჩებოდი. ამის გამო ბევრი განიკითხავდა. უამრავი მეგობარი მყავდა მასთან მიყვანილი, თან ყველას ვაფრთხილებდი, ცოცხალ წმინდანთან მიმყავხართ-მეთქი. მამა გაბრიელი ხომ ყველაფერს წინასწარ გრძნობდა, ჩვენს ფიქრებსაც. ამიტომ მასთან მისულების წინ ისეთ რამეებს აკეთებდა, რომ ისინი დაებრკოლებინა. ეს არის წმინდანიო, მერე გაოცებული მეკითხებოდნენ.ამას იმიტომ აკეთებდა, რომ თავი დაემდაბლებინა. მე მისი მსგავსი სიმდაბლის ადამიანი არსად მინახავს. ასეთი სიმდაბლე მხოლოდ წმინდანების ხვედრია.არ უნდოდა, რომ მასზე ეფიქრათ, რომ ის წმინდანია. ამიტომ სალოსობით ამ ეჭვს აქარწყლებდა. ცოდვილთა შორის ყველაზე ცოდვილი ვარ, მტვერი ვარ, არარაობა ვარო, სულ ამას ამბობდა.ნელ-ნელა წონაში დავიკელი, ფერი დამეკარგა... ფერისცვალება იყო, მეგობრებთან წყნეთში ვიყავი წელის არეში ჯოჯოხეთური ტკივილი რომ დამეწყო. ფეხზე ვერ ვდგებოდი. რენტგენი გამიკეთდა, მოიწვიეს კონსილიუმი. მაშინ იყო მხოლოდ თერმოგრაფია, ძვლების გამოკვლევა. 45 წუთი მიღებდნენ. პროფესორმა ალეკო სეფიაშვილმა მითხრა, რომ პროცესი წელიდან ძვლებზე იყო წასული...ამას ის გამიგებს, ვისაც გადაუტანია, რას ნიშნავს, როცა ხვდები, რომ აქ დამთავრდა შენი ცხოვრების დღეები და მარადიულში უნდა გადაინაცვლო. ძვლის დაშლის პარალელურად სისხლის გათეთრებაც მქონდა... არც ქიმია და არც სხივური თერაპია აღარ იყო უკვე საჭირო. მაქსიმუმ სამი თვე დაგრჩაო...ამ დროს ფიქრობ შვილებზე და შენზე შეყვარებულ მეუღლეზე. 33 წლის ვიყავი...ნოდარ, არ ინერვიულო, მე ვიცოცხლებ-მეთქი, ქმარი გავამხნევე.არამიწიერი ტკივილი მქონდა ხერხემალზე, რომელიც თავის ქალაზე ამდიოდა. თითქოს ქალა უნდა ამომვარდნოდა. ვიწექი და მორფინს მიკეთებდნენ.ერთხელაც დავხუჭე თვალები და უეცრად პეტრე-პავლეს სახელობის ტაძრის ეზოში აღმოვჩნდი, ავლაბრის ტაძარია. შემოვლა დავიწყე სულიერ და-ძმებთან ერთად. დაიწყო მიწისძვრა. ხალხი მიმოიფანტა, წივიან-კივიან. საკურთხევლის მხარეს, მუხლებზე დავვარდი და ლოცვა დავიწყე. მიწა გათეთრდა ისე, როგორც გოლგოთას მიწაა. მერე დამშვიდდა ყველაფერი. სულიერი ძმები მეუბნებიან, შენმა ლოცვამ გვიხსნაო. ხის კარი გაჩნდა და ორი შავით მოსილი მოძღვარი იდგა, უზარმზარი ჯვრები ეკიდათ. მოვიდა ჩემი რიგი. ნაჯახი ეჭირა და მკითხა, ვინ გიყვარს ყველაზე მეტად, უფალი თუ ქმარ-შვილიო? უფალი იესო ქრისტე-მეთქი. მუხლი მოვიდრიკე. მივხვდი, რომ თუ მე უფალს ავირჩევდი, თავს მომკვეთდნენ. საბოლოოდ გეკითხებით, ვინ გიყვარს ყველაზე მეტად... უფალი იესო ქრისტე-მეთქი. თავი მომკვეთა. სული ამოსრიალდა. შევდივარ გახსნილ თაღში. უზარმაზარი სვეტებიანი დარბაზია. თეთრი სამოსია აცვია ყველას. მოხვედი, დაო, მეფერებიან. ნუთუ ეს სასუფეველია-მეთქი, ვფიქრობ. გამახსენდა შვილები და ავტირდი. ნუ სტირი, დაო, განა შენ თვითონ არ აირჩიე ეს გზაო, ჩამესმა. გვერდზე დედა ღვთისმშობლის უზარმაზარი ხატია. წითელმოსასხამიანი მარიამ ღვთისმშობელი გადმოვიდა და ხელი დამადო. ლოყით მივეხუტე. ეს ჩემთვის დიდი ნუგეში იყო. გაისმა მშვიდი ხმა - უფალი მოდისო... და მოვიდა მაცხოვარი. როდესაც ჩემს ხილვებში მაცხოვარს ვხედავ, ყოველთვის ისეთია, როგორც ხელთუქმნელ ხატზეა. აცვია გრძელი თეთრი სხივმოსილი სამოსი.გავახილე თვალები და საწოლში ვარ. მამა არჩილს დავურეკე და მოვუყევი. მოვდივარ და გაზიარებო, მითხრა. პარაკლისი გადამიხადა, მაზიარა. მანანა შენი გასვლის ჟამია ამ ქვეყნიდან. მზად ხარო?იყოს ნება შენი უფალო-მეთქი...მეორე დღეს შუადღეს თვალი გავახილე და მამა გაბრიელი ზის ჩემთან, ზალაში. მომეჩვენა-მეთქი, ვიფიქრე. დავხუჭე თვალი, გავახილე და ნამდვილად ჩემს სასთუმალთან დამხვდა. გულში ჩამიკრა და აი, მაშინ ავტირდი პირველად. მამა გაბრიელი აქვითინდა, მეც ვქვითინებდი. უეცრად ისეთი სიმშვიდე დამეუფლა. მამა გაბრიელი დადგა საწოლის ბოლოში და მითხრა:მე შენ მინიშნებას სულ გაძლევდი. მაგრამ უფალმა თავისი გადაწყვეტილება შეცვალა. მართალია, ამ ქვეყნიდან შენი გასვლის ჟამი იყო, შენი ხილვა მაგას ნიშნავდა, მაგრამ უფალს იმდენად შეებრალა შენი ქმარ-შვილი, ლოცვა შესმენილია, შენი თავი მათ აჩუქა!მე ვფიქრობ, მამა გაბრიელის ლოცვით, ღმერთმა ჩემი ბედისწერა ზეცაში შეცვალა. შემდეგ მითხრა, ახლა შენს თავს რაც მოხდება ეს ღვთის საიდუმლოებაა. მე მისი გაცემის ნება არ მაქვს. ერთი რამ კი დაიმახსოვრე: შენ უფალი ცეცხლში გამოგატარებს და როგორც ოქროს, ისე გაგწმენდს. მოთმინება და ლოცვაო...მოგვიანებით გავიგე, თავის კელიაში უთქვამს, ვინ თქვა მანანა ხორბალაძე კვდება. მაშ, აქ გაბრიელ ბერი რას აკეთებს, კვერთხი მომიტანეთო და ჩემთან წამოსულა...გავიდა დრო. ამ ჯოჯოხეთურ ტკივილში რვა წელი გავატარე. ეტლით გადავადგილდებოდი. მამა გაბრიელი მამა ნიკოლოზს მიგზავნიდა. მერე იყო ჯერ მოსკოვი, შემდეგ გერმანია და ბოლოს ბელგია, სადაც 43 მძიმე ოპერაცია მაქვს გაკეთებული. ოდნავი შიშით არ შევსულვარ საოპერაციოდ. ეს ღვთისგან მომადლებული ძალით ხდება, რა თქმა უნდა. შეუძლებელია ეს ყველაფერი ადამიანმა დაითმინო. ბევრი სასულიერო პირი მყავს მეგობარი და როცა მე ოპერაციას ვიკეთებდი, საქართველოში ალბათ ყველა ეკლესია-მონასტერში ლოცულობდნენ ჩემზე. პარაკლისები, წირვები გადამიხადეს. ***ბოლო ჟამს, ქართველ ერს მხოლოდ სიყვარული გადაარჩენსო, მამა გაბრიელი ამბობდა.ღვთიური სიყვარულის ლამპარი დაგენთოთ გულებში, სხვაგვარად შეუძლებელია იყოს მშვიდობა. ასევე დაგაინტერესებთ:"დავიწყე შემწვარი კარტოფილის ჭამა, სასწაულად გემრიელის, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ კარტოფილი არ იყო!.." - მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული"თუნდაც ახლოს ყუმბარა აფეთქდეს, ტყვია გავარდეს - ვერანაირი უბედურება შენ ვერ შეგეხება…" - მამა ვიტალის რჩევით, რა ლოცვები გვიცავს დილაობით

dati

საზოგადოება 1715186259

"გაღვიძებისთანავე, კანკალით, ჯვარი ჩამოხსნა და იმდენი კოცნა, გაოგნებულები ვუყურებდით დათის… არავინ იცის, სად იმოგზაურა..." - დათი ქოქრაშვილთან დაკავშირებული სასწაულები

ათი წლის დათი ქოქრაშვილის დედამ, ქრისტინე მამუკაშვილმა "პრაიმტაიმს", ცოტა ხნის წინ, ძალზე გულახდილი და ემოციური ინტერვიუ  მისცა. საყვარელი პატარა დათი, რომელიც საზოგადოებამ საშინელი ავტოავარიის (შარტავა ქუჩაზე) შემდეგ გაიცნო, ამჟამად ამერიკაში, ოპერაციებისა და მისთვის მორგებული პროთეზის მოლოდინშია."ყოველთვის ლაღ და პოზიტიურ ადამიანად ვთვლიდი თავს და თავიდან თითქოს ნაწყენი ვიყავი, უამრავი კითხვა მქონდა: ღმერთმა რის გამო დამსაჯა? რატომ მაინც და მაინც მე? რატომ ჩემი შვილი-მეთქი? მაგრამ მერე, თითქოს უფრო კარგად გავიცანი უფალი, მეტად მივენდე და შევიყვარე… დღეს უკვე პიროვნული ურთიერთობა ვისწავლე მასთან, მამასავით მივმართავ და ველაპარაკები ხოლმე… მისი ნების გარეშე არაფერი ხდება და იმისიც მჯერა, რომ თუ აქამდე მოგვიყვანა, შუა გზაში არ მიგვატოვებს და ბოლომდე ფეხზე დამიყენებს შვილს" - უამბობს ქრისტინე ჩვენს მკითხველს.ბიჭუნამ ბევრი ოპერაცია გადაიტანა - საქართველოში, წმინდა მიწაზე, გერმანიაში, ამერიკაში... დათის სასწაულებრივ გადარჩენაში სამყაროს შემოქმედის ხელი თვალნათლივ იგრძნობა...ავარიის შემდეგ, მასთან მიიყვანეს დედა პარასკევა, რომელმაც მამა გაბრიელის შემოსამოსელით შემოსა ბიჭი, ილოცა და... ამ ისტორიას მამა გაბრიელის სულიერი შვილი, მანანა ხორბალაძე გვიყვება:"თავიდან, როდესაც ეს თავზარდამცემი ამბავი შევიტყვე, ადგილს ვეღარ ვპოულობდი, ცრემლები ღვარად მდიოდა. წარმოვიდგინე, რა დღეში იყო ჩემი ქრისტი, ირაკლი. ქრისტის ბავშვობამ ჩემს თვალწინ გაიარა. უსაყვარლესი და გამორჩეული ბავშვი იყო, თავისი სათნოებით და სიკეთით. ვფიქრობდი, რა გაუსაძლის დღეში იყო ჩემი მეგობარი ნინო (დათის ბებია).მაშინვე დედა პარასკევას დავურეკე. მითხრა, ახლავე მივდივარ თბილისში, დრო ძალიან ცოტა დარჩაო. როდესაც რეანიმაციაში დედა პარასკევა შევიდა, დათის მამას გაბრიელის ქუდი დააფარა. ამ ამბის შემდეგ მთელ ოჯახს უდიდესი იმედი ჩაესახათ და ის ურვა და დარდი, თითქოს სადღაც გაუქრათ. ცოტა ხანში მირეკავს დედა პარასკევა და მეუბნება, მამა გაბრიელი ამბობს, დათი გადარჩება და ძალიან კარგი კაცი იქნება, მაგრამ წინ უდიდესი განსაცდელები და უამრავი ოპერაციები ელოდებაო...დათისთვის მართლმადიდებლური სამყარო შევძარი. სწორედ ამდენი ხალხის ლოცვისა და დათის მშობლების რწმენის გამო აჩუქა სიცოცხლე უფალმა ბავშვს.ვნების კვირაში, დილით თვალი რომ გავახილე, პირჯვარი გამოვისახე და დათი შევავედრე უფალს. შემდეგ ისევ დავხუჭე თვალები. ხომ არის შემთხვევა, დილით გაღვიძება რომ გეზარება და ისევ თვალებს ხუჭავ. ასე იყო სამივეჯერ...დავხუჭე თვალები და ზეცაში გუმბათს ვხედავ, რომლის შუაშიც ზის მაცხოვარი, გვერდით დედა ღვთისმშობელი უზის და უამრავი წმინდანისა და ანგელოზის გარემოცვაშია. წინ ედგათ მდუმარე, თავდახრილი პატარა კრავი. რაღაცაზე მსჯელობდნენ, მე მათი ხმები არ მესმოდა. თითქოს სასამართლო პროცესივით იყო და განაჩენი უნდა გამოეტანათ. გაისმა ხმა, "დაიკლას თუ არა ღვთის კრავი." მეორე დილას, ისევ გუმბათის ხილვა მქონდა. ვხედავ მაცხოვარს, ღვთისმშობელს, წმინდანებს, ანგელოზთა დასს... ვლოცულობ: გთხოვ, უფალო, მეორე სიცოცხლე აჩუქე პატარა დავითს-მეთქი. მაცხოვარს მარჯვენა ხელში დიდი ოქროს ჯვარი ეჭირა. ჩემი ვედრების შემდეგ ეს ჯვარი აღმართა მაცხოვარმა და გადამსახა. თვალები გავახილე და ეს ყოველივე გაუჩინარდა.მესამედ სამების დიდი ხატი ვნახე, ცოცხლად. თითქოს გაცოცხლდა წმინდა სამება, გვერდით კი, ზუსტად მათ სიმაღლეზე დათუნა იჯდა. ბავშვს მარცხენა მხარზე სამი ძალიან დიდი ოქროსფერი ჯვარი ჰქონდა. დაახლოებით მენჯის ძვლამდე ჩამოსდიოდა ჯვრები.ჯვართან დაკავშირებულ სასწაულს იხსენებს ქრისტინეც.ქრისტინე მამუკაშვილი: დათიმ, გაღვიძებისთანავე, ჯვარი დაინახა, რომელიც საწოლთან ეკიდა. ხელის კანკალით ჩამოხსნა და იმდენი კოცნა, გაოგნებულები ვუყურებდით… არავინ იცის, სად იმოგზაურა და რა ნახა იმ პერიოდში, მაგრამ ფაქტია, რომ ჯვრის დანახვაზე ეს რეაქცია ჰქონდა. როდესაც დედა პარასკევასთან ერთად მამა გაბრიელის დაუჯდომელი წავიკითხეთ და ზეთი აცხო, ეს იყო მომენტი, როდესაც ცხადად ვიგრძენი, რომ მამა გაბრიელი ჩვენთან იყო და არ მიგვატოვებდა ამ განსაცდელში. თითქოს ის იყო შუამავალი ჩვენსა და უფალს შორის და მართლაც, იმ დღის შემდეგ, მე არ დამიკარგავს რწმენა, რომ დათი იცოცხლებდა.დათიკოს გადარჩენა თავიდან ბოლომდე სასწაულია, ჩემი აზრით, ყველაფერში იგრძნობა ღმერთის ხელი. არ გაგვწირა უფალმა და მოგვცა შანსი, რომ თავიდან დაგვეწყო ცხოვრება, ისე როგორც მას სურდა. ასევე დაგაინტერესებთ: "განცდა მაქვს, რომ არც არსად წასულა... სულ მისი ზარის მოლოდინში ვარ..." - კახის გარდაცვალებიდან სამი წელი გავიდა"ციხიდან გამოსულს, ძველი გიასი აღარაფერი ჰქონდა შერჩენილი. საცოდავი იყო. სიკვდილი უნდოდა..." - გია ფერაძე 76 წლის გახდებოდა

dati

საზოგადოება 1703186177

„დავხუჭე თვალები და ზეცაში გუმბათს ვხედავ... უეცრად გამჭვირვალე, არამიწიერი ფრინველი, დათუნას ფეხებთან გაჩნდა“ - ხილვა, რომელიც მამა გაბრიელის სულიერ შვილს ჰქონდა

შარტავას ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებული დათი ქოქრაშვილი, რამდენიმე თვეა, ამერიკაში სარეაბილიტაციო კურსს გადის. ბიჭუნამ წონაში მოიმატა და დედა, ქრისტინე მამუკაშვილი საზოგადოებას კითხვით მიმართავს:„რადგან წონა ასეთ პრობლემად გვექცა, გადავწყვიტეთ, რომ მოვიშოროთ ელექტრო ეტლი. მივიღებთ ყველანაირ რეკომენდაციას მექანიკურ ეტლთან დაკავშირებით. ვისაც გაქვთ შეხება, რომელს გვირჩევთ? რა მინუსები აქვს?მთავარი მოთხოვნაა, მსუბუქი იყოს."დათის ოჯახის ახლობელსა და მამა გაბრიელის სულიერ შვილს, მანანა ხორბალაძეს "პრაიმტაიმის" მკითხველი კარგად იცნობს. მას დათი ქოქრაშვილზე, შარშან ხილვა ჰქონდა.აი, რას გვიყვება ექსკლუზიურად ქალბატონი მანანა.მანანა ხორბალაძე: თავიდან, როდესაც ეს თავზარდამცემი ამბავი შევიტყვე, ადგილს ვეღარ ვპოულობდი, ცრემლები ღვარად მდიოდა. წარმოვიდგინე, რა დღეში იყო ჩემი ქრისტი, ირაკლი, დათის მშობლები. ქრისტის ბავშვობამ ჩემს თვალწინ გაიარა. უსაყვარლესი და გამორჩეული ბავშვი იყო, თავისი სათნოებით და სიკეთით. ვფიქრობდი, რა გაუსაძლის დღეში იყო ჩემი მეგობარი ნინო (დათის ბებია).მაშინვე დედა პარასკევას დავურეკე. მითხრა, ახლავე მივდივარ თბილისში, დრო ძალიან ცოტა დარჩაო. დავურეკე ჩემს მეჯვარეს ნინოს და ვუთხარი, რომ დედა პარასკევა მიდიოდა მათთან. ძალიან გაუხარდა. როდესაც რეანიმაციაში დედა პარასკევა შევიდა, დათის მამას გაბრიელის ქუდი დააფარა. ამ ამბის შემდეგ მთელ ოჯახს უდიდესი იმედი ჩაესახათ და ის ურვა და დარდი, თითქოს სადღაც გაუქრათ. ცოტა ხანში მირეკავს დედა პარასკევა და მეუბნება, მამა გაბრიელი ამბობს, დათი გადარჩება და ძალიან კარგი კაცი იქნება, მაგრამ წინ უდიდესი განსაცდელები და უამრავი ოპერაციები ელოდებაო.ხილვები, ვნების კვირაში, სამი დილის განმავლობაში მქონდა და ეს იმ მხურვალე ლოცვის შედეგია, დღე და ღამე, მუხლმოდრეკილი და აცრემლებული რომ ვლოცულობდი ჩვენი ანგელოზისთვის.როდესაც მთელი არსებით უფალს მიენდობი და გულით ლოცულობ, უფალი აუცილებლად შეისმენს.დათისთვის მართლმადიდებლური სამყარო შევძარი. სწორედ ამდენი ხალხის ლოცვისა და დათის მშობლების რწმენის გამო აჩუქა სიცოცხლე უფალმა ბავშვს.ისრაელში ყოფნისას, როდესაც დათის დედა, ქრისტი მირეკავდა, რაც შემეძლო ვანუგეშებდი. დიდება უფალს, ის არის ყველაზე დიდი ნუგეში და იმედი.მოკლედ, ვნების კვირაში, დილით თვალი რომ გავახილე, პირჯვარი გამოვისახე და დათი შევავედრე უფალს. შემდეგ ისევ დავხუჭე თვალები. ხომ არის შემთხვევა, დილით გაღვიძება რომ გეზარება და ისევ თვალებს ხუჭავ. ასე იყო სამივეჯერ...დავხუჭე თვალები და ზეცაში გუმბათს ვხედავ, რომლის შუაშიც ზის მაცხოვარი, გვერდით დედა ღვთისმშობელი უზის და უამრავი წმინდანისა და ანგელოზის გარემოცვაშია. წინ ედგათ მდუმარე, თავდახრილი პატარა კრავი. რაღაცაზე მსჯელობდნენ, მე მათი ხმები არ მესმოდა. თითქოს სასამართლო პროცესივით იყო და განაჩენი უნდა გამოეტანათ. გაისმა ხმა, "დაიკლას თუ არა ღვთის კრავი."მეორე დილას, ისევ გუმბათის ხილვა მქონდა. ვხედავ მაცხოვარს, ღვთისმშობელს, წმინდანებს, ანგელოზთა დასს... ვლოცულობ: გთხოვ, უფალო, მეორე სიცოცხლე აჩუქე პატარა დავითს-მეთქი. მაცხოვარს მარჯვენა ხელში დიდი ოქროსფერი ჯვარი ეჭირა. ჩემი ვედრების შემდეგ ეს ჯვარი აღმართა მაცხოვარმა და გადამსახა. თვალები გავახილე და ეს ყოველივე გაუჩინარდა.მესამედ სამების დიდი ხატი ვნახე, ცოცხლად. თითქოს გაცოცხლდა წმინდა სამება, გვერდით კი, ზუსტად მათ სიმაღლეზე დათუნა იჯდა. ბავშვს მარცხენა მხარზე სამი ძალიან დიდი ოქროსფერი ჯვარი ჰქონდა. დაახლოებით მენჯის ძვლამდე ჩამოსდიოდა ჯვრები.უეცრად გამჭვირვალე, არამიწიერი ფრინველი, რომელიც მტრედს ჰგავდა, მაგრამ უფრო დიდი იყო, დათუნას ფეხებთან გაჩნდა. მსგავსი არასდროს მინახავს, იმდენად გამჭვირვალე იყო, ვერ ვარჩევდი, რა ფრინველი იყო. უეცრად აფრინდა.იმავე საღამოს ქრისტის რომ ვესაუბრე, მითხრა, რომ ძალიან ცუდად გამხდარა ბავშვი, ძლივს გადაურჩენიათ. სასწრაფოდ გაუკეთეს სხვა დღეს ჩანიშნული ოპერაცია და დანეკროზებული რბილი ქსოვილები ისევ ააჭრეს.დიდება უფალს, დათი კარგად არის...ასევე დაგაინტერესებთ: „12-13 წლის ვიყავი, ბებია ტიროდა - მა­მაშენი გარდაიცვალაო. ყვავილები მიყიდეს და... უნახავი მამა ვნახე... პანაშვიდიდან მკვდარი წამოვედი...“ - გია ფერაძის გარდაცვალებიდან 28 წელი გავიდა„ანა რომ გავიცანი, უკვე დაოჯახებული ვიყავი, რანაირად შეიძლებოდა, ანასთან რამე დამეწყო, რამე გამებედა?!“ - ანა კალანდაძის უცნობი სიყვარულის ისტორია

manana

კულტურა 1699517521

"ჩემი ოთარაანთ ქვრივის სახით, სამშობლო დასტირის შვილებს, რომლებიც უცხო მიწაზე გადმოიხვეწნენ და შინ ვეღარ დაბრუნდნენ" - ქართველი ემიგრანტი თავისი სათქმელით

ბელგიის სამეფოს ქალაქ ანტვერპენის წმინდა ნინოს ეკლესიასთან არსებული ლიტერატურული თეატრი - "ჩვენ დავბრუნდებით" პრემიერით უკვე წარდგა ქართველი ემიგრანტებისა და ქართული კულტურით დაინტერესებული უცხოელების წინაშე. ილია ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივის“ მიხედვით დადგმული სპექტაკლის იდეა, ამ თეატრის დამფუძნებელს, მანანა ხორბალაძეს ეკუთვნის. ქალბატონ მანანას "პრაიმტაიმის" მკითხველი კარგად იცნობს. ის ჩვენი დროის უდიდესი წმინდანის, მამა გაბრიელის სულიერი შვილია.თავად ქალბატონმა მანანამ ოთარაანთ ქვრივის როლი შეასრულა და როგორც ფეისბუქზე წერს, მასში დედების კრებითი სახე მოიაზრა.მანანა ხორბალაძე: დასრულდა სპექტაკლისთვის მზადების ვნებათა ღელვა, დაცხრა სპექტაკლის შემდგომი ზღვა ემოცია... ერთი კვირის წინ სცენაზე დატოვებული ხმაც დამიბრუნდა... და აი, მეც მოვიცალე გიამბოთ ჩემი განცდების შესახებ.ეს არ იყო მხოლოდ "ოთარაანთ ქვრივი"; ეს იყო ჩემი გულიდან ამოძახილი...ღმერთის, სამშობლოს, მოყვასის სიყვარული, რომელიც ფურცელზე გადავიტანე და სცენაზე გავაცოცხლეთ.არ მინდოდა მხოლოდ დრამა და ტრაგიზმი ყოფილიყო, ამიტომ ნაწარმოებში ცოტა გადახვევა გავაკეთე და ფერები შევმატე. (ვფიქრობ, ილია მართალი არ გამინაწყენდებოდა) იმ ეპოქაში მყოფი ჩვენი მრავალ ჭირ-ვარამგამოვლილი სამშობლოს ტკივილი, დღევანდელობას შევუსადაგე.ხიდჩატეხილობას გავემიჯნე და ხიდების გადება გადავწყვიტე. აქ, ჩვენი პატარა საქართველოდან, ჩვენს სათაყვანებელ სამშობლომდე, რომელიც ხატად და სალოცავად გაგვიხდია და ღმერთთან გაგვიიგივებია.  სწორედ ამ გადებული ხიდებით შემოვიკრებთ გარშემო, უცხო მიწაზე მიმოფანტულ ნიჭიერ ახალგაზრდებს, სამშობლოს სიყვარულით გულანთებულთ, რათა ერთად ვაშენოთ აქ ჩვენი პატარა საქართველო; შემდეგ კი ეს ნაშენი მასალა, ჩვენი სამშობლოს მომავალს და აღორძინებას მოვახმაროთ.ამ გადებული ხიდით შემოგვიერთდნენ ჩვენი უსაყვარლესი გოგო-ბიჭები, რომელთაც უდიდეს მადლობას ვუხდი  ჩემს ცხოვრებაში რომ გაჩნდნენ: ირლანდიიდან გაგი გაგალაძე, საფრანგეთიდან სანდრო ახმეტელაშვილი, მარიამ მარნაძე, ლუკა შერაზადიშვილი...სპექტაკლის ტრაგიკული ფინალი არ არის მხოლოდ გიორგის დატირება.ოთარაანთ ქვრივის სახით, ქართველი დედა და დედასამშობლო დასტირის დაკარგულ შვილებს.შვილებს, რომელნიც უცხო მიწაზე გადმოიხვეწნენ სარჩო-საბადებლისთვის და შინ ვეღარ დაბრუნდნენ; "შვილო წამიხველ და აღარ მომიხვალ.”მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდით დამიდგა ამ ეროვნული პროექტის განხორციელებაში ასევე მინდა, ჩემი გულის ტკივილი გამოვხატო იმ ქართველების მიმართ, რომელთათვისაც მატერიალური უფრო აღმატებულია, ვიდრე ეროვნული ღირებულებები... ასევე დაგაინტერესებთ: "...შევხედე მამა გაბრიელს და ის მიწიდან ჰაერში იყო აწეული. თითი ტუჩზე მიიდო და - "ჩუმადო", მანიშნა" - სასწაულებს ბერი გაბრიელ სალოსის სულიერი შვილი გვიყვება"შტრიხკოდიან პროდუქტს ჯვარი გადასახეთ და ისე მიიღეთ, არ გავნებთო, ამბობდა..." - რას გვიყვება მამა გაბრიელის სულიერი შვილი"მტრედის მსგავსი, გამჭვირვალე ფრინველი დათის ფეხებთან გაჩნდა. ბავშვს მხარზე სამი ოქროსფერი ჯვარი ჰქონდა" - ხილვა, რომელიც მამა გაბრიელის სულიერმა შვილმა ნახა

ბელგიის სამეფოში მოქმედი ქართული თეატრი პრემიერისთვის ემზადება

კულტურა 1698131429

ბელგიის სამეფოში მოქმედი ქართული თეატრი პრემიერისთვის ემზადება

ბელგიის სამეფოს ქალაქ ანტვერპენის წმინდა ნინოს ეკლესიასთან არსებული ლიტერატურული თეატრი „ჩვენ დავბრუნდებით“ 29 ოქტომბერს ქართველი ემიგრანტებისა და ქართული კულტურით დაინტერესებული უცხოელებისთვის ილია ჭავჭავაძის ნაწარმოების მიხედვით დადგმულ სპექტაკლს „ოთარაანთ ქვრივი“ წარმოადგენს.ლიტერატურული თეატრის - „ჩვენ დავბრუნდებით“ დამფუძნებლის მანანა ხორბალაძის ინფორმაციით, თეატრი 9 წელია მუშაობს და 10 სპექტაკლი უკვე დაიდგა.„მნიშვნელოვანია ქართული თეატრის არსებობა უცხო მიწაზე, რადგან ემიგრანტის შვილებმა იცოდნენ ქართული ენა, ლიტერატურა, ისტორია. მათ მუდმივი კავშირი უნდა ჰქონდეთ ქართულ იდენტობასთან. ვემზადებით პრემიერისთვის. სპექტაკლში ემიგრანტის შვილები და მათი მშობლები მონაწილეობენ. თავად „ოთარაანთ ქვრივს“ მე განვასახიერებ. გიორგის როლს სანდრო ახმეტელაშვილი; კესოს ნინო კაპანაძე ითამაშებს. არჩილის როლის შესასრულებლად თბილისიდან მსახიობი გიორგი გილიგაშვილი მოვიწვიეთ. ასევე, დიდგვაროვან ქალბატონს კომპანია „მარიგოლდის“ დამფუძნებელი თამარ ნადირაძე ითამაშებს. სპექტაკლში მონაწილეობის სურვილი საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმაც გამოთქვეს და ისინიც ჩამოვლენ რეპეტიციებზე ბელგიაში. დადგმის რეჟისორი გეგა ქურციკიძეა“, -განაცხადა მანანა ხორბალაძემ.მისივე ინფორმაციით, სპექტაკლს მუსიკალურად თათა კალანდია და ბაშა ბაშალეიშვილი გააფორმებენ. ქორეოგრაფიული ნომრების დასადგმელად თბილისიდან ბაქარ ხინთიბიძეა მოწვეული.როგორც მანანა ხორბალაძემ აღნიშნა, სპექტაკლს ბელგიის სამეფოში მცხოვრები ქართველების გარდა, ნიდერლანდების სამეფოში, საფრანგეთსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართული ემიგრაციის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.სპექტაკლზე დასწრების სურვილი იმ ბელგიელებმაც გამოთქვეს, რომლებსაც ქართული ხელოვნება და კულტურა უყვართ. სპექტაკლი ანტვერპენის საკონცერტო დარბაზში 29 ოქტომბერს, 16:00 საათზე გაიმართება.

mama gabrieli

საზოგადოება 1692994376

დღეს მამა გაბრიელის დაბადების დღეა - დაუჯერებელი ისტორიები, რომელთა შესახებაც მისი სულიერი შვილი ჰყვება

დღეს მამა გაბრიელის დაბადების დღეა. ისტორიების დაჯერება, რომელთა შესახებ მისი სულიერი შვილი, მანანა ხორბალაძე საჯაროდ, პირველად ჰყვება, გაგიჭირდებათ.ჩვენი რესპონდენტი წლებია ბელგიაში ცხოვრობს. აქვს ქართული სკოლა და ლიტერატურული თეატრი.სათნო, ლამაზი, ღვთისნიერი მანანა ბევრს ეიმედება. მისი იმედი და სასო კი - უფალია. ღმერთი კი მამა გაბრიელმა შეაყვარა...მანანა ხორბალაძე: უწმინდესის კურთხევა მაქვს, სასულიერო პირებიც მთხოვენ, რომ მოვყვე ან დავწერო ჩემი ისტორია. ახლა მარჯვენა ხელზე ექვსი ოპერაცია მაქვს გაკეთებული, ვეღარ ვხმარობ. ამიტომ მოყოლა უფრო გამიადვილდება...მამა გაბრიელი მაშინ გავიცანი, ეკლესიური ცხოვრება ახალი დაწყებული რომ მქონდა. ბევრი ჩემი განსაცდელის შედეგად ქრისტეს გზას შევუდექი. შეუძლებელია დალხინებული ადამიანი უფალთან მივიდეს. ღმერთს ტკივილით და განსაცდელით პოულობ. მადლობა ღმერთს და დიდება უფალს ამისთვის.სიმსივნე მარჯვენა საკვერცხეზე მქონდა. ექვს თვეში მარცხენაზეც განვითარდა. მაშინ უფალმა გადამარჩინა. საოპერაციოში დავინახე მაცხოვარი... მერე კლინიკური სიკვდილი მქონდა.ეკლესიური ცხოვრება ამის შემდეგ დავიწყე.მამა გაბრიელთან მოძღვრის, მამა არჩილ მინდიაშვილის კურთხევით, მეგობარმა წამიყვანა.სამთავროს მონასტერში რომ შევედით, მამა გაბრიელი კელიასთან დაგვხვდა. როგორც მასპინძელი ელოდება სტუმარს, ასეთი შემთხვევა იყო. დამლოცა, გულში ჩამიკრა და მითხრა: ქრისტე ღმერთმა დაგლოცოს. როგორ უყვარხარ, დაო, ღმერთსო. მე ეს სიტყვები გამიკვირდა, რადგან მანამდე მთელი ცხოვრება საშინელი ათეისტი ვიყავი. გულში გავიფიქრე, როგორ შეიძლება მე ვუყვარდე ღმერთს-მეთქი. დიახ, მამა გაბრიელი ამ სიტყვების შემდეგ ჩემს გულში შემოვიდა. მე მასში ამ დღიდან ცოცხალ წმინდანს ვხედავდი.ვუამბე, როგორ გავხდი ეკლესიური. მითხრა, შენ უფალი დიდ გამოცდას მოგიწყობსო. გადაიჭდო ხელები და დაამატა, როგორ უყვარხარ უფალს, ჩემთან მინდა მანანაო, ამბობსო. მე ვერ ვხვდებოდი მისი ეს ნათქვამი რას ნიშნავდა. აღმოჩნდა, რომ მამა გაბრიელი ამით მინიშნებას მაძლევდა.დავიწყე ამ მონასტერში სიარული და უკვე კვირაობით ვრჩებოდი დედებთან. შვილებს ჩემს ქმართან ვტოვებდი, მეხუთე-მეშვიდე კლასის მოსწავლეებს და მე მონასტერში ვიყავი...მამა გაბრიელი ამოუცნობი და დიდი იყო. კაცთანაგან ვერავინ ჩასწვდა მის სიღრმეებს. ყველასთვის მიუწვდომელი იყო. ის იმისთვის მოვიდა ამქვეყნად, რომ ქართველი ხალხისთვის ღმერთის და მოყვასის სიყვარული ესწავლებინა. მთლიანად სიყვარული იყო. უყურებდი, რომ შენს წინ ცოცხალი წმინდანი იმყოფებოდა, მაგრამ უცებ ისე დაიწყებდა სალოსობას, რომ გაოგნებული რჩებოდი. ამის გამო ბევრი განიკითხავდა. უამრავი მეგობარი მყავდა მასთან მიყვანილი, თან ყველას ვაფრთხილებდი, ცოცხალ წმინდანთან მიმყავხართ-მეთქი. მამა გაბრიელი ხომ ყველაფერს წინასწარ გრძნობდა, ჩვენს ფიქრებსაც. ამიტომ მასთან მისულების წინ ისეთ რამეებს აკეთებდა, რომ ისინი დაებრკოლებინა. ეს არის წმინდანიო, მერე გაოცებული მეკითხებოდნენ.ამას იმიტომ აკეთებდა, რომ თავი დაემდაბლებინა. მე მისი მსგავსი სიმდაბლის ადამიანი არსად მინახავს. ასეთი სიმდაბლე მხოლოდ წმინდანების ხვედრია.არ უნდოდა, რომ მასზე ეფიქრათ, რომ ის წმინდანია. ამიტომ სალოსობით ამ ეჭვს აქარწყლებდა. ცოდვილთა შორის ყველაზე ცოდვილი ვარ, მტვერი ვარ, არარაობა ვარო, სულ ამას ამბობდა...განაგრძეთ კითხვა

mama gabrieli

საზოგადოება 1692033956

"...შევხედე მამა გაბრიელს და ის მიწიდან ჰაერში იყო აწეული. თითი ტუჩზე მიიდო და - "ჩუმადო", მანიშნა" - სასწაულებს ბერი გაბრიელ სალოსის სულიერი შვილი გვიყვება

მანანა ხორბალაძე მამა გაბრიელის სულიერი შვილია. ჩვენი მეოხი წმინდა მამის მიერ მოვლენილ სასწაულებზე, საჯაროდ, პირველად ჰყვება. 22 წელია ბელგიაში ცხოვრობს. აქვს ქართული სკოლა და ლიტერატურული თეატრი.ამ ისტორიების დაჯერება კი გაგიჭირდებათ... სანამ მონათხრობს დავწერდი, სერიოზული ბრძოლები მქონდა. ჩაწერილ ინტერვიუს ვერ ვწერდი. რამდენიმე თვე ისე გავიდა, რომ ვერ გავეკარე. მერე დავწერ, მერე... მერე... მიზეზებს არ ვილევდი.„ვიცი, რომ ბრძოლები აუცილებლად გექნებოდათ. შეგეწიოთ მამა გაბრიელი“ - მოსაბოდიშებელ მესიჯზე მიპასუხა ქალბატონმა მანანამ.მანანა ხორბალაძე: სიმსივნე მარჯვენა საკვერცხეზე მქონდა. ექვს თვეში მარცხენაზეც განვითარდა. მაშინ უფალმა გადამარჩინა. საოპერაციოში დავინახე მაცხოვარი... მერე კლინიკური სიკვდილი მქონდა.ეკლესიური ცხოვრება ამის შემდეგ დავიწყე. ჩემი განსაცდელის შედეგად ქრისტეს გზას შევუდექი. შეუძლებელია დალხინებული ადამიანი უფალთან მივიდეს. ღმერთს ტკივილით და განსაცდელით პოულობ. მადლობა ღმერთს და დიდება უფალს ამისთვის.მამა გაბრიელთან მოძღვრის, მამა არჩილ მინდიაშვილის კურთხევით, მეგობარმა წამიყვანა.სამთავროს მონასტერში რომ შევედით, მამა გაბრიელი კელიასთან დაგვხვდა. როგორც მასპინძელი ელოდება სტუმარს, ასეთი შემთხვევა იყო. დამლოცა, გულში ჩამიკრა და მითხრა: ქრისტე ღმერთმა დაგლოცოს. როგორ უყვარხარ, დაო, ღმერთსო. მე ეს სიტყვები გამიკვირდა, რადგან მანამდე მთელი ცხოვრება საშინელი ათეისტი ვიყავი. გულში გავიფიქრე, როგორ შეიძლება მე ვუყვარდე ღმერთს-მეთქი. დიახ, მამა გაბრიელი ამ სიტყვების შემდეგ ჩემს გულში შემოვიდა. მე მასში ამ დღიდან ცოცხალ წმინდანს ვხედავდი.ვუამბე, როგორ გავხდი ეკლესიური. მითხრა, შენ უფალი დიდ გამოცდას მოგიწყობსო. გადაიჭდო ხელები და დაამატა, როგორ უყვარხარ უფალს, ჩემთან მინდა მანანაო, ამბობსო. მე ვერ ვხვდებოდი მისი ეს ნათქვამი რას ნიშნავდა. აღმოჩნდა, რომ მამა გაბრიელი ამით მინიშნებას მაძლევდა.დავიწყე ამ მონასტერში სიარული და უკვე კვირაობით ვრჩებოდი დედებთან. შვილებს ჩემს ქმართან ვტოვებდი, მეხუთე-მეშვიდე კლასის მოსწავლეებს და მე მონასტერში ვიყავი...მამა გაბრიელი ამოუცნობი და დიდი იყო. კაცთანაგან ვერავინ ჩასწვდა მის სიღრმეებს. ყველასთვის მიუწვდომელი იყო. ის იმისთვის მოვიდა ამქვეყნად, რომ ქართველი ხალხისთვის ღმერთის და მოყვასის სიყვარული ესწავლებინა. მთლიანად სიყვარული იყო. უყურებდი, რომ შენს წინ ცოცხალი წმინდანი იმყოფებოდა, მაგრამ უცებ ისე დაიწყებდა სალოსობას, რომ გაოგნებული რჩებოდი. ამის გამო ბევრი განიკითხავდა. უამრავი მეგობარი მყავდა მასთან მიყვანილი, თან ყველას ვაფრთხილებდი, ცოცხალ წმინდანთან მიმყავხართ-მეთქი. მამა გაბრიელი ხომ ყველაფერს წინასწარ გრძნობდა, ჩვენს ფიქრებსაც. ამიტომ მასთან მისულების წინ ისეთ რამეებს აკეთებდა, რომ ისინი დაებრკოლებინა. ეს არის წმინდანიო, მერე გაოცებული მეკითხებოდნენ.ამას იმიტომ აკეთებდა, რომ თავი დაემდაბლებინა. მე მისი მსგავსი სიმდაბლის ადამიანი არსად მინახავს. ასეთი სიმდაბლე მხოლოდ წმინდანების ხვედრია. არ უნდოდა, რომ მასზე ეფიქრათ, რომ ის წმინდანია. ამიტომ სალოსობით ამ ეჭვს აქარწყლებდა. ცოდვილთა შორის ყველაზე ცოდვილი ვარ, მტვერი ვარ, არარაობა ვარო, სულ ამას ამბობდა.ერთხელ კომუნისტი და ათეისტი მივიყვანე მამა გაბრიელთან. მისი კურთხევით შევედით მის კელიაში და ჩემს მეუღლეს და ამ ჩვენს მეგობარს, ეუბნება: დაიჩოქეთ თქვე ცოდვილებოო. ორივე მოწყდნენ და დავარდნენ, თავი მიწაში ჩარგეს. მანანა, შენ ლოცვა დაიწყე, ის აქ არისო, მითხრა. დავიწყე ლოცვა. გავიხედე, შევხედე მეგობარს, რომელსაც მუცლისგან დახრა უჭირდა და ხვნეშოდა. მე გამეღიმა. მერე შევხედე მამა გაბრიელს და ის მიწიდან ჰაერში იყო აწეული. თითი ტუჩზე მიიდო, ჩუმადო, მანიშნა. განაგრძეთ კითხვა... ასევე დაგაინტერესებთ: "იმ წლებს გადავიტანთ, თუკი ადამიანს პატარა მიწის ნაკვეთი ექნება. მალე დაედება ფასი სოფელს, დროცაა, ნელ-ნელა მოვემზადოთ ამისთვის" - ბერი პაისის წინასწარმეტყველება"შტრიხკოდიან პროდუქტს ჯვარი გადასახეთ და ისე მიიღეთ, არ გავნებთო, ამბობდა..." - რას გვიყვება მამა გაბრიელის სულიერი შვილიმაგაზე დიდი დემონი მხარზე არავის აზის... დამიჯერეთ, ბოლოს მართალ კაცად აღესრულება...“ - მამა გაბრიელის წინასწარმეტყველება მდუმარე ნარიმანზე"ერთხელ კელიის კარი ღია დარჩა, შევედი და ვხედავ..." - რას გვიყვება მამა გაბრიელის დისშვილი

manana

საზოგადოება 1689269610

"შტრიხკოდიან პროდუქტს ჯვარი გადასახეთ და ისე მიიღეთ, არ გავნებთო, ამბობდა..." - რას გვიყვება მამა გაბრიელის სულიერი შვილი

მანანა ხორბალაძე მამა გაბრიელის სულიერი შვილია. ჩვენი მეოხი წმინდა მამის მიერ მოვლენილ სასწაულებზე, საჯაროდ, პირველად "პრაიმტაიმს" უამბო. 21 წელია ბელგიაში ცხოვრობს. აქვს ქართული სკოლა და ლიტერატურული თეატრი.გთავაზობთ ინტერვიუს ამონარიდს.მანანა ხორბალაძე: მამა გაბრიელი მაშინ გავიცანი, ეკლესიური ცხოვრება ახალი დაწყებული რომ მქონდა. ბევრი ჩემი განსაცდელის შედეგად ქრისტეს გზას შევუდექი. შეუძლებელია დალხინებული ადამიანი უფალთან მივიდეს. ღმერთს ტკივილით და განსაცდელით პოულობ. მადლობა ღმერთს და დიდება უფალს ამისთვის.სიმსივნე მარჯვენა საკვერცხეზე მქონდა. ექვს თვეში მარცხენაზეც განვითარდა. მაშინ უფალმა გადამარჩინა. საოპერაციოში დავინახე მაცხოვარი... მერე კლინიკური სიკვდილი მქონდა.ეკლესიური ცხოვრება ამის შემდეგ დავიწყე.მამა გაბრიელთან მოძღვრის, მამა არჩილ მინდიაშვილის კურთხევით, მეგობარმა წამიყვანა.სამთავროს მონასტერში რომ შევედით, მამა გაბრიელი კელიასთან დაგვხვდა. როგორც მასპინძელი ელოდება სტუმარს, ასეთი შემთხვევა იყო. დამლოცა, გულში ჩამიკრა და მითხრა: ქრისტე ღმერთმა დაგლოცოს. როგორ უყვარხარ, დაო, ღმერთსო. მე ეს სიტყვები გამიკვირდა, რადგან მანამდე მთელი ცხოვრება საშინელი ათეისტი ვიყავი. გულში გავიფიქრე, როგორ შეიძლება მე ვუყვარდე ღმერთს-მეთქი. დიახ, მამა გაბრიელი ამ სიტყვების შემდეგ ჩემს გულში შემოვიდა. მე მასში ამ დღიდან ცოცხალ წმინდანს ვხედავდი.მამა გაბრიელი ამოუცნობი და დიდი იყო. კაცთანაგან ვერავინ ჩასწვდა მის სიღრმეებს. ყველასთვის მიუწვდომელი იყო. ის იმისთვის მოვიდა ამქვეყნად, რომ ქართველი ხალხისთვის ღმერთის და მოყვასის სიყვარული ესწავლებინა. მთლიანად სიყვარული იყო. უყურებდი, რომ შენს წინ ცოცხალი წმინდანი იმყოფებოდა, მაგრამ უცებ ისე დაიწყებდა სალოსობას, რომ გაოგნებული რჩებოდი. ამის გამო ბევრი განიკითხავდა. უამრავი მეგობარი მყავდა მასთან მიყვანილი, თან ყველას ვაფრთხილებდი, ცოცხალ წმინდანთან მიმყავხართ-მეთქი. მამა გაბრიელი ხომ ყველაფერს წინასწარ გრძნობდა, ჩვენს ფიქრებსაც. ამიტომ მასთან მისულების წინ ისეთ რამეებს აკეთებდა, რომ ისინი დაებრკოლებინა. ეს არის წმინდანიო, მერე გაოცებული მეკითხებოდნენ.ამას იმიტომ აკეთებდა, რომ თავი დაემდაბლებინა. მე მისი მსგავსი სიმდაბლის ადამიანი არსად მინახავს. ასეთი სიმდაბლე მხოლოდ წმინდანების ხვედრია.არ უნდოდა, რომ მასზე ეფიქრათ, რომ ის წმინდანია. ამიტომ სალოსობით ამ ეჭვს აქარწყლებდა. ცოდვილთა შორის ყველაზე ცოდვილი ვარ, მტვერი ვარ, არარაობა ვარო, სულ ამას ამბობდა.უწმინდესს აქვს ნათქვამი, უამრავი წმინდანი ჰყავს საქართველოს, მაგრამ მამა გაბრიელი ყველაზე დიდიაო... სამშობლოში დაბრუნებაზე უკვე უნდა ვიფიქრო. მაგრამ ჩემი შვილები საფრანგეთში ცხოვრობენ და გამიჭირდება. არადა, ისეთი ჟამი მოდის, მართლა ყველა უნდა დავბრუნდეთ საქართველოში.მამა გაბრიელს კელიაში ჰქონდა კოკა-კოლა, რომელზედაც იყო შტრიხკოდი. მაშინ არ იყო პროდუქტებზე შტრიხკოდები."შეხედეთ, ეს ანტიქრისტეს ნიშანია. მალე ყველა პროდუქტს დაედება და მისი ნომერი იქნება. მაგრამ არ შეგეშინდეთ, ჯვარი გადასახეთ და მიიღეთ, არ გავნებთო. არ დაგავიწყდეთ, პროდუქტზე ჯვრის გადასახვა სანამ მიიღებთ საკვებსო."ჰყვებოდა, რომ ამის შემდეგ უკვე ადამიანებს დაედებათ ეს შტრიხკოდი, დაინომრებიანო. აცრის შემდეგ ხომ დაგვედო კიდეც შტრიხკოდები. არც ამან შეგაშინოთ. მაგრამ აი, შემდეგ მოდის ჩიპის ჩადგმაო. ვინც მას ჩაიდგამს, არ ჰქონდეს წილი არასოდეს უფალთან. მხოლოდ სამი წელი იქნებიან ბედნიერები. მესამე წელს მთელ სხეულზე ისეთი წყლულები გაუჩნდებათ, ვერავინ ვერ უშველისო. საყოველთაო შიმშილი დაიწყება, ეცადეთ, ყველანი ერთად იყოთ, ჯგუფ-ჯგუფად და ბოროტი ვერ მოგერევათო. ანტიქრისტეს საქართველოში არაფერი გამოუვა, მიატოვებს და წავა აქედანო.ამბობდა - წმინდანთა ჯაჭვი საქართველოს საზღვრებს გარს შემოევლება და ვერავინ გადმოვა. როცა მთელ დედამიწაზე უბედურება დატრიალდება, ივერია გაბრწყინება. საქართველოში უდიდესი ბედნიერება მოვაო.ჩემი მეგობარი მონაზონი, რომელსაც სულიერი ხილვები აქვს, მეუბნება, დროზე დაბრუნდი საქართველოში, თორემ მერე ვეღარ შემოხვალ საზღვარზეო.ბოლო ჟამს, ქართველ ერს მხოლოდ სიყვარული გადაარჩენსო, მამა გაბრიელი ამბობდა.ღვთიური სიყვარულის ლამპარი დაგენთოთ გულებში, სხვაგვარად შეუძლებელია იყოს მშვიდობა. ასევე დაგაინტერესებთ: Exclusive: "დაიწყება გაჭირვება, საყოველთაო შიმშილი...“ მამა გაბრიელს ვუამბე ეს ხილვა..." - რა ელის საქართველოს ბერი გაბრიელის სულიერი შვილის წინასწარმეტყველებითExclusive: „მამა გაბრიელის ლოცვით, ღმერთმა ჩემი ბედისწერა ზეცაში შეცვალა“ - დაუჯერებელი ისტორიები, რომელთაც მამა გაბრიელის სულიერი შვილი პირველად გვიყვება„როდესაც დედა პარასკევამ მისი მანტია და ქუდი დამაფარა, კიდევ ერთხელ შევიგრძენი ჩემი ტკბილი მოძღვრის სურნელი“ - მამა გაბრიელის სულიერი შვილის ემოციური პოსტი

beri gabrieli

საზოგადოება 1682543593

,,მოვა დრო და როცა ივერიის ღვთისმშობლის ხატი ათონის მთას დატოვებს, ხატს საქართველოში ბერი ნიკოლოზი შემოუძღვებაო..." - მამა გაბრიელის წინასწარმეტყველება

26 აპრილი ივერიის ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღეა. სასწაულმოქმედი ხატის ისტორიის წასაკითხად აქ დააწკაპეთ.ღირსმა მამა გაბრიელმა ბერ ნიკოლოზ მაქარაშვილზე თავის სულიერ შვილს, მანანა ხორბალაძეს უთხრა: მამა ნიკოლოზის მსგავსი ბერი საქართველოს არ ეყოლება. მოვა დრო და როცა ივერის ღვთისმშობლის ხატი ათონის მთას დატოვებს, ხატს კი საქართველოში, სწორედ ბერი ნიკოლოზი შემოუძღვებაო.ამის შესახებ "პრაიმტაიმთან" წმინდა მამის, ბერი გაბრიელ სალოსის მეორე სულიერმა შვილმა, მალხაზ ჯინორიამაც ისაუბრა.მალხაზ ჯინორია: - მამა გაბრიელი გვეუბნებოდა (მასთან სულ 30 კაცი დავდიოდით), თქვენზე ახლო ვინ მყავს, ჩვენ ერთი ოჯახი ვართო.ოთხი წელი თითქმის 24 საათს მასთან ვატარებდი. სულ რაღაცებს ვეკითხებოდი, ვაწუხებდი, ამიტომ ერთხელ რომ დამინახა, თქვა - ხალხო, ეშმაკები მოვიშორე, ჯინორია ვერაო. სასწაული იუმორი ჰქონდა.მამა გაბრიელი მამა ნიკოლოზზე ორგვარად საუბრობდა. ცუდსაც ამბობდა და კარგსაც.ბერი ნიკოლოზი მონასტრიდან რომ წავიდა, მამა გაბრიელმა თქვა: ბერს რომ აგდებენ მონასტრიდან, მან უნდა ითხოვოს არ გააგდონ, უნდა ევედრებოდეს და თუ არ აბრუნებენ, უნდა ილოცოს; ეს კიდე კარდაკარ დადის, ეს როგორ შეიძლებაო?ჩვენ მამა ნიკოლოზს ვეხმარებოდით და მამა გაბრიელმა გვითხრა, თქვენ ღუპავთ მას, თქვენ რომ არ ეხმარებოდეთ, მონასტერში მოვიდოდაო. მაგაზე დიდი დემონი მხარზე არავის აზის, დამიჯერეთ, გაგიჟდა, მაგრამ ბოლოს მართალ კაცად აღესრულებაო. მის სულიერ შვილს, მანანა ხორბალაძეს კი უთხრა, მამა ნიკოლოზის მსგავსი ბერი საქართველოს არ ეყოლება. მოვა დრო და როცა ივერის ღვთისმშობლის ხატი ათონის მთას დატოვებს, ხატს საქართველოში სწორედ ბერი ნიკოლოზი შემოუძღვებაო. 

dati

საზოგადოება 1680888752

Exclusive: ,,მტრედის მსგავსი, გამჭვირვალე ფრინველი დათის ფეხებთან გაჩნდა. ბავშვს მხარზე სამი ოქროსფერი ჯვარი ჰქონდა" - ხილვა, რომელიც მამა გაბრიელის სულიერმა შვილმა ნახა

მანანა ხორბალაძეს "პრაიმტაიმის" მკითხველი კარგად იცნობს. მამა გაბრიელის სულიერ შვილს დათი ქოქრაშვილზე, შარშან ხილვა ჰქონდა.აი, რას გვიყვება ექსკლუზიურად ქალბატონი მანანა.მანანა ხორბალაძე: თავიდან, როდესაც ეს თავზარდამცემი ამბავი შევიტყვე, ადგილს ვეღარ ვპოულობდი, ცრემლები ღვარად მდიოდა. წარმოვიდგინე, რა დღეში იყო ჩემი ქრისტი, ირაკლი, დათის მშობლები. ქრისტის ბავშვობამ ჩემს თვალწინ გაიარა. უსაყვარლესი და გამორჩეული ბავშვი იყო, თავისი სათნოებით და სიკეთით. ვფიქრობდი, რა გაუსაძლის დღეში იყო ჩემი მეგობარი ნინო (დათის ბებია).მაშინვე დედა პარასკევას დავურეკე. მითხრა, ახლავე მივდივარ თბილისში, დრო ძალიან ცოტა დარჩაო. დავურეკე ჩემს მეჯვარეს ნინოს და ვუთხარი, რომ დედა პარასკევა მიდიოდა მათთან. ძალიან გაუხარდა. როდესაც რეანიმაციაში დედა პარასკევა შევიდა, დათის მამას გაბრიელის ქუდი დააფარა. ამ ამბის შემდეგ მთელ ოჯახს უდიდესი იმედი ჩაესახათ და ის ურვა და დარდი, თითქოს სადღაც გაუქრათ. ცოტა ხანში მირეკავს დედა პარასკევა და მეუბნება, მამა გაბრიელი ამბობს, დათი გადარჩება და ძალიან კარგი კაცი იქნება, მაგრამ წინ უდიდესი განსაცდელები და უამრავი ოპერაციები ელოდებაო. ხილვები, ვნების კვირაში, სამი დილის განმავლობაში მქონდა და ეს იმ მხურვალე ლოცვის შედეგია, დღე და ღამე, მუხლმოდრეკილი და აცრემლებული რომ ვლოცულობდი ჩვენი ანგელოზისთვის.როდესაც მთელი არსებით უფალს მიენდობი და გულით ლოცულობ, უფალი აუცილებლად შეისმენს.დათისთვის მართლმადიდებლური სამყარო შევძარი. სწორედ ამდენი ხალხის ლოცვისა და დათის მშობლების რწმენის გამო აჩუქა სიცოცხლე უფალმა ბავშვს.ისრაელში ყოფნისას, როდესაც დათის დედა, ქრისტი მირეკავდა, რაც შემეძლო ვანუგეშებდი. დიდება უფალს, ის არის ყველაზე დიდი ნუგეში და იმედი.მოკლედ, ვნების კვირაში, დილით თვალი რომ გავახილე, პირჯვარი გამოვისახე და დათი შევავედრე უფალს. შემდეგ ისევ დავხუჭე თვალები. ხომ არის შემთხვევა, დილით გაღვიძება რომ გეზარება და ისევ თვალებს ხუჭავ. ასე იყო სამივეჯერ...დავხუჭე თვალები და ზეცაში გუმბათს ვხედავ, რომლის შუაშიც ზის მაცხოვარი, გვერდით დედა ღვთისმშობელი უზის და უამრავი წმინდანისა და ანგელოზის გარემოცვაშია. წინ ედგათ მდუმარე, თავდახრილი პატარა კრავი. რაღაცაზე მსჯელობდნენ, მე მათი ხმები არ მესმოდა. თითქოს სასამართლო პროცესივით იყო და განაჩენი უნდა გამოეტანათ. გაისმა ხმა, "დაიკლას თუ არა ღვთის კრავი." მეორე დილას, ისევ გუმბათის ხილვა მქონდა. ვხედავ მაცხოვარს, ღვთისმშობელს, წმინდანებს, ანგელოზთა დასს... ვლოცულობ: გთხოვ, უფალო, მეორე სიცოცხლე აჩუქე პატარა დავითს-მეთქი. მაცხოვარს მარჯვენა ხელში დიდი ოქროსფერი ჯვარი ეჭირა. ჩემი ვედრების შემდეგ ეს ჯვარი აღმართა მაცხოვარმა და გადამსახა. თვალები გავახილე და ეს ყოველივე გაუჩინარდა.მესამედ სამების დიდი ხატი ვნახე, ცოცხლად. თითქოს გაცოცხლდა წმინდა სამება, გვერდით კი, ზუსტად მათ სიმაღლეზე დათუნა იჯდა. ბავშვს მარცხენა მხარზე სამი ძალიან დიდი ოქროსფერი ჯვარი ჰქონდა. დაახლოებით მენჯის ძვლამდე ჩამოსდიოდა ჯვრები.უეცრად გამჭვირვალე, არამიწიერი ფრინველი, რომელიც მტრედს ჰგავდა, მაგრამ უფრო დიდი იყო, დათუნას ფეხებთან გაჩნდა. მსგავსი არასდროს მინახავს, იმდენად გამჭვირვალე იყო, ვერ ვარჩევდი, რა ფრინველი იყო. უეცრად აფრინდა.იმავე საღამოს ქრისტის რომ ვესაუბრე, მითხრა, რომ ძალიან ცუდად გამხდარა ბავშვი, ძლივს გადაურჩენიათ. სასწრაფოდ გაუკეთეს სხვა დღეს ჩანიშნული ოპერაცია და დანეკროზებული რბილი ქსოვილები ისევ ააჭრეს.დიდება უფალს, დათი კარგად არის...

mama gabrieli

საზოგადოება 1679693597

"მამა გაბრიელმა დედამიწაზე დამტოვა, რომ ადვილად გავაგებინო, რა გვჭირდება... ერთგვარი შუამავალი ვარ" - რას გვიყვება დედა პარასკევა

უკვე ექვსი წელია დედა პარასკევა ბორჯომში, ვარდგინეთის დედათა მონასტერში მოღვაწეობს. როდესაც თბილისში ჩამოდის, მამა გაბრიელის მიერ აგებულ ტაძარს და კელიას სტუმრობს, ადგილს, სადაც ჩვენი დროის უდიდესი წმინდანი თბილისში ყოფნისას ცხოვრობდა. ამ ძვირფასს ადგილს ბერის უფროსი და, ემა უვლიდა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი მისი შვილი, ანუ მამა გაბრიელის დისშვილი, ელდარ ურგებაძე უვლის და დაჰკანკალებს. აქ ყველაფერი ხელუხლებლად დაგხვდებათ..."სადაც დედა პარასკევაა, მამა გაბრიელიც იქ არისო, ამბობენ", - გვითხრა და გაიცინა მონაზონმა, რომელსაც თითქმის მთელი საქართველო იცნობს.ჩვენი დროის უდიდესი წმინდანის გვერდით სამი წელი გაატარა. უმზადებდა წვნიანს, უსიტყვოდ ესმოდა მისი. მამა გაბრიელის გარდაცვალების შემდეგ კი, მისი უხრწნელი სისხლით ყველას ლოცავს და წმინდა მამასთან შუამდგომლობს.დედა პარასკევა გვიდასტურებს, რომ ის კავშირია ჩვენსა და მამა გაბრიელს შორის. "პრაიმტაიმთან" იხსენებს ძვირფას მოძღვარს და მის დანაბარებს გადმოგვცემს.დედა პარასკევა: როდესაც მამა გაბრიელის დახმარება მჭირდება, ის სულ ჩემთან არის. ყოველთვის, სადაც არ უნდა ვიყო, როდესაც მჭირდება და მოვუხმობ, შეგრძნების დონეზე, ყოველთვის ვგრძნობ მის ყოფნას.მის განსაკუთრებულ სიახლოვეს კი აქ, მის მიერ აგებულ ტაძარსა და კელიაში ვგრძნობ.ხილვები არა, მაგრამ შინაგანად ვგრძნობ, რომ მამა გაბრიელი იქვე დგას და მეხმარება. ამას სიტყვებით ვერ გადმოვცემ. ეს შინაგანი შეგრძნებაა.როდესაც დახმარება სჭირდებათ და მამა გაბრიელთან ლოცვა სჭირდებათ, მე მომმართავენ და მამა გაბრიელი უცებ ისმენს ჩემს სიტყვას. ერთგვარი შუამავალი ვარ ადამიანებსა და მამა გაბრიელს შორის. მამა გაბრიელი ჩვენი მეოხია. რაღაცნაირად მე დედამიწაზე დამტოვა, რომ ადვილად გავაგებინო მას, რა გვჭირდება. ეს, მამა გაბრიელის მეოხებით, ღმერთის წყალობაა.ვისაც განკურნავს, ვის ლოცვასაც შეისმენს, როგორც ჩანს, მათთან ძალიან ახლოს არის მამა გაბრიელი და მათი გულის ტკივილი შეისმინა.როდესაც დათი ქოქრაშვილი განსაცდელში იყო და მამა გაბრიელის სულიერმა შვილმა, მანანა ხორბალაძემ (დათის ბებია მისი მეჯვარეა) დამირეკა, ითხოვა, რომ მამა გაბრიელისთვის შემწეობა მეთხოვა. მე შევთხოვე და იმ წუთს მამა გაბრიელს ჩემი თხოვნა ესმოდა. მე ვიგრძენი, რომ მან ჩემი ლოცვა გაიგონა და შეეწია დათის...მამა გაბრიელს ბუნებრივად იმპროვიზებული და არტისტული და ლამაზი ხმა ჰქონდა. ვუმზადებდი საჭმელს, რასაც მთხოვდა. ძირითადად, წვნიანების მომზადებას მთხოვდა, ბრინჯით მომზადებულს. უყვარდა ლობიო. მცირედით იკვებებოდა, ამბობდა: ჩემი საქართველოს სიყვარული საჭმელში როგორ გავცვალოო.აღდგომას ყოველთვის მონასტერში ვხვდები, მერე აქ მოვდივარ. მამა გაბრიელს ძალიან უყვარდა აღდგომა. აღდგომა ყველაფერია.მენატრება ის პერიოდი, როდესაც მამა გაბრიელთან ვიყავი მცხეთაში.მამა გაბრიელმა დაგვიბარა, საქართველოს სიყვარული გადაარჩენსო. გიყვარდეთ ერთმანეთიო. ქრისტეს მტრები როგორ უნდა შეიყვარო, მაგრამ არ უნდა გძულდეს და აქედან გამოდის სიყვარულიო...

dati

საზოგადოება 1679510640

Exclusive: "ვიგრძენი, იმ წუთს მამა გაბრიელს ჩემი თხოვნა ესმოდა... და დათის შეეწია" - დედა პარასკევა მამა გაბრიელის მოხდენილ სასწაულზე

 "სადაც დედა პარასკევაა, მამა გაბრიელიც იქ არისო, ამბობენ", - გვითხრა და გაიცინა მონაზონმა, რომელსაც თითქმის მთელი საქართველო იცნობს. ჩვენი დროის უდიდესი წმინდანის გვერდით სამი წელი გაატარა. უმზადებდა წვნიანს, უსიტყვოდ ესმოდა მისი. მამა გაბრიელის გარდაცვალების შემდეგ კი, მისი უხრწნელი სისხლით ყველას ლოცავს და წმინდა მამასთან შუამდგომლობს.ძნელად თუ მოიპოვება ვინმე, ვინც მამა გაბრიელის საფლავზე, მის ამოყვანებამდე, ნამყოფი არ არის. მის საფლავზე მუდმივად მყოფი მომღიმარი დედა პარასკევა კი ყველას მეხსიერებაშია...უკვე ექვსი წელია ბორჯომში, ვარდგინეთის დედათა მონასტერში მოღვაწეობს. როდესაც თბილისში ჩამოდის, მამა გაბრიელის მიერ აგებულ ტაძარს და კელიას სტუმრობს, ადგილს, სადაც ჩვენი დროის უდიდესი წმინდანი თბილისში ყოფნისას ცხოვრობდა. ამ ძვირფასს ადგილს ბერის უფროსი და, ემა უვლიდა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი მისი შვილი, ანუ მამა გაბრიელის დისშვილი, ელდარ ურგებაძე უვლის და დაჰკანკალებს. აქ ყველაფერი ხელუხლებლად დაგხვდებათ...დედა პარასკევა გვიდასტურებს, რომ ის კავშირია ჩვენსა და მამა გაბრიელს შორის. "პრაიმტაიმთან" იხსენებს ძვირფას მოძღვარს და მის დანაბარებს გადმოგვცემს. დედა პარასკევა: როდესაც მამა გაბრიელის დახმარება მჭირდება, ის სულ ჩემთან არის. ყოველთვის, სადაც არ უნდა ვიყო, როდესაც მჭირდება და მოვუხმობ, შეგრძნების დონეზე, ყოველთვის ვგრძნობ მის ყოფნას.მის განსაკუთრებულ სიახლოვეს კი აქ, მის მიერ აგებულ ტაძარსა და კელიაში ვგრძნობ. ხილვები არა, მაგრამ შინაგანად ვგრძნობ, რომ მამა გაბრიელი იქვე დგას და მეხმარება. ამას სიტყვებით ვერ გადმოვცემ. ეს შინაგანი შეგრძნებაა. როდესაც დახმარება სჭირდებათ და მამა გაბრიელთან ლოცვა სჭირდებათ, მე მომმართავენ და მამა გაბრიელი უცებ ისმენს ჩემს სიტყვას. ერთგვარი შუამავალი ვარ ადამიანებსა და მამა გაბრიელს შორის. მამა გაბრიელი ჩვენი მეოხია. რაღაცნაირად მე დედამიწაზე დამტოვა, რომ ადვილად გავაგებინო მას, რა გვჭირდება. ეს, მამა გაბრიელის მეოხებით, ღმერთის წყალობაა. ვისაც განკურნავს, ვის ლოცვასაც შეისმენს, როგორც ჩანს, მათთან ძალიან ახლოს არის მამა გაბრიელი და მათი გულის ტკივილი შეისმინა. როდესაც დათი ქოქრაშვილი განსაცდელში იყო და მამა გაბრიელის სულიერმა შვილმა, მანანა ხორბალაძემ (დათის ბებია მისი მეჯვარეა) დამირეკა, ითხოვა, რომ მამა გაბრიელისთვის შემწეობა მეთხოვა. მე შევთხოვე და იმ წუთს მამა გაბრიელს ჩემი თხოვნა ესმოდა. მე ვიგრძენი, რომ მან ჩემი ლოცვა გაიგონა და შეეწია დათის...მამა გაბრიელს ბუნებრივად იმპროვიზებული და არტისტული და ლამაზი ხმა ჰქონდა. ვუმზადებდი საჭმელს, რასაც მთხოვდა. ძირითადად, წვნიანების მომზადებას მთხოვდა, ბრინჯით მომზადებულს. უყვარდა ლობიო. მცირედით იკვებებოდა, ამბობდა: ჩემი საქართველოს სიყვარული საჭმელში როგორ გავცვალოო.  აღდგომას ყოველთვის მონასტერში ვხვდები, მერე აქ მოვდივარ. მამა გაბრიელს ძალიან უყვარდა აღდგომა. აღდგომა ყველაფერია. მენატრება ის პერიოდი, როდესაც მამა გაბრიელთან ვიყავი მცხეთაში. მამა გაბრიელმა დაგვიბარა, საქართველოს სიყვარული გადაარჩენსო. გიყვარდეთ ერთმანეთიო. ქრისტეს მტრები როგორ უნდა შეიყვარო, მაგრამ არ უნდა გძულდეს და აქედან გამოდის სიყვარულიო...