პოლიცია ლენტა

საზოგადოება • 1790750895

„ერთი არასრულწლოვანია... მოტეხილობა აღენიშნებათ“ - როგორია სანზონაში, ლიფტში დაშავებულების მდგომარეობა

6 ადამიანი დაშავდა თბილისში ლიფტის მეათე სართულიდან ავარიულად დაშვების შედეგად. შემთხვევა გვიან ღამით სანზონაში მოხდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკებში გადაიყვანეს. მათ შორის ერთი არასრულწოვანია. დაშავებულებს ქვედა კიდურების მოტეხილობა აღენიშნებათ. მათი მდგომარეობა სტაბილურია.შემთხვევის ადგილზე სასწრაფოსთან ერთად იმყოფებოდნენ სამაშველო და საპატრულო პოლიციის, ასევე ნაძალადევის გამგეობის წარმომადგენლები.გამგებლის მოადგილის თქმით, ლიფტის დაზიანების თაობაზე გამგეობითვის არავის მიუმართავს. მომხდარის მიზეზს გამოძიება დაადგენს."სამგზავრო ლიფტი ავარიულად დაეშვა, რომელშიც იმყოფებოდა 6 მოქალაქე. სამწუხაროდ, დაზიანებები მიიღეს. აქედან სამი მოქალაქე არის გადაყვანილი საუნივერსიტეტო კლინიკაში, "ჯერარსში" არის გადაყვანილი ორი მოქალაქე. როგორც ვიცით, ამ ეტაპზე ერთმა უარი განაცხადა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზე. გამოძიება დაადგენს, რა მოხდა, რასთან გქონდა საქმე.რაც შეეხება გამგეობას, გამგეობაში მომართვიანობა არ ყოფილა. ეს არის შედარებით ახალი კორპუსი, 2013 წელს არის ექსპლუატაციაში მიღებული. შესაბამისად, ამხანაგობა შექმნილია, მაგრამ გამგეობაში არცერთ საკითხზე არ მოუმართავს თავმჯდომარეს", - აცხადებს ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოადგილე რეზო გოგოლიშვილი.

სანზონა

შემთხვევა • 1790717000

ახალი დეტალები სანზონიდან, სადაც ლიფტი ჩაწყდა

თბილისში, სანზონაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი ჩაწყდა. შემთხვევის დროს ლიფტში 6 ადამიანი იმყოფებოდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკებში გადაიყვანეს. პირველადი ინფორმაციით, მათ კიდურების მოტეხილობები აღენიშნებათ. დაშავებულთა შორის ერთი არასრულწლოვანია.როგორც ადგილობრივები ამბობენ, ლიფტი მეათე სართულიდან მოწყდა და პირველზე შეჩერდა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ სახანძრო სამაშველო სამსახურის, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები და სამართალდამცველები. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

სასწრაფო პოლიცია

შემთხვევა • 1790711992

თბილისში, კორპუსში ლიფტი ჩაწყდა - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე

თბილისში, სანზონაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი ჩაწყდა. შემთხვევის დროს ლიფტში 6 ადამიანი იმყოფებოდა. როგორც „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ყველა მათგანი კონტაქტურია და სასწრაფო სამედიცინო ჯგუფები დახმარებას ადგილზე უწევენ. მომხდარის შესახებ დამატებით დეტალებს ვარკვევთ.

ზურაბ აბაშიძე

განათლება • 1789478677

ზურაბ აბაშიძე თბილისის ახლად რეაბილიტირებული 76-ე საჯარო სკოლის გახსნას დაესწრო

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან,  ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან და თბილისის ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან ერთად  თბილისის ახლად რეაბილიტირებულ 76-ე საჯარო სკოლაში იმყოფებოდა და სკოლის მოსწავლეებს და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. „მიხარია, რომ ახალ სასწავლო წელს 76-ე საჯარო სკოლა მოსწავლეებს სრულად განახლებულ, თანამედროვე და კეთილმოწყობილ გარემოში ხვდება. ჩვენ მოვინახულეთ ეს მთლიანად განახლებული შიდა სივრცეები და სპორტული მოედნები. აღსანიშნავია, რომ სკოლა ადაპტირებულია შშმ პირთათვის.ყველა მოსწავლეს ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!  თითოეულ მოსწავლეს ვუსურვებ წარმატებას, საინტერესო სასწავლო წელსა და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენას“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.სკოლის გახსნას მუნიციპალური განვითარებულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია, პარლამენტის წევრები, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი მამუკა ხაბარელი და სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე დაესწრნენ.ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად სკოლაში სრულად განახლდა სასწავლო სივრცეები და კეთილმოეწყო  გარე სივრცე. შენობას დაემატა ორი ახალი ფლიგელი. სკოლაში ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა, სააქტო დარბაზი, ექიმის კაბინეტი და რესურს ოთახი. დამონტაჟდა ახალი საინჟინრო და უსაფრთხოების სისტემები. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის: დამონტაჟებულია ლიფტი და პანდუსი. სკოლაში ასევე მოეწყო ორი გარე სპორტული მოედანი და შიდა სპორტული დარბაზი.

ამბროლაური

განათლება • 1789468050

პაპუნა მარგველიძემ და ამბროლაურის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, ამბროლაურის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ახლადრეაბილიტირებულ ამბროლაურის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და განახლებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.სკოლის რეაბილიტაციის პროექტის პირველი ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულებულია და სასწავლო პროცესი განახლებულ შენობაში მიმდინარეობს. უახლოეს პერიოდში გაგრძელდება სკოლის დამატებითი ფლიგელის მშენებლობაც.საჯარო სკოლაში სასწავლო სივრცეების პარალელურად ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, სპორტული და სააქტო დარბაზები, ექიმის კაბინეტი და რესურს ოთახი. სკოლა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის: დამონტაჟებულია ლიფტი, ადაპტირებული სანიტარული კვანძები და პანდუსი.ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეებისა და პედაგოგების უსაფრთხოებას. სამშენებლო ტერიტორია სასწავლო სივრცისგან იზოლირებულია და შესაბამისი უსაფრთხოების ზომები დაცულია.ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა ქევანიშვილმა, პირველმა მოადგილემ ასლან საგანელიძემ, მოადგილე თამარ ქევანაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ზვიად მხეიძემ ახალი სასწავლო წლის დაწყება ასევე ხვანჭკარის, ჩორჯოს, ტოლის, კვაცხუთის, ნიკორწმინდისა და ჭელიაღელის საჯარო სკოლების მოსწავლეებსა და პედაგოგებს მიულოცეს, პირველკლასელებს კი სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.ახალ სასწავლო წელს მუნიციპალიტეტში 67 პირველკლასელი დარეგისტრირდა.განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინიტროსგან  ყველა პირველკლასელს სასწავლო სახელმძღვანელო და პორტაბელური კომპიუტერი დაურიგდა.

ვაკე

დედაქალაქი • 1786359723

ვაკის რაიონში მრავალბინიანი სახლების ამხანაგობებს მიმდინარე წელს 266 სარეაბილიტაციო პროექტი დაუფინანსდა

ვაკის რაიონის გამგეობისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანამშრომლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, მრავალბინიანი სახლების ამხანაგობებს მიმდინარე წელს 266 სარეაბილიტაციო პროექტი დაუფინანსდა.ამ დროისთვის 180 პროექტი დასრულებულია, 86 კი - რეაბილიტაციის პროცესშია.კერძოდ, სხვა სამუშაოებთან ერთად, ამხანაგობების მომართვის საფუძველზე, დაფინანსდა ლიფტის 110 სარეაბილიტაციო პროექტი, სახურავის და წყალსაწრეტი მილების 58 პროექტი, საერთო სარგებლობის კიბის 9 პროექტი. გარდა ამისა, კორპუსების სართულშუა ნაპრალების 10 პროექტი, სადარბაზოების კარების 52 პროექტი, ასევე წყლისა და წყალარინების შიდა ქსელების 23 პროექტი დაფინანსდა.მიმდინარე და დასრულებული პროექტებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 9 231 000 ლარი გამოიყო.კანონმდებლობით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ერთობლივად მართვა მესაკუთრეებს ეკისრებათ. გადაწყვეტილებები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე ამხანაგობის ყველა წევრის ჩართულობით მიიღება.„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის წესის თანახმად, გამგეობის მიერ სამუშაოების განხორციელებისას, პროექტების ღირებულების 5-10% ამხანაგობის საერთო ანგარიშზე რჩება და მოსახლეობის მიერ კორპუსის საერთო საჭიროებებს მოხმარდება.ამხანაგობა ვალდებულია, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული სამუშაოების შედეგად რეაბილიტირებული და ამხანაგობის საერთო სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობა განახორციელოს.

ნინო ლაცაბიძე

რეგიონი • 1785158253

რუსთავის მერია და საკრებულო მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ ის შესაძლებლობები, რაც საქართველოს მთავრობამ უპრეცედენტო მასშტაბის პროექტებით მოგვცა, თითოეული რუსთაველის კეთილდღეობას მოხმარდეს - ნინო ლაცაბიძე

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, რუსთავის მერიის გუნდთან ერთად, ქალაქის საკრებულოს 2026 წლის 6 თვის ანგარიში წარუდგინა. რუსთავის მერმა საკრებულოს ვრცელი პრეზენტაცია წარუდგინა და დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა. „რუსთავში დღეს ქალაქის განვითარების ძალიან მაღალი ტემპი გვაქვს. ხორციელდება და დაგეგმილია უპრეცედენტო მასშტაბის პროექტები. ძალიან მალე ჩვენს ქალაქში, ისეთი მასშტაბის პროექტების განხორციელებას დავიწყებთ, რომლებიც რუსთავს განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს. ეს პროექტები დიდი პასუხისმგებლობაა და განსაკუთრებულ მობილიზებას მოითხოვს. რუსთავის მერია და საკრებულო მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ ის შესაძლებლობები, რაც საქართველოს მთავრობამ უპეცედენტო პროექტებით მოგვცა, თითოეული რუსთაველის კეთილდღეობას მოხმარდეს“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ. რუსთავის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ხარჯვითი ნაწილის გეგმა 78 960 700 ლარია. 6 თვის დასახული გეგმა ამ მომენტისთვის 96, 5 %-თაა შესრულებული. აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები 2026 წლის ბიუჯეტის ისეთ პრიორიტეტებზე, როგორიცაა საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, საცხოვრებელი კორპუსების განმაგრება-რესტავრაცია, საბინაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ეკოლოგია, კულტურულ-საგანმანათლებლო და სოციალური პროგრამების განხორციელება. რუსთავში ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, დღეისათვის 9 სხვადასხვა ქუჩაზე მიმდინარეობს, ლოკალური დაზიანებების აღმოფხვრა დაწყებულია და იგეგმეაბა 100-მდე სხვადასხვა მისამართზე.ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით მიმდინარეობს ძველი რუსთავის რესტავრაციის უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი, რომელიც 100-მდე საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაციას, ავთენტური იერ-სახის შენარჩუნებით ითვალისწინებს. კორპუსების გამაგრება-რეაბილიტაცია მიმდინარეობს ახალ რუსთავშიც და ამ ეტაპზე, სამუშაო პროცესი 18 საცხოვრებელ კორპუსშია აქტიური. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი რუსთავში ისეთი მეგა-პროექტების დასაწყებად ემზადება, როგორიცაა მულტიპროფილური სპორტული ქალაქის, უეფას სტანდარტების საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა და ჭალის ტყის მიმდებარედ ახალი რეკრეაციული სივრცის შექმნა. დაგეგმილია რუსთავის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია და მიმდინარეობს მუშაობა რუსთავის ცენტრეალური მოედნის რეკონსტრუქციის პროექტზეც. რუსთავში გრძელდება ძველი ლიფტების მოდერნიზების და ახალი ლიფტების პროექტიც. მიმდინარე წლის ბოლოს, რუსთავის მაღალსართულიანი კორპუსების 70%-ში ახალი თანამედროვე ლიფტი იქნება დამონტაჟებული. დაწყებულია და შემოდგომიდან განახლდება რუსთავის ჭალის ტყეების აღდგენა-განაშენიანების პროექტი, შენდება ახალი კულტურული და საგანმანათლებლო დანიშნულების ობიექტები.2026 წელი რუსთავში უპრეცედენტო მასშტაბის პროექტების წელია, რომელიც რუსთავს განვითარებას, სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

ნინო ლაცაბიძე

რეგიონი • 1784538674

რუსთავში მიმდინარე თითოეული პროექტი, მოსახლეობისთვის უფრო კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შექმნას ემსახურება - ნინო ლაცაბიძე

რუსთავში საბინაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოების რეაბილიტაციის პროგრამა მიმდინარეობს. სამუშაოების მიმდინარეობას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს დეპუტატ მიხეილ ბერუაშვილთან და „რუსთავის კორპუსის“ წარმომადგენლებთან ერთად, ფალიაშვილის ქუჩაზე გაეცნო.„მსხვილ პროექტებთან ერთად, რომელსაც რუსთავში ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით ვახორციელებთ, აქტიურად მიმდინარეობს. დღეისათვის მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში ერთდროულად მიმდინარეობს ლიფტების, სადარბაზოებისა და სახურავების რემონტი, ამასთანავე ახალი გზების, რეკრეაციული სივრცეების მოწყობა, ავარიული კორპუსების გამაგრება-რეაბილიტაცია. რუსთავში მიმდინარე თითოეული პროექტი მოსახლეობისთვის უფრო კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შექმნას ემსახურება“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ. საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს სარემონტო სამუშაოები 20 მისამართზე უკვე დასრულდა. დღეისათვის რეაბილიტაცია კიდევ რამდენიმე საცხოვრებელი შენობის 20 სადარბაზოს უტარდება.  2026 წელს, სხვადასხვა ლოკაციაზე, ჯამში 136 სადარბაზოს განახლებაა დაგეგმილი.ამ ეტაპზე,  ბინათმესაკუთრეთა სხვადასხვა  პროგრამის ფარგლებში, რუსთავის მერიის ა(ა)იპ „რუსთავის კორპუსი“,  სამუშაოებს 200-მდე  მისამართზე ახორციელებს.

ნინო ლაცაბიძე

რეგიონი • 1784275002

რუსთავში ძველი ლიფტების მოდერნიზაციისა და ახლით ჩანაცვლების პროექტი აქტიურად გრძელდება

რუსთავში, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ლიფტების ახლით ჩანაცვლების და მოდერნიზაციის პროგრამა გრძელდება. ამ ეტაპზე, სამუშაოები 15 სხვადასხვა მისამართზე მიმდინარეობს.პროექტის მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ინფრასტრუქტურის სამსახურისა და „რუსთავის კორპუსის“ ხელმძღვანელებთან ერთად გაეცნო.„ჩვენი გუნდის მიზანია, ქალაქში უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნა, სწორედ ამიტომ აქტიურად ვაგრძელებთ ლიფტების მოდერნიზაციისა და ახლით ჩანაცვლების პროექტს. დღეისათვის სამუშაოები ერთდროულად რამდენიმე მისამართზე მიმდინარეობს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ წლის ბოლომდე ძველი ლიფტების 70% იქნება განახლებული. პროექტი სრულად ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.უახლოეს პერიოდში, ლიფტების განახლება კიდევ 15 მისამართზე დაიწყება.მიმდინარე წელს, ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლება ჯამში, 130 სხვადასხვა მისამართზეა დაგეგმილი.მრავალბინიან კორპუსებში, ლიფტების ახლით ჩანაცვლების და მოდერნიზაციის პროექტის მიზანი საცხოვრებელი შენობების ინფრასტრუქტურის განახლება და მოსახლეობისთვის უსაფრთხო და მოწესრიგებული საცხოვრებელი გარემოს შექმნაა.პროგრამის დაწყებიდან დღემდე, რუსთავში, ახალი თანამედროვე ლიფტი უკვე 522 მისამართზე მოეწყო.

ხანძარი

შემთხვევა • 1784047791

ტრაგედია ბრიუსელში: Oxy Tower-ში ხანძარია - არიან დაშავებულები და დაკარგულები

ტრაგედია მოხდა ბრიუსელის ცენტრში: ხანძარი გაჩნდა Oxy Tower-ის საცხოვრებელ კომპლექსში, რომელშიც ცოტა ხნის წინ მასშტაბური რემონტი ჩატარდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაკარგულია. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი მეორე სართულზე გაჩნდა, რამაც კრიტიკული სიტუაცია შექმნა.ბრიუსელის შრომის ინსპექციის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მეხანძრეებმა მოახერხეს ერთ-ერთი ლიფტის გახსნა, სადაც მათ რამდენიმე დაშავებული იპოვეს. ქალაქის ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 

შალვა ოგბაიძე

პოლიტიკა • 1783697220

შალვა ოგბაიძე: წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება გრძელდება

საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, შალვა ოგბაიძის, გამოსვლა დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას მიეძღვნა.„კიდევ ერთი წინასაარჩევნო დაპირება შესრულდა ავჭალაში, ტაძრისა და მონასტრის ქუჩებზე. აქ მცხოვრებ მოსახლეობას უგზოობის საკითხი აწუხებდა. რამდენიმე დღეში შესაბამის კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმება დასრულდება და ამ ქუჩებზე ასფალტის საფარის დაგება დაიწყება“, - განაცხადა შალვა ოგბაიძემ საკრებულოს სხდომაზე.კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ასევე სიახლეა კონიაკის დასახლებაში, წყალსადენის ქუჩაზე, სადაც სასტუმრო „ბახტრიონში“ დევნილები ცხოვრობენ - მათ საცხოვრებელ შენობაში სრულიად ახალი ლიფტი დამონტაჟდა.„სასტუმრო „ბახტრიონში“ მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქე დევნილებისთვის სრულიად ახალი ლიფტი ამოქმედდა. დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლებთან და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციასთან ერთად სასტუმროში ვიმყოფებოდი, დევნილ მოსახლეობას შევხვდი და მათ საჭიროებებს გავეცანი“, - განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

ბექა მიქაუტაძე

პოლიტიკა • 1781876154

„შშმ პირთა ინტერესების გათვალისწინების გარეშე, ქვეყანაში არც ერთი პროექტი არ კეთდება“ - ბექა მიქაუტაძე

დედაქალაქის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის კომისიის თავმჯდომარე ოპოზიციის წარმომადგენელს ვახტანგ სურგულაძეს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დასაცავად ,,ქართული ოცნების’’ ხელისუფლებს დროს ბევრი რამ გაკეთდა.როგორც ბექა მიქაუტაძემ აღნიშნა, მაშინ როცა ევროპაში ათეული წლები ზრუნავდნენ შშმ პირებისთვის და მათთვის შესაბამის პირობებს ქმნიდნენ, ჩვენთან  კომუნისტური რეჟიმიდან მოყოლებული არც ერთი ხელისუფლების დროს ამ მიმართულებით არაფერი გაკეთებულა.,,სწორედ ჩვენი ხელისუფლება უწყობს ხელს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვას. მაშინ როდესაც გლდანის რაიონის გამგებელი გახლდით, არც ერთი კორპუსი არ იყო შშმ პირებისთვის ადაპტირებული და პირველი ასეთი ლიფტი ჩვენ გავაკეთეთ.’’-განაცხადა ბექა მიქაუტაძემ და აღნიშნა, რომ შშმ პირთა ინტერესების გათვალისწინების გარეშე, ქვეყანაში არც ერთი პროექტი არ კეთდება.მისივე თქმით, ,,ქართული ოცნების’’ მმართველობის პირობებში არაერთი შშმ პირი დასაქმდა, უსინათლოებისთვის კი მნიშვნელოვანი სოციალური პროექტები შეიქმნა.,,რაც შეეხება უკვე არსებული პროექტებს, თუ სურვილი გაქვთ, ვისაუბროთ, შევთანხმდეთ და კიდევ უფრო დავხვეწოთ და გავაუმჯობესოთ’’,-მიმართა ბექა მიქაუტაძემ ოპოზიციას.

✕