1793735401
რა ხდება ამ წუთებში ბიზნესცენტრ „დელისის“ შენობაში - მეხანძრეები „ფორმულას“ ნიუსრუმში მივიდნენ
ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ბიზნესცენტრში, სადაც ტელეკომპანია „ფორმულაა“ განთავსებული, ხანძარია.
ძლიერი დაკვამლიანების გამო, არხმა მაუწყებლობა დროებით შეაჩერა.
ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სახანძრო ბრიგადები და მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის სამუშაოები.
მეხანძრე-მაშველები „ფორმულას“ ნიუსრუმშიც მივიდნენ და იქ მყოფ ჟურნალისტებს მოუწოდეს ჯერჯერობით, ადგილზე დარჩნენ.
„ნიუსრუმში ახლა 22 ადამიანი ვართ. ამ ეტაპზე კარგად ვართ. ახლა სახანძრო-სამაშველოს თანამშრომლები ამოვიდნენ და გვითხრეს, რომ აქ ვართ ყველაზე უსაფრთხოდ. კარი გვაქვს დაკეტილი იმიტომ, რომ ძლიერი კვამლია ყველა მხრიდან. ლიფტი გათიშეს. ჩვენ ვცადეთ კიბით ჩასვლა, რაც იყო ძალიან საშიში, იმიტომ, რომ კვამლის გამო ხილვადობა საერთოდ არ იყო და უკან ამოვბრუნდით. ველოდებით შემდეგ ინსტრუქციას“, - განაცხადა სოფო ვარდიაშვილმა.
არსებული ინფორმაციით, ძლიერი დაკვამლიანება არის მეთორმეტე სართულზე.
რამ გამოიწვია დაკვამლიანება, დამატებითი დეტალები უცნობია.











