სიჩი

კრიმინალი 1747739527

დააკავეს თათარსტანის ერთადერთი „კანონიერი ქურდი“, მეტსახელად, რომა სიჩი

დააკავეს თათრეთის ერთადერთი „კანონიერი ქურდი“, რომან სიჩევი, მეტსახელად რომა სიჩი. მედია წერს, რომ სიჩევი თათრეთის საგამოძიებო კომიტეტში 15 წლის წინ მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკითხვაზე. თუმცა, გამომძიებლის კაბინეტში მას თაღლითობისა და გამოძალვის საქმეზე წაუყენეს. სიჩევის ე.წ კორონაცია 37 წლისას მოხდა. მის „კორონაციაში“ მონაწილეობას იღებდნენ ისეთი გავლენიანი „კანონიერი ქურდები“, როგორებიც არიან -  „სერეგა სამარსკი“, „მუხა“, „პანი“, „შიშკანი“

''მარატ სუხუმსკი''

კრიმინალი 1747429324

სპეცოპერაცია ანტალიაში - დაკავებული ბაგრატ ფანცულაია, მეტსახელად ''მარატ სუხუმსკი''

ანტალიაში, ქართველი ე.წ კანონიერი ქურდი, 50 წლის ბაგრატ ფანცულაია, მეტსახელად ''მარატ სუხუმსკი'' დააკავეს. ფანცულაიას ე.წ კორონაცია 2000 წელს მოხდა.ის წარსულში არაერთხელაა ნასამართლევი სხვადასხვა მძიმე დანაშაულებებისთვის.''მარატ სუხუმსკი'' საქართველოს მიერ მწვანე ცირკულარით იძებნებოდა. 

მეფე და დედოფალი

მსოფლიო 1746652471

ბრიტანეთის სამეფო წყვილმა კორონაციის პორტრეტები გამოაქვეყნა - ფოტო

მეფე ჩარლზმა  და დედოფალმა კამილამ კორონაციის ოფიციალური პორტრეტები გამოაქვეყნეს.როგორც The New York Times (NYT) იტყობინება, მეფის პორტრეტი პიტერ კუჰფელდმა დახატა. ნახატზე მეფე გამოსახულია რეგალიით, რომელიც მას ორი წლის წინ თავისი მდიდრული კორონაციის ცერემონიაზე ეცვა. მეფის მახლობლად დგას გვირგვინიანი მაგიდა, რომელზეც ახლომდებარე ფანჯრიდან მზის სხივები ეცემა და მას ანათებს.მონარქმა ასევე წარმოადგინა თავისი მეუღლის, დედოფალ კამილას მეორე ოფიციალური პორტრეტი, რომელიც პოლ ბენის მიერ არის შესრულებული - დედოფლის თითქმის ფოტორეალისტური გამოსახულება აბრეშუმის კორონაციის კაბაში, რომელიც ტილოდან თავის ობიექტებს გაჰყურებს.კუხფელდსაც და ბენსაც მეფესთან დიდი ხნის პროფესიული ურთიერთობები აკავშირებთ. 1986 წელს ჩარლზმა კუხფელდს მისი ვაჟების, უილიამისა და ჰარის დახატვა შეუკვეთა.კუხფელდის თქმით, ნახატის დასასრულებლად მას „წელიწად-ნახევარზე მეტი“ დასჭირდა. მან „სცადა შეექმნა ნახატი, რომელიც ერთდროულად ადამიანურიც იქნებოდა და სამეფოც, სამეფო პორტრეტების ტრადიციის გაგრძელებით“.ბენის ასევე დიდი ხნის კავშირები აქვს სამეფო ოჯახთან. 2015 წელს მან დახატა დედოფალი ელისაბედი, რომელიც ცხენს ეფერება, ხოლო 2022 წელს ჩარლზმა მას ბუკინგემის სასახლეში გამოფენისთვის ჰოლოკოსტის გადარჩენილთა პორტრეტების დახატვა დაავალა.ბენიმ განმარტა, რომ მას სურდა დედოფლის ნახატში „კორონაციის გრანდიოზული და ისტორიული ბუნების აღიარება“, ასევე კამილას „ადამიანობისა და თანაგრძნობის“ გამოვლენა.

 კორონაციის ახალი პორტრეტები

მსოფლიო 1746608272

მეფე ჩარლზმა და დედოფალმა კამილამ კორონაციის ახალი პორტრეტები წარადგინეს

კორონაციიდან მეორე წლისთავზე მეფე ჩარლზმა და დედოფალმა კამილამ ეროვნულ გალერეაში ახალი პორტრეტები წარადგინეს.ივნისამდე პორტრეტები ეროვნული გალერეის ცენტრალურ დარბაზში იქნება გამოფენილი, შემდეგ კი მათ ბუკინგემის სასახლეში გადაიტანენ.პორტრეტზე ჩარლზი სამეფო მანტიასა და გვირგვინით არის გამოსახული, დედოფალი კამილა კი კორონაციისთვის შექმნილ სამოსშია აღბეჭდილი.მეფე ჩარლზის ფოტო პიტერ კუჰფელდმა დახატა, რომელიც მას 40 წელია იცნობს, დედოფალი კამილას პორტრეტი კი პოლ ბენიმ შექმნა.„მე მასთან საკმაოდ დიდი დრო გავატარე ამ წლების განმავლობაში და მივეჩვიე მასთან ყოფნას. როგორც ადამიანი ის ძალიან საინტერესოა. მას ძალიან კარგად ესმის, რა უნდა მხატვარს სამუშაოს შესრულებისთვის“, - განაცხადა კუჰფელდმა.დედოფალ კამილასთან სამუშაო პროცესზე პოლ ბენიმაც ისაუბრა.„ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო მასთან [დედოფალ კამილასთან} მუშაობა. მე მომწონს ლაპარაკი, როდესაც ვხატავ... და ამიტომ ჩვენ ძალიან ბევრს ვლაპარაკობდით და ერთმანეთს სხვადასხვა ისტორიებს ვუყვებოდით. დედოფალი ძალიან მახვილგონიერია. ზოგჯერ სიცილისგან მუცელი ხელით მეჭირა“, - განაცხადა ბენიმ.

სამეფო ისტორიის მქონე, იდუმალებით სავსე ბრილიანტი

მსოფლიო 1731664320

სამეფო ისტორიის მქონე, იდუმალებით სავსე ბრილიანტის ყელსაბამს ახალი მფლობელი ჰყავს - Sotheby’s აუქციონზე გაიყიდა სამკაული, რომელსაც მარია-ანტუანეტას დაცემასთან შეიძლება ჰქონდეს კავშირი

იდუმალებით სავსე ბრილიანტის ყელსაბამი, რომელსაც მარია-ანტუანეტას დაცემასთან შეიძლება ჰქონდეს კავშირი Sotheby’s აუქციონზე 4,8 მილიონ დოლარად გაიყიდა, - იუწყება Reuters-ი.XVIII საუკუნის სამკაული თითქმის 300 ბრილიანტის კარატისაგან შედგება. მყიდველის ვინაობა უცნობია, თუმცა Sotheby’s წარმომადგენლის თქმით, ის შენაძენით აღფრთოვანებულია, რამეთუ ადამიანები ყიდულობენ არა მხოლოდ ძვირფას ნივთებს, არამედ მათთან დაკავშირებულ ისტორიასაც.ზოგიერთი ბრილიანტი, რომელიც ამ ყელსაბამშია გამოყენებული, შესაძლოა უკავშირდება „ბრილიანტის ყელსაბამის საქმეს“, რომელმაც საფრანგეთის ბოლო დედოფლის მარია-ანტუანეტას რეპუტაცია შელახა და გაამძაფრა რევოლუციური ტალღა. მაშინ დედოფალი მფლანგველობაში დაადანაშაულეს. მიუხედავად იმისა, რომ მარია-ანტუანეტა უდანაშაულოდ ცნეს, ამ სკანდალმა მის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება უფრო გაამძაფრა.Sotheby’s აუქციონზე გაყიდული ყელსაბამი 50 წლის განმავლობაში პირველად გამოჩნდა საზოგადოებაში.ეს ყელსაბამი ორჯერ ეკეთათ საზოგადოებაში არისტოკრატებს - პირველად მეფე ჯორჯ VI-ის კორონაციაზე 1937 წელს და მეორედ მისი ქალიშვილის - ელისაბედ მეორის კორონაციის დღეს 1953 წელს.Sotheby’s აუქციონზე განაცხადეს, რომ ბრილიანტები, რომლებიც ყელსაბამის შექმნისას გამოიყენეს, შესაძლოა, ნაპოვნია გოლკონდის ლეგენდარულ საბადოებზე ინდოეთში, სადაც ყველაზე სუფთა ალმასები მოიპოვება.„ბედნიერი მყიდველი წავიდა ისტორიის შთამბეჭდავი ნაწილით“, - განაცხადა ევროპის ყველაზე მსხვილი ბრილიანტების ინტერნეტ-მაღაზიის ხელმძღვანელმა ტობიას კორმინდმა.

ელიაზაბედი

მსოფლიო 1727276522

ყელსაბამი, რომელიც დედოფალ ელიზაბეთ II-ს კორონაციაზე ეკეთა, აუქციონზე გაიყიდება

ბრილიანტის ყელსაბამი, რომელიც დედოფალ ელიზაბეთ II-ს კორონაციაზე ეკეთა აუქციონზე გაიყიდება.ყელსაბამი ნახევარი საუკუნის განმავლობაში საჯაროდ არ გამოუტანიათ, სავარაუდოდ, აუქციონზე მისი ფასი 2 მილიონი ფუნტი სტერლინგი იქნება.ზოგიერთი ექსპერტი თვლის, რომ აღნიშნულ ყელსაბამში გამოყენებულია ბრილიანტები, რომელიც მარია ანტუანეტას სკანდალურ საქმესთანაა დაკავშირებული.„ბრილიანტის ყელსაბამის" გახმაურებული საქმე ლუდოვიკო მეთექვსმეტესა და მის ცოლს, დედოფალ მარია ანტუანეტას უკავშირდებოდა. დედოფლის რეპუტაცია, ჭორებისგან უკვე გვარიანად შელახული, კიდევ უფრო მეტად გაუარესდა დანაშაულში სავარაუდო მონაწილეობით, სადაც ვითომდა ფული გამოსძალა სამეფო იუველირებს ძალიან ძვირფასი ბრილიანტის ყელსაბამის შესაძენად. ეს ამბავი ისტორიულად ცნობილია როგორც ერთ-ერთი წანამძღვარი საფრანგეთის რევოლუციისა.როგორც ცნობილია, ისტორიული მნიშვნელობის ყელსაბამი აუქციონზე 11 ნოემბერს გაიყიდება.

ჰარი და უილიამი

მსოფლიო 1725197955

პრინცი ჰარი და პრინცი უილიამი ბიძის დაკრძალვაზე ერთმანეთს თავს არიდებდნენ - მედია

 პრინცი ჰარი და პრინცი უილიამი თავიანთი ბიძის, ლორდ რობერტ ფელოუსის დაკრძალვას დაესწრნენ, თუმცა, დამსწრეთა ინფორმაციით, იქ ყოფნისას ერთმანეთს თავს არიდებდნენ. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.39 წლის ჰარი და 42 წლის უილიამი სნეტისჰემში, ნორფოლკში მდებარე წმინდა მარიამის სახელობის ეკლესიაში 28 აგვისტოს იმყოფებოდნენ. The Sun-ის მიხედვით, პრინცების დედის, ლედი დაიანას დის ქმარი, ლორდი ფელოუსი, უცნობი მიზეზით 29 ივლისს დაიღუპა. ის 82 წლის იყო.სასექსის ჰერცოგის, პრინცი ჰარის დიდ ბრიტანეთში ჩამოსვლა მოულოდნელი იყო, ვინაიდან პრინცმა ბევრჯერ გამოხატა უკმაყოფილება ბრიტანეთის მთავრობის მისდამი გულგრილობის გამო. უკვე დიდი ხანია, რაც პრინცს სასამართლო დავა აქვს მთავრობასთან, რადგან მას შემდეგ, რაც სამეფო ტიტულზე უარი განაცხადა, ბრიტანეთი ოფიციალური დაცვის სერვისით აღარ უზრუნველყოფს.ცნობილია, რომ ჰარის და უილიამს შორის განხეთქილება 2016 წელს დაიწყო, როცა უილიამმა ჰარის მეგან მარკლთან ურთიერთობის შესახებ შეშფოთება გამოხატა. ძმებს შორის დაძაბულობა კიდევ უფრო გამძაფრდა, როცა 2020 წელს პრინცმა ჰარიმ სამეფო ოჯახის წევრის მოვალეობების შესრულებაზე უარი განაცხადა.პრინცი ჰარი და პრინცი უილიამი ბოლოს ერთად, ერთ ჭერქვეშ მეფე ჩარლზის კორონაციაზე, 2023 წლის მაისში იმყოფებოდნენ, თუმცა ერთმანეთისთვის ხმა არც ამ უმნიშვნელოვანეს მომენტში გაუციათ. 

დანიის დედოფალი

მსოფლიო 1704045660

დანიის დედოფალმა ტახტზე უარი თქვა

დანიის დედოფალმა მარგარეტ მეორემ განაცხადა, რომ ტახტზე უარს ამბობს. ამის შესახებ BBC წერს.გამოცემის ინფორმაციით, თავისი გადაწყვეტილების შესახებ დედოფალმა ტელემიმართვაში განაცხადა. მარგარეტი ტახტს 14 იანვარს დათმობს, თავისი კორონაციიდან ზუსტად 52 წლის შემდეგ. შემდეგ კი დანიის მეფე მისი ვაჟი, პრინცი ფრედერიკი გახდება.83 წლის მარგრეტს დანიის ისტორიაში ტახტი ყველაზე დიდხანს ეკავა.

2023

მსოფლიო 1704011640

ბარბი და ოპენჰაიმერი, გახმაურებული მეთ გალა, საკულტო სერიალები და  სკანდალური განშორებები - ნახეთ, 2023 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები

ბარბი და ოპენჰაიმერი, გახმაურებული მეთ გალა, ტეილორ სვიფტის რეკორდები, ეკრანზე დაბრუნებული საკულტო სერიალები და  სკანდალური განშორებები - 2023 წელი მსოფლიოსთვის საკმაოდ ბევრი და მნიშვნელოვანი მოვლენით იყო სავსე.მეთ გალა 2023 2023  წლის მაისის პირველ შაბათს ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმმა ტრადიციულად მეთ გალას უმასპინძლა.მოდის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და ექსტრავაგანტური ღონისძიების მთავარი თემა  წელს გერმანელი დიზაინერი, კარლ ლაგერფილდი და მისი მემკვიდრეობა იყო. პოპ-კულტურის ცნობილი სახეები კამერების წინ ორიგინალური და განსხვავებული სამოსით პოზირებდნენ.  მეთ გალა 2023-ზე საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა ჯარედ ლეტო, რომელიც ღონისძიებაზე ლაგერფელდის საყვარელი ფისოს, შუპეტის ფორმაში გამოწყობილი მივიდა.  ბრენდან ფრეიზერი - ოსკარი20 წლიანი პაუზის შემდეგ მსახიობი, ბრენდან ფრეზიერი დიდ კინოში დაბრუნდა. ლოს-ანჯელესში გამართულ ოსკარის რიგით 95-ე ცერემონიალზე ფილმში, სახელწოდებით „ვეშაპი“ შესრულებული როლისთვის ბრენდან ფრეიზერმა „საუკეთესო მსახიობი კაცის“ ტიტული დაიმსახურა და კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო, ოსკარი მოიპოვა... საუკეთესო ფილმად ამერიკის კინოაკადემიამ წელს კინოსურათი „ყველაფერი ყველგან ერთდროულად“ დაასახელა. ნამუშევარი 11 ნომინაციაში იყო წარდგენილი. მან 7 ოსკარი მოიპოვა.  პრინც ჰარის მემაურები სამეფო სკანდალების გარეშე არც 2023 წელს ჩაუვლია. ამჯერად ყურადღების ცენტრში პრინცი ჰარის მემუარები მოექცა.. სასექსის ჰერცოგმა  წიგნის სახელწოდებად „სათადარიგო“ აირჩია.  პრინცი ნაწერებში საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი ფაქტების შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ოჯახში  ყოველთვის მეორეხარისხოვნად მიიჩნევდნენ. ის ასევე იხსენებს 2019 წელს, ლონდონში მომხდარ შემთხვევას იხსენებს, რომლის დროსაც პრინცი უილიამი მას ფიზიკურად დაუპირისპირდა. როგორც ჰერცოგი ამბობს,  პრინცი ჩარლზი მას ბავშვობაში ხშირად ჩაგრავდა. მემუარებში ჰარი ნარკოტიკებზე დამოკიდებულების პრობლემასაც ეხება..  მეფე ჩარლზის კორონაციადედოფალი ელისაბედ მეორის შემდეგ დიდი ბრიტანეთის სამეფო ტახტზე მისი მემკვიდრე, პრინცი ჩარლზი ავიდა... 2023 წელს მსოფლიომ ჩარლზის მეფედ კურთხევის ცერემონია იხილა, რომელსაც თვალს უამრავი ადამიანი ადევნებდა..  სკიაპარელის სკანდალური ჩვენება მებრძოლი ქალის პორტრეტი თუ ცხოველთა უფლებების დარღვევა -  კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა სკიაპარელის ახალი კოლექცია..  პარიზის მოდის კვირეულის მიმდინერეობისას, ერთ-ერთ ჩვენებაზე საღამოს კაბებზე ცხოველების თავების გამოსახვასა და ბეწვის გამოყენებას საზოგადოების ნაწილის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა..  ნამუშევრები არაესთეტიურად შეფასდა.. წყვილები დაშორდნენ ისეთი ცნობილი წყვილები, როგორებიც ტინა კუნაკი -ვენსან კასელი,ნატალი პორტმანი - ბენჟამინ მილეპიე, ბრიტნი სპირსი - სემ ასგარი, ჰიუ და დებორა ჯეკმანები არიან... ბარბი და ოპენჰაიმერი ეკრანებზე გამოვიდა გრეტა გერვიგის ფილმი, სახელწოდებით ბარბი, რომელმაც მსოფლიოში ვარდისფერი ფერის დეფიციტი გამოიწვია და არაერთი ჯილდოც დაიმსახურა..  პარალელურად  შედგა ფილმის, სახელწოდებით „ოპენჰაიმერი“ პრემიერა.. ბეკჰემებინეტფლიქსის ახალ დოკუმენტურ სერიალში, სახელწოდებით „ბეკჰემები“ - ჰოლივუდის ერთ-ერთმაყველაზე მყარმა წყვილმა, დევიდმა და ვიქტორიამ საზოგადოებას თავიანთი ცხოვრების შესახებ აქამდე უცნობი ფაქტების გააცნეს. 4 ეპიზოდიან სატელევიზიო შოუში - ვიქტორია ბეკჰემი მეუღლის ღალატზე პირველად ალაპარაკდა... გარდაცვალებამსოფლიომ დაკარგა ისეთი  ცნობილ და წარმატებულ ვარსკვლავები როგორებიც მეთიუ პერი, ტინა ტერნერი, ლიზა მარია პრესლი,  ჯეფ ბეკი და შინეიდ ო’კონორი არიან.  ტეილორ სვიფტიპრესტიჟულმა გამოცემამ, სახელწოდებით „TIME” წლის ადამიანად ტეილორ სვიფტი დაასახელა. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი წელი მომღერლისთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ის პირველი ქალი შემსრულებელი გახდა, რომელმაც მუსიკალურ პლატფორმა „სპოტიფაიზე“ მილიონი მსმენელი დააგროვა.. ამ მაჩვენებლით მან გინესის რეკორდის დამყარებაც კი შეძლო.. მისმა კონცერტებმა  ზოგიერთ ქვეყანაში სეისმურ აქტივობები ან როგორც მომღერლის გულშემატკივრები ამბობენ, „სვიფტისძვრები“ გამოიწვია...გრემის მქონე არტისტის ერას ტურის ფილმის შემოსავალმა გამოსვლიდან 2 დღეში $130 მილიონს მიაღწია....  ჰარვარდის უნივერსიტეტებმა სასწავლო გეგმაში ახალი საგანი - „ტეილორ სვიფტი და მისი სამყარო“ დაამატა... მაკოლეი კალკინიფილმში „მარტო სახლი“ კევინის როლის შემსრულებელ მსახიობს, მაკოლეი კალკინს ჰოლივუდისდიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს.  აღსანიშნავია, რომ ცერემონიას ესწრებოდა კეტრინო'ჰარა, რომელიც კინოსურათში კევინის დედის, ქეითის როლში გვევლინება. მილანის მოდის კვირეული - მატილდა გვარლიანი მილანის მოდის კვირეულზე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ  90-იანი წლების სუპერმოდელი  კლაუდია შიფერი გამოჩნდა..  მას მწვანე ფერის კაბა ეცვა, რომელიც შავი დეტალებით იყო გაფორმებული.  წელს პოდიუმზე  ვიხილეთ 53 წლის  ნაომი კემპბელიც, რომელმაც Dolce & Gabbana -ს  ჩვენება დახურა.  მას შავი ფერის გამჭვირვალე  სამოსი ეცვა.  Dolce & Gabbana-ს სამოსის წარდგენაში მონაწილეობა მიიღო ქართველმა მოდელმა, მატილდა გვარლიანმაც...  სხვათა შორის, წლევანდელი მოდის კვირეულები მატილდასთვის საკმაოდ წარმატებული გამოდგა - Dolce & Gabbana -ს შემდეგ, გვარლიანი ბრენდ  Attico-ს შოუზეც გამოვიდა...  გვარლიანმა ლონდონის მოდის კვირეულზე წარადგინა ბრენდების, Diesel-ის და Philosophy-ს ახალი კოლექციები... ჯეიდა პინკეტ სმიტის აღიარება გამოცემა „ფიფოლისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ჯეიდა პინკეტ სმიტის აღიარებას საერთაშორისო მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.  მისი თქმით, ის და მისი მეუღლე, უილ სმიტი  ერთმანეთს  7 წლის წინ ფარულად დაშორდნენ.  როგორც აღმოჩნდა, წყვილი ამ ამბავს საიდუმლოდ დიდი ხნის განმავლობაში ინახავდა.- საზოგადოება გაოცებული იყო იმის აღმოჩენით, 2022 წლის ოსკარების ცერემონიალზე, როდესაც ჯეიდას დასაცავად უილმა კომიკოსს, კრის როკს სახეში გაარტყა - წყვილი უკვე ერთად აღარ იყო.ბიონსებიონსე მსმენელის წინაშე რენესანსის მსოფლიო ტურნეთი წარსდგა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ტურნეს ფარგლებში მომღერალი ქართველი დიზაინერების სამოსით არაერთხელ მოგვევლინა. შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში,  პოპ-ვარსკვლავი სცენაზე დავით კომახიძის მიერ შემქნილი კოსტიუმით გამოჩნდა.არიზონას შტატში გამართული კონცერტი კი მომღერალმა ქართველიდიზაინერის, ირაკლი რუსაძის Situationist-ის კოსტიუმით გახსნა. კოსტიუმზე  რუსაძემ ბრენდ Yaspis-თან ერთად იმუშავა.David Koma-სა და Situationist-ის გარდა, მსოფლიო ტურის ფარგლებში ბიონსემ ქართველი ბრენდის, Mach&Mach-ის ფეხსაცმელები მოირგო. რიანა და ასაპ როკი რიანასა და A$AP Rocky-ს მეორე შვილი შეეძინათ... მომღერალმა ს ორსულობის შესახებ საზოგადოებას თებერვალში, Super Bowl-ზე გამოჩენით ამცნო. ლიზო სკანდალებშისკანდალებში გაეხვა ლიზო.  პოპვარსკვლავსა და მის გუნდს  ყოფილმა მოცეკვავეებმა სასამართლოში სექსუალური შევიწროებისა და მტრული სამუშაო გარემოს შექმნის ბრალდებით უჩივლეს.  თავად მომღერალმა ბრალი უარყო... გაფიცვა ჰოლივუდში 1980 წლის შემდეგ პირველად, ჰოლივუდი სცენარისტების, რეჟისორებისა  და მსახიობების მასშტაბური გაფიცვის მომსწრე გახდა. ისინი სცენარის წერის პროცესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას  აპროტესტებდნენ და ანაზღაურების გაზრდას მოითხოვდნენ.. აღსანიშნავია, რომ გაფიცვის გამო გადაიდო კინოპრემიერები და დაჯილდოებები..  საბოლოოდ, ჰოლივუდის გაფიცულმა სცენარისტებმა და პროდიუსერთა ასოციაციამ შეთანხმებას მიაღწიეს. გაზაფხულზე დაწყებული გაფიცვა 146 დღის შემდეგ დასრულდა....  2023 წელი მსოფლიოსთვის უამრავი  საინტერესო მოვლენით დატვირთული აღმოჩნდა.. საინტერესოა, რას გვიმზადებს  2024 წელი..         ასევე ნახეთ:„თავს ისევ მიმზიდველად იგრძნობთ...“ - დასახელდა 2024 წლის იღბლიანი ზოდიაქოს ნიშნებიროგორია 2024 წლის ტაროს პროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

2023

მსოფლიო 1703535994

ბარბი და ოპენჰაიმერი, გახმაურებული მეთ გალა, ტეილორ სვიფტის რეკორდები - რით დაგვამახსოვრა თავი 2023 წელმა

ბარბი და ოპენჰაიმერი, გახმაურებული მეთ გალა, ტეილორ სვიფტის რეკორდები,ეკრანზე დაბრუნებული საკულტო სერიალები და  სკანდალური განშორებები - 2023 წელი მსოფლიოსთვის საკმაოდ ბევრი და მნიშვნელოვანი მოვლენით იყო სავსე.მეთ გალა 2023 2023  წლის მაისის პირველ შაბათს ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმმა ტრადიციულად მეთ გალას უმასპინძლა.მოდის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და ექსტრავაგანტური ღონისძიების მთავარი თემა  წელს გერმანელი დიზაინერი, კარლ ლაგერფილდი და მისი მემკვიდრეობა იყო. პოპ-კულტურის ცნობილი სახეები კამერების წინ ორიგინალური და განსხვავებული სამოსით პოზირებდნენ.  მეთ გალა 2023-ზე საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა ჯარედ ლეტო, რომელიც ღონისძიებაზე ლაგერფელდის საყვარელი ფისოს, შუპეტის ფორმაში გამოწყობილი მივიდა.  ბრენდან ფრეიზერი - ოსკარი20 წლიანი პაუზის შემდეგ მსახიობი, ბრენდან ფრეზიერი დიდ კინოში დაბრუნდა. ლოს-ანჯელესში გამართულ ოსკარის რიგით 95-ე ცერემონიალზე ფილმში, სახელწოდებით „ვეშაპი“ შესრულებული როლისთვის ბრენდან ფრეიზერმა „საუკეთესო მსახიობი კაცის“ ტიტული დაიმსახურა და კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო, ოსკარი მოიპოვა... საუკეთესო ფილმად ამერიკის კინოაკადემიამ წელს კინოსურათი „ყველაფერი ყველგან ერთდროულად“ დაასახელა. ნამუშევარი 11 ნომინაციაში იყო წარდგენილი. მან 7 ოსკარი მოიპოვა.  პრინც ჰარის მემაურები სამეფო სკანდალების გარეშე არც 2023 წელს ჩაუვლია. ამჯერად ყურადღების ცენტრში პრინცი ჰარის მემუარები მოექცა.. სასექსის ჰერცოგმა  წიგნის სახელწოდებად „სათადარიგო“ აირჩია.  პრინცი ნაწერებში საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი ფაქტების შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ოჯახში  ყოველთვის მეორეხარისხოვნად მიიჩნევდნენ. ის ასევე იხსენებს 2019 წელს, ლონდონში მომხდარ შემთხვევას იხსენებს, რომლის დროსაც პრინცი უილიამი მას ფიზიკურად დაუპირისპირდა. როგორც ჰერცოგი ამბობს,  პრინცი ჩარლზი მას ბავშვობაში ხშირად ჩაგრავდა. მემუარებში ჰარი ნარკოტიკებზე დამოკიდებულების პრობლემასაც ეხება..  მეფე ჩარლზის კორონაციადედოფალი ელისაბედ მეორის შემდეგ დიდი ბრიტანეთის სამეფო ტახტზე მისი მემკვიდრე, პრინცი ჩარლზი ავიდა... 2023 წელს მსოფლიომ ჩარლზის მეფედ კურთხევის ცერემონია იხილა, რომელსაც თვალს უამრავი ადამიანი ადევნებდა..  სკიაპარელის სკანდალური ჩვენება მებრძოლი ქალის პორტრეტი თუ ცხოველთა უფლებების დარღვევა -  კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა სკიაპარელის ახალი კოლექცია..  პარიზის მოდის კვირეულის მიმდინერეობისას, ერთ-ერთ ჩვენებაზე საღამოს კაბებზე ცხოველების თავების გამოსახვასა და ბეწვის გამოყენებას საზოგადოების ნაწილის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა..  ნამუშევრები არაესთეტიურად შეფასდა.. წყვილები დაშორდნენ ისეთი ცნობილი წყვილები, როგორებიც ტინა კუნაკი -ვენსან კასელი,ნატალი პორტმანი - ბენჟამინ მილეპიე, ბრიტნი სპირსი - სემ ასგარი, ჰიუ და დებორა ჯეკმანები არიან... ბარბი და ოპენჰაიმერი ეკრანებზე გამოვიდა გრეტა გერვიგის ფილმი, სახელწოდებით ბარბი, რომელმაც მსოფლიოში ვარდისფერი ფერის დეფიციტი გამოიწვია და არაერთი ჯილდოც დაიმსახურა..  პარალელურად  შედგა ფილმის, სახელწოდებით „ოპენჰაიმერი“ პრემიერა.. ბეკჰემებინეტფლიქსის ახალ დოკუმენტურ სერიალში, სახელწოდებით „ბეკჰემები“ - ჰოლივუდის ერთ-ერთმაყველაზე მყარმა წყვილმა, დევიდმა და ვიქტორიამ საზოგადოებას თავიანთი ცხოვრების შესახებ აქამდე უცნობი ფაქტების გააცნეს. 4 ეპიზოდიან სატელევიზიო შოუში - ვიქტორია ბეკჰემი მეუღლის ღალატზე პირველად ალაპარაკდა... გარდაცვალებამსოფლიომ დაკარგა ისეთი  ცნობილ და წარმატებულ ვარსკვლავები როგორებიც მეთიუ პერი, ტინა ტერნერი, ლიზა მარია პრესლი,  ჯეფ ბეკი და შინეიდ ო’კონორი არიან.  ტეილორ სვიფტიპრესტიჟულმა გამოცემამ, სახელწოდებით „TIME” წლის ადამიანად ტეილორ სვიფტი დაასახელა. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი წელი მომღერლისთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ის პირველი ქალი შემსრულებელი გახდა, რომელმაც მუსიკალურ პლატფორმა „სპოტიფაიზე“ მილიონი მსმენელი დააგროვა.. ამ მაჩვენებლით მან გინესის რეკორდის დამყარებაც კი შეძლო.. მისმა კონცერტებმა  ზოგიერთ ქვეყანაში სეისმურ აქტივობები ან როგორც მომღერლის გულშემატკივრები ამბობენ, „სვიფტისძვრები“ გამოიწვია...გრემის მქონე არტისტის ერას ტურის ფილმის შემოსავალმა გამოსვლიდან 2 დღეში $130 მილიონს მიაღწია....  ჰარვარდის უნივერსიტეტებმა სასწავლო გეგმაში ახალი საგანი - „ტეილორ სვიფტი და მისი სამყარო“ დაამატა... მაკოლეი კალკინიფილმში „მარტო სახლი“ კევინის როლის შემსრულებელ მსახიობს, მაკოლეი კალკინს ჰოლივუდისდიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს.  აღსანიშნავია, რომ ცერემონიას ესწრებოდა კეტრინო'ჰარა, რომელიც კინოსურათში კევინის დედის, ქეითის როლში გვევლინება. მილანის მოდის კვირეული - მატილდა გვარლიანი მილანის მოდის კვირეულზე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ  90-იანი წლების სუპერმოდელი  კლაუდია შიფერი გამოჩნდა..  მას მწვანე ფერის კაბა ეცვა, რომელიც შავი დეტალებით იყო გაფორმებული.  წელს პოდიუმზე  ვიხილეთ 53 წლის  ნაომი კემპბელიც, რომელმაც Dolce & Gabbana -ს  ჩვენება დახურა.  მას შავი ფერის გამჭვირვალე  სამოსი ეცვა.  Dolce & Gabbana-ს სამოსის წარდგენაში მონაწილეობა მიიღო ქართველმა მოდელმა, მატილდა გვარლიანმაც...  სხვათა შორის, წლევანდელი მოდის კვირეულები მატილდასთვის საკმაოდ წარმატებული გამოდგა - Dolce & Gabbana -ს შემდეგ, გვარლიანი ბრენდ  Attico-ს შოუზეც გამოვიდა...  გვარლიანმა ლონდონის მოდის კვირეულზე წარადგინა ბრენდების, Diesel-ის და Philosophy-ს ახალი კოლექციები... ჯეიდა პინკეტ სმიტის აღიარება გამოცემა „ფიფოლისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ჯეიდა პინკეტ სმიტის აღიარებას საერთაშორისო მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.  მისი თქმით, ის და მისი მეუღლე, უილ სმიტი  ერთმანეთს  7 წლის წინ ფარულად დაშორდნენ.  როგორც აღმოჩნდა, წყვილი ამ ამბავს საიდუმლოდ დიდი ხნის განმავლობაში ინახავდა.- საზოგადოება გაოცებული იყო იმის აღმოჩენით, 2022 წლის ოსკარების ცერემონიალზე, როდესაც ჯეიდას დასაცავად უილმა კომიკოსს, კრის როკს სახეში გაარტყა - წყვილი უკვე ერთად აღარ იყო.ბიონსებიონსე მსმენელის წინაშე რენესანსის მსოფლიო ტურნეთი წარსდგა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ტურნეს ფარგლებში მომღერალი ქართველი დიზაინერების სამოსით არაერთხელ მოგვევლინა. შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში,  პოპ-ვარსკვლავი სცენაზე დავით კომახიძის მიერ შემქნილი კოსტიუმით გამოჩნდა.არიზონას შტატში გამართული კონცერტი კი მომღერალმა ქართველიდიზაინერის, ირაკლი რუსაძის Situationist-ის კოსტიუმით გახსნა. კოსტიუმზე  რუსაძემ ბრენდ Yaspis-თან ერთად იმუშავა.David Koma-სა და Situationist-ის გარდა, მსოფლიო ტურის ფარგლებში ბიონსემ ქართველი ბრენდის, Mach&Mach-ის ფეხსაცმელები მოირგო. რიანა და ასაპ როკი რიანასა და A$AP Rocky-ს მეორე შვილი შეეძინათ... მომღერალმა ს ორსულობის შესახებ საზოგადოებას თებერვალში, Super Bowl-ზე გამოჩენით ამცნო. ლიზო სკანდალებშისკანდალებში გაეხვა ლიზო.  პოპვარსკვლავსა და მის გუნდს  ყოფილმა მოცეკვავეებმა სასამართლოში სექსუალური შევიწროებისა და მტრული სამუშაო გარემოს შექმნის ბრალდებით უჩივლეს.  თავად მომღერალმა ბრალი უარყო... გაფიცვა ჰოლივუდში 1980 წლის შემდეგ პირველად, ჰოლივუდი სცენარისტების, რეჟისორებისა  და მსახიობების მასშტაბური გაფიცვის მომსწრე გახდა. ისინი სცენარის წერის პროცესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას  აპროტესტებდნენ და ანაზღაურების გაზრდას მოითხოვდნენ.. აღსანიშნავია, რომ გაფიცვის გამო გადაიდო კინოპრემიერები და დაჯილდოებები..  საბოლოოდ, ჰოლივუდის გაფიცულმა სცენარისტებმა და პროდიუსერთა ასოციაციამ შეთანხმებას მიაღწიეს. გაზაფხულზე დაწყებული გაფიცვა 146 დღის შემდეგ დასრულდა....  2023 წელი მსოფლიოსთვის უამრავი  საინტერესო მოვლენით დატვირთული აღმოჩნდა.. საინტერესოა, რას გვიმზადებს  2024 წელი..         ასევე ნახეთ:„თავს ისევ მიმზიდველად იგრძნობთ...“ - დასახელდა 2024 წლის იღბლიანი ზოდიაქოს ნიშნებიროგორია 2024 წლის ტაროს პროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

ბარათელი

კრიმინალი 1689965581

რისთვის იხდიდა სასჯელს არასრულწლოვნობის პერიოდში ლაშა ბარათელი, მეტსახელად „ჭია“ - ფოტო ავჭალის კოლონიიდან

„კანონიერი ქურდი“ ლაშა ბარათელი მეტსახელად „ჭია“ 1989 წლის 11 ივლისს სოხუმში დაიბადა.ბარათელი ჯანგველაძე-ონიანის კლანის წარმომადგენელი გახლავთ, რომელსაც, ასევე, მჭიდრო კავშირი ჰქონდა 2016 წელს სტამბოლში მოკლულ როვშან ჯანიევთან.მისი „კორონაცია“ 2014 წელს მოხდა.„ჭია“ ჯერ კიდევ 14 წლის იყო, როდესაც ავჭალის კოლონიაში საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის დააკავეს.ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად ის ერთ-ერთ გავლენიან „კანონიერ ქურდად“ მიიჩნევა.2014 წელსვე ლაშა ბარათელს „დედ ჰასანის“ დაჯგუფების წევრები სასტიკად გაუსწორდნენ და მას სხეულზე მრავლობითი ჭრილობებიც მიაყენეს. მაშინ „ჭია“ სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.ეს კადრები ავჭალის არასრულწლოვანთა კოლონიაშია გადაღებული, როდესაც ცნობილმა მომღერლებმა, მათ შორის „კაბუმ“ და „ბედინამ“ არასრულწლოვან პატიმრებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს.ასევე დაგაინტერესებთ:ვინ არის „თემო სოხუმსკი“, რომელიც სენაკელ ბიზნესმენს 60 000 დოლარს სძალავდა - იგი რამდენიმე მძიმე დანაშაულში ფიგურირებსVIDEO: „ვეუბნებოდით, გასახდელიდან გადი, ჯერ არ გვაცვია-თქო“ - ქალი ფეხბურთელები მწვრთნელისგან სექსუალურ შევიწროებაზე ჰყვებიან„მოკლა და ცხედარი დაუსახლებელ ადგილზე დამარხა“ - ქობულეთში ჩადენილი სასტიკი მკვლელობის ფიგურანტი გაერთიანებულ სამეფოში დააკავეს

გვასალია თემური

კრიმინალი 1689880432

ვინ არის „თემო სოხუმსკი“, რომელიც სენაკელ ბიზნესმენს 60 000 დოლარს სძალავდა - იგი რამდენიმე მძიმე დანაშაულში ფიგურირებს

ქართველი „კანონიერი ქურდი“ თემურ გვასალია, იგივე „თემო სოხუმსკი“ დაიბადა 1972 წლის 18 აგვისტოს სოხუმში. გვასალიას „კორონაცია“ 2013 წლის დეკემბრის დასაწყისში „კანონიერი ქურდების“ – ვალიკო ჯეჯიას (ვალტერი), გიორგი უგლავას (ტახი) და ირაკლი ყალიჩავას (იკა ხუტუ) მიერ მოხდა.„კანონიერი ქურდი“ რამდენიმე მძიმე დანაშაულში ფიგურირებს.თემურ გვასალია 2020 წელს სენაკელი ბიზნესმენისთვის 60 000 დოლარის გამოძალვას ცდილობდა. მან თავი ჩეჩნური დაჯგუფების ლიდერად გაასაღა და სენაკელ ბიზნესმენს შვილის მოკვლით დაემუქრა.„თემო სოხუმსკის“ სახელი გაჟღერდა 2022 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სკანდალურ ფარულ ჩანაწერშიც, რომლის მიხედვითაც, მოქალაქე იძულებული გახდა, „კრიმინალური ავტორიტეტების“ ზეწოლით ყური საკუთარი ხელით მოეჭრა.აღნიშნულ საქმეზე თემურ გვასალიას 10 წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს. ასევე დაგაინტერესებთ:VIDEO: „26 წელი მაქვს დამთავრებული ციხეში... ბესო ვარ ქურდის შვილი“ - რა ისმის შსს-ს ფარულ ჩანაწერშიშსს-მ „კრიმინალური ავტორიტეტი“ და „ კანონიერი ქურდის“ ოჯახის წევრები მეტსახელად „თეოფილიჩი“ და „გრიშიჩი“ დააკავა