პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
პრინცი ჰარი და პრინცი უილიამი თავიანთი ბიძის, ლორდ რობერტ ფელოუსის დაკრძალვას დაესწრნენ, თუმცა, დამსწრეთა ინფორმაციით, იქ ყოფნისას ერთმანეთს თავს არიდებდნენ. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
39 წლის ჰარი და 42 წლის უილიამი სნეტისჰემში, ნორფოლკში მდებარე წმინდა მარიამის სახელობის ეკლესიაში 28 აგვისტოს იმყოფებოდნენ. The Sun-ის მიხედვით, პრინცების დედის, ლედი დაიანას დის ქმარი, ლორდი ფელოუსი, უცნობი მიზეზით 29 ივლისს დაიღუპა. ის 82 წლის იყო.
სასექსის ჰერცოგის, პრინცი ჰარის დიდ ბრიტანეთში ჩამოსვლა მოულოდნელი იყო, ვინაიდან პრინცმა ბევრჯერ გამოხატა უკმაყოფილება ბრიტანეთის მთავრობის მისდამი გულგრილობის გამო. უკვე დიდი ხანია, რაც პრინცს სასამართლო დავა აქვს მთავრობასთან, რადგან მას შემდეგ, რაც სამეფო ტიტულზე უარი განაცხადა, ბრიტანეთი ოფიციალური დაცვის სერვისით აღარ უზრუნველყოფს.
ცნობილია, რომ ჰარის და უილიამს შორის განხეთქილება 2016 წელს დაიწყო, როცა უილიამმა ჰარის მეგან მარკლთან ურთიერთობის შესახებ შეშფოთება გამოხატა. ძმებს შორის დაძაბულობა კიდევ უფრო გამძაფრდა, როცა 2020 წელს პრინცმა ჰარიმ სამეფო ოჯახის წევრის მოვალეობების შესრულებაზე უარი განაცხადა.
პრინცი ჰარი და პრინცი უილიამი ბოლოს ერთად, ერთ ჭერქვეშ მეფე ჩარლზის კორონაციაზე, 2023 წლის მაისში იმყოფებოდნენ, თუმცა ერთმანეთისთვის ხმა არც ამ უმნიშვნელოვანეს მომენტში გაუციათ.