იანვრიდან, სესხის აღების პირობები იცვლება - ნახეთ, დეტალები
1732698224
ბარბი და ოპენჰაიმერი, გახმაურებული მეთ გალა, ტეილორ სვიფტის რეკორდები, ეკრანზე დაბრუნებული საკულტო სერიალები და სკანდალური განშორებები - 2023 წელი მსოფლიოსთვის საკმაოდ ბევრი და მნიშვნელოვანი მოვლენით იყო სავსე.
მეთ გალა 2023
2023 წლის მაისის პირველ შაბათს ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმმა ტრადიციულად მეთ გალას უმასპინძლა.მოდის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და ექსტრავაგანტური ღონისძიების მთავარი თემა წელს გერმანელი დიზაინერი, კარლ ლაგერფილდი და მისი მემკვიდრეობა იყო. პოპ-კულტურის ცნობილი სახეები კამერების წინ ორიგინალური და განსხვავებული სამოსით პოზირებდნენ. მეთ გალა 2023-ზე საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა ჯარედ ლეტო, რომელიც ღონისძიებაზე ლაგერფელდის საყვარელი ფისოს, შუპეტის ფორმაში გამოწყობილი მივიდა.
ბრენდან ფრეიზერი - ოსკარი
20 წლიანი პაუზის შემდეგ მსახიობი, ბრენდან ფრეზიერი დიდ კინოში დაბრუნდა.
ლოს-ანჯელესში გამართულ ოსკარის რიგით 95-ე ცერემონიალზე ფილმში, სახელწოდებით „ვეშაპი“ შესრულებული როლისთვის ბრენდან ფრეიზერმა „საუკეთესო მსახიობი კაცის“ ტიტული დაიმსახურა და კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო, ოსკარი მოიპოვა... საუკეთესო ფილმად ამერიკის კინოაკადემიამ წელს კინოსურათი „ყველაფერი ყველგან ერთდროულად“ დაასახელა. ნამუშევარი 11 ნომინაციაში იყო წარდგენილი. მან 7 ოსკარი მოიპოვა.
პრინც ჰარის მემაურები
სამეფო სკანდალების გარეშე არც 2023 წელს ჩაუვლია. ამჯერად ყურადღების ცენტრში პრინცი ჰარის მემუარები მოექცა.. სასექსის ჰერცოგმა წიგნის სახელწოდებად „სათადარიგო“ აირჩია. პრინცი ნაწერებში საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი ფაქტების შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ოჯახში ყოველთვის მეორეხარისხოვნად მიიჩნევდნენ. ის ასევე იხსენებს 2019 წელს, ლონდონში მომხდარ შემთხვევას იხსენებს, რომლის დროსაც პრინცი უილიამი მას ფიზიკურად დაუპირისპირდა. როგორც ჰერცოგი ამბობს, პრინცი ჩარლზი მას ბავშვობაში ხშირად ჩაგრავდა. მემუარებში ჰარი ნარკოტიკებზე დამოკიდებულების პრობლემასაც ეხება..
მეფე ჩარლზის კორონაცია
დედოფალი ელისაბედ მეორის შემდეგ დიდი ბრიტანეთის სამეფო ტახტზე მისი მემკვიდრე, პრინცი ჩარლზი ავიდა... 2023 წელს მსოფლიომ ჩარლზის მეფედ კურთხევის ცერემონია იხილა, რომელსაც თვალს უამრავი ადამიანი ადევნებდა..
სკიაპარელის სკანდალური ჩვენება
მებრძოლი ქალის პორტრეტი თუ ცხოველთა უფლებების დარღვევა - კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა სკიაპარელის ახალი კოლექცია.. პარიზის მოდის კვირეულის მიმდინერეობისას, ერთ-ერთ ჩვენებაზე საღამოს კაბებზე ცხოველების თავების გამოსახვასა და ბეწვის გამოყენებას საზოგადოების ნაწილის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.. ნამუშევრები არაესთეტიურად შეფასდა..
წყვილები
დაშორდნენ ისეთი ცნობილი წყვილები, როგორებიც ტინა კუნაკი -ვენსან კასელი,ნატალი პორტმანი - ბენჟამინ მილეპიე, ბრიტნი სპირსი - სემ ასგარი, ჰიუ და დებორა ჯეკმანები არიან...
ბარბი და ოპენჰაიმერი
ეკრანებზე გამოვიდა გრეტა გერვიგის ფილმი, სახელწოდებით ბარბი, რომელმაც მსოფლიოში ვარდისფერი ფერის დეფიციტი გამოიწვია და არაერთი ჯილდოც დაიმსახურა.. პარალელურად შედგა ფილმის, სახელწოდებით „ოპენჰაიმერი“ პრემიერა..
ბეკჰემები
ნეტფლიქსის ახალ დოკუმენტურ სერიალში, სახელწოდებით „ბეკჰემები“ - ჰოლივუდის ერთ-ერთმაყველაზე მყარმა წყვილმა, დევიდმა და ვიქტორიამ საზოგადოებას თავიანთი ცხოვრების შესახებ აქამდე უცნობი ფაქტების გააცნეს. 4 ეპიზოდიან სატელევიზიო შოუში - ვიქტორია ბეკჰემი მეუღლის ღალატზე პირველად ალაპარაკდა...
გარდაცვალება
მსოფლიომ დაკარგა ისეთი ცნობილ და წარმატებულ ვარსკვლავები როგორებიც მეთიუ პერი, ტინა ტერნერი, ლიზა მარია პრესლი, ჯეფ ბეკი და შინეიდ ო’კონორი არიან.
ტეილორ სვიფტი
პრესტიჟულმა გამოცემამ, სახელწოდებით „TIME” წლის ადამიანად ტეილორ სვიფტი დაასახელა. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი წელი მომღერლისთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ის პირველი ქალი შემსრულებელი გახდა, რომელმაც მუსიკალურ პლატფორმა „სპოტიფაიზე“ მილიონი მსმენელი დააგროვა.. ამ მაჩვენებლით მან გინესის რეკორდის დამყარებაც კი შეძლო.. მისმა კონცერტებმა ზოგიერთ ქვეყანაში სეისმურ აქტივობები ან როგორც მომღერლის გულშემატკივრები ამბობენ, „სვიფტისძვრები“ გამოიწვია...
გრემის მქონე არტისტის ერას ტურის ფილმის შემოსავალმა გამოსვლიდან 2 დღეში $130 მილიონს მიაღწია.... ჰარვარდის უნივერსიტეტებმა სასწავლო გეგმაში ახალი საგანი - „ტეილორ სვიფტი და მისი სამყარო“ დაამატა...
მაკოლეი კალკინი
ფილმში „მარტო სახლი“ კევინის როლის შემსრულებელ მსახიობს, მაკოლეი კალკინს ჰოლივუდისდიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. აღსანიშნავია, რომ ცერემონიას ესწრებოდა კეტრინო'ჰარა, რომელიც კინოსურათში კევინის დედის, ქეითის როლში გვევლინება.
მილანის მოდის კვირეული - მატილდა გვარლიანი
მილანის მოდის კვირეულზე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ 90-იანი წლების სუპერმოდელი კლაუდია შიფერი გამოჩნდა.. მას მწვანე ფერის კაბა ეცვა, რომელიც შავი დეტალებით იყო გაფორმებული. წელს პოდიუმზე ვიხილეთ 53 წლის ნაომი კემპბელიც, რომელმაც Dolce & Gabbana -ს ჩვენება დახურა. მას შავი ფერის გამჭვირვალე სამოსი ეცვა.
Dolce & Gabbana-ს სამოსის წარდგენაში მონაწილეობა მიიღო ქართველმა მოდელმა, მატილდა გვარლიანმაც... სხვათა შორის, წლევანდელი მოდის კვირეულები მატილდასთვის საკმაოდ წარმატებული გამოდგა - Dolce & Gabbana -ს შემდეგ, გვარლიანი ბრენდ Attico-ს შოუზეც გამოვიდა... გვარლიანმა ლონდონის მოდის კვირეულზე წარადგინა ბრენდების, Diesel-ის და Philosophy-ს ახალი კოლექციები...
ჯეიდა პინკეტ სმიტის აღიარება
გამოცემა „ფიფოლისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ჯეიდა პინკეტ სმიტის აღიარებას საერთაშორისო მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მისი თქმით, ის და მისი მეუღლე, უილ სმიტი ერთმანეთს 7 წლის წინ ფარულად დაშორდნენ. როგორც აღმოჩნდა, წყვილი ამ ამბავს საიდუმლოდ დიდი ხნის განმავლობაში ინახავდა.- საზოგადოება გაოცებული იყო იმის აღმოჩენით, 2022 წლის ოსკარების ცერემონიალზე, როდესაც ჯეიდას დასაცავად უილმა კომიკოსს, კრის როკს სახეში გაარტყა - წყვილი უკვე ერთად აღარ იყო.
ბიონსე
ბიონსე მსმენელის წინაშე რენესანსის მსოფლიო ტურნეთი წარსდგა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ტურნეს ფარგლებში მომღერალი ქართველი დიზაინერების სამოსით არაერთხელ მოგვევლინა. შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში, პოპ-ვარსკვლავი სცენაზე დავით კომახიძის მიერ შემქნილი კოსტიუმით გამოჩნდა.არიზონას შტატში გამართული კონცერტი კი მომღერალმა ქართველიდიზაინერის, ირაკლი რუსაძის Situationist-ის კოსტიუმით გახსნა. კოსტიუმზე რუსაძემ ბრენდ Yaspis-თან ერთად იმუშავა.
David Koma-სა და Situationist-ის გარდა, მსოფლიო ტურის ფარგლებში ბიონსემ ქართველი ბრენდის, Mach&Mach-ის ფეხსაცმელები მოირგო.
რიანა და ასაპ როკი
რიანასა და A$AP Rocky-ს მეორე შვილი შეეძინათ... მომღერალმა ს ორსულობის შესახებ საზოგადოებას თებერვალში, Super Bowl-ზე გამოჩენით ამცნო.
ლიზო სკანდალებში
სკანდალებში გაეხვა ლიზო. პოპვარსკვლავსა და მის გუნდს ყოფილმა მოცეკვავეებმა სასამართლოში სექსუალური შევიწროებისა და მტრული სამუშაო გარემოს შექმნის ბრალდებით უჩივლეს. თავად მომღერალმა ბრალი უარყო...
გაფიცვა ჰოლივუდში
1980 წლის შემდეგ პირველად, ჰოლივუდი სცენარისტების, რეჟისორებისა და მსახიობების მასშტაბური გაფიცვის მომსწრე გახდა. ისინი სცენარის წერის პროცესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას აპროტესტებდნენ და ანაზღაურების გაზრდას მოითხოვდნენ.. აღსანიშნავია, რომ გაფიცვის გამო გადაიდო კინოპრემიერები და დაჯილდოებები.. საბოლოოდ, ჰოლივუდის გაფიცულმა სცენარისტებმა და პროდიუსერთა ასოციაციამ შეთანხმებას მიაღწიეს. გაზაფხულზე დაწყებული გაფიცვა 146 დღის შემდეგ დასრულდა.... 2023 წელი მსოფლიოსთვის უამრავი საინტერესო მოვლენით დატვირთული აღმოჩნდა.. საინტერესოა, რას გვიმზადებს 2024 წელი..
ასევე ნახეთ:
„თავს ისევ მიმზიდველად იგრძნობთ...“ - დასახელდა 2024 წლის იღბლიანი ზოდიაქოს ნიშნები
როგორია 2024 წლის ტაროს პროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის