დიდი სპორტიდან პოლიტიკამდე - რა არის ცნობილი მიხეილ ყაველაშვილის შესახებ
1732704163
ბრილიანტის ყელსაბამი, რომელიც დედოფალ ელიზაბეთ II-ს კორონაციაზე ეკეთა აუქციონზე გაიყიდება.
ყელსაბამი ნახევარი საუკუნის განმავლობაში საჯაროდ არ გამოუტანიათ, სავარაუდოდ, აუქციონზე მისი ფასი 2 მილიონი ფუნტი სტერლინგი იქნება.
ზოგიერთი ექსპერტი თვლის, რომ აღნიშნულ ყელსაბამში გამოყენებულია ბრილიანტები, რომელიც მარია ანტუანეტას სკანდალურ საქმესთანაა დაკავშირებული.
„ბრილიანტის ყელსაბამის" გახმაურებული საქმე ლუდოვიკო მეთექვსმეტესა და მის ცოლს, დედოფალ მარია ანტუანეტას უკავშირდებოდა. დედოფლის რეპუტაცია, ჭორებისგან უკვე გვარიანად შელახული, კიდევ უფრო მეტად გაუარესდა დანაშაულში სავარაუდო მონაწილეობით, სადაც ვითომდა ფული გამოსძალა სამეფო იუველირებს ძალიან ძვირფასი ბრილიანტის ყელსაბამის შესაძენად. ეს ამბავი ისტორიულად ცნობილია როგორც ერთ-ერთი წანამძღვარი საფრანგეთის რევოლუციისა.
როგორც ცნობილია, ისტორიული მნიშვნელობის ყელსაბამი აუქციონზე 11 ნოემბერს გაიყიდება.