ლევან მაჭავარიანი

პოლიტიკა 1723809577

გია ხუხაშვილი დადასტურებულად არის ორი ქვეყნის აგენტი, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ქვეყნებს შეგნებულად არ დავასახელებ, თუმცა, ეს დადასტურებულად ვიცით და შესაბამისად, არასერიოზული არის მისი მხრიდან ნებისმიერი სახის კომენტარი - ლევან მაჭავარიანი

ბატონი ხუხაშვილის ნებისმიერი კომენტარი არასერიოზულია რა თქმა უნდა. იგი ჩვენ გავაგდეთ ჩვენი გუნდიდან, შესაბამისად, არის გაბოროტებული, შურით სავსე პიროვნება,  -  ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა, განაცხადა.მისი თქმით, ხუხაშვილის ვარაუდი, თითქოს, აშშ-ში ირაკლი ღარიბაშვილმა ან ირაკლი შოთაძემ მმართველი გუნდის შესახებ რაიმე სახის ინფორმაცია ჩაიტანეს, რასაც  ჰელსინკის კომისიის  განცხადება მოჰყვა, სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან "ქართული ოცნების" გუნდი ერთიანი და შეკრულია. მაჭავარიანმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ "ქართულ ოცნებაში" არც მოსახლეობისთვის და არც პარტნიორებისთვის არაფერი აქვთ დასამალი. "რაც შეეხება იმას, რომ თითქოს ვიღაცამ რაღაც ჩვენი გუნდიდან გაიტანა, ორად დავყოფდი მაგ თემას: ერთი, რომ "ქართული ოცნების" გუნდი ასეთი შეკრული, ასეთი შედუღაბებული, ასეთი ერთიანი არასდროს ყოფილა და მეორე - ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს არც ჩვენი მოსახლეობისგან და არც ჩვენი პარტნიორებისგან. შესაბამისად, როდესაც დასამალი არაფერი გაქვს, გასატანიც არაფერია. ბატონ ხუხაშვილზე იმასაც ვიტყოდი, რომ იგი დადასტურებულად არის ორი ქვეყნის აგენტი. მე ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ქვეყნებს შეგნებულად არ დავასახელებ, თუმცა, ჩვენ ეს დადასტურებულად ვიცით და შესაბამისად, არასერიოზული არის მისი მხრიდან ნებისმიერი სახის კომენტარი." - განაცხადა მაჭავარიანმა.

გიორგი გაბიტაშვილი

სამართალი 1721301245

საქართველოს პროკურატურა იყო, არის და იქნება პოლიტიკურად ნეიტრალური უწყება

საქართველოს პროკურატურა იყო, არის და იქნება პოლიტიკურად ნეიტრალური უწყება, - ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა გიორგი გაბიტაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.გაბიტაშვილმა სამი პრიორიტეტი გამოყო, რომელზეც ის გენერალური პროკურორობის თანამდებობაზე აქტიურად იმუშავებს.„მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პარლამენტს გენერალურ პროკურორად ჩემი არჩევისთვის, მადლობას ვუხდი საპროკურორო საბჭოს ჩემი კანდიდატურის წარდგენისთვის. მადლობას ვუხდი პროკურატურის თითოეულ თანამშრომელს გამოხატული მხარდაჭერისთვის და მადლობას ვუხდი ირაკლი შოთაძეს, რომლის გენერალურ პროკურორად მუშაობის პერიოდში უწყებაში არაერთი რეფორმა განხორციელდა. ჩემი მთავარი პრიორიტეტები თაღლითობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა იქნება; იმ ელექტრონული სისტემების ერთმანეთთან დაკავშირება რაც მოქმედებს როგორც პროკურატურაში ასევე სასამართლო სისტემაში, რაც საქმის წარმოების პროცესს გაამარტივეს და დიდ დროსა და მატერიალურ რესურსს დაზოგავს. ჩემი მესამე პრიორიტეტია დაზარალებულთა კომუნიკაციის სტრატეგიის დოკუმენტის შექმნა. საქართველოს პროკურატურა იყო, არის და იქნება პოლიტიკურად ნეიტრალური უწყება“, - განაცხადა გაბიტაშვილმა.

ქართული ოცნება

პოლიტიკა 1721290226

ვფიქრობთ, რომ თქვენი ხედვით, თქვენი განვლილი პროფესიული საქმიანობით კეთილსინდისიერად, მაღალი პროფესიონალიზმით, კანონის სრული დაცვით შეასრულებთ თქვენთვის დაკისრებულ უფლებამოვალეობებს - ანრი ოხანაშვილი გიორგი გაბიტაშვილს

ჩვენ ვფიქრობთ, რომ თქვენი ხედვით, თქვენი განვლილი პროფესიული საქმიანობით კეთილსინდისიერად, მაღალი პროფესიონალიზმით, კანონის სრული დაცვით შეასრულებთ თქვენთვის დაკისრებულ უფლებამოვალეობებს, - ასე მიმართა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ამავე კომიტეტის სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატ გიორგი გაბიტაშვილს.ამასთან, ანრი ოხანაშვილმა გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა ყოფილ გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძეს.„ბატონო გიორგი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მხრიდან თქვენ გაქვთ გამოცხადებული ნდობა, რომ არჩეულ იყოთ საქართველოს გენერალურ პროკურორად პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.ჩვენ ვფიქრობთ, რომ თქვენი ხედვით, თქვენი განვლილი პროფესიული საქმიანობით კეთილსინდისიერად, მაღალი პროფესიონალიზმით, კანონის სრული დაცვით შეასრულებთ თქვენთვის დაკისრებულ უფლებამოვალეობებს. ჩვენი მთავარი საზრუნავი და მიზანია, რომ თქვენ მაქსიმალურად გქონდეთ შესაძლებლობა საუკეთესო კადრებთან ერთად იმუშაოთ შემდგომშიც, რომელიც მრავლადაა საქართველოს პროკურატურის სისტემაში. ძალიან მაღალი პროფესიონალი კადრებით არის დაკომპლექტებული საქართველოს პროკურატურის სისტემა და რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტი ყოველთვის იქნება მოტივირებული, რომ კანონის დაცვაზე ზრუნვის ფარგლებში ჩვენ შევიმუშაოთ ის საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც გააძლიერებს, მხარს დაუჭერს კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლას და რა თქმა უნდა, იყოს ისეთი სოციალური გარანტიები, ამ შემთხვევაში პროკურორებისთვის, გამომძიებლებისთვის, რომ მათ მაქსიმალურად დაცულად იგრძნონ თავი და ებრძოლონ კრიმინალს.აქედან გამომდინარე, ეს მნიშვნელოვანია, რომ სწორედ თქვენი ხელმძღვანელობით წარიმართოს.ასევე, ვისარგებლებ შემთხვევით და კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი ბატონ ირაკლი შოთაძეს, რომლის წვლილი არის ძალიან დიდი, პროკურატურის გამართულ ფუნქციონირებაში, ის, რომ დღეს პროკურატურა დაკომპლექტებულია მაღალი პროფესიონალი კადრებით და დღეს გამართულად მუშაობს კანონის სრული დაცვით პროკურატურა.რა თქმა უნდა, არის გამოწვევები, რა თქმა უნდა, არის საკითხები, რომლებიც საჭიროებენ გაუმჯობესებას და ეს უკვე ახალი გენერალური პროკურორის შემთხვევაში ვფიქრობ, რომ სრულიად რეალისტურია. ასე, რომ პროკურატურის სისტემას, თითოეულ პროკურორს წარმატებას ვუსურვებ. ასევე თქვენ გისურვებთ წარმატებას თქვენი საქმიანობის შემდგომ განხორციელებაში“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა გენერალური პროკურორობის თანამდებობაზე წარდგენილ გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.

პროკურატურა

სამართალი 1721279353

გენერალურ პროკურორს პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცებს

პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე გენერალური პროკურორს დაამტკიცებს. კენჭისყრამდე კი გიორგი გაბიტაშვილი დეპუტატების შეკითხვებს იურიდიულ კომიტეტზე უპასუხებს.საპროკურორო საბჭოს მიერ ფარული კენჭისყრით შერჩეულ კანდიდატს სრულ ნდობას უცხადებს მმართველი გუნდი. პროცესში მონაწილეობაზე უარს ამბობს საპარლამენტო ოპოზიცია და მიიჩნევს, რომ გაბიტაშვილი არა არჩეული, არამედ დანიშნული გენერალური პროკურორი იქნება.შეგახსენებთ, წინა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ თანამდებობა მაისში დატოვა.

პროკურორის შერჩევის პროცესი გრძელდება

სამართალი 1720502530

გენერალური პროკურორის შერჩევის პროცესი გრძელდება - საბჭოს წევრების შეკითხვებს დღეს ალექსანდრე კობაიძე უპასუხებს

გენერალური პროკურორის შერჩევის პროცესი გრძელდება - საბჭოს წევრების შეკითხვებს, დღეს ალექსანდრე კობაიძე უპასუხებს. წარდგენილი 11 კანდიდატიდან 5-ს უკვე მოუსმინეს, ოთხმა კი მოხსნა საკუთარი კანდიდატურა. საბოლოოდ, საბჭო ფარული კენჭისყრით სამს შეარჩევს, რის შემდეგაც პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს.სწორედ საკანონმდებლო ორგანომ უნდა დაამტკიცოს თანამდებობაზე წარდგენილთაგან ერთ-ერთი.“ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე პროცესი არის თუ შევადარებთ სხვა სახელმწიფოებში პროკურორების არჩევნების პროცედურებს. ეს არის რამდენიმე ეტაპიანი საჯარო პროცესი და საზოგადოებას აქვს შესაძლებლობა, რომ თავად იხილოს ვინ არიან კანდიდატები, მოუსმინოს მათ იმიტომ, რომ მათთან გასაუბრება არის საჯარო და ამ ყველაფრის ტრანსლირება ხდება, საზოგადოებას შეუძლია თავად შეექმნას წარმოდგენა იმაზე თუ ვინ იქნება მომავალი გენერალური პროკურორი,“ - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი.შეგახსენებთ, გენერალური პროკურორის პოსტი ვაკანტურია მაისიდან, მას შემდეგ, რაც თანამდებობა დატოვა ირაკლი შოთაძემ.

პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით წარმატებული თანამშრომლები დაჯილდოვდნენ

პოლიტიკა 1717076584

პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით წარმატებული თანამშრომლები დაჯილდოვდნენ

პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი გაბიტაშვილმა და მოადგილეებმა, პროკურატურის წარმატებული თანამშრომლები სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ და კეთილსინდისიერად შესრულებისთვის მადლობის სიგელებით, სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭებით და საპატიო თანამშრომლის წოდებით დააჯილდოვეს. გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელმა კოლეგებს პროფესიული დღე მიულოცა და თავდაუზოგავი შრომისა და საქმისადმი ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადა.„მოხარული ვიქნებოდი დღევანდელი დღე თქვენთვის გენერალურ პროკურორთან ირაკლი შოთაძესთან ერთად მომელოცა.  თითოეულმა თქვენგანმა კარგად იცით, რომ ბატონი ირაკლი პროკურატურის  დიდი გულშემატკივარი და ქომაგია. კიდევ ერთხელ მინდა მის მიმართ გამოვხატო მადლიერება და ყველა თანამშრომლის სახელით ვუსურვო მალე გამოჯანმრთელება“ - განაცხადა გიორგი გაბიტაშვილმა.მისი განცხადებით, საქართველოს პროკურატურა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო უწყებაა და ამ უწყების თანამშრომლების მაღალპროფესიული საქმიანობა ძლიერი სახელმწიფოს საწინდარია. „  დარწმუნებული ვარ, რომ მეტი ენერგიით, ერთობით და სისხლის სამართლის პროგრესული და სამართლიანი პოლიტიკით გავაგრძელებთ ერთად შრომას ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და გაძლიერებისთვის" - განაცხადა თანამშრომლებთან შეხვედრაზე გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელმა.გიორგი გაბიტაშვილმა ასევე უწყებაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტად კვლავ რჩება მაღალკვალიფიციური საპროკურორო საქმიანობის განხორციელება. გიორგი გაბიტაშვილი საუბრისას პროკურატურის თანამშრომელთა სოციალურ გარანტიებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ თანამშრომელთა სოციალური გარანტიების ყოველწლიური გაუმჯობესება პროკურატურის მთავარი პრიორიტეტია.გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს – კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე,  სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის მადლობა გამოეცხადა პროკურატურის 106 თანამშრომელს, 23-ს ვადამდე მიენიჭა სახელმწიფო სპეციალური წოდება. პროკურატურის საპატიო თანამშრომლის წოდება პროკურატურის  5 თანამშრომელს მიენიჭა: სვეტლანა შაკიროვას - მარნეულის რაიონული პროკურატურის კანცელარიის უფროსს, ელისო ტურაშვილს - კახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორს, კობა ნოზაძეს - თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურორის მოადგილეს, გიორგი მიქაიას - სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორს და სოსო არჩვაძეს - საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსს.ღონისძიების დასასრულს, საქართველოს პროკურატურის რეფორმირებაში, განვითარებაში, ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და სისხლის სამართლის პოლიტიკის მოდიფიცირების კუთხით გაწეული საქმიანობისთვის, პროკურორის პროფესიული  ღირსების დაცვის და პროკურატურის თანამშრომელთა სოციალური დაცვის გარანტიების განმტკიცებისთვის, საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ირაკლი შოთაძეს, პროკურატურის საპატიო თანამშრომლის წოდება მიენიჭა.პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღე საქართველოში 1999 წლის 30 მაისიდან აღინიშნება.

​საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საპროკურორო საბჭოს სხდომა გაიმართა

პოლიტიკა 1716879240

საპროკურორო საბჭო, გენერალური პროკურორობის კანდიდატების შესარჩევად, კონსულტაციებს დღეიდან იწყებს

საპროკურორო საბჭო, გენერალური პროკურორობის კანდიდატების შესარჩევად, კონსულტაციებს დღეიდან იწყებს. კონსულტაციებში აკადემიური წრეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები იქნებიან ჩართულნი.უნდა შეარჩიონ არანაკლებ სამი კანდიდატი, რომელთაც შემდეგ პარლამენტს წარუდგენენ. თუ კანდიდატმა ვერ მიიღო ხმათა საჭირო რაოდენობა, საპროკურორო საბჭო კანონით დადგენილი წესით შეარჩევს კიდევ სხვა კანდიდატურებს.შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურორმა თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა. ირაკლი შოთაძემ გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობით ახსნა.

 შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1716475652

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის განცხადებებზე, შოთაძის გადადგომასთან დაკავშირებით: რაღაცნაირი გადაგვარების მანიშნებელია ის რეაქციები, რომლებიც ვნახეთ

შალვა პაპუაშვილმა ირაკლი შოთაძეს საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, პროკურატურა მნიშვნელოვნად განვითარდა, რომ შოთაძე გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა.პაპუაშვილმა შოთაძეს ჯანმრთელობა უსურვა და მან ამაზრზენი უწოდა ოპოზიციის მხრიდან ამ ფაქტთან დაკავშირებით დღეს გაკეთებულ განცხადებებს.„რაღაცნაირი გადაგვარების მანიშნებელია ის რეაქციები, რომლებიც ვნახეთ. ერთი 10-20 წლის წინ ასეთი რამ რომ ეკადრა რომელიმე პოლიტიკოსს, შეიძლება გამარჯობაც აღარ ეთქვათ ამ ადამიანისთვის. ადამიანი ამბობს, რომ აქვს ისეთი გამოწვევა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, რომ უწევს თანამდებობიდან წასვლა და რამდენიმეთვიანი მკურნალობა (არ აკონკრეტებს ეს ადამიანი, მაგრამ იმდენი ცხოვრებისეული გამოცდილება გვაქვს, რომ რაღაცებს მივხვდეთ) და ამას ადამიანები, რომლებიც რომ ჰკითხო ევროპელები არიან, ამას საღლიცინოდ, ასაგდებად იყენებენ. ჩადიან ბრიუსელში და წითელ ხალიჩებზე დადიან. ასეთ ადამიანებს ეხუტებიან თურმე იქ, რომლებსაც შეუძლიათ ადამიანს უბრალოდ გადაუარონ, მის ემოციურ მდგომარეობაზე არც კი იფიქრონ და მერე გამოდიან, ევროპაზე საუბრობენ და დროშებს აქნევენ. ვის რაში სჭირდებათ მათი დროშა, მათ მიერ შესრულებული ევროპის ჰიმნი? ეს ხომ ფარსია ამ ყველაფრის შემდეგ. მანდ ხომ არაფერია ევროპული, იმიტომ რომ არაფერია ქართული და რაც არ არის ქართული, არ არის ევროპული“, - განაცხადა პაპუაშვილმა.ირაკლი შოთაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გენერალური პროკურორის თანამდებობას ტოვებს.

ნინო წილოსანი

პოლიტიკა 1716468606

რამდენად ამორალური უნდა იყო ადამიანი, როცა თავად ამბობს, რომ ჯანმრთელობის გამო ტოვებს თანამდებობას და საზოგადოებაში გაგაქვს კონტექსტს აცდენილი ინფორმაცია - ნინო წილოსანი შოთაძის გადადგომაზე

გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის მიერ თანამდებობის დატოვებას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ეხმაურება. ნინო წილოსანი ოპოზიციის ნაწილის განცხადებებს აფასებს და ამბობს, რომ ამ თემაში პოლიტიკური სპეკულაციების ძებნა ამორალური საქციელია."ირაკლი შოთაძეს ვუსურვებ გამოჯანმრთელებას. მისი თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, იქნება მსჯელობა და შეირჩევა ახალი პროკურორი. დარწმუნებული ვარ, ის ისეთივე მაღალი სტანდარტებით გააგრძელებს პროკურატურის ხელმძღვანელობას, როგორც ეს აქამდე ხდებოდა.რაც შეეხება ირაკლი შოთაძის გადადგომასთან დაკავშირებულ სპეკულაციებს, რამდენად ამორალური უნდა იყო ადამიანი, როდესაც თავად შოთაძე ამბობს, რომ ჯანმრთელობის პრობლემების გამო, რომელიც ადვილად დადასტურებადია, ის ტოვებს თანამდებობას და ამის პარალელურად მანიპულირებ და საზოგადოებაში გაგაქვს სრულიად კონტექსტს აცდენილი ინფორმაცია. როგორც საზოგადოება შეგყავს შეცდომაში, ასევე გარკვეულ ფსიქოლოგიურ ტერორს უწყობ თავად განმცხადებელს. ადამიანს თავისი ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ამის პარალელურად აბრალებ სხვა რაღაცებს," - აცხადებს ნინო წილოსანი.

ბრეგაძე

პოლიტიკა 1716463779

ირაკლი შოთაძე არის ერთ-ერთი მაღალი დონის, გამორჩეული პროფესიონალი და დიდი შენაძენი საქართველოს პროკურატურისთვის, ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უწევს საქმიანობის შეწყვეტა - ბრეგაძე

ბატონი ირაკლი არის ერთ-ერთი მაღალი დონის, გამორჩეული პროფესიონალი და ნამდვილად დიდი შენაძენი საქართველოს პროკურატურისთვის და ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უწევს საქმიანობის შეწყვეტა, - ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც გენპროკურორის, ირაკლი შოთაძის თანამდებობოს დატოვებას ეხებოდა.მინისტრმა შოთაძეს მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და გამოჯანმრთელება და წარმატება უსურვა.„ბატონმა ირაკლიმ თავად გააკეთა განცხადება, რომ მისი გადადგომა ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდება. აქვე ვიტყვი იმასაც, რომ ბატონი ირაკლი არის ერთ-ერთი მაღალი დონის, გამორჩეული პროფესიონალი და ნამდვილად დიდი შენაძენი საქართველოს პროკურატურისთვის და ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უწევს საქმიანობის შეწყვეტა. მინდა ვუსურვო გამოჯანმრთელება და ასევე შემდგომი წარმატება როგორც პირად, ასევე სამსახურებრივ საქმიანობაში. ბატონ ირაკლისთან ჩვენ გვაკავშირებს როგორც კარგი ადამიანური ურთიერთობა, ასევე საკმაოდ მჭიდრო თანამშრომლობა და მე მინდა მას მადლობა გადავუხადო იმ კარგი თანამშრომლობისთვის, რომელიც ჰქონდა იუსტიციის სამინისტროს საქართველოს პროკურატურასთან. დარწმუნებული ვარ, ახალი გენპროკურორის პირობებშიც ასე გაგრძელდება“, - განაცხადა მინისტრმა.ირაკლი შოთაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დღეს გააკეთა.

გია ცაგარეიშვილი

პოლიტიკა 1716463253

ყველა მსჯელობს თავისი გაფუჭებულობის ხარისხიდან გამომდინარე. ირაკლი შოთაძემ განმარტა, რომ იგი არის მძიმედ, მკურნალობს და სწორედ ამიტომ გადადგა თანამდებობიდან - არ შეიძლება იქილიკო ადამიანზე, რომელსაც ახლა ძალიან უჭირს - გია ცაგარეიშვილი

ყველა მსჯელობს თავისი გაფუჭებულობის ხარისხიდან გამომდინარე. ადამიანმა განმარტა, რომ იგი არის მძიმედ, მკურნალობს და სწორედ ამიტომ გადადგა თანამდებობიდან. ჩემთვის ეს ეჭვს არ იწვევს და არიან ადამიანები, რომლებსაც სხვისი ცუდი უხარიათ უბრალოდ და ამითი აიწყვეს ცხოვრება, მოიწყვეს პოლიტიკური კარიერა და ამით არსებობენ სოციალურ ქსელებშიც, ქუჩაშიც და სამსახურშიც, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ცაგარეიშვილმა ყოფილი გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებზე უპასუხა.ცაგარეიშვილის თქმით, ირაკლი შოთაძე არის უმაღლესი დონის პროფესიონალი და მან ეს საქმით დაამტკიცა.„ღიმილის მომგვრელია მის პროფესიონალიზმზე რომ საუბრობენ, ადამიანები, რომლებიც სააკაშვილის დროს ჯალათ პროკურორებად იყვნენ გადაქცეული და ადეიშვილის ხელის ბიჭები და ხელის გოგოები იყვნენ. ახლა რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რამდენიმე წუთის უკან ერთ-ერთ არხზე იყო მისი სატელეფონო ჩართვა კლინიკიდან. იგი მკურნალობს და მე მას მინდა პირველ რიგში ჯანმრთელობა ვუსურვო, უპირობოდ, ეს არის ახლა უპირველეს ყოვლისა მისთვის მნიშვნელოვანი, მისი ოჯახისთვის, მისი კოლეგებისთვის და მეგობრებისთვის მნიშვნელოვანი, დანარჩენი ყველაფერი არის წარმავალი, იმასთან შედარებით რასაც ჰქვია ადამიანის ჯანმრთელობა. ვინც ამაზე ქილიკობს, უშნო, უზნეო წიაღსვლებს აკეთებს, ის არის თვითონ უშნოც და უზნეოც, ჩემი აზრით, სულით და ხორცით, იმიტომ, რომ არ შეიძლება ადამიანზე, რომელსაც ახლა უჭირს ძალიან, მასზე იქილიკო, ნიშნის მოგებით ისაუბრო, აქ რაღაცა პოლიტიკური წიაღსვლები გააკეთო და დაკავდე კლავიატურის ლომობით და აბაკუნო შენი კოტიტა თითები ამ კლავიატურაზე და სული და გული გაიხარო იმითი, რომ თურმე გენერალური პროკურორი ახლა ავად არის და გადადგა თანამდებობიდან. ამის იქით უკვე აღარაფერი აღარ არის“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

საქართველოს გენერალური პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა

პოლიტიკა 1716461245

კვირაზე მეტია ვიმყოფები საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით და ექიმების რეკომენდაციით მივიღე ეს გადაწყვეტილება, ვინაიდან, შესაძლოა, მკურნალობის პროცესი რამდენიმე თვე გაგრძელდეს - ირაკლი შოთაძე გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებაზე

უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, რომ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება სპეკულაციების საგანი გახდეს, თუმცა, არ მიკვირს ეს. მე ჩემს განცხადებაში საკმაოდ დეტალურად ავხსენი, თუ რა იყო ჩემი გადადგომის მიზეზი,  - ამის შესახებ ირაკლი შოთაძემ, რომელმაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, გენერალური პროკურორის თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, "ქრონიკასთან" სატელეფონო საუბარში განაცხადა.როგორც შოთაძემ განმარტა, შესაძლოა, მისი მკურნალობის პროცესი რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდეს, შესაბამისად, მკურნალი ექიმების რეკომენდაციით მის მიერ თანამდებობის დატოვება, შექმნილ ვითარებაში, ერთადერთი სწორი გამოსავალია."უკვე კვირაზე მეტია ვიმყოფები საზღვარგარეთ, მკურნალობის მიზნით და ამ პერიოდში, მკურნალი ექიმების რეკომენდაციით მივიღე ეს გადაწყვეტილება, ვინაიდან, მკურნალობის პროცესი, შესაძლოა, რამდენიმე თვე გაგრძელდეს. შესაბამისად, დამეთანხმებით, აღნიშნულ რეალობაში შეუძლებელია გენერალური პროკურორის უფლებამოსილების განხორციელება მკურნალობის პერიოდში და რა თქმა უნდა, ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რაც შეიძლება მე  მიმეღო არსებული გარემოებების გათვალისწინებით. საქართველოს პროკურატურაში ძლიერი პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი არის, მინდა მათ მადლობა გადავუხადო საქმიანობისთვის, გვერდში დგომისთვის, გამოხატული თანადგომისთვის და დარწმუნებული ვარ, ისინი ასეთივე წარმატებით გააგრძელებენ მომავალში საქმიანობას." - განუცხადა ირაკლი შოთაძემ "ქრონიკას"