პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ჩვენ ვფიქრობთ, რომ თქვენი ხედვით, თქვენი განვლილი პროფესიული საქმიანობით კეთილსინდისიერად, მაღალი პროფესიონალიზმით, კანონის სრული დაცვით შეასრულებთ თქვენთვის დაკისრებულ უფლებამოვალეობებს, - ასე მიმართა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ამავე კომიტეტის სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატ გიორგი გაბიტაშვილს.
ამასთან, ანრი ოხანაშვილმა გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა ყოფილ გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძეს.
„ბატონო გიორგი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მხრიდან თქვენ გაქვთ გამოცხადებული ნდობა, რომ არჩეულ იყოთ საქართველოს გენერალურ პროკურორად პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ თქვენი ხედვით, თქვენი განვლილი პროფესიული საქმიანობით კეთილსინდისიერად, მაღალი პროფესიონალიზმით, კანონის სრული დაცვით შეასრულებთ თქვენთვის დაკისრებულ უფლებამოვალეობებს. ჩვენი მთავარი საზრუნავი და მიზანია, რომ თქვენ მაქსიმალურად გქონდეთ შესაძლებლობა საუკეთესო კადრებთან ერთად იმუშაოთ შემდგომშიც, რომელიც მრავლადაა საქართველოს პროკურატურის სისტემაში. ძალიან მაღალი პროფესიონალი კადრებით არის დაკომპლექტებული საქართველოს პროკურატურის სისტემა და რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტი ყოველთვის იქნება მოტივირებული, რომ კანონის დაცვაზე ზრუნვის ფარგლებში ჩვენ შევიმუშაოთ ის საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც გააძლიერებს, მხარს დაუჭერს კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლას და რა თქმა უნდა, იყოს ისეთი სოციალური გარანტიები, ამ შემთხვევაში პროკურორებისთვის, გამომძიებლებისთვის, რომ მათ მაქსიმალურად დაცულად იგრძნონ თავი და ებრძოლონ კრიმინალს.აქედან გამომდინარე, ეს მნიშვნელოვანია, რომ სწორედ თქვენი ხელმძღვანელობით წარიმართოს.
ასევე, ვისარგებლებ შემთხვევით და კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი ბატონ ირაკლი შოთაძეს, რომლის წვლილი არის ძალიან დიდი, პროკურატურის გამართულ ფუნქციონირებაში, ის, რომ დღეს პროკურატურა დაკომპლექტებულია მაღალი პროფესიონალი კადრებით და დღეს გამართულად მუშაობს კანონის სრული დაცვით პროკურატურა.
რა თქმა უნდა, არის გამოწვევები, რა თქმა უნდა, არის საკითხები, რომლებიც საჭიროებენ გაუმჯობესებას და ეს უკვე ახალი გენერალური პროკურორის შემთხვევაში ვფიქრობ, რომ სრულიად რეალისტურია. ასე, რომ პროკურატურის სისტემას, თითოეულ პროკურორს წარმატებას ვუსურვებ. ასევე თქვენ გისურვებთ წარმატებას თქვენი საქმიანობის შემდგომ განხორციელებაში“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა გენერალური პროკურორობის თანამდებობაზე წარდგენილ გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.