პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
გენერალური პროკურორის შერჩევის პროცესი გრძელდება - საბჭოს წევრების შეკითხვებს, დღეს ალექსანდრე კობაიძე უპასუხებს. წარდგენილი 11 კანდიდატიდან 5-ს უკვე მოუსმინეს, ოთხმა კი მოხსნა საკუთარი კანდიდატურა. საბოლოოდ, საბჭო ფარული კენჭისყრით სამს შეარჩევს, რის შემდეგაც პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს.
სწორედ საკანონმდებლო ორგანომ უნდა დაამტკიცოს თანამდებობაზე წარდგენილთაგან ერთ-ერთი.
“ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე პროცესი არის თუ შევადარებთ სხვა სახელმწიფოებში პროკურორების არჩევნების პროცედურებს. ეს არის რამდენიმე ეტაპიანი საჯარო პროცესი და საზოგადოებას აქვს შესაძლებლობა, რომ თავად იხილოს ვინ არიან კანდიდატები, მოუსმინოს მათ იმიტომ, რომ მათთან გასაუბრება არის საჯარო და ამ ყველაფრის ტრანსლირება ხდება, საზოგადოებას შეუძლია თავად შეექმნას წარმოდგენა იმაზე თუ ვინ იქნება მომავალი გენერალური პროკურორი,“ - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი.
შეგახსენებთ, გენერალური პროკურორის პოსტი ვაკანტურია მაისიდან, მას შემდეგ, რაც თანამდებობა დატოვა ირაკლი შოთაძემ.