ნუგზარ ჭიტაძე

სამართალი 1756299280

გამოკითხული მოწმეთა ჩვენებებით, თორნიკე რიჟვაძე მის წინააღმდეგ აგორებულმა „შავმა პიარმა“ დეპრესიულ მდგომარეობამდე მიიყვანა - პროკურორი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის საქმისპროკურორის, ნუგზარ ჭიტაძის განცხადებით, გამოკითხული მოწმეთა ჩვენებებით, რიჟვაძე მის წინააღმდეგ აგორებულმა „შავმა პიარმა“ დეპრესიულ მდგომარეობამდე მიიყვანა.პროკურორის თქმით, სისხლის სამართლის საქმეზე დანიშნული და მოპოვებულია ექსპერტიზის დასკვნები.„გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, შემთხვევის ადგილის დათვალიერება მოხდა, ამოღებული იქნა ფაქტობრივი გარემოებების დასადგენი ყველა ნივთი, ასევე გამოკითხული და იდენტიფიცირებულია ყველა პირი, მათ შორის, საქმეზე ამოღებულია ვიდეოჩანაწერი, საქმეზე დანიშნულია არაერთი ექსპერტიზა.სისხლის სამართლის საქმეზე კალიგრაფიული ექსპერტიზა მოპოვებულია, რომლითაც დადგენილია, რომ წერილი თორნიკე რიჟვაძის მიერ არის შესრულებული. ასევე, დანიშნულია არაერთი სხვადასხვა ექსპერტიზა, როგორიც გახლავთ, სამედიცინო, ბიოლოგიური ექსპერტიზა, მოპოვებულია ბალისტიკური ექსპერტიზა, ასევე დანიშნულია ტექნოლოგიური ექსპერტიზები იქ მყოფ პირთა მობილურ ტელეფონებზე, მათ შორის, თორნიკე რიჟვაძის ტელეფონზე.გამოძიება გრძელდება თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანის ფაქტზე, ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი ალექსი ახვლედიანის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. გამოძიების ფარგლებში, რაც თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანის ფაქტს უკავშირდება, გამოკითხულია მისი არაერთი მეგობარი და მათ შორის, ოჯახის წევრები. ისინი უთითებენ, რომ მის მიმართ „შავი პიარი“ იყო აგორებული, რამაც მისი დეპრესიული მდგომარეობა განაპირობა. იგულისხმება, როგორც მედიაში, ასევე სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია, მათ შორის, კონკრეტული პირებისაგან აგორებული „შავი პიარი“.გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. ამ ეტაპზე ისინი იდენტიფიცირებულები არ არიან. მას [რიჟვაძეს] წერილში აქვს ასახული გარემოებები, რამაც მისი თვითმკვლელობის მცდელობა გამოიწვია. იგივე ფაქტობრივ გარემოებებს აჟღერებენ მისი მეგობრები, ოჯახის წევრები. რაც შეეხება თორნიკე რიჟვაძის გამოკითხვას, ის თურქეთში იმყოფება, მკურნალობას გადის და ამ ეტაპზე ის გამოკითხული არ არის. საგამოძიებო ორგანოს მის ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია აქვს, მის ჯანმრთელობის მდგომარეობას კითხულობენ“, - განაცხადა ჭიტაძემ.ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის, ალექსი ახვლედიანის საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა.ცნობისთვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს. ცალკე გამოყოფილია ალექსი ახვლედიანის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე, ვინაიდან სწორედ მისი ცეცხლსასროლი იარაღიდან მოხდა გასროლა.ალექსი ახვლედიანს პროკურატურამ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით წარუდგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ალექსი ახვლედიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

რიჟვაძის საქმე

საზოგადოება 1756298559

თორნიკე რიჟვაძის საქმეზე ბრალდებული ალექსი ახვლედიანი დუმილს არღვევს და დეტალურად იხსენებს, რა მოხდა საგარეჯოში მდებარე მის სახლში

ალექსი ახვლედიანი დუმილს არღვევს და დეტალურად იხსენებს რა მოხდა საგარეჯოში, მის სახლში, სადაც თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა.ამ საქმეზე ახვლედიანს ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა ბრალდება. მას 30 000 ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. საქმეზე მორიგი პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში იწყება."საღამოს 17:00 საათზე დამიკავშირდა თორნიკე. ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ ჩვენ ერთ-ერთი უახლოესი მეგობრები ვართ. მეგობრობის გარდა, ჩემი ოჯახის წევრები მას მეოთხე შვილად მოიხსენიებდნენ და ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა ყოველთვის და განსაკუთრებით ამ ბოლო პერიოდში. ჩვენ, ფაქტობრივად, ძალიან ხშირად დავდიოდით საგარეჯოში, ჩემს სახლში. ეს მისთვის იყო აღმოსავლეთ საქართველოში ყველაზე საყვარელი ადგილი. იმ პერიოდშიც კი, როდესაც მე არ ვიყავი თბილისში და მას უწევდა მივლინება, ჩემს გარეშეც მიდიოდა და რჩებოდა. დამიკავშირდა, მთხოვა, მეორე დღეს ორშაბათი იყო, აქ თათბირი მქონდა და მოდი ჩავირბინოთ საგარეჯოში, ბიჭები ვნახოთ და გვიან წამოვიდეთო. შესაბამისად, 18:00 საათზე, როგორც შევთანხმდით გაუარა ჩემმა მძღოლმა და ჩვენ წავედით საგარეჯოში. გზიდან დავურეკე ჩემს ორ ადგილობრივ მეგობარს. ერთს ვუთხარი, რომ ღვინო მოეტანა, მეორეს ვუთხარი, რომ საკვები შეეკვეთა. სახლში დავურეკე ჩემს დამხმარე ქალბატონს და როგორც ხდება. ჩავედით, ვიმყოფებოდით მე, ჩემი უმცროსი შვილი, ჩემი ორი ადგილობრივი ბავშვობის მეგობარი, დამხმარე ქალბატონი და მძღოლი. დაახლოებით ერთ საათში-საათნახევარში შემოგვიერთდა თორნიკეს მამა, ბატონი დავითი და მისი სიძე, დის ქმარი დავითი. იყო ჩვეულებრივი, მეგობრული ვახშამი. დაახლოებით ბოლო წელიწად ნახევარი, თვითონ თორნიკე არაერთხელ ამბობდა, რომ ის უნდა წასულიყო ამ თანამდებობიდან, რადგან ის თვლიდა, რომ 7 წელი ძალიან ბევრი ყო მისი იქ ყოფნისთვის, როგორც მისთვის, ასევე რეგიონისთვისაც.ბევრჯერ აქვს ნათქვამი, ჩემს თავსაც ვამჩნევ, რომ იმ შემართებით ვერ ვარო. მისი ეს სურვილი ბოლოს განსაკუთრებით გააქტიურდა 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში. როდესაც საშუალება გვქონდა, შეხვედრებზე დავდიოდით ერთად და ამბობდა, რომ ამ არჩევნებს როგორც კი ჩაამთავრებდა უნდა მოვითხოვო სადმე გადაყვანა და მეც სიხარულით ვეუბნებოდი, რომ თბილისში გადავიდეთ, მეც დავუბრუნდები ჩემს ქალაქს. მაგრამ, მას ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა, რომ თავისი საქმიანობა გაეგრძელებინა დიპლომატიური მიმართულებით. მე დღეს ნამდვილად ვერ გეტყვით, მან უთხრა თუ არა პრემიერს ამის შესახებ. ზუსტად ვიცი, რომ შესაბამის დროს ეძებდა, მაგრამ ამიტომ მოხდა ეს ცვლილება თუ არა, ნამდვილად არ მიკითხავს. მაგრამ, როდესაც მისი გათავისუფლება მოხდა, რამდენიმე დღეში ის ჩამოვიდა თბილისში. როგორც შემდეგ მომიყვა, შეხვდა პრემიერს და შეთანხმდნენ, რომ უნდა გაეგრძელებინა მუშაობა, როგორც სურვილი ჰქონდა დიპლომატიურ სამსახურში. როგორც მან მითხრა, თვითონ მოითხოვა, რომ არის ვაკანსია და თუ იქნებოდა შესაძლებელი, ეს ყოფილიყო დიდ ბრიტანეთში, რაზეც მან მიიღო თანხმობა", - განაცხადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილმა დირექტორმა, ალექსი ახვლედიანმა.

ახვლედიანი

საზოგადოება 1756297039

ადამიანს, რომელთანაც აქვთ კითხვები, რომელზეც აქვთ ზეწოლა, უპირებენ ელჩობას?! კაცს ავიწროებდნენ და თავისუფლად გადიოდა [საზღვრებს გარეთ]- ლოგიკაში ჯდება?! - ალექსი ახვლედიანი თორნიკე რიჟვაძეზე

უმცროსი შვილის, მომსახურე ქალბატონის, ჩემი უახლოესი ადგილობრივი მეგობრების თანდასწრებით ვის უნდა ჰქონოდა ზეწოლა? მე, მამამისს, თუ მის სიძეს? - ასე უპასუხა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილმა დირექტორმა, ალექსი ახვლედიანმა, სასამართლოში შესვლამდე ჟურნალისტის შეკითხვას თორნიკე რიჟვაძის მიმართ ზეწოლის განხორციელებაზე.ალექსი ახვლედიანი თორნიკე რიჟვაძეზე ზეწოლის განხორციელების ფაქტს გამორიცხავს, რამდენადაც მას შეეძლო დაუბრკოლებლად დაეტოვებინა საქართველოს საზღვრები და დაეკავებინა ელჩის თანამდებობა მომავალში.„ადამიანთან, რომელთანაც აქვთ კითხვები, რომელთანაც აქვთ ზეწოლა, ანუ მას უპირებენ ელჩობას?!ჩვენ ამ შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე ვიმყოფებოდით გერმანიაში. მე და მაგდა თვალის პრობლემასთან დაკავშირებით წავყევით მიუნხენში გამოკვლევაზე. მე როცა მთხოვა წაყოლა შესაბამისად ვუთხარი, რომ მინისტრს უნდა შევუთანხმო შვებულება ავიღო, დამცინოდა აი ხედავ, რა კარგია თავისუფლებაო, მე ბილეთი ავიღე და მივდივარო და შენ ვინმეს უნდა შეუთანხმოო. ანუ კაცს ავიწროებდნენ ზეწოლის ქვეშ იყო და გასვლა-გამოსვლა ჰქონდა ოჯახთან ერთად თავისუფალი?! ლოგიკაში ჯდება ეს?!“,- აცხადებს ალექსი ახვლედიანი. 

დავით ქართველიშვილი

პოლიტიკა 1754670706

დავით ქართველიშვილი-ოპოზიციური პარტიული მედიები სრულიად გაფარჩაკებულები არიან საინფორმაციო ომში განადგურებული მარცხის წინაშე და სხვა აღარაფერი დარჩენიათ - ბინძურ პროპაგანდისტულ ხერხებს მიმართონ, როდესაც არანაირი საგნობრივი დისკუსია და სამართლებრივი არგუმენტი ხელისუფლების წარმომადგენელ რესპოდენტებთან აღარ გააჩნიათ

“ის, რასაც კადრულობენ ოპოზიციური პარტიული მედიები ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან შეკითხვების დასმის დროს - პასუხების ინტერპრეტირების, შინაარსის დამახინჯების და კონტექსტიდან ამოვარდნის მიზნით კარგად აპრობირებული მეთოდებია. ასე მოხდა მამუკა მდინარაესთან ე.წ. "ჟურნალისტური" შეკითხვების დროს, რომლებიც მის დამოკიდებულებას ეხებოდნენ თორნიკე რიჟვაძის მიმართ და პრემიერ-მინისტრის მისამართით, რომლის ელემენტარული ახსნა ერთ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით - გაუკუღმართებული ლოგიკით შეადარეს სრულ სიგიჟეს”. - წერს “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.მისი თქმით, ოპოზიციურ მედიას სხვა აღარაფერი დარჩენიათ - ბინძურ პროპაგანდისტულ ხერხებს მიმართონ, როდესაც არანაირი საგნობრივი დისკუსია და სამართლებრივი არგუმენტი ხელისუფლების წარმომადგენელ რესპოდენტებთან აღარ გააჩნიათ.“ის, რასაც კადრულობენ ბოლო პერიოდში ოპოზიციური პარტიული მედიები ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან შეკითხვების დასმის დროს - პასუხების ინტერპრეტირების, შინაარსის დამახინჯების და კონტექსტიდან ამოვარდნის მიზნით, დეზინფორმაციულ მედიასივრცეში ძველი და კარგად აპრობირებული მეთოდებია. პროფესიულ წრეებში ეს მეთოდები ხშირად მოიხსენიება, როგორც "მიმანიშნებელი" ან "პროვოკაციული" კითხვები, თუმცა დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული ხრიკის ტიპზე და არსებობს უფრო ზუსტი ტერმინებიც: "მახვილგონივრული შეკითხვა" (კითხვა, დაგებული მახით) — როდესაც ფორმულირება თავიდანვე შეიცავს ფარულ ხაფანგს, რათა რესპონდენტმა უნებლიედ გასცეს მაკომპრომეტირებელი პასუხი. ე.წ. Loaded question (დატვირთული შეკითხვა) — ცნობილი ტერმინი მედიასა და იურიდიულ პრაქტიკაში, როდესაც ფორმულირებაში უკვე ჩადებულია საკამათო მტკიცება და ნებისმიერ შემთხვევაში პასუხის ინტერპრეტაცია შესაძლებელია რესპონდენტის საწინააღმდეგოდ. შეკითხვების სასურველ "ჩარჩოში" ჩასმა — ჟურნალისტი სვამს შეკითხვას ისე, რომ მისთვის სასურველი კონტექსტი (ჩარჩო) შექმნას, რაც ხელს უწყობს აზრის დამახინჯებას. ე.წ. Cut-and-paste journalism (მონტაჟის ხაფანგი) — როდესაც შეკითხვა და პასუხი ისეა შერჩეული, რომ საბოლოო მასალაში მათი მონტაჟით შესაძლებელი გახდეს ნეგატიურ ჭრილში წარმოდგენა. ე.წ. Question baiting (მახეში გაბმა) — ტერმინი ინგლისურენოვან მედიაშია პოპულარული, რომელიც აღნიშნავს სიტუაციას, როცა კითხვა დაუსვეს მხოლოდ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე სკანდალური დასათაურის მისაღებად.ასე მოხდა მამუკა მდინარაესთან ე.წ. "ჟურნალისტური" შეკითხვების დროს, რომლებიც მის დამოკიდებულებას ეხებოდნენ თორნიკე რიჟვაძის მიმართ, რაზედაც მიიღეს მკაფიო და ადვილად გადაგები პასუხი, რომელიც განზრახ დამახინჯებული სახით იქნა გაშვებული ეთერში. იგივე ხრიკს მიმართეს პრემიერ-მინისტრის მისამართით, რომლის ელემენტარული ახსნა ერთ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით - გაუკუღმართებული ლოგიკით შეადარეს სრულ სიგიჟეს: მსგავს პასუხს (რომ წყალი სველია, ხოლო ბალახი მწვანე) ხომ მარია ზახაროვაც გასცემდა, ასე რომ ეს თურმე "რუსული პასუხი" იყო. სრულიად გაფარჩაკებულები არიან საინფორმაციო ომში განადგურებული მარცხის წინაშე და სხვა აღარაფერი დარჩენიათ - ბინძურ პროპაგანდისტულ ხერხებს მიმართონ, როდესაც არანაირი საგნობრივი დისკუსია და სამართლებრივი არგუმენტი ხელისუფლების წარმომადგენელ რესპოდენტებთან აღარ გააჩნიათ.”- წერს ქართველიშვილი.

გია აბაშიძე

პოლიტიკა 1754668560

გია აბაშიძე: გავერანებული სექტის "მესიჯბოქსი" - პრემიერ კობახიძისა და ზახაროვას "მსგავსი" გზავნილები აქვთ ომის დაწყებაზე, ხოლო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ თორნიკე რიჟვაძეს "მეგობრობაში" "უღალატა" ნაცამორფულების დაკვეთა პრიმიტივი მარგინალებისთვის

გავერანებული სექტის "მესიჯბოქსი" - პრემიერ კობახიძისა და ზახაროვას "მსგავსი" გზავნილები აქვთ ომის დაწყებაზე, ხოლო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ თორნიკე რიჟვაძეს "მეგობრობაში" "უღალატა"; ნაცამორფულების დაკვეთა პრიმიტივი მარგინალებისთვის -წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე. მისი თქმით, საქართველოს თანაოკუპაციაზე პასუხისმგებლობას სააკაშვილი და მისი გაიძვერები ვერსად გაექცევიან, ფუჭია მათი უნიჭო მედია მანიპულაციები ისიც უტვინო "ჟურნალისტების" მეშვეობით, რომ როგორმე გადაფარონ ანტიქართველობა. “გავერანებული სექტის "მესიჯბოქსი" - პრემიერ კობახიძისა და ზახაროვას "მსგავსი" გზავნილები აქვთ ომის დაწყებაზე, ხოლო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ თორნიკე რიჟვაძეს "მეგობრობაში" "უღალატა"; ნაცამორფულების დაკვეთა პრიმიტივი მარგინალებისთვის. საქართველოს თანაოკუპაციაზე პასუხისმგებლობას სააკაშვილი და მისი გაიძვერები ვერსად გაექცევიან, ფუჭია მათი უნიჭო მედია მანიპულაციები ისიც უტვინო "ჟურნალისტების" მეშვეობით, რომ როგორმე გადაფარონ ანტიქართველობა. ირაკლი კობახიძეს და ხელისუფლების ვერცერთ წარმომადგენელს უზნეო ნაცმედია არგუმენტების ჭიდილში ვერასდროს აჯობებს, რადგან მმართველი გუნდის არსენალშია მტკიცე სიმართლე, ხოლო მჩხავანა ნაცგოშიებში - ტოქსიკური სიცრუე და სიყალბე. უსამშობლოებმა მათი მედია მონები დაამსგავსეს ინფუზორიებს ოდენ ადამიანური გარეგნობით.” - წერს აბაშიძე.

მამუკა მდინარაძე

პოლიტიკა 1754593378

მამუკა მდინარაძე თორნიკე რიჟვაძეზე: როგორც კი ამ საქმეზე პასუხი იქნება, დარწმუნებული ვარ პროკურატურა გააკეთებს ბრიფინგს

როგორც კი ამ საქმეზე პასუხი იქნება, დარწმუნებული ვარ პროკურატურა გააკეთებს ბრიფინგს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ თორნიკე რიჟვაძეზე საუბრისას.„შინაგან საქმეთა მინისტრისგან გავიგეთ თქვენც და ჩვენც, რომ კამერები იყო, კამერები ამოღებულია და მიდის ყველა სავარაუდო ვერსიაზე საუბარი. მერე ათასი მანიპულაცია იყო, სისულელეები, ტყუილები ითქვა, მაგრამ რაც ჩვენ გავიგეთ იქ იყო 4 თუ 5 ადამიანი, მათ შორის თორნიკე რიჟვაძის 2 ოჯახის წევრი, მასპინძელი და მასპინძლის მეზობლები. ისინი დაიკითხებიან დეტალურად.მე მასთან ახლა არ მაქვს კომუნიკაცია, რადგან ტელეფონი არ აქვს და კომუნიკაცია საზოგადოებასთან არ აქვს. მისი ოჯახის წევრებთან გვაქვს კომუნიკაცია და ვიგებთ ყოველდღიურ რეჟიმში მის ამბავს, რომ არის უკეთ და უკეთ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

mamuka mdinaraZe

პოლიტიკა 1753986294

„თურქეთში თორნიკე რიჟვაძე არ მომინახულებია - ეს არის აგენტების მიერ მოგონილი ტყუილი“- მამუკა მდინარაძე

ეს არის აგენტის მიერ მოგონილი ტყუილი, - ასე უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ, მოინახულა თუ არა მან თურქეთში თორნიკე რიჟვაძე.როგორ მდინარაძემ აღნიშნა, ის თურქეთში ოჯახთან ერთად დასასვენებლად იმყოფებოდა.​„ეს ტყუილი არის ისეთი ბინძური რაღაც, რომ აგენტების განიუსებას თავი უნდა დაანებოთ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.კახეთში ალექსანდრე ახვლედიანთან სტუმრად ყოფნის დროს, აჭარის მთავრობის ყოფილმა ხელმძღვანელმა, იარაღით თვითდაზიანება მიიყენა. ტყვიამ ფილტვი დააზიანა. ოჯახის გადაწყვეტილებით თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა 1753126260

ირაკლი კობახიძე: ვიღაცას უნდოდა ზეწოლის განხორციელება თორნიკე რიჟვაძეზე - უწყისი მაქვს ნანახი, სადაც ხაბეიშვილს კონკრეტული სახელი ჰქონდა მიკუთვნებული და შესაბამისად, ვიცით, წყარო რა იყო და აქ იგულისხმებიან კონკრეტული პირები

როდესაც საუბარია კორუფციულ ბრალდებებზე, თუ ვინმე ახმოვანებდა ასეთ ბრალდებებს, ეს იყო პირველ რიგში „ტვ პირველი“, იგივე ნოდარ მელაძის ხაზი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“.პრემიერის თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში კონკრეტული პირი თორნიკე რიჟვაძის წინააღმდეგ ავრცელებდა ბრალდებებს, კორუფციასთან და ბარიგების მფარველობასთან დაკავშირებით.„როდესაც საუბარია კორუფციულ ბრალდებებზე, თუ ვინმე ახმოვანებდა ასეთ ბრალდებებს, ეს იყო სწორედ იგივე ხაზი - ეს იყო პირველ რიგში „ტვ პირველი“, იგივე ნოდარ მელაძის ხაზი, ასევე იყო ერთ-ერთი ჟურნალისტი ჰქვია თუ რა ჰქვია, არ ვიცი, რომელიც განსაკუთრებით ბოლო პერიოდის განმავლობაში თორნიკე რიჟვაძის წინააღმდეგ ავრცელებდა ბრალდებებს, კორუფციასთან და ბარიგების მფარველობასთან დაკავშირებით. თქვენ რომ გაიხსენოთ თორნიკე რიჟვაძის წერილი, აქ საუბარია კორუფციულ ბრალდებებზე და ბარიგების მფარველობასთან დაკავშირებულ ბრალდებებზე. განსაკუთრებით ბოლო ბრალდება ეწერა ერთ-ერთი კონკრეტული ადამიანის პოსტში, რომელიც ლევან ხაბეიშვილთან და ნოდარ მელაძესთან ერთად ზის იგივე კორუფციულ წყაროზე, რომელზედაც ეს ადამიანებიც ისხდნენ. აქ ყველაფერი დღესავით ნათელია - ვიღაცას უნდოდა ზეწოლის განხორციელება თორნიკე რიჟვაძეზე და ასეთ ბრალდებებს აწერინებდა. უწყისი მაქვს ნანახი, სადაც ხაბეიშვილს კონკრეტული სახელი ჰქონდა მიკუთვნებული და შესაბამისად, ვიცით, წყარო რა იყო და აქ იგულისხმებიან კონკრეტული პირები“, - განაცხადა პრემიერმა.

mamuka mdinaradze

პოლიტიკა 1752729893

მამუკა მდინარაძე: როდესაც ქართულმა სახელმწიფომ და მისმა ხელისუფლებამ გამოაცხადა განსაკუთრებული ბრძოლა კორუფციის, ნარკოტიკების, უკანონო მიგრაციის და სხვა მსგავსი საკითხების მიმართ და ამ ფონზე „ქართული ოცნების“ ლიდერშიპზე განსაკუთრებული შეტევა მიდის, ეს ყველაფერზე მეტყველებს

პრემიერმა, ბატონმა ირაკლი კობახიძემაც და მეც, გამოვთქვით ეჭვი, რომელიც შემიძლია თამამად ვთქვა, რომ მხოლოდ გონივრული ეჭვი არ არის და გარკვეული დასაბუთებაც აქვს. აქვე, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არ შეეხება ჩვენი გუნდიდან წასულ ყველა ადამიანს ან მათ უმრავლესობას, რბილად ვიტყვი, რომ ზედმეტი გაუგებრობა არ შევიტანო, არსებობს გარკვეული ინფორმაციები, ეჭვი და ლოგიკაც, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ამ ხალხს  ვიღაც ალაპარაკებს დაკვეთით და ამას შემთხვევით არ ვამბობ,  -  ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ხელისუფლების ლიდერების მიმართ ბოლოდროინდელ შეტევაზე საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE” განაცხადა.მდინარაძე მიიჩნევს, რომ ოპონენტების ყველა სიტყვაში იკვეთება, რომ ვიღაცები რაღაცებისგან თავს იზღვევენ, მათ შორის, თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებითაც.მისივე თქმით, ქართულმა სახელმწიფომ და მისმა ხელისუფლებამ  როდესაც გამოაცხადა განსაკუთრებული ბრძოლა კორუფციის, ნარკოტიკების, უკანონო მიგრაციის და სხვა მსგავსი საკითხების მიმართ, „ქართული ოცნების“ ლიდერებზე განსაკუთრებული შეტევა დაიწყო, რაც ყველაფერზე მეტყველებს. „როდესაც ეს მოცემულობა ადამიანმა იცი, ყველა მათ სიტყვაში არის დაზღვევა - ვიღაცები რაღაცებისგან იზღვევენ თავს, მათ შორის, თორნიკეს საქმესთან დაკავშირებით. თუ ვიღაც მითითებად და ეკრანიდან მინიშნებად არ ჩამითვლის სამართალდამცავი ორგანოების მიმართულებით, განსაკუთრებული რისკია, როცა ხელისუფლების წარმომადგენელი ამას ლაპარაკობს, მაგრამ მაინც გავრისკავ და ვიტყვი, რომ მე რომ ვიყო სამართალდამცავი, დავინტერესდებოდი ამ მიმართულებით ასეთი გაცხოველებული აქტიურობით - ხომ არ გვაქვს საქმე გაღმა შედავების პრინციპთან, როდესაც ყველა სიტყვაში ჩანს, რომ ვიღაცები პოსტებს აცხობენ, ახალ ამბებს და ამ ახალი ამბების საფუძვლებს ქმნიან, ხომ არ არის ვიღაცის მიერ მისი თავის დაზღვევის, მოქმედების გადაზღვევის მცდელობა. რბილად რომ ვთქვათ, ეს არის ინფორმაციაზე დაყრდნობილი გონივრული ვარაუდი. მე მხოლოდ თორნიკეს საქმეზე არ ვსაუბრობ, როდესაც ბოლო ცვლილებები იყო, ქართულმა სახელმწიფომ და მისმა ხელისუფლებამ  გამოაცხადა განსაკუთრებული ბრძოლა კორუფციის, ნარკოტიკების, უკანონო მიგრაციის და სხვა მსგავსი საკითხების მიმართ, რაც ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებში ჯდება. როდესაც ამ იდეების ავტორებს - „ქართული ოცნების“ ლიდერშიპზე ვსაუბრობ, როდესაც განსაკუთრებული შეტევა ამ ფონზე მიდის, ეს ყველაფერზე მეტყველებს.“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე

პოლიტიკა 1752697384

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: თორნიკე რიჟვაძის სამწუხარო ამბავი მოხდა გაცილებით ადრე და კამპანია დაიწყეს სამი დღეა, ეს არის შეკვეთილი, ვიცით, რომ ასეთი კოორდინაცია, პიარული დაგეგმარების გარეშე არ ხდება - გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ არათუ მუქარა, არამედ კატეგორიული საუბარიც კი, მასთან არ ყოფილა

თორნიკე რიჟვაძის სამწუხარო ამბავი მოხდა გაცილებით ადრე, ათ დღეზე მეტია გასული და კამპანია დაიწყეს სამი დღეა, რა ხდება? - ეს არის შეკვეთილი, სიმართლე ეს არის. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ასეთი კოორდინაცია, პიარული დაგეგმარების გარეშე არ ხდება. აქედან ნაცმოძრაობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, იქიდან ვიღაც ვითომ ჟურნალისტებმა „ფეისბუქში“ ასეთი კამპანია მოაწყონ, ეს შემთხვევით არ ხდება,  - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, გადაცემაში „იმედი LIVE” განაცხადა.როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ოპონენტების სპეკულაციები უსაფუძვლოა, რაც შეეხება თორნიკე რიჟვაძეს, მას აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ ყოფნის პერიოდში გაკეთებული საქმისთვის მადლობა ეკუთვნის, ხოლო, გუნდის მხრიდან მასზე არათუ მუქარა, კატეგორიული საუბარიც კი არ ყოფილა.„ამ ხალხს, მაინცდამაინც არ მინდა, პასუხი გავცე და თავი გავუყადრო, მაგრამ ერთი რაღაც ყველამ რომ იცოდეს: ჯერ იმ სახლში, სადაც ეს მოხდა, ნამყოფი არასდროს არ ვარ, მასპინძელთანაც მე ასეთი შეხება არ მქონია, მის ძმას ვიცნობ უფრო კარგად, რამდენჯერმე შევხვედრივართ, მაგრამ იმ კაცთან მე პირადი ნაცნობობაც კი არ მაკავშირებს. რაც შეეხება თორნიკეს, ვიღაცები ამბობდნენ, რომ მამუკას უახლოესი მეგობარიაო, არ არის ჩემი უახლოესი მეგობარი, მაგრამ არც უცხოა ნამდვილად  -ჩვენ ვმეგობრობდით კიდევაც, თანაგუნდელებიც ვართ და არ მინდა თორნიკეს ვინმემ ერთი წამით დაუკარგოს ის წლები, რომლის განმავლობაშიც დღე  და ღამეს ასწორებდა ეს ადამიანი, რომ გუნდის და თავისი რეგიონის - აჭარის საქმე გაეკეთებინა. არ შეიძლება რომ ეს დავუკარგოთ ამ ადამიანს და მას გულწრფელად მადლობა ეკუთვნის ამ საქმისთვის, რომელიც ფორმალური არ ყოფილა არც  პრემიერ-მინისტრის და არც ჩვენი მხრიდან, როდესაც ის თანამდებობიდან გადადგა. არც ერთი ადამიანი თორნიკეს, განსაკუთრებით იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც ჯერ თვითონ დააბრალეს და მერე ამ დაბრალებულს, თითქოს ჩვენ ვაბრალებდით და ამაზე პასუხს ვთხოვდით. გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ არათუ მუქარა, არამედ რაიმე კატეგორიული საუბარიც კი, მასთან არ ყოფილა.“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

თორნიკე რიჟვაძე

საზოგადოება 1752695665

თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ თურქეთიდან ახალი ინფორმაცია ვრცელდება

თორნიკე რიჟვაძის შესახებ ოჯახის ახლობელი ახალ ინფორმაციას აქვეყნებს:„მოკლედ ძალიან კარგი ამბავი: თორნიკეს მდგომარეობა არის სასიხარულო. გამიხარდა. სულ ჯამრთელად მენახე ოჯახით, თორნიკე, სიკეთე არიკარგება“ - წერს ზუკა გიორგაძე სოციალურ ქსელში. 

„ქართული ოცნება“

პოლიტიკა 1752499975

„ქართული ოცნების“ პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს

მმართველიო პარტიის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს."როგორც "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე დღეს, ჟურნალისტებს დაჰპირდა - პარტიის პრეს-სამსახურმა გაუგზავნა დოკუმენტი "ტვ პირველს", რომელშიც ასახულია მათ ეთერში გასული სიუჟეტები და დადანაშაულებულია თორნიკე რიჟვაძე კორუფციაში.მასალის მოცულობის გათვალისწინებით, ველოდებით, რომ ტელეკომპანია პირველი ჩამონათვალს მაინც გააშუქებს, თუ რამდენ სიუჟეტში დაადანაშაულა რადიკალურმა ოპოზიციამ და მათ მიერ კონტროლირებულმა ტელეკომპანია "პირველმა" რიჟვაძე კორუფციასთან კავშირში", - აღნიშნულია "ქართული ოცნების" პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ცნობისთვის, მამუკა მდინარაძემ დღეს განაცხადა, რომ რიჟვაძისთვის მმართველი გუნდიდან კორუფცია და მით უფრო ნარკომოვაჭრეების მფარველობა არავის დაუბრალებია, ასეთი ბრალდებები საზოგადოებას სწორედ ოპოზიციური მედიის მხრიდან ახსოვს.„თორნიკე რიჟვაძე არის ადამიანი, რომელმაც ჩვენს გუნდში ძალიან ბევრი რამ გააკეთა და აჭარისთვის მართლა ძალიან ბევრი რამე გააკეთა. მისთვის კორუფცია არავის დაუვალებია. მისთვის, მით უმეტეს, რაც მან წერილში დაწერა და როგორც ჩანს, მისი წერილია, ნარკომოვაჭრეების მფარველობა არავის დაუბრალებია. ასეთი რამ, რაც ჩვენ საჯაროდაც გვინახავს, წამოსულია „ნაცმედიის“ და „ნაცჟურნალისტების“ მხრიდან,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.