სინოპტიკოსები მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებენ
1756231828
ალექსი ახვლედიანი დუმილს არღვევს და დეტალურად იხსენებს რა მოხდა საგარეჯოში, მის სახლში, სადაც თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა.
ამ საქმეზე ახვლედიანს ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა ბრალდება. მას 30 000 ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. საქმეზე მორიგი პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში იწყება.
"საღამოს 17:00 საათზე დამიკავშირდა თორნიკე. ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ ჩვენ ერთ-ერთი უახლოესი მეგობრები ვართ. მეგობრობის გარდა, ჩემი ოჯახის წევრები მას მეოთხე შვილად მოიხსენიებდნენ და ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა ყოველთვის და განსაკუთრებით ამ ბოლო პერიოდში. ჩვენ, ფაქტობრივად, ძალიან ხშირად დავდიოდით საგარეჯოში, ჩემს სახლში. ეს მისთვის იყო აღმოსავლეთ საქართველოში ყველაზე საყვარელი ადგილი. იმ პერიოდშიც კი, როდესაც მე არ ვიყავი თბილისში და მას უწევდა მივლინება, ჩემს გარეშეც მიდიოდა და რჩებოდა. დამიკავშირდა, მთხოვა, მეორე დღეს ორშაბათი იყო, აქ თათბირი მქონდა და მოდი ჩავირბინოთ საგარეჯოში, ბიჭები ვნახოთ და გვიან წამოვიდეთო. შესაბამისად, 18:00 საათზე, როგორც შევთანხმდით გაუარა ჩემმა მძღოლმა და ჩვენ წავედით საგარეჯოში. გზიდან დავურეკე ჩემს ორ ადგილობრივ მეგობარს. ერთს ვუთხარი, რომ ღვინო მოეტანა, მეორეს ვუთხარი, რომ საკვები შეეკვეთა. სახლში დავურეკე ჩემს დამხმარე ქალბატონს და როგორც ხდება. ჩავედით, ვიმყოფებოდით მე, ჩემი უმცროსი შვილი, ჩემი ორი ადგილობრივი ბავშვობის მეგობარი, დამხმარე ქალბატონი და მძღოლი. დაახლოებით ერთ საათში-საათნახევარში შემოგვიერთდა თორნიკეს მამა, ბატონი დავითი და მისი სიძე, დის ქმარი დავითი. იყო ჩვეულებრივი, მეგობრული ვახშამი. დაახლოებით ბოლო წელიწად ნახევარი, თვითონ თორნიკე არაერთხელ ამბობდა, რომ ის უნდა წასულიყო ამ თანამდებობიდან, რადგან ის თვლიდა, რომ 7 წელი ძალიან ბევრი ყო მისი იქ ყოფნისთვის, როგორც მისთვის, ასევე რეგიონისთვისაც.
ბევრჯერ აქვს ნათქვამი, ჩემს თავსაც ვამჩნევ, რომ იმ შემართებით ვერ ვარო. მისი ეს სურვილი ბოლოს განსაკუთრებით გააქტიურდა 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში. როდესაც საშუალება გვქონდა, შეხვედრებზე დავდიოდით ერთად და ამბობდა, რომ ამ არჩევნებს როგორც კი ჩაამთავრებდა უნდა მოვითხოვო სადმე გადაყვანა და მეც სიხარულით ვეუბნებოდი, რომ თბილისში გადავიდეთ, მეც დავუბრუნდები ჩემს ქალაქს. მაგრამ, მას ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა, რომ თავისი საქმიანობა გაეგრძელებინა დიპლომატიური მიმართულებით. მე დღეს ნამდვილად ვერ გეტყვით, მან უთხრა თუ არა პრემიერს ამის შესახებ. ზუსტად ვიცი, რომ შესაბამის დროს ეძებდა, მაგრამ ამიტომ მოხდა ეს ცვლილება თუ არა, ნამდვილად არ მიკითხავს. მაგრამ, როდესაც მისი გათავისუფლება მოხდა, რამდენიმე დღეში ის ჩამოვიდა თბილისში. როგორც შემდეგ მომიყვა, შეხვდა პრემიერს და შეთანხმდნენ, რომ უნდა გაეგრძელებინა მუშაობა, როგორც სურვილი ჰქონდა დიპლომატიურ სამსახურში. როგორც მან მითხრა, თვითონ მოითხოვა, რომ არის ვაკანსია და თუ იქნებოდა შესაძლებელი, ეს ყოფილიყო დიდ ბრიტანეთში, რაზეც მან მიიღო თანხმობა", - განაცხადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილმა დირექტორმა, ალექსი ახვლედიანმა.