„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები...“ - ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან
1792010064
მეცნიერებმა ბაქტერიების ვირუსებისგან დაცვის უჩვეულო მექანიზმი გამოავლინეს, რომელმაც შესაძლოა გენეტიკური ტექნოლოგიების განვითარებას შეუწყოს ხელი.
კვლევის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა სისტემაზე, რომელსაც DRT10 ეწოდება. ის ბაქტერიებს ვირუსული თავდასხმისგან დაცვაში ეხმარება და დნმ-ის წარმოქმნის განსხვავებულ მექანიზმს იყენებს.
მკვლევრების აზრით, ამ პროცესის უკეთ შესწავლამ შესაძლოა ახალი შესაძლებლობები შექმნას გენომის რედაქტირების მიმართულებით. ეს ტექნოლოგია მეცნიერებს გენეტიკური მასალის მიზანმიმართული ცვლილების საშუალებას აძლევს და პერსპექტიულია როგორც ბიოლოგიური კვლევებისთვის, ისე მომავალში ახალი სამედიცინო მიდგომების შესამუშავებლად.
აღმოჩენა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ბაქტერიებსა და მათ ვირუსებს შორის მიმდინარე ევოლუციური ბრძოლა მეცნიერებისთვის მნიშვნელოვანი ბიოლოგიური მექანიზმების შესწავლის წყაროა.