ზურა ყიფშიძე

საზოგადოება 1769969843

„ხელში ჩამაკვდა... ამას ვერ აღწერ სიტყვით, საშინელებაა“ – ზურა ყიფშიძე დედასთან განშორებაზე

 მსახიობი ზურა ყიფშიძე ეკა სესიკაშვილის რუბრიკას „დაუვიწყარი ემოცია“ სტუმრობდა, სადაც დედის შესახებ ისაუბრა.მსახიობმა დედასთან განშორებისას მიღებული ემოცია მაყურებელს გაუზიარა.„დედას მე სულ მადლობას და ბოდიშს ვუხდი. რომ მახსენდება რამდენი სისულელე მაქვს ჩადენილი, ეს მაწუხებს ძალიან. ხელში ჩამაკვდა. ხელი გავარტყი კიდეც – არ მინდოდა რომ აღარ იყო. ჩემს თვალწინ აღარ იყო. ამას ვერ აღწერ სიტყვით, საშინელებაა“,- ამბობს ზურა ყიფშიძე დედის შესახებ. 

ზურა ყიფშიძე

საზოგადოება 1769792006

VIDEO: „ამას ვერ აღწერ სიტყვით, საშინელებაა...“ - ზურა ყიფშიძის ემოციური ინტერვიუ

მსახიობი ზურა ყიფშიძე ეკა სესიკაშვილის რუბრიკაში “დაუვიწყარი ემოცია” სტუმრად იმყოფებოდა.მსახიობმა დედის შესახებ ისაუბრა და მისი ემოცია გაუზიარა მაყურებელს.„დედას მე სულ მადლობას და ბოდიშს ვუხდი. რომ მახსენდება რამდენი სისულელე მაქვს ჩადენილი, ეს მაწუხებს ძალიან. ხელში ჩამაკვდა. ხელი გავარტყი კიდეც - არ მინდოდა რომ აღარ იყო. ჩემს თვალწინ აღარ იყო. ამას ვერ აღწერ სიტყვით, საშინელებაა“,- ამბობს ზურა ყიფშიძე დედის შესახებ. 

ენი გასიევა

საზოგადოება 1763063265

VIDEO: "აბსურდია, რომ ბავშვები მივატოვე... მაშინ, მე დღიურ სახლებში და დაქალებთან ვრჩებოდი..." - ენი გასიევას გულწრფელი პასუხები

გიორგი ყიფშიძის ყოფილმა ცოლმა ენი გასიევამ "პრაიმ ტაიმს" ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, სადაც მეუღლესთან გაშორების შესახებ ისაუბრა. გიორგი ყიფშიძის და ენი გასიევას წყვილს რამდენიმე წლიანი ოჯახური თანაცხოვრება ჰქონდათ და ორი შვილი ჰყავთ.  გიორგი ყიფშიძის თქმით, ცოლთან დაშორების შემდეგ შვილები მასთან იზრდებიან, რის გამოც თეატრში დეკრეტის აღებაც მოუწია და მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა.  ენი კი ჩვენს ინტერვიუში ამბობს, რომ ეს ინფორმაცია სიცრუეა და მას შვილები არ მიუტოვებია. მსახიობის ყოფილმა ცოლმა ოჯახის დანგრევის შემდეგ რთული პერიოდი გაიარა, არ ჰქონდა სახლი და ფაქტობრივად ქუჩაში ცხოვრება უწევდა, თუმცა ახლა პრობლემები გადალახა და მალე პირველი არტ-თერაპიის ჯგუფის მიღებას ელოდება. ენის სურს ადამიანებს ფსიქოლოგიურად დაეხმაროს და საკუთარი პროფესიით განაგრძოს მუშაობა.  - ოჯახის დანგრევამ ძალიან დიდი ზეგავლენა და სტრესი იქონია ჩემზე. რაღაც პერიოდი დამჭირდა აზრზე მოსასვლელად. ოჯახი ჩემი და გიორგის ინიციატივით არ დანგრეულა. უბრალოდ დამძიმდა ენერგია, დაგროვდა პრობლემები და ბოლოს როგორც ბომბი ისე აფეთქდა ყველაფერი. დაახლოებით ნახევარი წელია რაც ასე თუ ისე დავლაგდი. ახლა ბევრად უკეთესად ვარ, ვიდრე ვიყავი. ბევრი პრობლემა და რთული სიტუაცია გამოვიარე. ყველაფერი რაც არ გკლავს გაძლიერებსო ნათქვამია.  - ამბობენ, რომ ოჯახის დანგრევის შემდეგ ბავშვები მამას დაუტოვეთ... - ყველამ იცის, ბავშვები ერთი წამითაც არ მიმიტოვებია. ეს არის სრული აბსურდი. ისედაც ნათელია ყველაფერი, როცა მე და გიორგი დავშორდით, არ მქონდა სახლი. ზუსტად ის პერიოდი იყო, როცა ბიძაჩემი და მამაჩემი სახლს იყოფნდნენ და გაყიდვა უნდოდათ. ახლა გაიყვეს და გაიყიდა სახლი. მამამ ახალი სახლი იყიდა და მასთან ერთად ვცხოვრობ. ბავშვები ხან ჩემთან არიან, ხან გიორგისთან. ხუთ წელიწადში ერთხელ შეიძლება დაგიდგეს ისეთი პერიოდი როცა სახლ-კარი არ გქონდეს და მაგ დროს მირჩევნია მამასთან იყოს ბავშვი. მაშინ მე დღიურ სახლებში და დაქალებთან ვრჩებოდი. შესაბამისად ბავშვებს ქუჩაში ვერ ვატარებდი. არ მინდა ჩემმა შვილებმა ის გამოიარონ რაც მე გამოვიარე. რადგან გიორგისთან აღარ ვცხოვრობ, ალბათ ამიტომ ფიქრობს რომ ბავშვები მივატოვე. - რეალურად რა ურთიერთობა გაქვთ გიორგისთან?- ყველაფრის მიუხედავად, რაც არ უნდა გააკეთოს და ილაპარაკოს, მე და გიორგი ვართ მეგობრები. ყველა სიტუაციაში მასთან ერთად ვარ. ამას ყველა ხედავს. გიორგისაც ბევრი აქვს ჩემთვის გაკეთებული, რასაც ვერ დავუკარგავ. - ყოფილ მამამთილთან ზურა ყიფშიძესთან როგორი ურთიერთობა გაქვს? - ზურასთან და ლელასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ტოპ-ადამიანები არიან ჩემთვის გიორგის მშობლები. როცა მიჭირდა მაშინაც გვერდით მედგნენ. - თქვენს პირად ცხოვრებაში რა ხდება? - პირადში არანაირი სიახლე არ მაქვს. მომწონს მარტო ყოფნა, საკუთარ თავზე ვზრუნავ და განვითარებაზე ვარ ორიენტირებული. ჯერ სიახლე არ მაქვს. ახლა ჩემთვის მთავარია ბავშვები და სხვა არაფერი.ვიდეო:გივი რაზმაძე

natalia

ტაბლოიდი 1751741188

„მე, ბებო და ჩვენი ჯაზები…კიდევ უამრავი წელი მინდა მაბედნიერებდეს შენი ბედნიერება“ – ზურა ყიფშიძის მეუღლე იუბილარია

მსახიობ ზურა ყიფშიძეს მეუღლე, ლელა გოცირიძე იუბილარია. მას დაბადების დღეს ემოციური პოსტით შვილიშვილი, ნატალია ყიფშიძე ულოცავს და ძველ, საინტერესო კადრებს გვიზიარებს.„მე, ბებო და ჩვენი ჯაზები.. ლელას შვილიშვილობა ყველაზე დიდი საჩუქარია ჩემთვის. შენი სახით საუკეთესო მეგობარი მყავს. ის ვინც პირველი კითხულობს ჩემს ნაჯღაპნებს, ჩემი პირველი ფოტოგრაფია და ცხოვრების მთავარი მესაიდუმლე. შენ ხარ თვით ის ინგრედიენტი ჩემი ბავშვობისა რომელიც მოგონებებში მაბრუნებს და მათქმევინებს სიტყვა – მადლობას.ვიხსენებ ცივ, სუსხიან სკოლის დილას.. შენთან ერთად ჩაიზე შენს უცნაურ თავგადასავლებს რომ ვუსმენდი: როგორ დაამარცხა ლელამ ლომი სახელად ინგა, თეატრალურის დერეფანში როლიკებით პროტესტი, ფანჯრიდან რომ მეგობარს შეუყვარდი რადგან ბიჭი ეგონე… რა დათვლის შენს ისტორიებს! აი სკოლაში რომ მაგვიანდებოდა წამით არ ვდარდობდი.. მანქანაში Rod Stewart-ის დისკი გველოდებოდა. მინდა რომ მეტი მოგონებები გვქონდეს.. მეტი მეილი მომივიდეს შენგან და მეტი ნაჭღაპნი მოგაჩეჩო ძილის წინ : შენს გარეშე დასტური საიდან მივიღო?! დაბადების დღეს ჩემი მხრიდან ეგოისტური რამ მინდა გისურვო – კიდევ უამრავი წელი მინდა მაბედნიერებდეს შენი ბედნიერება“, – წერს ნატალია ყიფშიძე.            View this post on Instagram                       A post shared by NATALIA KIPSHIDZE • ნატალია ყიფშიძე (@nataliakipshidze)

misha

კულტურა 1726252582

"ჩემი გაძლება იოლი არ არის. მაგრამ ჩვენ ერთმანეთს შევეწყვეთ და ეს ქეთის დამსახურებაა..." - მიშა გომიაშვილის გარდაცვალებიდან ორი წელი გავიდა

მიშა გომიაშვილის გარდაცვალებიდან ორი წელი გავიდა. ადრე წავიდა, 61 წლის ასაკში, გულმა უღალატა... მსახიობი ბოლო პერიოდში თავს სუსტად გრძნობდა. როგორც თავად გვითხრა, ბევრს ვეწევი, ხშირად ვიღლებიო.სადაც არ უნდა გენახათ, თავს ადვილად გამახსოვრებდათ; ბოლო სახე ტელესერიალ - "სეანსში" შექმნა. სულ ერთ სერიაში გამოჩნდა, მაგრამ ისე გაავსო კადრი და სერიალი, გეგონებოდა რამდენიმე სერიაში მონაწილეობდა..."ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი და ამას სწორედ მაშინ მივხვდი, როდესაც ის აღარ არის; მე და ზურა ყიფშიძე შეხვედრისას სულ ვიხსენებთ მიშას და მასთან დაკავშირებულ ამბებს; ორივე ვხვდებით, რომ ძალიან გვენატრება და ვხვდებით, რომ ძალიან ადრე იყო მისი ამ ქვეყნიდან წასვლა" -  "პრაიმტაიმთან" მეგობარსა და კოლეგას ალეკო მახარობლიშვილი იხსენებს;პანდემიის დროს ასეთი სატელეფონო ინტერვიუ მოგვცა.მიშა გომიაშვილი:  - ასაკი მხოლოდ ანკეტების შევსების დროს მახსენდება. მარტო რომ ვარ ოთახში, უცებ რაღაც ისეთ სიშტერეს ვიზამ, მერე გამახსენდება ასაკი, სირცხვილია-მეთქი და ვამუხრუჭებ. ეტყობა, გული არ ბერდება.პატარა ბიჭი აღარ ვარ, მოწევას თავისი მიაქვს. ბევრს ვეწევი. ფიზიკურად მალე ვიღლები. სამაგიეროდ, დავდინჯდი, გამოცდილება მომემატა. ვიცვლები. არ ვარ ჯიუტი კაცი, რაკი ერთხელ ვთქვი, სულ იმ აზრზე დავრჩე. როცა ვხვდები, აღარ ვარ მართალი, ვიცვლი პოზიციას.– და სიყვარულშიც დიდი გამოცდილება გაქვთ…– როგორც ყველა მამაკაცს, არაფერი განსაკუთრებული. ვისთანაც მიცხოვრია და პატარა პერიოდი გამიტარებია, ყველას ცოლი დაარქვეს. ჭორაობის დონეა. მე კიდე მეზარება დავჯდე და ავხსნა.ამდენი ხანი, რაც მე და ქეთი ერთად ვცხოვრობთ, არავისთან არ მიცხოვრია. 11 წელია ერთად ვართ, ჯვარიც დავიწერეთ. ტფუ, ტფუ (ხეზე დააკაკუნა)…მართლა გეუბნებით, ჩემი გაძლება იოლი არ არის. მძიმე ხასიათი მაქვს. მაგრამ ჩვენ ერთმანეთს შევეწყეთ და ეს ქეთის დამსახურებაა. ისეთი კომფორტი შემიქმნა, რომ მეტი არ შეიძლება. ეს მომწონს ამ ქალში…მებაღე რომ “სეკატორით” კრეჭს ბუჩქებს, აიღო და ისე გადაგვფცქვნა ამ პანდემიამ. ყველა, მილიარდერი თუ ჩვეულებრივი მოკვდავი, ერთსა და იმავე მდგომარეობაში ჩააგდო. მიგვახვედრა, რომ სიმდიდრე და ქონება, არაფერიც არ არის. მაიბახით ივლი, თუ ველოსიპედით, მნიშვნელობა აღარ აქვს. ბევრი ფული არავის აძლევს იმის უფლებას, რომ სხვას ზევიდან უყუროს.ძვირად ღირებული საათი, კარგი მანქანა თუ ვილა, ეს ყველაფერი ფურთხის ღირსი აღმოჩნდა…მეტად უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი. ეს მთავარია ამქვეყნად. ამაზე სულ ვფიქრობდი, მაგრამ ახლა უფრო მეტად დაფიქრების საშუალება მოგვეცა. ეს ყველაფერი უფლისგან მოდის, რომელმაც ბოლო შანსი მოგვცა. ქრისტიანებს უნდა გვახსოვდეს ერთმანეთის პატივისცემა და ერთმანეთის გვერდში დგომა. მერე ყველაფერი დალაგდება თავისით.ალეკო მახარობლიშვილი: ნელ-ნელა ვეგუები იმ აზრს, რომ მიშა აღარ არის, თუმცა ძალიან მიჭირს მიშას გარეშე ცხოვრება; მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ვკამათობდით, ბევრს ვბუტიაობდით, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი; ვერ ვპატიობდით პატარ-პატარა შეცდომებს და გადაცდომებს;დღე და ღამე ერთად ვიყავით, განსაკუთრებით გადაღების პერიოდში, "ყავას და ლუდის" დროს, დღე და ღამე ერთად ვიყავით, ერთად გვეძინა კიდეც, წასვლას რომ ვერ ვასწრებდით; ადვილად ასატანი ტიპი იყო, მე უფრო რთული ხასიათი მაქვს, ვიდრე მიშას ჰქონდა; რაღაცებს ვერ ვეგუებოდით ერთმანეთისას, მაგრამ მაინც ერთად ვიყავით;ერთად მუშაობა არ გვიჭირდა, თავს კარგად ვგრძნობდით და ერთი გამოხედვით ზეპირად ვიცოდით და ვხვდებოდით, რა უნდა გაგვეკეთებინა; ასევე დაგაინტერესებთ:"მამა გაბრიელი იმდენად დიდი წმინდანია, რომ ყველაზე ხშირად ჩამოდის დედამიწაზე" - დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი„ზესტაფონი თეატრალური ქალაქია, დიდი სერგოს და უშანგის შემდეგ, ეს ტრადიცია არ შენელებულა" - ზურაბ აბესაძე

ზურა ყიფშიძე

ტაბლოიდი 1723300220

ზურა ყიფშიძე 71 წლის გახდა - რა ფოტოებს აქვეყნებს ლენუკა ყიფშიძე

ზურა ყიფშიძეს დღეს დაბადების დღე აქვს.მსახიობი დღეს 71 წლის გახდა.მას სოციალურ ქსელში დაბადების დღეს შვილი, ლენუკა ყიფშიძე ულოცავს და მამასთან ერთად გადაღებულ კადრებს გვიზიარებს. 

გიორგი ყიფშიძე მამაზე

საზოგადოება 1716032750

„იმედი მაქვს მაპატიებს ამ ინტერვიუს... ზედმეტი მომსვლია ზურაზე ტლიკინი!“ - გიორგი ყიფშიძე მამაზე

გიორგი ყიფშიძე ამბობს, რომ მამასთან, ზურა ყიფშიძესთან დაკავშირებით ზედმეტი ილაპარაკა. ამის შესახებ გიორგი სოციალურ ქსელში წერს და იმედს გამოთქვამს, რომ მამა ამ ინტერვიუს აპატიებს.„ნუ ხო! რაც არის ეგ არის… იმედი მაქვს მაპატიებს ამ ინტერვიუს!!! მე უკვე ვაპატიე რაზეც ბრაზი მქონდა!!! ეხლა რომ ვუსმენ ჩემ თავს… ცოტა არ იყოს ზედმეტი მომსვლია ზურაზე ტლიკინი!!!!“ – წერს გიორგი ყიფშიძე.ცნობისთვის, გიორგი ყიფშიძემ ნიკოლოზ წულუკიძის რუბრიკაში გულახდილად გასულ თვეს ისაუბრა.გიორგი ამბობდა, რომ მამას უკვე 1 წელია არ ელაპარაკებოდა და მას და ზურას მეგობრობა არ გამოსდიოდათ.

zura yifshidze

საზოგადოება 1715166004

“გამანახევრა ამ ამბავმა, გული მწყდება რომელია…” - რას ჰყვება ზურა ყიფშიძე

 მსახიობმა გიორგი ყიფშიძემ რამდენიმე კვირის წინ გადაცემაში „იმედის დღე“ მამასთან ურთიერთობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკვე ერთი წელია, რაც მამასთან კომუნიკაცია არ აქვს.შვილთან უთანხმოებაზე ზურა ყიფშიძემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ისაუბრა და მომხდარს „რაღაც გაუგებრობა“ უწოდა.გთავაზობთ ინტერვიუდან ამონარიდს: – გიორგი ამჟამად საქართველოში არ არის, ხომ?– ბიშკეკშია სამკურნალოდ, მხატვრულ-დოკუმენტურ ფილმს იღებენ იმ უბედურებაზე (დამოკიდებულებაზე), თან მონაწილეობს… სამწუხაროდ, ერთი წელია მასთან ურთიერთობა არა მაქვს.– რა მოხდა თქვენ შორის?– არაფერი, რაღაც გაუგებრობა მოხდა­ და ვერ მიხვდა ადამიანი, დედასა და მამას პატივი ეციო… ამით იწყება ყველაფერი, ხომ? რაღაცას რომ აწყენინებ, მერე ბოდიშის მოხდაც უნდა შეგეძლოს… მერე დათმობაზე წავედი, მაგრამ იქიდან ვერაფერი ვიგრძენი, ამიტომ დღეს ასეა.– კამათი ყველა მშობელსა და შვილს მოსვლია, თქვენს შემთხვევაში რა საკითხზე იყო?– მისი ცხოვრების სტილზე, ცოლების ცვლაზე. მე ეს არასწორი მგონია და ცოტა უფრო სერიოზულად უნდა მოეპყრა სიყვარულსაც, ბავშვების შექმნასაც და როცა ვერ გავუგეთ ერთმანეთს, დავეჯახეთ. ამასობაში კი ერთი წელი გავიდა.– ერთმანეთს ხომ ხვდებით, ერთ სახლში ცხოვრობთ, ერთ თეატრში მუშაობთ, სპექტაკლებში, მაგალითად, „მეფე ლირში” ორივე მონაწილეობთ…– ჰო, ესეც ნონსენსია, ერთ სახლში ვცხოვრობთ და ურთიერთობა არა გვაქვს, ეს მიეცი, ის გამოართვი, ეს უთხარი და ა.შ. პირდაპირი კონტაქტი არა გვაქვს. ეს როგორ ხდება, არ ვიცი, მაგრამ ხდება…– გული გწყდებათ, რომ ასე მოხდა?– რა თქმა უნდა, ძალიან. გამანახევრა ამ ამბავმა. გული მწყდება რომელია…– იმედია, ისიც დათმობს და თქვენც…– შეიძლება ჩემი შეცდომაცაა, მაგრამ ხომ ვამბობ, დათმობაზეც წავედი, კონტაქტშიც შევედი, როდემდე შეიძლება ასე ვიყოთ, ხომ? თუ ჰგონია, ამდენად მართალია, არ ვიცი… როგორც ამბობს, ცუდად ვიყავი და შენ ეს არ გაითვალისწინე, მეცი, რაღაცები მითხარი და მეც გითხარიო… ახლობელ ადამიანს, ადრე თუ გვიან, ყველაფერს ვაპატიებ, სხვანაირად არ შემიძლია. ეტყობა, ის სხვაგვარად ფიქრობს, არ ვიცი.– თქვენი მეუღლე რას ამბობს?– განიცდის, ისიც ცუდადაა. ჯიგიტი, ვაჟკაცი გოგო მყავს, მაგრამ ბრაზდება ამაზე. შვილია და უყვარს, ზედ დაჰფოფინებს. ბოლოს ყველაფერს მე მაბრალებენ; წავლენ, წამოვლენ, მე მომადგებიან ხოლმე. დაუნახაობა-დაუფასებლობას ვერ ვიტან, საშინელებაა, ბიძინა ივანიშვილისა არ იყოს, ვერ გავიგე, ამ კაცისგან რა უნდათ?!

ლენუკა ყიფშიძე

საზოგადოება 1713982220

„იმედი მაქვს, ჯანმრთელი ჩამოვა და დარწმუნებული ვარ, არ ემახსოვრება, რაც მაშინ ჩაწერა და თქვა… - ლენუკა ყიფშიძე ძმისა და მამის ურთიერთობაზე

ლენუკა ყიფშიძე მისი ძმის, მსახიობ გიორგი ყიფშიძის მიერ გაკეთებულ ბოლოდროინდელ განცხადებებს ეხმაურება. საუბარია გიორგი ყიფშიძის მიერ მამასთან, ზურა ყიფშიძესთან ურთიერთობაზე გაკეთებულ განცხადებაზე.ასევე, მსახიობის „ინსტაგრამ“ გვერდზე გავრცელებულ მოკლე ვიდეობზე, რომელშიც გიორგი ყიფშიძე მის პოლიტიკურ არჩევანსა და თბილისში მიმდინარე აქციებზე საუბრობს.„ჩემს ძმას არ ვამართლებ, მაგრამ არ ვარ მომხრე, მთელმა საქართველომ ჩემს ოჯახის წევრებზე უარყოფითი რაღაცები მომწეროს. მოგეხსენებათ, ჩემი ძმა ბიშკეკში მკურნალობს, არა თურქეთში და გერმანიაში… ბევრს გეცოდინებათ, რომ როცა [ადამიანი] სამედიცინო დაწესებულებაშია, გათიშული ჰყავთ და რას საუბრობს, თვითონ არ იცის.ადრე იყო განაწყენებული… ოჯახის წევრები ერთმანეთში ხშირად ჩხუბობენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ერთმანეთს ვემტერებით, ამიტომ ნამეტანი ნუ გაგიხარდებათ…ძალიან ცუდი შეტყობინებები შემოდის, მაგრამ ნუ გიხარიათ, ყველა ოჯახს აქვს რაღაც პრობლემა… გიორგიმ არასწორი ფორმით გააჟღერა, მაგრამ ესეც მესმის, რადგან ახლა სხვა მდგომარეობა აქვს, ცუდ ეტაპს გადის, იმედი მაქვს, ჯანმრთელი ჩამოვა და დარწმუნებული ვარ, არ ემახსოვრება, რაც მაშინ ჩაწერა და თქვა… მე და მამაჩემიც ვჩხუბობთ, მაგრამ საჯაროდ ამაზე არ ვსაუბრობთ, გიორგი არ არის ფხიზლად, მკურნალობას გადის, თავის სამყაროშია და რაღაცებს ლაპარაკობს…ძალიან გთხოვთ, გვიყვარდეს ერთმანეთი და მეტი კარგი გვიხაროდეს ერთმანეთის…“, – ამბობს ლენუკა ყიფშიძე ვიდემიმართვაში.

გიორგი ყიფშიძე

საზოგადოება 1713942636

VIDEO: „გიორგი არ არის ფხიზლად, მკურნალობას გადის, თავის სამყაროშია და რაღაცებს ლაპარაკობს…“ - ლენუკა ყიფშიძე

ლენუკა ყიფშიძე მისი ძმის, მსახიობ გიორგი ყიფშიძის მიერ გაკეთებულ ბოლოდროინდელ განცხადებებს ეხმაურება. საუბარია გიორგი ყიფშიძის მიერ მამასთან, ზურა ყიფშიძესთან ურთიერთობაზე გაკეთებულ განცხადებაზე.ასევე, მსახიობის „ინსტაგრამ“ გვერდზე გავრცელებულ მოკლე ვიდეობზე, რომელშიც გიორგი ყიფშიძე მის პოლიტიკურ არჩევანსა და თბილისში მიმდინარე აქციებზე საუბრობს.„ჩემს ძმას არ ვამართლებ, მაგრამ არ ვარ მომხრე, მთელმა საქართველომ ჩემს ოჯახის წევრებზე უარყოფითი რაღაცები მომწეროს.. მოგეხსენებათ, ჩემი ძმა ბიშკეკში მკურნალობს, არა თურქეთში და გერმანიაში… ბევრს გეცოდინებათ, რომ როცა [ადამიანი] სამედიცინო დაწესებულებაშია, გათიშული ჰყავთ და რას საუბრობს, თვითონ არ იცის..ადრე იყო განაწყენებული… ოჯახის წევრები ერთმანეთში ხშირად ჩხუბობენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ერთმანეთს ვემტერებით, ამიტომ ნამეტანი ნუ გაგიხარდებათ…ძალიან ცუდი შეტყობინებები შემოდის, მაგრამ ნუ გიხარიათ, ყველა ოჯახს აქვს რაღაც პრობლემა… გიორგიმ არასწორი ფორმით გააჟღერა, მაგრამ ესეც მესმის, რადგან ახლა სხვა მდგომარეობა აქვს, ცუდ ეტაპს გადის, იმედი მაქვს, ჯანმრთელი ჩამოვა და დარწმუნებული ვარ, არ ემახსოვრება, რაც მაშინ ჩაწერა და თქვა… მე და მამაჩემიც ვჩხუბობთ, მაგრამ საჯაროდ ამაზე არ ვსაუბრობთ, გიორგი არ არის ფხიზლად, მკურნალობას გადის, თავის სამყაროშია და რაღაცებს ლაპარაკობს…ძალიან გთხოვთ, გვიყვარდეს ერთმანეთი და მეტი კარგი გვიხაროდეს ერთმანეთის…“, – ამბობს ლენუკა ყიფშიძე ვიდემიმართვაში.ნახეთ ვიდეო ↓

lenuka

ტაბლოიდი 1713940850

ლენუკა ყიფშიძე მიმართვას ავრცელებს

ლენუკა ყიფშიძე მისი ძმის, მსახიობ გიორგი ყიფშიძის მიერ გაკეთებულ ბოლოდროინდელ განცხადებებს ეხმაურება. საუბარია გიორგი ყიფშიძის მიერ მამასთან, ზურა ყიფშიძესთან ურთიერთობაზე გაკეთებულ განცხადებაზე.ასევე, მსახიობის „ინსტაგრამ“ გვერდზე გავრცელებულ მოკლე ვიდეობზე, რომელშიც გიორგი ყიფშიძე მის პოლიტიკურ არჩევანსა და თბილისში მიმდინარე აქციებზე საუბრობს.„ჩემს ძმას არ ვამართლებ, მაგრამ არ ვარ მომხრე, მთელმა საქართველომ ჩემს ოჯახის წევრებზე უარყოფითი რაღაცები მომწეროს. მოგეხსენებათ, ჩემი ძმა ბიშკეკში მკურნალობს, არა თურქეთში და გერმანიაში… ბევრს გეცოდინებათ, რომ როცა [ადამიანი] სამედიცინო დაწესებულებაშია, გათიშული ჰყავთ და რას საუბრობს, თვითონ არ იცის.ადრე იყო განაწყენებული… ოჯახის წევრები ერთმანეთში ხშირად ჩხუბობენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ერთმანეთს ვემტერებით, ამიტომ ნამეტანი ნუ გაგიხარდებათ…ძალიან ცუდი შეტყობინებები შემოდის, მაგრამ ნუ გიხარიათ, ყველა ოჯახს აქვს რაღაც პრობლემა… გიორგიმ არასწორი ფორმით გააჟღერა, მაგრამ ესეც მესმის, რადგან ახლა სხვა მდგომარეობა აქვს, ცუდ ეტაპს გადის, იმედი მაქვს, ჯანმრთელი ჩამოვა და დარწმუნებული ვარ, არ ემახსოვრება, რაც მაშინ ჩაწერა და თქვა… მე და მამაჩემიც ვჩხუბობთ, მაგრამ საჯაროდ ამაზე არ ვსაუბრობთ, გიორგი არ არის ფხიზლად, მკურნალობას გადის, თავის სამყაროშია და რაღაცებს ლაპარაკობს…ძალიან გთხოვთ, გვიყვარდეს ერთმანეთი და მეტი კარგი გვიხაროდეს ერთმანეთის…“, – ამბობს ლენუკა ყიფშიძე ვიდემიმართვაში.

ლენუკა და ზურა ყიფშიძეები

ტაბლოიდი 1713860554

VIDEO: „ვინ გამომივლის, გაინტერესებს ხომ?!“- ლენუკა ზურა ყიფშიძის კადრებს აქვეყნებს

ყიფშიძეების ოჯახი სხვადასხვა მიზეზის გამო, საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. რამდენიმე დღის წინ, გიორგი ყიფშიძემ თქვა, რომ თითქმის 1 წელია, მამას, ბევრისთვის საყვარელ მსახიობ ზურა ყიფშიძეს არ ელაპარაკება. საპირისპირო ხდება ლენუკას შემთხვევაში.„ზურა გადასარევი მამაა. ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს. კი, ერთმანეთს ნერვებს ვუშლით, მაგრამ... რაც წლები ემატება, უფრო ბავშვური და საყვარელი ხდება“, - თქვა ერთ-ერთ გადაცემაში ლენუკამ და მამა-შვილის ურთიერთობის დეტალები გაიხსენა.ის ხშირად აღნიშნავს, რომ მამას კარგად უგებს და ბევრ რამესაც უყვება. ამჯერად, მან  მამასთან გადაღებული სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა ↓