აჩიკო თიკა

ტაბლოიდი 1731566749

VIDEO: მოულოდნელი სიურპრიზი აჩიკო სოლოღაშვილს - კადრები პირდაპირი ეთერიდან

13 ნოემბერს ტელეწამყვანისა და მსახიობის, აჩიკო სოლოღაშვილის დაბადების დღე იყო. „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში მას სიურპრიზი მოუწყეს, რამაც ძალიან გაამხიარულა.ნახეთ კადრები ↓

გოგი ცაბაძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

კულტურა 1726726021

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, გოგი ცაბაძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში გაიმართა გიორგი ცაბაძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გალაკონცერტი."საღამოს საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" დამფუძნებელი და ქართული კულტურის დიდი მოამაგე ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად, კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს პარლამენტის წევრი ბექა ოდიშარია, ცნობილი ხელოვანები, გოგი ცაბაძის ოჯახის წევრები, კოლეგები, მეგობრები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.გალაკონცერტის თემა იყო "გიორგი ცაბაძე თეატრსა და კინოში" და მასში მონაწილეობდა თეატრისა და კინოს ყველასათვის საყვარელი არაერთი წარმომადგენელი. საქართველოს ქალთა კამერული ორკესტრისა და დავით მაზანაშვილის ბენდის თანხლებით საკონცერტო დარბაზის სცენაზე გაჟღერდა კომპოზიციები და გაცოცხლდა სცენები ცნობილი მიუზიკლებიდან, კინოსა თუ სპექტაკლებიდან. სტუმრებმა ასევე მოისმინეს უცნობი ამბები კომპოზიტორის ცხოვრებიდან", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: მურმან ჯინორია, რეზო ჩხიკვიშვილი, ნანული სარაჯიშვილი, ალექსანდრე ბეგალიშვილი, ეკა მამალაძე, მაია ჯაბუა, თამარ გვერდწითელი, ნეკა სებისკვერაძე, აჩიკო სოლოღაშვილი, აჩიკო გოგიტიძე, ოთარ ჯორჯიკია, მარიკო ებრალიძე, ნუცა ბუზალაძე, სოფო ხალვაში; "დუეტი ჯორჯია"; "ალილო"; "თეატრალური კვარტეტი"; "ფორტე"; "გორის ქალთა გუნდი"; "მურო გაგოშიძის ცეკვის ლაბორატორია".ღონისძიების სამხატვრო ხელმძღვანელი დავით მაზანაშვილი, ხოლო სცენარის ავტორი და საღამოს წამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე გახლდათ.როგორც ცნობილია, 24 აგვისტოს კომპოზიტორის დაბადებიდან 100 წელი შესრულდა. საიუბილეო წელთან დაკავშირებით შეიქმნა ფესტივალი, რომლის ფარგლებშიც ოთხ დიდ ქალაქში - ბათუმში, ქუთაისში, თელავსა და თბილისში - გალაკონცერტები გაიმართა. ღონისძიებებში მონაწილეობდა არაერთი ცნობილი მომღერალი და მსახიობი, კონცერტები ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული იყო, როგორც რეპერტუარით, ასევე მონაწილეებით, საღამოები დატვირთული იყო ახლებური ვერსიების პრემიერებითა და თეატრალური დადგმებით.პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, თბილისის მერია.

აჩიკო

ტაბლოიდი 1712227920

VIDEO: აჩიკო სოლოღაშვილის შესრულებული „ჩამოასხით, ერთიც უნდა დავლიო“ ინტერნეტსივრცეს იპყრობს

აჩიკო სოლოღაშვილმა „გვაჩვენე შენს ხმაში“, სადაც ექსპერტი გახლავთ, საინტერესო შესრულება შემოგვთავაზა.მან სიმღერა „ჩამოასხით, ერთიც უნდა დავლიო“, შესანიშნავად შეასრულა.„ყველაფერში უნაკლო ხარ, აჩიკო“;„სცენისთვის დაბადებული“;„ყოჩაღ, ყველაფერი გამოსდის…“, აღნიშნავენ კომენტარებში. 

ჭიქები

რჩევები 1704305339

როგორ შევინახოთ ჭიქები კარადაში - ძირით ზემოთ, თუ პირქვე? - გაიგეთ სწორი მეთოდი

იმაზე, თუ როგორ უნდა ეწყოს სამზარეულოს კარადაში ჭიქები, ბევრი დაობს. ზოგი მიიჩნევს, რომ სწორია მათი პირქვე დაწყობა. ტრადიციული მეთოდის მოყვარულები კი პირიქით ფიქრობენ. იმის გამო, რომ შუშის პირი კარადის ზედაპირს ეხება, მასზე გროვდება ჭუჭყი და მტვერი, ჩვენ კი სწორედ ეს ნაწილი მიგვაქვს ტუჩებთან. ამას გარდა, გარეცხილი ჭიქიდან ჩამოღვენთილი წვეთები გროვდება თაროზე და უსიამოვნო სუნს აჩენს. მაშ, რომელი მეთოდია ნამდვილად სწორი? 1.ფაქტობრივად, საქმე მტვერსა და ჭუჭყშიც კი არ არის. თუ რეგულარულად რეცხავთ ჭიქებს და წმენდთ თაროებს, მაშინ ეს მათ არ ემუქრებათ. თქვენ ასევე რეგულარულად უნდა გაასუფთაოთ სათავსოები, რათა მათ ცუდი სუნი არ ჰქონდეს.2. შუშის რგოლი ჭიქის ყველაზე თხელი და მყიფე ნაწილია. ის ყველაზე დაუცველია გატეხვის მიმართ. თუ ჭურჭელს თავდაყირა დააყენებთ, ზოგჯერ მისი გატეხვის შანსი იზრდება. მაშინაც კი, თუ პატარა ნაწილი შუშის კიდედან ჩამოტყდება, ის უნდა გადააგდოთ. 3. ამიტომ, ჩვენ გირჩევთ დადოთ ჭიქები ძირით ქვემოთ, როგორც დანიშნულებისამებრ ჩაფიქრებულია. ასე, ისინი ხელუხლებელი დარჩებიან. თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია მათი თავდაყირა დაყენება, მაშინ აუცილებლად დაფარეთ კარადის თაროები რეზინის ხალიჩებით. ის დაიცავს მათ დახაზვისგან და გატეხისგან.. ვრცლად..ასევე ნახეთ:VIDEO: თიკა ფაცაციას და აჩიკო სოლოღაშვილის შესრულებული „კინტაური“ ნახვების რეკორდს ხნის„ამერიკაში გადმოხვეწა დაგვჭირდა, რომ ეს ჯადოსნური რიტუალი შეგვესრულებინა...“ - ნინო კვარაცხელია ემზარ ჯღარკავას დაბადების დღეს ემოციურად ულოცავს

გუდაურის გზა

რეგიონი 1704298166

რა ვითარებაა გუდაური-კობის გზაზე - უახლესი ინფორმაცია მძღოლებს

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, - ამის შესახებ ინფორმაციას გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით", - ნათქვამია ინფორმაციაში.ასევე ნახეთ:როგორ შეიცვალა დოლარის და ევროს ფასი - ნახეთ, ახალი კურსი„ასეთ სისასტიკეს არ იმსახურებდი...“ - ცნობილია ქალის ვინაობა, რომელიც ქმარმა მოკლაVIDEO: თიკა ფაცაციას და აჩიკო სოლოღაშვილის შესრულებული „კინტაური“ ნახვების რეკორდს ხსნის

მარტო სახლში

შოუბიზნესი 1704293280

ფილმის "მარტო სახლში" გამოსვლიდან 30 წელზე მეტი გავიდა - როგორ შეიცვალნენ მაყურებლის საყვარელი მსახიობები

ფილმის "მარტო სახლში" გამოსვლიდან 30 წელზე მეტი გავიდა. ნახეთ როგორ შეიცვალნენ მაყურებლის საყვარელი მსახიობები: ასევე ნახეთ:VIDEO: თიკა ფაცაციას და აჩიკო სოლოღაშვილის შესრულებული „კინტაური“ ნახვების რეკორდს ხნის„ამერიკაში გადმოხვეწა დაგვჭირდა, რომ ეს ჯადოსნური რიტუალი შეგვესრულებინა...“ - ნინო კვარაცხელია ემზარ ჯღარკავას დაბადების დღეს ემოციურად ულოცავს

ჭურჭელი

რჩევები 1704290640

როგორ დარეცხოთ სწრაფად ჭურჭელი საახალწლო სუფრის ალაგების შემდეგ - სასარგებლო ხრიკები

სადღესასწაულო დღეებში ბევრი ჭურჭელი გროვდება გასარეცხი. გასწავლით რამდენიმე სასარგებლო ხრიკს, რომ ეს უსიამოვნო პროცესი გაიმარტივოთ. გამოიყენეთ სოდაეს არის სწრაფი და ეფექტური საშუალება ჭურჭლიდან ცხიმის მოსაშორებლად. საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ფხვნილის რბილი სტრუქტურა ხელს შეუწყობს ღრმა ძველი ცხიმის მოცილებას და არ დატოვებს ნაკაწრებს. ამისათვის უბრალოდ დააყარეთ სოდა ჭუჭყიან ჭურჭელს და ცოტა ხანი დაელოდეთ ცხიმის დაშლას.თუ ბევრი გაურეცხავი ჭურჭელი გაქვთ, ჩადეთ ნიჟარაში და ჩაყარეთ სოდა. ცხიმი დაიშლება და ჭურჭლის რეცხვა გაადვილდება. არ დაგავიწყდეთ რეზინის ხელთათმანების გამოყენება.თუ ქვაბის ან ტაფის გაწმენდა გჭირდებათ, შეავსეთ იგი ცხელი წყლით და ჩაყარეთ შიგ საცხობი სოდა. შემდეგ შედგით გაზქურაზე და დაელოდეთ ცხიმის ადუღებას.სოდა, მარილი და ძმარიგანსაკუთრებით ხანგრძლივი ან ღრმა ლაქებისთვის გამოიყენეთ ეს ნარევი. თქვენ უბრალოდ უნდა აურიოთ ყველა ინგრედიენტი და წაუსვით ზედაპირზე, რომელიც უნდა გაიწმინდოს.თუმცა, არასოდეს გამოიყენოთ ეს მეთოდი მგრძნობიარე საფარის მქონე ჭურჭელზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ის შეიძლება დაზიანდეს.მიეცით ნარევს მუშაობისთვის ცოტა დრო. ამის შემდეგ, უბრალოდ გაწურეთ ღრუბლით და კარგად გაავლეთ წყლის ქვეშ. კოკა-კოლა და სპირტიარაერთხელ ჩატარდა ექსპერიმენტები იმის დასამტკიცებლად, რომ გაზიან სასმელებს შეუძლიათ ჟანგისა და ცხიმის მოცილება. ასე რომ თქვენ ასევე შეგიძლიათ სცადოთ ეს მეთოდი. ჩაასხით კოკა კოლა ჯამშ და ჩადეთ გასარეცხი ჭურჭელი (არ გამოიყენოთ ეს მეთოდი თეთრ ჭურჭელზე)თუ ჭურჭელზე ლაქებია, სცადეთ სპირტი, რომელიც ყოველთვის გაქვთ სახლში. დაასველეთ ხელსახოცი, ბამბის საფენი ან ქსოვილი და შეაზილეთ ჭურჭელს ნადების ადგილებში.წყაროასევე ნახეთ:VIDEO: თიკა ფაცაციას და აჩიკო სოლოღაშვილის შესრულებული „კინტაური“ ნახვების რეკორდს ხნის„ამერიკაში გადმოხვეწა დაგვჭირდა, რომ ეს ჯადოსნური რიტუალი შეგვესრულებინა...“ - ნინო კვარაცხელია ემზარ ჯღარკავას დაბადების დღეს ემოციურად ულოცავს

დაზიანებული გული

ტექნოლოგიები 1704289680

„სიყვარულის ჰორმონს" დაზიანებული გულის აღდგენა შეუძლია - კვლევა

შესაძლოა, სიყვარულის ჰორმონად წოდებული ოქსიტოცინი „გატეხილი" გულის "გამთელებაში" დაგვეხმაროს — დანიო-რერიოსა (იგივე ზებრათევზი) და ადამიანის უჯრედებზე ჩატარებული ახალი კვლევით დადგინდა, რომ ზემოხსენებული ჰორმონი დაზიანებულ გულის ქსოვილებს აღდგენაში ეხმარება. ნაშრომი ჟურნალში Frontiers in Cell and Developmental Biology გამოქვეყნდა.ოქსიტოცინს „სიყვარულის" ანდა „„ჩახუტების" ჰორმონს უწოდებენ, რადგან მას ადამიანებს შორის სოციალური კავშირებისა და ნდობის დამყარებაში მიუძღვის წვლილი. ზემოხსენებული ნეიროტრანსმიტერის დონეები ჩახუტების, სქესობრივი კავშირის ანდა ორგაზმის დროს იმატებს.ოქსიტოცინი სხეულში არაერთ სხვა ფუნქციასაც ასრულებს: მშობიარობისას ჭინთვებს იწვევს და შემდგომში ლაქტაციას უწყობს ხელს; სისხლის წნევისა და ანთებას შემცირებით გულ-სისხლძარღვთა სისტემას იცავს დაზიანებისგან და სხვა.ახალი კვლევა ჰორმონის კიდევ ერთ შესაძლო სარგებელზეც გვაფიქრებს: იგი, მინიმუმ დანიო-რერიოში მაინც, გულს დაზიანებული და მკვდარი კარდიომიოციტების (კუნთოვანი უჯრედები, რომლებიც გულის მკუმშავ ძალას წარმოქმნის) ჩანაცვლებაში ეხმარება. ადამიანის უჯრედებზე ჩატარებული ცდების ადრეული შედეგები მიანიშნებს იმაზეც, რომ ოქსიტოცინს ანალოგიური ეფექტების გამოწვევა ადამიანებშიც შეუძლია სწორ დროს სწორი დოზით მიღების შემთხვევაში.როგორც ნაშრომის ავტორები აღნიშნავენ, გული დაზიანებული ან მკვდარი ქსოვილების აღდგენის კუთხით ძალიან შეზღუდულია. მიუხედავად ამისა, რამდენიმე კვლევა მოწმობს, რომ დაზიანების (მაგალითად, გულის შეტევის) შემდგომ მისი ყველაზე გარე მემბრანის (ეპიკარდიუმი) უჯრედთა ნაწილი ახალ ფუნქციას ითავსებს — ისინი გულის ქსოვილის იმ შრისკენ გადაადგილდება, სადაც კუნთებია და ღეროვანი უჯრედების მაგვარ უჯრედებად გარდაიქმნება. ისინი შემდგომში გულის რამდენიმე ტიპის უჯრედად (მათ შორის, კარდიომიოციტებად) შეიძლება იქცეს.მოყვანილი პროცესი ცხოველებში კარგადაა შესწავლილი. არსებობს გარკვეული მტკიცებულებები იმისა, რომ, შესაძლოა, ეს ზრდასრულ ადამიანებშიც ხდებოდეს, თუმცა ამ შემთხვევაშიც კი პროცესი არც ისე ეფექტურია. ნაშრომის ავტორები ფიქრობენ, რომ, თუკი რამენაირად მეტ ეპიკარდიულ უჯრედს ვუბიძგებთ კარდიომიოციტებად გარდაქმნას, ამით გულს დაზიანების შემდგომ აღდგენაში დავეხმარებით.მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ლაბორატორიულ პირობებში ადამიანის უჯრედებში ამ პროცესის გააქტიურება ოქსიტოცინის გამოყენებით შეიძლება. მათ ტვინისგან წარმოქმნილი 14 სხვა ჰორმონიც შეამოწმეს, თუმცა ახალი კარდიომიოციტების შექმნის ბიძგი უჯრედებისათვის არც ერთ მათგანს არ მიუცია.მომდევნო ექსპერიმენტები მეცნიერებმა დანიო-რერიოშზე (ეს თევზი ქსოვილთა რეგენერაციის უნარით გამოირჩევა) ჩაატარეს. მათ შენიშნეს, რომ გულის დაზიანებიდან სამი დღის განმავლობაში თევზების ტვინებმა იმაზე დაახლოებით 20-ჯერ მეტი ოქსიტოცინის გამოყოფა დაიწყო, ვიდრე დაზიანებამდე. ჰორმონი შემდეგ გულისკენ გადაადგილდა, თავის რეცეპტორებს დაუკავშირდა და ეპიკარდიული უჯრედების ახალ კარდიომიოციტებად გარდაქმნის პროცესი წამოიწყო.შესაბამისად, ექსპერიმენტები მიანიშნებს, რომ, შესაძლოა, ოქსიტოცინს დაზიანებული გულის აღდგენაში საკვანძო როლი ჰქონდეს. ნაშრომის ავტორებს იმედი აქვთ, რომ ჰორმონის ზემოქმედების გაძლიერებით მეცნიერები ახალი სამკურნალო საშუალებების, თუნდაც ოქსიტოცინის შემცველი მედიკამენტების, შექმნას შეძლებენ."შემდგომში ოქსიტოცინს გულის დაზიანების მქონე ადამიანებში უნდა დავაკვირდეთ", — განაცხადა აიტორ აგირემ, კვლევის მთავარმა ავტორმა და მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა — "საერთო ჯამში, შემდეგი ნაბიჯების გადასადგმელად ცხოველებში პრეკლინიკური, ხოლო ადამიანებში კლინიკური კვლევები უნდა ჩატარდეს".ასევე ნახეთ:VIDEO: თიკა ფაცაციას და აჩიკო სოლოღაშვილის შესრულებული „კინტაური“ ნახვების რეკორდს ხნის„ამერიკაში გადმოხვეწა დაგვჭირდა, რომ ეს ჯადოსნური რიტუალი შეგვესრულებინა...“ - ნინო კვარაცხელია ემზარ ჯღარკავას დაბადების დღეს ემოციურად ულოცავს

კვება

ტექნოლოგიები 1704274040

რამდენად აისახება საკვების მიღების დრო ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე

ყველამ ვიცით, რომ ღამის ცვლაში მუშაობა დამღლელი ამოცანაა, როგორც გონებრივად, ასევე ფიზიკურად. ეს ზრდის წონის მომატების რისკს, რადგან ადამიანი ამ დროს ნაკლებ ენერგიას ხარჯავს - რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, თუ როგორ შეიძლება მზის ნაკლებობამ გამოიწვიოს ინდივიდში დეპრესია.Brigham and Women's Hospital-ის მკვლევრები გვთავაზობენ ეფექტურ მეთოდს, რომელიც დაეხმარება ღამის ცვლაში მყოფ მუშაკებს დააბალანსონ განწყობა და ემოციური კეთილდღეობა ამ ხანგრძლივი ღამის საათების მუშაობის დროს და ეს დღისით ჭამაა.კვლევა გამოქვეყნებულია Proceedings of the National Academy of Sciences-ში.„ჩვენი დასკვნები გვაძლევს მტკიცებულებას საკვების მიღების დროზე, რაც აუცილებელია ინდივიდის ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. ეს განსაკუთრებით მათთვისაა, რომლებიც მუშაობენ ცვლაში და განიცდიან ცირკადული რიტმის დარღვევას", - თქვა კვლევის ავტორმა ფრენკ ა.ჯ.ლ შეერმა.კვლევის ავტორების თქმით, საჭიროა შემდეგი კვლევები ცვლის მუშაკებზე რათა მტკიცედ დადგინდეს რამდენად ცვლის განწყობას კვების დარეგულირება. მანამდე კი, მათი კვლევა მიუთითებს, რომ საკვების მიღების დრო პირდაპირ დაკავშირებულია ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან.საკვები წამალია19 მონაწილე, 12 კაცი და 7 ქალი, მონაწილეობდა კვლევაში. ორი კვირის განმავლობაში პირველი ჯგუფი ჭამდა დღის და ღამის საათებში, ხოლო მეორე ჯგუფი მხოლოდ დღის საათებში.მკვლევრებმა გამოავლინეს, რომ ჭამის დრომ ნამდვილად იმოქმედა მონაწილეთა განწყობის დონეზე. მე-4 დღეს, დღის და ღამის კვების საკონტროლო ჯგუფს ჰქონდა მომატებული დეპრესიის ნიშნები. თუმცა, განწყობის ცვლილებები და დეპრესიის ნიშნები არ დაფიქსირებულა დღის კვების ჯგუფში. მკვლევრებმა ასევე აღნიშნეს, რომ ადამიანები, რომლებსაც ცირკადული ცდომილების უფრო მაღალი ხარისხი ჰქონდათ, უფრო მიდრეკილნი იყვნენ დეპრესიისა და შფოთვის მსგავსი განწყობის ცვალებადობისკენ.მთლიანობაში, ჯგუფმა დაადგინა, რომ დეპრესიის მსგავსი განწყობის დონე გაიზარდა 26 პროცენტით და შფოთვის მსგავსი განწყობის დონე 16 პროცენტით.„ცვლის მუშაკებს — ისევე როგორც პირებს, რომლებსაც აქვთ ცირკადული შეფერხება, სჭირდებათ კვების დარეგულირება. ჩვენი აღმოჩენები ხსნის კარს ახალი ძილის/ცირკადული ქცევითი სტრატეგიისთვის, რომელიც ასევე შეიძლება სასარგებლო იყოს ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევების მქონე პირებისთვის. ეს ნიშნავს, რომ ძილისა და ცირკადული ციკლების ოპტიმიზაცია პირდაპირ დაკავშირებულია ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან. კვების დრო უშუალოდ დაკავშირებულია ამ ყველაფერთან", — ამბობენ მკვლევრები.თუმცა, საკვების მიღების დროის მიზეზობრივი როლი ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ჯერ კიდევ შესამოწმებელია. საჭიროა შემდგომი კვლევები, რათა დადგინდეს, შეუძლია თუ არა საკვების დროის ცვლილებას დაეხმაროს იმ პირებს ვისაც დეპრესია უკვე აწუხებს.ასევე ნახეთ:VIDEO: თიკა ფაცაციას და აჩიკო სოლოღაშვილის შესრულებული „კინტაური“ ნახვების რეკორდს ხნის„ამერიკაში გადმოხვეწა დაგვჭირდა, რომ ეს ჯადოსნური რიტუალი შეგვესრულებინა...“ - ნინო კვარაცხელია ემზარ ჯღარკავას დაბადების დღეს ემოციურად ულოცავს

ნათურები

რჩევები 1704271320

რატომ იხლართება საახალწლო ნათურები, თასმები, სადენები

არისტოტელე ამტკიცებდა, რომ დედამიწაზე ბუნებას ვაკუუმი ეჯავრება, თუმცა კი ჩვენ უკვე უკეთ გაგვეგება, რომ სინამდვილეში მას წესრიგი უფრო სძაგს. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ეს ყველაფერი ყოველდღიურობაში მუდმივად ვლინდება და, მათ შორის, არც საახალწლო პერიოდში გვანებებს თავს.ალბათ, იანვარში შენახული განათებები მომდევნო დეკემბერს თქვენც ხშირად გხვდებათ ხოლმე გაკვანძული. ამაზე სინამდვილეში ფიზიკის კანონები, კონკრეტულად კი თერმოდინამიკის მეორე კანონი აგებს პასუხს.ეს კანონი ენტროპიის სახელით ცნობილ სიდიდეს, ანუ სისტემის უწესრიგობის ხარისხს უკავშირდება. იზოლირებულ სისტემაში (როგორიც თუნდაც ჩვენი სამყაროა) ენტროპია ყოველთვის მატულობს, შესაბამისად კი სისტემებს ქაოსისაკენ სწრაფვა ახასიათებს. საგნები იშლება, ჩვენ ვბერდებით, საახალწლო განათებები კი - თუნდაც აკურატულად შენახული - მაინც ერთმანეთში იხლართება. მიუხედავად ამისა, გაკვანძვა მხოლოდ ქაოსის მიერ მართული სწორხაზოვანი მოვლენა არ არის. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მის უკან კომპლექსური მათემატიკა დგას.კერძოდ, თეორია თასმებისა, რომლებიც შერხევისას იკვანძება, 2007 წლის კვლევის ფარგლებში შეისწავლეს. იგი ჟურნალ Proceedings of the National Academy of Science-ში გამოქვეყნდა და 2008 წელს ფიზიკის დარგში Ig ნობელის პრიზი (ნობელის პრიზის იმიტაცია, რომლითაც ყოველწლიურად უჩვეულო სამეცნიერო ნაშრომები ჯილდოვდება) მიიღო. ნაშრომს "აგზნებული თასმის სპონტანური გაკვანძვა" ეწოდება, მისი ავტორები კი დორიან რეიმერი და დუგლას სმითი არიან.თქვენი აზრით, რა ხდება, როდესაც თასმას ყუთში ვათავსებთ, შემდეგ კი ყუთს ვატრიალებთ?კვლევის ფარგლებში მეცნიერები სხვადასხვა სიგრძის თასმებს დააკვირდნენ სხვადასხვა ზომის ყუთებში, რომლებიც სხვადასხვა სიჩქარით სხვადასხვა რაოდენობის ბრუნს ასრულებდა. მათ 3 415 ცდა ჩაატარეს, შედეგად კი აღმოაჩინეს, რომ თასმაში კომპლექსური კვანძები ჩნდებოდა, თანაც ზოგჯერ სულ რამდენიმე წამშიც კი. ამ შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფაქტორებია თასმის მინიმალური სიგრძე (46 სანტიმეტრი) და ყუთში სამოძრაოდ საკმარისი სივრცის არსებობა. უნდა აღინიშნოს, რომ, მათემატიკურად, მოძრაობებს შემთხვევითი ნაბიჯებისაგან წარმოებული პროცესი არ განაგებდა. ეს უბრალოდ ქაოსი არ ყოფილა, თუმცა კვანძების ფორმირებაში შემთხვევითობა მაინც მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლდათ.ყუთში მოთავსებული თასმების უჩვეულო ქცევა მხოლოდ მათემატიკასა და საახალწლო განათებების ჩახლართვას არ უკავშირდება. მაგალითად: დაახლოებით ასევე ფორმირდება კვანძები ვირუსების გენეტიკურ მასალაში.ამრიგად, საახალწლო ნათურების ცქერისას შეგიძლიათ გაიხსენოთ ის ღრმა, ქაოსური და კომპლექსური კანონზომიერებები, რომელთაც ჩვენი სამყარო ექვემდებარება, თუმცა, სასურველია, არ დაივიწყოთ ისიც, რომ, სისტემის უწესრიგობა დროებით მოწესრიგებულ მდგომარეობას დაუბრუნეთ, ახლართული ნათურების გახსნით კი იქნებ ფიზიკის კანონების წინააღმდეგაც წახვედით.ასევე ნახეთ:VIDEO: თიკა ფაცაციას და აჩიკო სოლოღაშვილის შესრულებული „კინტაური“ ნახვების რეკორდს ხნის„ამერიკაში გადმოხვეწა დაგვჭირდა, რომ ეს ჯადოსნური რიტუალი შეგვესრულებინა...“ - ნინო კვარაცხელია ემზარ ჯღარკავას დაბადების დღეს ემოციურად ულოცავს

საფულე

რჩევები 1704270420

როგორი ნივთები არ უნდა ჩადოთ საფულეში, ფინანსური წარმატება რომ არ „დააფრთხოთ"

საფულეში ფულთან ერთად სხვა უამრავ ნივთსაც ვინახავთ, რაც თავის მხრივ გეხმარებათ ფინანსური წარმატების მოზიდვაში.როგორი ნივთები არ უნდა ჩადოთ საფულეში, ფინანსური წარმატება რომ არ „დააფრთხოთ"  ჩეკები და ქვითრებიფინანსური ოპერაციების დამადასტურებელი დოკუმენტები უნდა შეინახოთ, მაგრამ არა საფულეში. ისინი ბლოკავენ ფინანსურ ნაკადს.სუვენირების ბანკნოტებიარ უნდა შეინახოთ ყალბი ფული თქვენს საფულეში, მათ შორის საჩუქრის კუპიურები. ფინანსური იღბლის მოსაზიდად უმჯობესია ატაროთ ერთდოლარიანი კუპიურა, მაგრამ არა ყალბი ფული.ფოტოებიზოგს მოსწონს ახლობელი ადამიანების ფოტოების საფულეში შენახვა, თუმცა ეს დიდი შეცდომაა. ფულადი ნაკადის დასაგროვებლად საფულეს მხოლოდ მისი მფლობელის ენერგია სჭირდება. სხვისი ენერგია ფოტოდან დაბლოკავს ფინანსურ ნაკადებს. ინსტრუქციები და მედიკამენტებითქვენ არ შეგიძლიათ შეინახოთ მედიკამენტები და ინსტრუქციები საფულეში. უმჯობესია შეინახოთ ისინი ჩანთაში, რადგან ამან შეიძლება უკუაგდოს ფინანსური იღბალი.დოკუმენტაციასაფულე არ არის შესაფერისი დოკუმენტების შესანახად, რადგან შეიძლება დაიჭმუჭნოს. უმჯობესია გქონდეთ ცალკე საფულე მართვის მოწმობისა და სხვა საბუთებისთვის.წყარო ასევე ნახეთ:VIDEO: თიკა ფაცაციას და აჩიკო სოლოღაშვილის შესრულებული „კინტაური“ ნახვების რეკორდს ხნის„ამერიკაში გადმოხვეწა დაგვჭირდა, რომ ეს ჯადოსნური რიტუალი შეგვესრულებინა...“ - ნინო კვარაცხელია ემზარ ჯღარკავას დაბადების დღეს ემოციურად ულოცავს

ალკოჰოლი

რჩევები 1704269280

როგორ გამოვიდეთ ალკოჰოლური თრობიდან სწრაფად

ალკოჰოლის ჭარბი მოხმარებისათვის არაერთი ხალხური რეცეპტი არსებობს, თუმცა მათი უმრავლესობა ტესტირებისას არ ამართლებს. კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა გამოავლინეს, რომ, შესაძლოა, თრობიდან გამოსასვლელად ღრმად სუნთქვა დაგვეხმაროს, თუმცა მხოლოდ გარკვეულ პირობებში. ნაშრომის წაკითხვას ჟურნალში Scientific Reports შეძლებთ.დადგენილია, რომ ალკოჰოლთან დაკავშირებული მიზეზების გამო წელიწადში დაახლოებით სამი მილიონი ადამიანი კვდება. ხშირად ეს ნივთიერების ხანგრძლივ გადამეტებულ მოხმარებას უკავშირდება, ზოგჯერ კი მაშინ ხდება, როცა ერთ ჯერზე უკიდურესად ბევრს სვამენ და საავადმყოფოც არაა ხელმისაწვდომი.კანადის ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო ქსელის (UHN) დოქტორის, ჯოზეფ ფიშერის, თქმით, სისხლში ეთანოლის მოხვედრის შემდეგ მისი 90% ღვიძლში მუშავდება, ამ ორგანოს დაჩქარება კი შეუძლებელია. დიალიზის გარდა, ალკოჰოლის ჭარბად მიღების შემთხვევაში მხოლოდ სიმპტომების მკურნალობა თუა შესაძლებელი, მაგალითად, პაციენტის ტვინისათვის საკმარისი ჟანგბადის მიწოდება.ალკოჰოლის დანარჩენი 10% თირკმელებიდან და ფილტვებიდან გამოიდევნება. სწორედ ამიტომ ამოწმებენ ალკოჰოლურ თრობას ამონასუნთქის საშუალებით. ანალოგიური მიზეზის გამო ვგრძნობთ სასმლის სუნს ამოსუნთქულ ჰაერში.ფიშერმა და მისმა კოლეგებმა გადაწყვიტეს გაერკვიათ, ეხმარება თუ არა უფრო ღრმად და სწრაფად სუნთქვა ალკოჰოლის შედარებით სწრაფად გადამუშავებას. ამ ტექნიკას, როგორც წესი, სისხლიდან საზიანო ნივთიერებების (მაგალითად, მხუთავი აირის, იგივე ნახშირჟანგის) გამოსადევნად იყენებენ.მკვლევრები ირწმუნებიან, რომ მეთოდი მუშაობს, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ამ დროს გარკვეული დახმარებაც დაგვჭირდება.„ჰიპერვენტილაციას ასე უბრალოდ ვერ შეძლებთ, რადგან 1-2 წუთში თავბრუ დაგეხვევათ და გონებას დაკარგავთ", - ხაზს უსვამს ფიშერი.სისხლის მიმოქცევაში ნახშირორჟანგი (CO2) მნიშვნელოვან როლს თამაშობს. სწრაფად სუნთქვა ეთანოლთან ერთად მის გამოლევასაც იწვევს, ამ დროს კი ორგანიზმი შესაბამისად იქცევა: თუკი გადამეტებულ სუნთქვას კიდურების კანკალი და თავბრუსხვევა არ აჩერებს, მაშ, ამას გონების დაკარგვა ნამდვილად შეძლებს.ფიშერმა და მისმა გუნდმა მოწყობილობა შექმნეს, რომელიც სუნთქვისას გამოდევნილ ნახშირორჟანგს ისევ სხეულში აბრუნებს. შესაბამისად, სისხლის მიმოქცევიდან ეთანოლი გამოიყოფა, თუმცა CO2-ის რაოდენობა კვლავ დამაკმაყოფილებელი რჩება და ღრმა, ხშირი სუნთქვა სახიფათო აღარაა.საგულისხმოა, რომ ცდა მხოლოდ ხუთ ჯანმრთელ ცდისპირზე ჩატარდა. მათ სისხლში ალკოჰოლის შემცველობა დაახლოებით 0.1%-ს შეადგენდა, რაც ადამიანისთვის საფრთხის შესაქმნელად საკმარისად დიდი რაოდენობა ნაკლებადაა. სწორედ ამიტომ, მეთოდი ჯერჯერობით კლინიკურ პირობებში არ შეუმოწმებიათ — ზედმეტად ნასვამი ადამიანისთვის ინსტრუქციების მიყოლა არც ისე მარტივია.მიუხედავად ამისა, ცდის მონაწილეებმა ამ მეთოდით ეთანოლის განდევნა სამჯერ დააჩქარეს. მართალია, პროცესი მათთვის მოსაწყენი აღმოჩნდა, თუმცა არაკომფორტული არ ყოფილა. მეცნიერების მიერ შექმნილი მოწყობილობის გარეშე კარგი შედეგის დადება გაგიჭირდებათ, თუმცა შეგიძლიათ, გამოუვალ სიტუაციებში ხრიკი თავადაც გამოცადოთ - რა თქმა უნდა, უსაფრთხოების დაცვით.  ასევე ნახეთ:VIDEO: თიკა ფაცაციას და აჩიკო სოლოღაშვილის შესრულებული „კინტაური“ ნახვების რეკორდს ხნის„ამერიკაში გადმოხვეწა დაგვჭირდა, რომ ეს ჯადოსნური რიტუალი შეგვესრულებინა...“ - ნინო კვარაცხელია ემზარ ჯღარკავას დაბადების დღეს ემოციურად ულოცავს