,,ყველა შეგვცვალა ამ დღემ, ვეღარასდროს ვიქნებით ისეთები, როგორებიც ვიყავით..." - დავით ჯელაძის ემოციური პოსტი

დავით ჯელაძე

დავით ჯელაძე, რომელიც შოვის ტრაგედიას ოჯახის წევრებთან ერთად, სასწაულებრივად გადაურჩა, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს.

,,საშინელება ხდება რაჭაში, შოვში, იქ სადაც ყველას უყვარდა მისვლა, ყველას უხაროდა ზაფხულის დადგომა, რომ რაჭაში შოვში გამოქცეულიყვნენ ცხელი და დამღლელი ქალაქებიდან განტვირთვისთვის თავიანთ ოჯახებთან ერთად, მანამდე, სანამ ასეთი საშინელი 3 აგვისტო გათენდებოდა. შოვი აღარ არსებობს და ვეღარც ვერასდროს იქნება ისეთი, როგორიც აქამდე იყო. იქ ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა ძალიან ბევრ ახალგაზრდას ეძებენ. ვუსამძიმრებ ყველას, პირველ რიგში, ოჯახებს და შემდეგ მთელ საქართველოს.

ყველა შეგვცვალა ამ დღემ, ვეღარასდროს ვიქნებით ისეთები, როგორებიც ვიყავით...", - წერს დავით ჯალაძე სოციალურ ქსელში.

ასევე ნახეთ:

VIDEO: ვითარება სტიქიის ზონაში - გზების დეპარტამენტი ინფორმაციას და კადრებს ავრცელებს

„ძალიან გულდასაწყვეტი ამბავია. გენო გამორჩეული, კოლორიტული ადამიანი იყო. მადლობა, რომ გამაგებინეთ" - გიორგი უშიკიშვილი სტიქიის დროს დაკარგულ გენო სულთანიშვილზე

PHOTO: „დილის 8 საათიდან წვიმაში ხატავდა ჩემი და სოფოს სტენსილს…“ - რას იხსენებს ოთო ნემსაძე გიორგი ყარალაშვილზე

„წავიდა ყარალა...“ - სტიქიას შეწირული ბიჭის ამბავი, საქობოს სკოლიდან სორბონის უნივერსიტეტამდე

წყვილმა რაჭაში დატრიალებული ტრაგედიის გამო, ქორწილი გააუქმა - რას ამბობს სოფლად გადასახლებული ცნობილი ბლოგერი

შოვში დაღუპული 18 წლის სამირას მიერ გადაღებული ბოლო ფოტოები