VIDEO: ვითარება სტიქიის ზონაში - გზების დეპარტამენტი ინფორმაციას და კადრებს ავრცელებს

შოვი

სტიქიის ზონაში, ამ დროისთვის, სულ ადგილზეა მობილიზებული 100 -ზე მეტი სპეციალური ტექნიკა, აქედან 86 ერთეული მძიმე ტექნიკა ჩართულია საძიებო სამუშაოებში 8 პრიორიტეტულ მდებარეობაზე, - ამის შესახებ გზების დეპარტამენტის ინფორმაციაშია ნათქვამი.,

,,მძიმე ტექნიკა გადანაწილებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად განსაზღვრულ, პრიორიტეტულ მიმართულებებზე და სამუშაოებს აწარმოებენ ამავე სამსახურის წარმომადგენლების უშუალო მითითებებითა და ზედამხედველობით.

მძიმე ტექნიკა გუშინ და დღეს მუშაობს, როგორც შოვის ტერიტორიაზე, ისე მდინარის კალაპოტში, ფონის გაგანიერების და გაწმენდის მიზნით. გუშინ მოხდა გზის გაყვანა მჟავე წყლების მიმართულებით, ასევე გადაილახა მდინარის ფონი, გადავიდა მძიმე ტექნიკა, რომელიც გუშინდლიდან მუშაობს.

წარმოებს მდინარე ბდღვიორასა და მდინარე ჭანჭახის გაწმენდისა და კალაპოტის ფორმირების სამუშაოები
  სტიქიის პირველ დღეებში, მთავარი ამოცანა იყო კურორტ შოვთან დამაკავშირებელი დროებითი ხიდისა და გზის მოწყობა. ამისათვის საჭირო სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყო. 24 საათიანი მუშაობის შედეგად, მძიმე ტექნიკამ, ხიდის მონტაჟისთვის, გაწმინდა მდინარის კალაპოტი და პარალელურად მუშაობდა სტიქიის ზონასთან მისასვლელი გზის მოწყობაზე ორი მიმართულებით. 4 აგვისტოს დროებითი ხიდი უკვე მოეწყო და შესაბამისად, ნებისმიერი ტექნიკის გადაყვანის შესაძლებლობა გაჩნდა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, სტიქიის პირველივე დღეს დაიწყო მძიმე ტექნიკის მობილიზაცია. კერძოდ, ადგილზე მობილიზაცია გაუკეთდა ექსაკავატორებს, ბულდოზერებს, თვითმცლელებს და ამწეებს. ეს ტექნიკა ეხმარება შესაბამის სამსახურებს რთულად გადასალახ ღვარცოფულ მასაში ძებნა-შველის სამუშაოების წარმოებაში.

სამუშაოები გრძელდება და დამატებითი და გაფართოებული დავალებებისთვის, ადგილზე მობილიზებულია დამატებითი რესურსი", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე ნახეთ:

„ძალიან გულდასაწყვეტი ამბავია. გენო გამორჩეული, კოლორიტული ადამიანი იყო. მადლობა, რომ გამაგებინეთ" - გიორგი უშიკიშვილი სტიქიის დროს დაკარგულ გენო სულთანიშვილზე

PHOTO: „დილის 8 საათიდან წვიმაში ხატავდა ჩემი და სოფოს სტენსილს…“ - რას იხსენებს ოთო ნემსაძე გიორგი ყარალაშვილზე

„წავიდა ყარალა...“ - სტიქიას შეწირული ბიჭის ამბავი, საქობოს სკოლიდან სორბონის უნივერსიტეტამდე

წყვილმა რაჭაში დატრიალებული ტრაგედიის გამო, ქორწილი გააუქმა - რას ამბობს სოფლად გადასახლებული ცნობილი ბლოგერი

შოვში დაღუპული 18 წლის სამირას მიერ გადაღებული ბოლო ფოტოები