იარაღები, მანქანები და დიდძალი ქონება - ვინ არის გიორგი ქემოკლიძე, რომელიც სუს-მა დააკავა?
1760100600
რა რაოდენობის ყურძენი უნდა მიიღონ ბავშვებმა? ამას პედიატრი ინგა მამუჩიშვილი დეტალურად განმარტავს.
შემოდგომის სეზონზე,როცა უხვად არის ყურძენი ბუნებრივია მშობლებს აინტერესებთ მისი სარგებელი ბავშვისთვის და კვებაში შეტანის ასაკობრივი ვადები... ყურძენი ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი და სასარგებლო ხილია ბავშვისთვის, მაგრამ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როდის და როგორ შევთავაზოთ, რომ უსაფრთხო და სასარგებლო იყოს!!!
ყურძენი მდიდარია - ვიტამინებითა და მინერალებით — შეიცავს:
ვიტამინ C-ს, რომელიც აძლიერებს იმუნურ სისტემას, ვიტამინ K, სისხლძარღვოვანი სისტემისთვის და ძვლების განვითარებისთვის, პოტასიუმი – ეხმარება გულისა და კუნთების სწორად მუშაობაში.
მდიდარია ანტიოქსიდანტებით (რეზვერატროლი, ფლავონოიდები) – იცავს უჯრედებს დაზიანებისგან და ხელს უწყობს ტვინის განვითარებას.
ბოჭკოები – აუმჯობესებს მონელებას და ხელს უშლის ყაბზობას.
ბუნებრივი ენერგიის წყაროა – შეიცავს ბუნებრივ შაქრებს (გლუკოზა, ფრუქტოზა), რაც კარგია აქტიური ბავშვებისთვის.
ყურძენი შეიძლება მივცეთ ბავშვს დაახლოებით 10 თვის ასაკიდან, როცა ბავშვი უკვე ჭამს სხვა რბილ ხილს (მაგალითად, ბანანი, მსხალი).
თავიდან მიეცით გარეცხილი და დაჭყლეტილი ან პიურედ ქცეული ყურძენი — მხოლოდ მცირე რაოდენობით.
დიდი დოზით ყურძენი არასოდეს მისცეთ პატარა ბავშვს (განსაკუთრებით 3 წლამდე)
როგორ შევთავაზოთ უსაფრთხოდ: მოხარშეთ ან ოდნავ დაჭყლიტეთ ყურძენი და გაათავისუფლეთ წიბწებისგან.
1 წლიდან შეგიძლიათ მიაწოდოთ ოთხ ნაწილად გაჭრილი მარცვალი;
3 წლიდან ბავშვი უკვე შეძლებს მთლიანი, მარცვლის მიღებას!! ყურძენი ტკბილია, ამიტომ მისი დიდი რაოდენობით მიცემა არ არის რეკომენდებული (შეიძლება გამოიწვიოს მუცლის ტკივილი,ღებინება,შებერილობა!! საგულდაგულოდ გარეცხეთ, რადგან ზედაპირზე ხშირად რჩება პესტიციდები“, - წერს პედიატრი.