VIDEO: „ჯიუტი იყო… ვერაფერს გადაათქმევინებდი, მე და შოთი შავ გოგიას ვეძახდით“ - აჩი არველაძე გიორგი ნემსაძეს იხსენებს

აჩი

აჩი არველაძე მეგობარს, გიორგი ნემსაძეს „ტვ პირველის“ ეთერში იხსენებს.

„ჯიუტი იყო… ვერაფერს გადაათქმევინებდი, მე და შოთი შავ გოგიას ვეძახდით. რასაც ის ჩემგან და შოთისგან ხუმრობებს ითმენდა...“, – ამბობს აჩი 

გიორგი ნემსაძე ბოლო პერიოდში საქართველოს 18-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებდა.

1988-1991 წლებში და 1993-1995 წლებში თამაშობდა თბილისის „დინამოში“, 1991-1992 წლებში ლანჩხუთის „გურიაში“, 1992-1993 წლებში თბილისის „შევარდენში“, ასევე გამოდიოდა გერმანიის „ჰამბურგში“, თურქეთის „ტრაბზონსპორში“, შვეიცარიის „გრასჰოპერსში“, იტალიურ „რეჯანაში“, თბილისის „ლოკომოტივში“, იყო შოტლანდიური „დანდის“ კაპიტანი, კარიერა „დინამოში“ დააასრულა.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 1992-2004 წლებში ჩატარებული აქვს 69 მატჩი.

✕