"ვისზე ლაპარაკის უფლება აქვს ამ ტუტუცს ან “ვაჟკაცი” ვის გგონიათ ეს მშიშარა?!" - მანჩო გიორგობიანი ვაჟა გაფრინდაშვილზე

gi

სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"ეს ვაჟა გაფრინდაშვილი ვის ეძახის მოღალატეს, ეს ისტერიჩკა პრიმატი, “ოსეთის პრეზიდენტის” სახელზე რომ აქვს შეწყალება ნამათხოვრები?

მის მეტს საქართველოში , ოფიციალურ დოკუმენტში არავის ჰყავს ნაღიარები სეპარატისტი ე.წ. პრეზიდენტი !

არ მინდოდა გალანძღვა, მაგრამ წელიწადი ვერ გაძლო ციხეში, სულ ტირილ-ტირილით დაწერა შეწყალების თხოვნა.

ვისზე ლაპარაკის უფლება აქვს ამ ტუტუცს, მართლა დაიჯერა რომ გმირია?! ან “ვაჟკაცი” ვის გგონიათ ეს მშიშარა, პასტა ვერ გააგდებინეს ხელიდან , ლამის მუხლებში ჩაუვარდა სეპარატისტებს?!

საქართველოს მთავრობამ ნამუსი რომ შეუნახა ამ პროვოკატორს და არ გაუბაზრეს “გმირობანი”, ამას ჰგონია, რომ ჩვენ ვერ გავიგებდით იქაურებისგან ყველაფერს?!" - წერს მანჩო გიორგობიანი.