ვინ დაადანაშაულა ქრთამის აღებაში თენგიზ ცერცვაძე? - „მის მიმართ მაინც კარგი დამოკიდებულება მაქვს“ 

ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე გადაცემაში „სხვა კითხვები ნიკოლოზისგან“ ამბობს , რომ კოვიდ პანდემიის დაწყების შემდეგ იგი არა ერთხელ დაადანაშაულეს ქრთამის აღებაში

„კოვიდის დაწყებამდე არა, (არავის დავუდანაშაულებივარ ქრთამის აღებაში) მცდელობა არ ყოფილა. იმდენად ყველასთვის ნაცნობი იყო, ზოგადად ფულის აღებაზე.

ახლა კოვიდთან ბრძოლის პერიოდში, „ფეისბუკის“ დონეზე წერ, თქვენც წაგიკითხავთ ალბათ, ოღონდ მარტო პერსონალურად ჩემზე არა, ჯგუფს განგვიხილავენ, იცით სამ მუშკეტერს გვეძახიან, რომ თითქოს კოვიდზე ჩვენ დიდ ფულს ვაკეთებთ და ამიტომ გვაწყობს კოვიდი, ლამის გამოვიგონეთ კოვიდი იმისთვის, რომ გვქონოდა ფულის კეთების წყარო.

ამას წერენ ურცხვად და ძალიან უხეში ფორმებით“, - ამბობს თენგიზ ცერცვაძე.