კვიპროსელმა მამაკაცმა თავზე 468 ცალი ღვინის ჭიქა გაიჩერა და საცეკვაო ნომერი ასე შეასრულა - ვიდეო ვირუსულად გავრცელდა

გინესი

კვიპროსელმა მამაკაცმა თავზე 468 ცალი ღვინის ჭიქა გაიჩერა და საცეკვაო ნომერი ასე შეასრულა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

შემთხვევის ამსახველი ვიდეო ინტერნეტსივრცეში მალევე გავრცელდა. 

მამაკაცის მონდომებას უშედეგოდ არ ჩაუვლია - ამ ქმედებით მან გინესის რეკორდის დამყარება შეძლო.