პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„რუსთავი 2“-ის გადაცემას „სხვა კითხვები“ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სტუმრობდა.
თენგიზ ცერცვაძემ გადაცემაში მის ცხოვრებაში მომხდარ, ბევრისთვის აქამდე უცნობ ამბავზე ისაუბრა.ცერცვაძემ სტუდენტობის დროს მომხდარი ამბავიც გაიხსენა.
„პოლიციასთან მქონია პრობლემები. სტუდენტობის დროს, მე და ჩემი მეგობრები სოხუმში ვისვენებდით.
ახალგაზრდები ვიყავით და შინაგანაწესი დავარღვიეთ. ადმინისტრაციასთან ჩხუბი მოგვიხდა. შემოგველახა დირექტორი, რომელიც ძალიან მკაცრი ადამიანი იყო. პოლიცია გამოიძახა, დაგვიჭირეს. თმები გადაგვპარსეს და მოგვისაჯეს 15-დღიანი პატიმრობა.
საბედნიეროდ, ვიღაც ნაცნობები გამოგვიჩნდნენ, ასეთი წვრილმანი დანაშაულისთვის ნაცნობობა ჭრიდა და სამი დღე ვიყავით წინასწარი დაკავების საკანში”, – თქვა თენგიზ ცერცვაძემ.