არ ვიტყოდი, რომ ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი მთავრობის პასუხისმგებლობაა - თენგიზ ცერცვაძე

ცერვცაძე

„ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია და არ ვიტყოდი, რომ ეს არის ქვეყნის ხელმძღვანელობის ან ჯანდაცვის სამინისტროს პასუხისმგებლობა“ - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

აცრილთა მცირე რიცხვს ცერცვაძე ანტივაქსერულ განწყობებს უკავშირებს და ამბობს, რომ თვის ბოლოსთვის „ფაიზერის“ ვაქცინა კიდევ შემოვა საქართველოში და მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს ახლა მაინც აიცრას.

„ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია და არ ვიტყოდი, რომ ეს არის ქვეყნის ხელმძღვანელობის ან ჯანდაცვის სამინისტროს პასუხისმგებლობა, რადგან საქართველოში საუკეთესო პირობები იყო შექმნილი, მაგრამ მოსახლეობამ რიგი სკეპტიკური განწყობების, ანტივაქსერული მოძრაობისა და სხვათა გამო არ გამოიყენა ეს შანსი.

ამის გამო საქართველო არ არის სრულად ვაქცინირებული ქვეყანა სხვებისგან განსხვავებით და მხოლოდ მესამედია ვაქცინირებულია. ძალიან ცოტაა მესამე ბუსტერ დოზით აცრილი.

ეს ვაქცინების სიმცირით არ იყო განპირობებული. შემოტანილი გვქონდა ვაქცინების დიდი რაოდენობა, თან საუკეთესო ვაქცინების. მოსახლეობამ არ გაიკეთა ვაქცინა. ყველა მედიკამენტს, მათ შორის ვაქცინას ვადა გასდის“, - განაცხადა ცერცვაძე.