1758053825
ვინ არის სენაკში მოკლული 25 წლის ახალგაზრდა - დაჭრილია ოჯახის კიდევ ერთი წევრი

სამეგრელოში სისხლიანი გარჩევა 25 წლის თორნიკე გოგიას მკვლელობით დასრულდა. სენაკში, გორის ქუჩაზე გოგიებს საკუთარ სახლში თავს დანით შეიარაღებული პირები გვიან ღამით დაესხნენ. ინციდენტის დროს, სავარაუდოდ, კიდევ 3 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ერთ-ერთი მოკლულის ძმაა. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტის დროს, დაზიანებები მიიღო ერთ-ერთმა თავდამსხმელმაც.
მოკლული ახალგაზრდა, ექსპერტიზის შემდეგ, სახლში გადაასვენეს. დაჭრილები კი ქუთაისის კლინიკაში არიან გადაყვანილი.
მკვლელობის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები უკვე დასრულდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთ-ერთი თავდამსხმელი ცხელ კვალზე დააკავა. "კურიერის" ინფორმაციით, ის 21 ლუკა სარიაა.