გიორგი ვოლსკი: მეტი ინვესტიცია, მეტი რესურსი საქართველოს უსაფრთხოებისა და ხვალინდელი დღის განმაპირობებელი ფაქტორებია და ამის გარეშე ქვეყანა ვერც განვითარდება და ვერც გადარჩება

გია ვოლსკი

 შემოტევა, რომელიც ხორციელდება ერთი მხრივ კოლექტიური ნაცმოძრაობის მიერ, გაძლიერებულია იმ შემოტევით, რომელსაც ვითომდა კონსერვატიული მოძრაობა აწარმოებს საქართველოსთან მიმართებით, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

გიორგი ვოლსკი „იგლ ჰილსის“ პროექტის განხორციელების წინააღმდეგ გამართულ აქციას გამოეხმაურა.

„მეტი ინვესტიცია, მეტი რესურსი საქართველოს უსაფრთხოებისა და ხვალინდელი დღის განმაპირობებელი ფაქტორებია და ამის გარეშე ქვეყანა ვერც განვითარდება და ვერც გადარჩება, მსოფლიოში არსებულ ამ მძიმე ვითარებაში“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, „კონსერვატორები საქართველოსთვის" მიერ რამდენიმე კვირით ადრე დაანონსებულ აქციაზე მხოლოდ მცირერიცხოვანი ჯგუფი მივიდა. ორგანიზატორებმა მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვეს, აქციის მონაწილეებმა კი თქვეს, რომ საქართველოს არაბიზაციის საფრთხე ელის.