VIDEO: უჭირდა სუნთქვა, შეეძლო ეთქვა - დე, მიშველე... - ბერი ანდრიას დედა შვილის უკანასკნელ წუთებს იხსენებს

ღამის პრაიმტაიმი

„რა არის გვირაბი და არსებობს თუ არა ის“ - ამ თემასთან დაკავშირებით „ღამის პრაიმთაიმში“ განსხვავებული მოსაზრებები გამოითქვა.

თემაზე საუბრისას ბერი ანდრიას დედამ შვილის უკანასკნელი სიტყვები გაიხსენა და თქვა, რომ იმქვეყნიური სამყარო ნამდვილად არსებობს. 

„ჩემი შვილი იმქვეყნიურს ყველაფერს ხედავდა, მე ერთი მომენტი ვიფიქრე, რომ ამით ჩემი შვილი მამხნევებს, მაგრამ ბოლო ამოსუნთქვამდე, რომ ვეკითხებოდი, ხომ არ გეშინია, გაღიმებული მეუბნებოდა, არა დედა. აი ამ შეხვედრის მოლოდინის იმედი მე ძალიან მახარებს და იმქვეყნიური სამყარო ნამდვილად არსებობს“,- ამბობს ანდრიას დედა