პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
11 წლის წინ, 28 ივლისს, 17 წლის ასაკში აღესრულა ბერი ანდრია, ერის კაცობაში - ნუგზარ მილორავა, რომელიც იშვიათ სენს ებრძოდა. ის უკვე საწოლს იყო მიჯაჭვული, როდესაც უწმინდესის კურთხევით ბერად აღკვეცეს...
განსაკუთრებით ჰყვარებია დღევანდელი დღესასწაული, წმინდა მოწამეთა კვირიკესა და ივლიტას ხსენების დღე. და ამ დღეს აღესრულა კიდეც.
ბერის დედა, რომელიც ერთადერთი ვაჟის გარდაცვალების შემდეგ, მისი სახელობის ფონდით, მძიმე სენით დაავადებულ ბავშვებს მეურვეობს, ძალზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
თინათინ ჩხვიმიანი: - ყველაზე მძიმე დილა თენდება, დღე როცა მითხარი: "დე, მე დღეს გარდავიცვლები". მერე ისიც მითხარი, მალე ერთად ვიქნებითო, მაგრამ 11 წელია ველოდები, როდის...
ჩემი ზეცას გაფრენილი ერთადერთი შვილი.