დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
13 ივნისის ტრაგედიის შემდეგ გაუჩინარებული სერგი კაპანაძის ბებია ასახელებს ფაქტებს, რის გამოც ფიქრობს, რომ მისი შვილიშვილი ცოცხალია.
„სოციალურ ქსელში მე, ჩემი რძალი და სერგოს მეგობარი ვიყავით ჩართულები, ერთმანეთს სიზმრებს ვუყვებოდით, ამ დროს უცხო ადამიანი ჩაგვერთო და გვეუბნება: - ნუ ტირით, რა. ეძებეთ“. ისეთ რაღაცებს ამბობდა, სერგის იცნობდა.
მერე ეჭვიც კი შემეპარა, თვითონ სერგი ხომ არ იყო. ისეთ დეტალებზე საუბრობდა, სერგისთვის უცნობი არ იყო. მივწერე, სერგი შენ ჩემი გაგიჟება გინდა მეთქი და მწერს: წარმოდგენა არ გაქვს, სად ვცხოვრობ და ვისთან ერთად. რომ დავბრუნდე, სად დავბრუნდე.
შეიძლება, ზარანდიების მშობლებთან შეხვედრის ეშინია. გოოგები მას ახლდა, ისინი დაიღუპნენ, თავად გადარჩა..“- თქვა სერგი კაპანაძის ბებიამ.