მსახიობი იოსებ გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა
1733776207
„წმინდა მამა ნიკოლოზის მრევლის“ ფეისბუკ-გვერდზე გავრცელდა ისტორია, რომელიც მარტვილში მოხდა. ფოტოზე, რომელზეც ერთი შეხედვით უცნაური არაფერი ჩანდა, ბერი გაბრიელი გამოისახა.
„ეს მოხდა მარტვილის რაიონში სოფელ ინჩხურში, სადაც შენდება ბერი გაბრიელის სახელობის ტაძარი. ფოტოზე ხედავთ ადამიანებს, რომლებმაც ჯვარი აღმართეს იმ ადგილზე, სადაც ტაძარი უნდა აშენდეს. როდესაც უკან ბრუნდებოდნენ, ერთ-ერთმა ადამიანმა, რომელიც წინ მიდიოდა, გადაიღო ფოტო იმის სანახავად, როგორი რთული გზები გაიარეს მათ ამ მადლიანი საქმის შესასრულებლად. ფოტოს გადაღების მომენტში არაფერი ჩანდა. როდესაც ფოტოებს ათვალიერებდნენ, მანქანაზე დაინახეს ბერი გაბრიელი, რომელიც წინ მიუძღოდა მათ.
ბერი გაბრიელიც ხომ ამას ამბობდა: „...ნუ შეგეშინდებათ, როდესაც გაგიჭირდებათ, მოვალ და მოგეშველებით, ოღონდ თქვენ ვერ დამინახავთ!..“ თქვენ ილოცეთ და მე უხილავად თქვენს გვერდით ვიქნებიო ამ ფოტოში კი ხილულად ჩანს. დიდება უფალს! დიდება მამა ნიკოლოზს და მამა გაბრიელს!“, - ვკითხულობთ პოსტში.