VIDEO: „სხვამ რაც უნდა ის იფიქროს, ახლა მოდაშია ჩურჩულები...“ - კადრები, რომელიც არ გინახავთ

ნაკრების მოლხენა

გუშინდელი დღე, 2 ივლისი, ჩვენი ეროვნული ნაკრებისა და გულშემატკივრებისთვის, საზეიმო იყო. ფეხბურთელების დახვედრა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დილიდან დაიწყო, ხოლო საღამოს, თავისუფლების მოედანზე გრანდიოზულად გაგრძელდა.

ზეიმი დაუვიწყარი იყო, როგორც ქართველი გულშემატკივრისთვის, ასევე, ჩვენი გმირი ბიჭებისთვის.

თბილისში, ქართული ეროვნული საფეხბურთო ნაკრების დახვედრას პირდაპირი ეთერები და სტატიები მიუძღვნეს ცნობილმა გამოცემებმა:

„სასწაული“ ევროს შემდეგ დაბრუნებულ ფეხბურთელებს ქართველი გულშემატკივრები შეეგებნენ - ნახეთ, რას წერს „როიტერი“
VIDEO: გმირების დაბრუნება ლეგენდარული ევროს შემდეგ - სპორტულმა გამომცემლობამ „433“ თავისუფლების მოედანზე გუშინ გამართული ღონისძიების ვიდეო გამოაქვეყნა

ოფიციალური საზეიმო ღონისძიების შემდეგ, ეროვნულმა ნაკრებმა რესტორანში მოილხინა, საიდანაც, ჩვენი ბიჭების მონაწილეობით, არაერთი სახალისო და გულშემატკივრისთვის საყვარელი კადრი გავრცელდა. 

გთავაზობთ, ერთ-ერთ მათგანს, სადაც ფეხბურთელები მღერიან და ცეკვავენ: