1780330229
VIDEO: „საქართველოში, ინფლუენსერობა მაღალანაზღაურებადი პროფესიაა...“ - მარიამ დავითაძე
ინფლუენსერი მარიამ დავითაძე „ქალების ნარატივში“ საკუთარ პროფესიაზე და წარმატების გზაზე საუბრობს.
მისი თქმით, ინფლუენსერობა საქართველოში მაღალანაზღაურებადი პროფესიაა.
„ინფლუენსერობა უკვე სრული განაკვეთით სამსახურია, ამიტომ, ამაში ადამიანები ჩვეულებრივ უნდა იღებდნენ ანაზღაურებას. ძალიან დიდი რესურსი და შრომა იდება და გავლენაც დიდია. როდესაც ბრენდის სახე ხდები, ან რეკომენდაციას უწევ, ანაზღაურებაც შესაბამისია, რადგან ამაში შეიძლება, მთელი დღე დაგჭირდეს.
ეს საქმე ძალიან შემოსავლიანია და უკვე ალბათ, ყველამ იცის. დღეს ბრენდებისგან პირდაპირი შემოთავაზება არის ის, რომ რა არის თქვენი ბიუჯეტი, ან გაწერილ ბიუჯეტს გიგზავნიან. იშვიათად, რომ დიდმა ბრენდმა ბარტერი შემოგთავაზოს. ამ ეტაპზე, ინფლუენსერობა მაღალანაზღაურებადი პროფესიაა საქართველოში,“ - ამბობს მარიამ დავითაძე.
ნახეთ გადაცემა ვრცლად ↓










