ფაშინიანმა და პუტინმა ასტანაში გამართული ევრაზიული ეკონომიკური უმაღლესი საბჭოს სხდომის შედეგები განიხილეს

ნიკოლ ფაშინიანი ვლადიმირ პუტინი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სატელეფონო საუბრისას ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში, 29 მაისს გამართული ევრაზიული ეკონომიკური უმაღლესი საბჭოს სხდომის შედეგები განიხილეს. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს.

„სატელეფონო საუბრისას მხარეებმა 29 მაისს ასტანაში გამართული ევრაზიული ეკონომიკური უმაღლესი საბჭოს სხდომის შედეგები შეაჯამეს“, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში ევროკავშირსა და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს შორის არჩევანის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარების საფუძველი არ არსებობს.

ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთი გააგრძელებს მუშაობას ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფარგლებში იქამდე, სანამ ევროკავშირსა და ევრაზიულ კავშირს შორის არჩევანის გაკეთება გარდაუვალი არ გახდება.