VIDEO: რაზე ესაუბრა ნონა გაფრინდაშვილი გიორგი გველესიანს - „ბორტ გამცილებელი ცალი თვალით იყურებოდა ეკრანში, რა ხდებაო“

ნონა გაფრინდაშვილი

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წარმატების შემდეგ, გიორგი გველესიანს მეუღლესთან, ლინდა კიკოლაშვილთან ერთად მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდამ ნონა გაფრინდაშვილმა უმასპინძლა.

ნონა გაფრინდაშვილმა გიორგი გველესიანს ის ემოციები გაუზიარა, რაც ევროპის ჩემპიონატზე ნაკრების წარმატებამ გამოიწვია.

„ძალიან რთული გზა გაქვთ გავლილი და აქამდე მოხვედით, რაც ძალიან დასაფასებელია. პირველი თამაში თვითმფრინავში ვნახე. ტელეფონში ვუყურე. ბორტ გამცილებელი ცალი თვალით იყურებოდა ეკრანში, რა ხდებაო.

ახალგაზრდებისთვის ეს არის საოცარი მაგალითი. იმიტომ, რომ უკვე ნიჭიერებს დააკვირდებიან თავიდანვე და ეს კიდევ უფრო მეტ განვითარებას მოუტანს საქართველოს“, – აღნიშნა ნონა გაფრინდაშვილმა.