მაკა ბოჭორიშვილი: ნაცვლად იმისა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა მთელი ძალისხმევა ამომრჩეველთან ურთიერთობაზე მიმართონ, მათი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ ხალხში მღელვარება და უკმაყოფილება გაზარდონ ხელისუფლებს მიმართ

მაკა ბოჭორიშვილი

რადიკალური ოპოზიციის არეულობისათვის მზადებაზე პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, ოპოზიციური პარტიები წინასაარჩევნო მზადების ნაცვლად, ცდილობენ საქართველოს ხელისუფლების იმიჯი დააზიანონ, რითაც მათი აზრით, არჩევნების შედეგებზე მოახდენენ გავლენას.

„ნაცვლად იმისა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა თელი ძალისხმევა ამომრჩეველთან ურთიერთობაზე მიმართონ, მათი ძალისხმევა მიმართულია გარკვეული სიტუაციების შექმნაზე, რაც შეიძლება გამოყენებული იყოს არჩევნებზე ზეგავლენის მოსახდენად. იქნება ეს ქვეყნით გარეთ გარკვეული ქმედებების დაგეგმვა, თუ ქვეყნის შიგნით სხვადასხვა მეთოდების გამოყენება, იმისთვის, რომ ხალხში მღელვარება და უკმაყოფილება გაზარდონ ხელისუფლებს მიმართ“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები არჩევნების წინა დღეებში, თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას გეგმავენ.