VIDEO: „ოთახი ფარნკფურტში, რომელშიც საქართველოს სურნელი იგრძნობა“ - რა ვიდეოს აქვეყნებს თეიკო ანჯაფარიძე

ვეფხისტყაოსანი

ჟურნალისტი, ბლოგერი თეიკო ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, რომელიც ფარნკფურტში, ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტშია გადაღებული. როგორც თეიკო აღნიშნავს, ამ ინსტიტუტში შოთა რუსთაველის კაბინეტი 2019 წლიდან არსებობს.

„გოეთეს სახელობის ფრანკფურტის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტში შოთა რუსთაველის კაბინეტი 2019 წლიდან არსებობს.

შუაგულ ევროპაში რუსთაველს არა მხოლოდ ქართულად, არამედ გერმანულად, ფრანგულად, ესპანურად და უკრაინულად კითხულობენ.

ოთახში, რომელშიც თითქოს საქართველოს სურნელიც კი იგრძნობა, უკვდავი პოემის თარგმანები და რარიტეტული გამოცემები ინახება.

„რუსთაველი ყველაზე თანამედროვე ავტორი. რამდენჯერაც ეხები, სულ სხვა სიღრმეებში შედიხარ, სულ სხვა გადასახედიდან აფასებ“, - მითხრა მანანა თნდაშვილმა, ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის ემპირიული ლინგვისტიკის ინსტიტუტის კავკასიოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა.

პროფესორი მანანა თანდაშვილი ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ჩაუდგა სათავეში პროექტს, “რუსთაველის გაციფრულება სხვადასხვა ენაზე“, მისი თანამოაზრეები მისივე სტუდენტები გახდნენ.

დღეს “ვეფსიხტყაოსნის” პარალელური თარგმანები ერთ ვებგვერდზეა თავმოყრილი. განსხვავებულად ისმინება სხვადასხვა ენაზე აჟღერებული რუსთაველიც.