ტრაგედია ნუცა ბუზალაძის ოჯახში
1773490725
ბავშვთა ნევროლოგი, პროფესორი ნანა ტატიშვილი 18 თვემდე ასაკის ბავშვებში აუტიზმის შესაძლო ნიშნებზე ამახვილებს ყურადღებას და მშობლებს ურჩევს, გარკვეულ სიმპტომებს განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ.
როგორც ექიმი განმარტავს, არსებობს სამი მნიშვნელოვანი ნიშანი, რომლებმაც შესაძლოა განვითარების პრობლემაზე მიანიშნოს. მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი სიგნალია, როდესაც ბავშვი საკუთარ სახელზე რეაგირებას არ ახდენს. ნორმალურ შემთხვევაში, ბავშვს 10 დაძახებიდან მინიმუმ 6-7-ჯერ მაინც უნდა ჰქონდეს რეაქცია.
მეორე მნიშვნელოვანი ნიშანია ის, რომ ბავშვი საჩვენებელ თითს არ იყენებს რაიმეს მისათითებლად, ხოლო მესამე — როდესაც უფროსის მიერ მითითებულ საგანზე თავს არ ატრიალებს და ყურადღებას არ ამახვილებს.
ნანა ტატიშვილი მშობლებს მოუწოდებს, ასეთ ნიშნებზე თვალის დახუჭვა არ სცადონ და სპეციალისტს დროულად მიმართონ.
„თუ ეს სამი ნიშანი შეამჩნიეთ 18 თვემდე ბავშვს, აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს. არ დაეთანხმოთ იმ მოსაზრებას, რომ არა უშავს, თავისით გამოსწორდება — არ გამოსწორდება თავისით. აჟიოტაჟის ატეხვა სჯობს, ვიდრე ის, რომ რაიმე გამოგვეპაროს,“ — განაცხადა ნანა ტატიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი — მარი მალაზონია“.