ცნობილია მასწავლებლის ვინაობა, რომელიც ტაბახმელაში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს
1773431239
სასტიკი მკვლელობა მოხდა დუშეთში რამდენიმე დღის წინ. მეუღ‐ ლის თვალწინ მოკლეს 42 წლის მიშა ჩოხელი. მკვლელობა 10 მარტს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ცნობით, ბრალდე‐ ბულებმა შურისძიების მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით, დაზარალებულს მეუღლის თანდასწრებით, ცეცხლსასროლი იარა‐ ღიდან გასროლით ჭრილობა მიაყენეს და შემთხვევის ადგილი‐ დან მიიმალნენ.
როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პოლიციამ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამო‐ ძიებო მოქმედებების შედეგად 1984 წელს დაბადებული ა.წ. და 1991 წელს დაბადებული ტ.ვ. დააკავეს.
„მკვლელები ადგილობრივები, დუშელები არიან - აკო გოგოლაუ‐ რი და ტარიელ ვერძეული. ამბობენ, რომ მკვლელებს და მოკ‐ ლულს ადრე ჰქონდათ ერთმანეთში კონფლიქტი, ოღონდ, რას უკავშირდება არ ვიცით. მეგობრები ყოფილან და რას უკავშირდე‐ ბა დაპირისპირება, ვერ გეტყვით. ოჯახი არაფერს ლაპარაკობს. ვიცით ის, რომ მიშა ჩოხელი სოფელ საშაბუროში ცხოვრობდა ცოლ-შვილთან ერთად. მას მკვლელები შუაღამით დაადგნენ თავ‐ ზე და მძინარე ჩაცხრილეს ცოლის თვალწინ.
მიშა 40-ს გადაცი‐ ლებულია და ძალიან აქებენ, უაღრესად პოზიტიური პიროვნება იყო. გოგოლაური ახალი გამოსულია ციხიდან, ადრეც მკვლელო‐ ბისთვისაა ნასამართლევი, უსაზიზღრესი პიროვნება. წარმოდგენა არავის აქვს, რისი გულისთვის გაიმეტეს მიშა“, - ამბობს დაღუპულის ახლობელი Ambebi.ge-სთან.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდი‐ ნარეობს, რაც 20-წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.