VIDEO: „მამას დღეს რომ ესმოდეს, ვეტყოდი, რომ კარგი კაცი გავხდი და აღარ ვსვამ“ - მამუკა ჩარკვიანი

მამუკა ჩარკვიანი

მომღერალი და მუსიკოსი მამუკა ჩარკვიანი საკუთარი დაავადების შესახებ გადაცემაში „ნოესთან“ საუბრობს.

„ბევრი მანკიერი მხარე იყო. დიდი ხნის მანძილზე ალკოჰოლზე დამოკიდებული ვიყავი. იმ ზომამდე ვიყავი, რომ მკეტავდნენ. ამის თქმის არ მრცხვენია იმიტომ, რომ ეს სათქმელია და ახალგაზრდამ უნდა იცოდეს, რომ ღვინო კარგი არ არის. კიდევ ცოტათი ნარკოტიკებზეც ვიყავი დამოკიდებული. ესეც რომ გადავაგდე და გამოვძვერი, წერა დავიწყე. მაშინ სასმელი კიდევ მქონდა, ვერაფრით ვერ გადავურჩი. სასმელთან ერთად საათობრივი კვება მქონდა. ამაში მამაჩემს პატივი ვერ ვეცი, გავამწარე... ახლა ძალიან ვნანობ. ჯანსუღი ჩემს ამბავს ძალიან განიცდიდა. მამას დღეს რომ ესმოდეს, ვეტყოდი, რომ კარგი კაცი გავხდი და აღარ ვსვამ. გარდამტეხი მომენტი ცოლი გახდა. ის სახლიდან წავიდა და ისე მეწყინა, რომ მესამე სართულიდან გადმოვხტი. ორივე ფეხის მოტეხილობა მქონდა და ჩემმა ცოლმა ეს ამბავი რომ გაიგო, დაბრუნდა. დღეს ყველაზე მეტად შვილიშვილებს ვესიყვარულები. ოთხი შვილიშვილი მყავს“,- ამბობს მამუკა ჩარკვიანი.