1747684516
„იმიტოა, რომ ვწვალობ... საშინელი დაავადებაა“ - რას ამბობს მამუკა ჩარკვიანი

მომღერალი და მუსიკოსი მამუკა ჩარკვიანი საკუთარი დაავადების შესახებ გადაცემაში „ნოესთან“ საუბრობს.
„მე მაქვს პარკინსონი და ხმაზე დამარტყა, იმიტოა, რომ ვწვალობ. პარკინსონმა იცის ხმის დაჯდომა, ან დაწვრილება. საშინელი დაავადებაა, არ რჩება, არაფერი.
სამედიცინო ლიტერატურის გადაკითხვა ვიცოდი ხოლმე, მიყვარდა... გენეტიკურადაც ემართებათ და ტრავმის შედეგადაც.
ფეხი უნდა მოეკვეთათ და არ ვქენი, ჰოლანდიაში ოპერაცია გამიკეთდა და ფეხი შემინარჩუნდა. ეს იყო 8 წლის წინ... ახლა აღარ ვიცი რა ჭკუაზე ვიქნები, მოვიკვეთავ თუ არა. სიცოცხლე კაი რამეა და გინდება კაცს. 80-100 000-მდე ჯდება ოპერაცია. თუ ვიღაცამ არ დაგაფინანსა, გამძვრალი გაქვს ფეხი. ეს არის ლიმფური ანთებები და კიდევ რაღაც ჰქვია...“ - ამბობს ჩარკვიანი.