VIDEO: „მამამ თქვა, რომ მისი შვილები არ ვიყავით...დედა სოფლიდან გააძევეს...“ - გაშვილებული ტყუპების მძიმე ისტორია

გაშვილებული ტყუპები

„პრაიმტაიმის“ მკითხველი ტყუპ დებს, ანოს და თაკოს კარგად იცნობს. გაშვილებულმა დებმა გასულ წელს ერთმანეთი ტიკტოკზე იპოვეს და ამის შემდეგ მშობლების ძებნა გადაწყვიტეს.

ასეც მოხდა, რამდენიმე დღის წინ ჯგუფის „ვეძებ“ დამფუძნებელმა, თამუნა მუსერიძემ დაწერა, რომ დებმა ბიოლოგიურ მშობლებს მიაგნეს.

გოგონების თქმით, მუცლად მყოფები მამამ არ მიიღო და ცოლს ღალატში ადანაშაულებდა. გაშვილების პროცესს თავადაც დაესწრო და მოგვიანებით, შორიდან უყურებდა, როგორ იზრდებოდნენ გოგონები სხვადასხვა ოჯახში.

თამარს და ანოს კიდევ სამი და ჰყავს, გვარად კი გახარიები არიან.

ადამიანს მეორე შანსი ყოველთვის ეძლევა, დედამ 20 წლის შემდეგ დაამტკიცა ყველაფერი. ახლა ემიგრანტია, ოჯახი შექმნა და თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს. მამასთან საუბარს არ ვაპირებთ.“ - ამბობენ დები. 

ნახეთ ვრცლად ↓