1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
კანადელი და-ძმა გინესის რეკორდსმენად დაასახელეს, როგორც მსოფლიოში ყველაზე ადრეულ ვადაზე დაბადებული და გადარჩენილი ტყუპი.
საქმე ისაა, რომ 22 კვირის ვადაზე დაბადებულ ჩვილებს გადარჩენის მინიმალური შანსი აქვთ. სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნებიან სტატიის გმირები:
ექიმები აფრთხილებდნენ მშობლებს, რომ თუ ბავშვები 22-ე კვირაზე ერთი საათით ადრე მაინც თუ დაიბადებოდნენ, საავადმყოფო მათ სიცოცხლის გადასარჩენად არანაირ ზომებს არ მიიღებდა.
შაკინა რაჯენდრს როდესაც მშობიარობა დაიწყო, მხოლოდ 21 კვირისა და ხუთი დღის იყო. ექიმებმა უთხრეს, რომ ჩვილები "არ იყვნენ სიცოცხლისუნარიანნი" და „ გადარჩენის შანსი ნული იყო".
ტყუპის მამის , კევინ ნადარაჯადას თქმით, საავადმყოფოში გააფრთხილეს, რომ ასეთ ადრეულ მშობიარეს ვერაფრით დაეხმარებოდნენ.
საავადმყოფოების უმეტესობა არ ცდილობს 24-26 კვირამდე დაბადებული ბავშვების გადარჩენას. მაგრამ საბედნიეროდ, წყვილმა შეძლო სხვა სამშობიაროში გადასულიყო, კერძოდ, ტორონტოში, Mount Sinai საავადმყოფოში, სადაც ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილება მუშაობს.
ჩვილები დღეს თავის პირველ დაბადების დღეს აღნიშნავენ და სრულია ჯანმრთელები ბედნიერები არიან.